დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 1 პაციენტს გამოუვლინდა.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, ეს გართულებები მსუბუქი, ან საშუალო სიმძმისაა.
"სულ 120-მდე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გართულებაა დაფიქსირებული. ვისაც სიცხემ აუწია, ან ნანემსარი ეტკინა, არ ფიქსირდება. ამ 120-დან ხდება ზოგიერთის უკუგდება, ზოგიერთის დატოვება, რაც შეეხება ანაფილაქსიურ შოკს, კლინიკის მიერ დაფიქსირებული იყო მხოლოდ 1. არ ვიცი, საბჭოს მიერ მისი უკუგდება მოხდა თუ არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
აბა, თვითონ ხომ არ გამოუვ;ლინდებოდა ცე ვიტამინზე?
რა სისულელეა, სიცხე მქონდა 24 საათი 39 გრადუსი და პარაცეტამოლი არ რეაგირებდა, ნუროფენზე ორი გრადუსი ოდიოდა და ისევ იწეოდა ზევით, 24 საათის შემდეგ წავიდა, მაგრამ ხშირად მტკივა თავი, ერთი თვე გავიდა, ასტრა ზენკათი ავიცერი, მეორე დოზის მეშინია, მაგრამ ვემზადები წამლებით