ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში - ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა
12:21 / 08-05-2021
ყველაზე ქარიზმატული, ცეცხლოვანი, ინტელექტუალი, მეფე - ეს ის ეპითეტებია, რომელსაც თურქული კინემატოგრაფიის ვარსკვლავ ენგინ აქიურექზე საუბრისას კინოკრიტიკოსები და ფანები ხშირად იყენებენ. აქიურექი თურქული კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული მსახიობია, რომელსაც ქართველი მაყურებელი სხვადასხვა როლით იცნობს.
თურქულ სერიალებში მის მიერ განსახიერებულ გმირებს უკვე ლეგენდარულს უწოდებენ. ენგინი ერთ-ერთია იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც თურქულ კინოინდუსტრიას მსოფლიოს მასშტაბით წარმატება და აღიარება მოუტანა.
თურქეთში ამბობენ, რომ ენგინი - ეს ნიჭი და წარმატებაა. ჩვენს ქვეყანაში აქიურექს იცნობენ სერიალებიდან - "რა დააშავა ფატმაგულმა“, "შავი ფული და სიყვარული“ და ახლა უკვე სერიალით - "ელჩის ქალიშვილი“, რომელიც უახლესი ნამუშევარია.
სამივე სერიალი გლობალური მასშტაბითაა პოპულარული, უფრო მეტიც "შავი ფული და სიყვარული“ თურქულ სერიალებს შორის გაყიდვებით პირველ ადგილს იკავებს და მსგავსი წარმატება ამ დრომდე არცერთ თურქულ ნამუშევარს არ ჰქონია.
ენგინს ყველაზე ინტელექტუალ მსახიობს უწოდებენ. ის პროფესიით ისტორიკოსია და გარდა მსახიობისა, მწერალიცაა. მისი წიგნი Sessizlik სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.
ცოტა რამ ენგინ აქიურექის კარიერის შესახებ
ენგინი 1981 წლის 12 ოქტომბერს ანკარაში დაიბადა. მამა პოლიტიკოსია, დედა დიასახლისი. ენგინს ერთი ძმა ჰყავს. 2004 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ენგინმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო კონკურსში "თურქეთის ვარსკვლავი“, სადაც გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი, თავისი პირველი როლი მიიღო სერიალში Yabanci Damat. ენგინის პირველი წარმატებული სერიალი Bir Bulut Olsam იყო, სადაც "შეშლილი შეყვარებულის", მუსტაფა ბულუთის როლი შეასრულა და ეს როლი დღემდე მსახიობის სავიზიტო ბარათია.
"შავ ფულსა და სიყვარულში“ შესრულებული მთავარი როლისთვის სეულის საერთაშორისო ფესტივალზე ენგინმა 2014 წელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მიიღო. ასევე, ამავე როლით ნომინირებული იყო Emmy Awards-ზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
ენგინ აქიურექი არასდროს ირჩევს მარტივ როლებს, მისი გმირები გამოირჩევიან ხასიათის შტრიხების სიღრმით. მსახიობი თავისი როლებით საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხმიანება და ცდილობს, ეკრანზე გადმოიტანოს ის მანკიერებები, რომელიც ძირითადად ქალზე ძალადობას, ხალხში არსებულ დრომოჭმულ შეხედულებებს ეხება და მაყურებელს აჩვენოს ცუდსა და კარგს შორის განსხვავება და ასევე ის გზები, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა კათარზისი განიცადოს.
სწორედ ამის გამო, ენგინის ფანები ამბობენ, რომ ის არ ჰგავს სხვებს, რომ გაცილებით მაღლა დგას დანარჩენ თურქ მსახიობებზე, მისი როლები არ არის შაბლონური, მარტივი და უბრალო "საპნის ოპერისთვის“ დამახასიათებელი, სწორედ ამის გამოა, რომ მის მიერ შესრულებული გმირები არასდროს ავიწყდებათ და არ რჩებიან ჩვეულებრივ რიგით "სეზონურ გმირებად."
კადრი ფილმიდან bir ask iki hayat
"ელჩის ქალიშვილი"
ენგინის ბოლო ნამუშევარი, სერიალ "ელჩის ქალიშვილში“, მის მიერ შესრულებული მთავარი გმირი, სანჯარ ეფეა. სერიალის გადაღებები ახლახანს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გადასაღებ მოედანზე არაერთი პრობლემა წარმოიშვა.
თავდაპირველად პანდემიის გამო შეჩერდა გადაღებები, შემდეგ კი მთავარი როლის შემსრულებელ ქალს, ნესლიჰან ათაგულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა, რომ სერიალი დაეტოვებინა.
ნესლიჰან ათაგულის წასვლის შემდეგ, სერიალს ენგინის ეკრანული პარტნიორი "შავი ფული და სიყვარულიდან“, თუბა ბუიუქუსთუნი შეუერთდა.
ასევე შეიცვალნენ სერიალის სცენარისტები და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოხერხდა სერიალის გადაღებების ბოლომდე მიყვანა და როგორც ამბობენ, ენგინის დამსახურებით, რადგანაც მან უდიდესი შრომა გასწია ამისთვის. მსახიობის ფანები და სერიალის გადამღები ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ "ენგინმა სერიალი მხრებით ატარა.“
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქიურექს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო დასაყრდენად მიიჩნევენ და განსაკუთრებით უყვართ. ენგინი თურქ მსახიობებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და ბევრისთვის საოცნებო პარტნიორია და ამის შესახებ თურქი მსახიობი ქალები ხშირად ღიად საუბრობენ.
სოციალური ქსელები და პირადი ცხოვრება
აღსანიშნავია, რომ ენგინ აქიურექს არ ჰქონდა სოციალური ქსელები, "ინსტაგრამს" ის ახლახანს შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებაში უდიდესი ინტერესია, ახერხებს მაქსიმალურად დაფაროს ის, თუ ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.
ბოლო პერიოდში მსახიობ ჯანსუ დერესთან რომანს მიაწერდნენ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამბობენ, რომ ამჟამად ენგინის გული თავისუფალია.

კადრი სერიალიდან "რა დააშავა ფატმაგულმა"
სამივე სერიალი გლობალური მასშტაბითაა პოპულარული, უფრო მეტიც "შავი ფული და სიყვარული“ თურქულ სერიალებს შორის გაყიდვებით პირველ ადგილს იკავებს და მსგავსი წარმატება ამ დრომდე არცერთ თურქულ ნამუშევარს არ ჰქონია.
კადრი სერიალიდან "შავი ფული და სიყვარული"

აბა ჰე, დიდი ხანია ამ თურქულ უნიჭო სერიალებზე არ გისაუბრიათ
"ნიჭიერად" დააბოტებს