საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა
"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა

ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 34 წლამ­დე ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

ფეხ­მძი­მე კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის წინ, მა­ღა­ლი სი­ცხით შე­იყ­ვა­ნეს. მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს, თუმ­ცა ჩვილ­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა. 34 წლის ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, ქალს არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

"ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თოდ, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დავ­ხე­დავთ, თუ ორ­გა­ნიზმს აქვს სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი, ფეხ­მძმო­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი. ანუ სუსტ ორ­გა­ნიზმს ის კი­დევ უფრო ასუს­ტებს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­სა­ბა­მი­სად უფრო მწვავ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­მო­სუ­ლი ვარ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც 9 წელი ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ბევ­რი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა ფა­ტა­ლუ­რად. პა­ცი­ენტს ჰქონ­და ასე­თი იმუ­ნუ­რი გე­ნე­ტი­კა, რომ­ლიც ვერ მო­ე­რია ვირუსს, ამას­თან, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ალექ­სი ვა­ჩა­ძემ.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რია. იგი ცოტა ხნის წინ და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და. გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ ფო­ტოგ­რა­ფი ეკა მძე­ლუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"რო­გორ ჩამ­წყდა გულ­ში ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თო, აგ­ვის­ტო­ში მე გა­და­ვუ­ღე ქორ­წი­ლი, ჯერ ერთი წე­ლიც არაა, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს ღმერ­თო, წა­ვი­და თა­ვის პა­ტა­რა მა­რი­ამ­თან ზე­ცა­ში, და­ტო­ვა თა­ვი­სი იმე­და უი­მე­დოდ" - წერს ეკა მძე­ლუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა.

ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ქალს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

"ძალიან ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იყო კორონავირუსი. საერთოდ, თუ საერთაშორისო ლიტერატურას გადავხედავთ, თუ ორგანიზმს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფეხმძმობა არის დამატებითი რისკ-ფაქტორი. ანუ სუსტ ორგანიზმს ის კიდევ უფრო ასუსტებს და კორონავირუსი შესაბამისად უფრო მწვავდება. რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ ისრაელიდან, სადაც 9 წელი ვმუშაობდი, როგორც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ბევრი მსგავსი სიტუაცია მქონია, მაგრამ არცერთი დასრულებულა ფატალურად. პაციენტს ჰქონდა ასეთი იმუნური გენეტიკა, რომლიც ვერ მოერია ვირუსს, ამასთან, ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ძალიან მძიმედ იყო" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალექსი ვაჩაძემ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ქალი მაიკო წიკლაურია. იგი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ქორწილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ფოტოგრაფი ეკა მძელური სოციალურ ქსელში წერს:

"როგორ ჩამწყდა გულში ყველაფერი ღმერთო, აგვისტოში მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს ღმერთო, წავიდა თავის პატარა მარიამთან ზეცაში, დატოვა თავისი იმედა უიმედოდ" - წერს ეკა მძელური.

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"