პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს
"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

უკვე წლე­ბია, ჩეჩ­ნეთ­ში, კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე ბო­დი­შის მოხ­და რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ ტენ­დენ­ცი­ად იქცა.

"ყვე­ლას, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სა და მისი გუნ­დის­თვის მი­უ­ღე­ბელ პოსტს და­წერს, საქ­ვეყ­ნოდ ბო­დი­შის მოხ­და, ან სი­ცო­ცხლეს­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა მო­უ­წევს და ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია, რო­მელ­საც ყვე­ლა აღი­ა­რებს", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც გროზ­ნოს ორ მა­ცხოვ­რე­ბელს ძა­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ "მი­უ­ღე­ბე­ლი ხუმ­რო­ბის" გამო ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ორმა გროზ­ნო­ელ­მა, ხუმ­რო­ბის მიზ­ნით, "ფე­ი­კჩა­ნა­წე­რი" გა­ა­კე­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში ალ­კოჰო­ლის გა­ყიდ­ვა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ ინ­ტერ­ნეტ­ში ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მალე 100 ათას­ზე მეტი ნახ­ვა და 500-მდე კო­მენ­ტა­რი ჰქონ­და. ინ­ტე­რეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბი ხუმ­რობ­დნენ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს ალ­კოჰო­ლის დაშ­ვე­ბა ისე გა­უ­ხარ­დათ, გა­საკ­ვი­რია აქამ­დე რო­გორ ით­მენ­დნენ. ზოგს არც სჯე­რა, რომ ით­მენ­დნენ და არ სვამ­დნენ.

"ზა­ვოდსკის შსს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოს­კო­ვის სპეც­რაზ­მი შეც­ვივ­და. გან­ყო­ფი­ლე­ბის სრუ­ლი ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნეს. ყვე­ლა, ვინც მცი­რედ დარ­ღვე­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა­ზე გა­მო­ი­ჭი­რეს, ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ეუბ­ნე­ბი­ან, რომ რწმე­ნის გამო თქვენ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვთ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც და­ა­პა­ტიმ­რეს. ასე რომ, წადი, სა­დაც გინ­და და აიღე ალ­კოჰო­ლი", - ამ­ბობს ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩეჩ­ნურ ენა­ზე.

ამ ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე გროზ­ნოს სა­მარ­თალ­და­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც ვი­თომ იუ­მო­რით, ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცი­ა­სა და ხალ­ხს ცილი დას­წა­მეს, ბო­დიშს მო­იხ­დი­ან მათ წი­ნა­შე.

"ერთი თვის წინ იქ გზე­ბი ჩა­კე­ტეს და სხვა გზა გა­იხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ტაქ­სის მძღო­ლის­გან მო­ვის­მი­ნე და გა­დავ­წყვი­ტე, მე­ხუმ­რა, რად­გან ჰა­სანს უყ­ვარს ალ­კოჰო­ლი. გა­ვა­კე­თე ჩა­ნა­წე­რი და გა­ვუგ­ზავ­ნე მას, მან კი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლა. ვა­ღი­ა­რებ, რომ ეს ძა­ლი­ან სუ­ლე­ლუ­რი ხუმ­რო­ბა იყო. მარ­თლაც უამ­რავ პო­ლი­ე­ცელს მი­ვა­ყე­ნეთ შე­უ­რა­ცხყო­ფა. იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, ჩვე­ნი ძმე­ბი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის არი­ან იქ. ბო­დიშს ვუხ­დით მათ... არა­ვინ გა­ბე­დოს ასეთ თე­მებ­ზე ხუმ­რო­ბა, რად­გან ჩვენ ვცხოვ­რობთ რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი შრო­მო­ბენ. რამ­ზა­ნი ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტია, აჰ­მად-ჰა­ჯიც, ორი­ვე მათ­გა­ნი ჩვენს უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს", - აცხა­დებს მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა.

