მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია
"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია

რომ ვი­ცო­დეთ ხვალ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის პა­ექ­რო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, თუმ­ცა ჩვენ ეს მო­პო­ვე­ბუ­ლი არ გვაქვს. უნდა ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ბირ­თვი, რო­მე­ლიც ალალ-მარ­თალ ბრძო­ლა­ში კი არ ჩა­ერ­თვე­ბა, არა­მედ ბრძო­ლას გა­აღ­ვი­ვებს, იმი­ტომ, რომ ბრძო­ლა­ში უკვე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან.

„არა­ვინ მო­ვა­ტყუ­ოთ ხალ­ხო, ჩვენ რომ ვი­ცო­დეთ, რომ ხვალ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის პა­ექ­რო­ბა უნდა წა­რი­მარ­თოს - ეს ნორ­მა­ლუ­რია, თუმ­ცა ჩვენ ეს მო­პო­ვე­ბუ­ლი არ გვაქვს. უნდა ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მა­ინ­ტე­რე­სებს ვინ­მემ მი­ზა­ნი ხომ არ შე­იც­ვა­ლა? შე­საძ­ლოა, არ­სე­ბო­ბენ კო­ლე­გე­ბი, ვინც ფიქ­რობს, რომ 2024 წლამ­დე უნდა მო­ი­ცა­დოს და მათ­თვის არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კარს მომ­დგა­რი არ­ჩევ­ნე­ბი ოქ­ტომ­ბრის თვე­ში. შე­საძ­ლოა, ვინ­მე თვლი­დეს, რომ ბრძო­ლა­ში ახლა შეს­ვლა არ არის პრაგ­მა­ტუ­ლად მი­სა­ღე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ბირ­თვი, რო­მე­ლიც ალალ-მარ­თალ ბრძო­ლა­ში კი არ ჩა­ერ­თვე­ბა, არა­მედ ბრძო­ლას გა­აღ­ვი­ვებს, იმი­ტომ, რომ ბრძო­ლა­ში უკვე ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

რო­გორც მე­ლი­ამ გან­მარ­ტა, ის სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს თვალს ადევ­ნებ­და. მი­სი­ვე თქმით, არა­ვის უნდა ეგო­ნოს, რომ პა­ტი­მა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სი, თუ ოთხკე­დელ­შია, რა­ი­მე სა­ხით რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლია.

„სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც ცი­ხის საკ­ნი­დან მე თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ­დი, ჩემ­თვის მკა­ფი­ოდ თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და ერთი მთა­ვა­რი, რბი­ლად რომ ვთქვათ, დე­ფექ­ტი ამ რე­ჟი­მი­სა. ყვე­ლა­ზე მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც ოლი­გარ­ქმა შექ­მნა ჩვენ­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, არის მკვეთ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა და რა­დი­კა­ლი­ზა­ცია. ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა. აქე­დან კი­დევ უფრო კარ­გად ჩანს და ცდე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჰგო­ნია, რომ პა­ტი­მა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სი, თუ ის ოთხკე­დელ­შია, რა­ი­მე სა­ხით მო­წყვე­ტი­ლია იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც საკ­ნის მიღ­მაა. პი­რი­ქით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი წვრილ­მან დე­ტა­ლებ­შიც კი და რა თქმა უნდა, ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნუ­რად, ზი­ზღის კამ­პა­ნი­ის გაღ­ვი­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა ამ კამ­პა­ნი­ით არამ­ხო­ლოდ მის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს, არა­მედ მე­დი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. რა­ტომ აკე­თებს ამას ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, ოლი­გარ­ქი? იმი­ტომ აკე­თებს, რომ ამ რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ით თა­ვი­სი სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ელექ­ტო­რა­ტი რა­ი­მე­ნა­ი­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ძა­ლი­ან ბო­რო­ტად იყე­ნებს, მა­ნი­პუ­ლი­რებს მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხე­ბით, რო­გო­რიც არის, რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბი, ეთ­ნო­ნა­ცი­ნა­ლიზ­მი.

ეს ადა­მი­ა­ნი არ ზრუ­ნავს ამ ქვეყ­ნის შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუ­ნავს. რა­საც მე თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ­დი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ანუ ოლი­გარ­ქის მიერ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი ხალ­ხის კო­მენ­ტა­რებს, რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ას ვერ შე­ვაც­ვლე­ვი­ნებ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თუ თვლი­ან, რომ ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა თან­ხა იმი­ტომ გა­და­ი­ხა­დეს, რომ ამით ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა და­ა­დას­ტუ­რეს, ამ უსაგ­ნო კა­მათ­ში შეს­ვლას განა აზრი აქვს? ორი შე­დე­გია - ან, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ დაყ­რდნო­ბით თან­ხა ჩა­ე­რი­ცხა მძი­მე კრი­მი­ნალს, რო­გორ­საც მე მი­წო­დე­ბენ, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ უკვე აღი­ა­რე­ბულ კრი­მი­ნალს, რო­მე­ლიც ალ­ბათ, კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კარ­ზე და­საქ­მე­ბულ კრი­მი­ნა­ლებს, ესეც არ მგო­ნია მათ­თვის იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო, ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, ან მე­ო­რე მხრივ, ჩა­უ­რი­ცხეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კო­სის გა­მო­სას­ყი­დად. ორი გა­მო­სა­ვა­ლია, ან კრი­მი­ნა­ლი და­იხ­სნა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა სამ­ყა­რომ ჩემი სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა იე­რით ვგავ­დე კი­დეც კრი­მი­ნალს, არ ვიცი, ან - პო­ლი­ტი­კო­სი. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩემ მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევ­რებ­თან ერ­თად საფრ­თხე ვიქ­ნე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, თუკი, ოპო­ზი­ცია დი­ნა­მი­უ­რი იქ­ნე­ბა, ბრძო­ლის მუხ­ტი გა­იზ­რდე­ბა.

„ამ ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბის გვირ­გვი­ნი მე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვიქ­ნე­ბი, რა­ხან ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ციხე დავ­ტო­ვე. ჩემი ღრმა რწმე­ნით, პე­რი­ო­დუ­ლად გვა­ვი­წყდე­ბა, რა და­უნ­დო­ბელ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ვებ­რძვით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე არ ვარ ბოლო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. თუ ოპო­ზი­ცია აქ­ტი­უ­რე­ბი და დი­ნა­მი­უ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, ბრძო­ლის მუხ­ტი გა­იზ­რდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ვი­ღაც მოხ­ვდე­ბა ამ ცი­ხე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ზურაბ
27

რაც სააკაშვილმა სახურავებზე ირბინა ალბათ შენც გავარჯიშებენ და გამზადებენ მიშას შემცვლელად

ავტორი:

"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია

"არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს..." - ნიკა მელია

რომ ვიცოდეთ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები არიან.

„არავინ მოვატყუოთ ხალხო, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა უნდა წარიმართოს - ეს ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა? შესაძლოა, არსებობენ კოლეგები, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადოს და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კარს მომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში. შესაძლოა, ვინმე თვლიდეს, რომ ბრძოლაში ახლა შესვლა არ არის პრაგმატულად მისაღები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ განმარტა, ის სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდა. მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ოთხკედელშია, რაიმე სახით რეალობას მოწყვეტილია.

„სამი თვის განმავლობაში, რასაც ციხის საკნიდან მე თვალ-ყურს ვადევნებდი, ჩემთვის მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვათ, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ოლიგარქმა შექმნა ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა. აქედან კიდევ უფრო კარგად ჩანს და ცდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ პატიმარი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი, თუ ის ოთხკედელშია, რაიმე სახით მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელიც საკნის მიღმაა. პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წვრილმან დეტალებშიც კი და რა თქმა უნდა, ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ხელოვნურად, ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება ამ კამპანიით არამხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. რატომ აკეთებს ამას ბატონი ივანიშვილი, ოლიგარქი? იმიტომ აკეთებს, რომ ამ რადიკალიზაციით თავისი სამობილიზაციო ელექტორატი რაიმენაირად შეინარჩუნოს და ძალიან ბოროტად იყენებს, მანიპულირებს მგრძნობიარე საკითხებით, როგორიც არის, რელიგიური საკითხები, ეთნონაცინალიზმი.

ეს ადამიანი არ ზრუნავს ამ ქვეყნის შორეულ პერსპექტივაზე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. რასაც მე თვალ-ყურს ვადევნებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ანუ ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობეზე დანიშნული, დასაქმებული ხალხის კომენტარებს, რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. ეს ადამიანები თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით ჩემი ბრალეულობა დაადასტურეს, ამ უსაგნო კამათში შესვლას განა აზრი აქვს? ორი შედეგია - ან, „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ, კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კარზე დასაქმებულ კრიმინალებს, ესეც არ მგონია მათთვის იყოს სასიამოვნო, ეს ნახევრად ხუმრობით, ან მეორე მხრივ, ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან - პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის, ჩემ მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად საფრთხე ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება.

„ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?