მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხა­ბა­ზო “პური გუ­ლი­ა­ნი”, კარ­გად ნაც­ნო­ბი, გუ­ლი­ა­ნი მას­პინ­ძლო­ბის ად­გი­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი­სათ­ვის, დღე­ი­დან, ახალ მი­სა­მარ­თზეც და­ი­დებს ბი­ნას.

პური გუ­ლი­ა­ნის ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია და­სა­წყის­ში­ვე მო­ი­აზ­რებ­და მის ქსე­ლუ­რი პრინ­ცი­პით გა­ფარ­თო­ე­ბას. “პური გუ­ლი­ა­ნის” მმარ­თვე­ლი, სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სფე­რო­ში წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია GMT ჯგუ­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრენ­დი ქსე­ლუ­რად, ექ­სპრეს კონ­ცეფ­ცი­ით გან­ვი­თარ­დე­ბა, რაც პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის, გულ­სარ­თი­ა­ნე­ბის, დე­სერ­ტე­ბის, ყა­ვი­სა და სწრა­ფი წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი ხა­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ად­გი­ლი­დან გა­ტა­ნის (Takeaway) და ად­გილ­ზე მი­ტა­ნის (Delivery) მომ­სა­ხუ­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პური გუ­ლი­ა­ნის გუნ­დის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით, პირ­ვე­ლი ექ­სპრეს-ფი­ლი­ა­ლი ვა­კე­ში, ი.აბა­ში­ძის 37-ში, დღე­ი­დან უმას­პინ­ძლებს პირ­ველ სტუმ­რებს. მო­მავ­ლის გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვი­სას კი, ქსე­ლუ­რი გა­ფარ­თო­ე­ბის უფრო დიდ გე­ოგ­რა­ფი­ულ მას­შტაბ­სა და მო­ცუ­ლო­ბა­ზე, უკვე სა­უბ­რო­ბენ GMT ჯგუფ­ში.

“პური გუ­ლი­ა­ნი Express”-ი მომ­სა­ხუ­რე­ბის სწრაფ, გა­მარ­ტი­ვე­ბულ, მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბელ პრო­ცეს­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლად გემ­რი­ელ პრო­დუქ­ტებს ჰპირ­დე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს. ექ­სპრეს-ფი­ლი­ალ­ში სტუმ­რად იმ ადა­მი­ა­ნებს ელი­ან, ვინც მათ მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, ან მუ­შა­ობს და ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დილა სა­ხა­ბა­ზოს პუ­რე­უ­ლით და­ი­წყოს, აქვე ისა­უზ­მოს, ლანჩზე წა­სა­ხემ­სებ­ლად შე­მო­ი­ა­როს, ად­გი­ლი გუ­ლი­ა­ნი დე­სერ­ტე­ბი­სა და გემ­რი­ე­ლი ყა­ვის­თვის მე­ზობ­ლად და­ი­გუ­ლოს და აღარც მყუდ­რო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შე­სარ­ჩე­ვად დას­ჭირ­დეს ფიქ­რი.

ვა­კის ფი­ლი­ალ­ში ბევრ ისეთ კერძსა თუ დე­სერტს და­ა­გე­მოვ­ნებთ, რო­მელ­თა გა­მოც ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე სტუმ­რობ­დით სა­ხა­ბა­ზოს. და, ამავდრო­უ­ლად, ისეთ სი­ახ­ლე­ებ­საც აღ­მო­ა­ჩენთ, ხე­ლახ­ლა რომ შე­გაყ­ვა­რებთ “პური გუ­ლი­ანს”, ად­გილს გუ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის.

R

00:00 / 00:00
ნინი
3

აი საოცარი გარემო გაქვთ ყველგან სადაც ხართ და უგემრიელესი ყველაფერი... თავაზიანი და ღიმილიანი თანამშრომლები...მადლობა თქვენ ყველაფრისთვის....

ავტორი:

"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს

"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს

თანამედროვე ქართული სახაბაზო “პური გულიანი”, კარგად ნაცნობი, გულიანი მასპინძლობის ადგილი თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, დღეიდან, ახალ მისამართზეც დაიდებს ბინას.

პური გულიანის ბრენდის განვითარების სტრატეგია დასაწყისშივე მოიაზრებდა მის ქსელური პრინციპით გაფართოებას. “პური გულიანის” მმართველი, სტუმარმასპინძლობის სფეროში წამყვანი კომპანია GMT ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბრენდი ქსელურად, ექსპრეს კონცეფციით განვითარდება, რაც პურ-ფუნთუშეულის, გულსართიანების, დესერტების, ყავისა და სწრაფი წასახემსებელი ხაზის გაძლიერებას, ადგილიდან გატანის (Takeaway) და ადგილზე მიტანის (Delivery) მომსახურების წახალისებას გულისხმობს.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, პური გულიანის გუნდის განსაკუთრებული ძალისხმევით, პირველი ექსპრეს-ფილიალი ვაკეში, ი.აბაშიძის 37-ში, დღეიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს. მომავლის გეგმების განხილვისას კი, ქსელური გაფართოების უფრო დიდ გეოგრაფიულ მასშტაბსა და მოცულობაზე, უკვე საუბრობენ GMT ჯგუფში.

“პური გულიანი Express”-ი მომსახურების სწრაფ, გამარტივებულ, მეტად მოსახერხებელ პროცესსა და ტრადიციულად გემრიელ პროდუქტებს ჰპირდება მომხმარებელს. ექსპრეს-ფილიალში სტუმრად იმ ადამიანებს ელიან, ვინც მათ მეზობლად ცხოვრობს, ან მუშაობს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დილა სახაბაზოს პურეულით დაიწყოს, აქვე ისაუზმოს, ლანჩზე წასახემსებლად შემოიაროს, ადგილი გულიანი დესერტებისა და გემრიელი ყავისთვის მეზობლად დაიგულოს და აღარც მყუდრო სამუშაო გარემოს შესარჩევად დასჭირდეს ფიქრი.

ვაკის ფილიალში ბევრ ისეთ კერძსა თუ დესერტს დააგემოვნებთ, რომელთა გამოც ზაარბრიუკენის მოედანზე სტუმრობდით სახაბაზოს. და, ამავდროულად, ისეთ სიახლეებსაც აღმოაჩენთ, ხელახლა რომ შეგაყვარებთ “პური გულიანს”, ადგილს გულიანი ურთიერთობებისთვის.

R

ვოლტი - 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!

"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს

ფერადი და გემრიელი ფეჟუატა – ბრაზილიური კერძი, რომელიც ქართველებსაც აუცილებლად მოეწონებათ