ინ­ცი­დენტს მე­დი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ამ ორ მა­მა­კაცს ეტყო­ბა არ ახ­სოვ­და, რომ ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­რო­ვი "მე­ფობს". რა ჩა­ი­დი­ნეს ასე­თი?! რამ­დენ­ჯერ გვი­ხუმ­რია ასე და უა­რე­სა­დაც? სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა შო­რე­უ­ლი ოც­ნე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში. სა­წყა­ლი კა­ცე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­ვით ატუ­ზეს კე­დელ­თან", - წერს kavkaz-uzel.eu-ის პუბ­ლი­კა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

"კა­დი­როვ­ცებს" უმუ­შა­ვი­ათ, "მეფე" კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, მას, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ დიქ­ტა­ტორს სი­ა­მოვ­ნებს შე­ში­ნე­ბუ­ლი ან ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცქე­რა. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს ტრა­გი­კო­მე­დია ჩეჩ­ნეთ­ში, ალ­ბათ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც კა­დი­როვს ასე­თი მხარ­და­ჭე­რა აღარ ექ­ნე­ბა", - მი­აჩ­ნია ვა­დიმ კოზ­ლი­ა­კოვს.

დღეს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა კი­დევ ერთხელ ახ­სე­ნა ბო­დი­შის მოხ­და, ამ­ჯე­რად რეს­პუბ­ლი­კის ფარ­გლებს გა­რეთ.

"კა­დი­როვ­მა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ი­თხო­ვა ბო­დი­შის მოხ­და იმის გამო, რომ ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, მორ­წმუ­ნე მლოც­ვე­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, რომ­ლე­ბიც იმ დროს ალ-აქ­სას მე­ჩეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მუს­ლი­მებს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა.

"ასე­თი თვი­თპი­ა­რი და ხე­ლოვ­ნუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, იმე­დია, მას ცუდ შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვანს. ასე ჰგო­ნია, ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს. ან ავა­ლე­ბენ ასე და ისიც, იმ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო, რა­საც ჩეჩ­ნეთ­ში ინარ­ჩუ­ნებს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. კარ­გი იქ­ნე­ბა ვინ­მემ უთხრას, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მუდ­მი­ვი არაა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ალექ­სეი ფრიდ­მა­ნი.

ძინ პინი
5

სანამ პუტინს აწყობს კადიროვი ჩეჩნეთში იქნება მაგრამ გამომდინარე იქედან რომ მას უკვე განდიდება დაეწყო მემგონი მალე ვიხილავთ ამ ადამიანის დასასრულს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

უკვე წლებია, ჩეჩნეთში, კამერების წინაშე ბოდიშის მოხდა რესპუბლიკის ლიდერის მიერ დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა.

"ყველას, ვინც სოციალურ ქსელში რამზან კადიროვისა და მისი გუნდისთვის მიუღებელ პოსტს დაწერს, საქვეყნოდ ბოდიშის მოხდა, ან სიცოცხლესთან გამომშვიდობება მოუწევს და ეს დაუწერელი კანონია, რომელსაც ყველა აღიარებს", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში მორიგ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გროზნოს ორ მაცხოვრებელს ძალოვნების შესახებ "მიუღებელი ხუმრობის" გამო ბოდიში მოახდევინეს.

რამდენიმე დღის წინ, ორმა გროზნოელმა, ხუმრობის მიზნით, "ფეიკჩანაწერი" გააკეთა რესპუბლიკაში ალკოჰოლის გაყიდვასა და სამართალდამცველების დაკავებასთან დაკავშირებით. მათ ინტერნეტში ხმოვანი შეტყობინებები გაავრცელეს, რომლებსაც ძალიან მალე 100 ათასზე მეტი ნახვა და 500-მდე კომენტარი ჰქონდა. ინტერეტმომხარებლები ხუმრობდნენ, რომ ადგილობრივებს ალკოჰოლის დაშვება ისე გაუხარდათ, გასაკვირია აქამდე როგორ ითმენდნენ. ზოგს არც სჯერა, რომ ითმენდნენ და არ სვამდნენ.

"ზავოდსკის შსს განყოფილებაში მოსკოვის სპეცრაზმი შეცვივდა. განყოფილების სრული ოკუპაცია მოახდინეს. ყველა, ვინც მცირედ დარღვევაზე, მაგალითად, ალკოჰოლის მიღებაზე გამოიჭირეს, ათავისუფლებენ. ეუბნებიან, რომ რწმენის გამო თქვენ ალკოჰოლის მიღების უფლება არ გაქვთ. პოლიციელებიც დააპატიმრეს. ასე რომ, წადი, სადაც გინდა და აიღე ალკოჰოლი", - ამბობს ხმოვან შეტყობინებაში ერთ-ერთი მათგანი ჩეჩნურ ენაზე.

ამ ჩანაწერის გავრცელებიდან ძალიან მალე გროზნოს სამართალდაცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ორივე პიროვნება, რომლებმაც ვითომ იუმორით, ჩეჩნეთის პოლიციასა და ხალხს ცილი დასწამეს, ბოდიშს მოიხდიან მათ წინაშე.

"ერთი თვის წინ იქ გზები ჩაკეტეს და სხვა გზა გაიხსნა. ამის შესახებ ტაქსის მძღოლისგან მოვისმინე და გადავწყვიტე, მეხუმრა, რადგან ჰასანს უყვარს ალკოჰოლი. გავაკეთე ჩანაწერი და გავუგზავნე მას, მან კი ინტერნეტში გაავრცელა. ვაღიარებ, რომ ეს ძალიან სულელური ხუმრობა იყო. მართლაც უამრავ პოლიეცელს მივაყენეთ შეურაცხყოფა. იმ განყოფილებაში ჩემი ახლობლებიც მუშაობენ, ჩვენი ძმები დილიდან საღამომდე ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან იქ. ბოდიშს ვუხდით მათ... არავინ გაბედოს ასეთ თემებზე ხუმრობა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, სადაც ადამიანები შრომობენ. რამზანი ჩვენი პრეზიდენტია, აჰმად-ჰაჯიც, ორივე მათგანი ჩვენს უკეთეს მომავალზე ზრუნავს", - აცხადებს მეორე პიროვნება.

ინციდენტს მედიაში ადგილობრივების გამოხმაურება მოჰყვა.

"ამ ორ მამაკაცს ეტყობა არ ახსოვდა, რომ ჩეჩნეთში კადიროვი "მეფობს". რა ჩაიდინეს ასეთი?! რამდენჯერ გვიხუმრია ასე და უარესადაც? სიტყვის თავისუფლება ალბათ კიდევ დიდხანს იქნება შორეული ოცნება ჩეჩნეთში. საწყალი კაცები, სკოლის მოსწავლეებივით ატუზეს კედელთან", - წერს kavkaz-uzel.eu-ის პუბლიკაციის კომენტარებში ერთ-ერთი ადგილობრივი.

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება, მას, როგორც ჭეშმარიტ დიქტატორს სიამოვნებს შეშინებული ან ნაწამები ადამიანების ცქერა. სულ მაინტერესებს, როდის დასრულდება ეს ტრაგიკომედია ჩეჩნეთში, ალბათ პუტინის რეჟიმის დასრულების შემდეგ, როდესაც კადიროვს ასეთი მხარდაჭერა აღარ ექნება", - მიაჩნია ვადიმ კოზლიაკოვს.

დღეს, ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ ახსენა ბოდიშის მოხდა, ამჯერად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

"კადიროვმა ისრაელის ხელისუფლებისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ისრაელისა და პალესტინის პოლიციელებს შორის დაპირისპირებისას, მორწმუნე მლოცველები დაიღუპნენ, რომლებიც იმ დროს ალ-აქსას მეჩეთში იმყოფებოდნენ. ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს", - განაცხადა კადიროვმა.

"ასეთი თვითპიარი და ხელოვნური განხეთქილების მცდელობა, იმედია, მას ცუდ შედეგამდე მიიყვანს. ასე ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს. ან ავალებენ ასე და ისიც, იმ ძალაუფლების გამო, რასაც ჩეჩნეთში ინარჩუნებს, ყველაფერს აკეთებს. კარგი იქნება ვინმემ უთხრას, რომ ძალაუფლება მუდმივი არაა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსეი ფრიდმანი.

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს