სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს" - იაგო ხვიჩია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე
"იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს" - იაგო ხვიჩია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე

"მე მაქვს იმე­დი, რომ ის ამ სა­ში­ნელ კა­ნონპ­რო­ექტს ვე­ტოს და­ა­დებს - თუ სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს ვე­ტო­ზე, არ მგო­ნია, ისე ერ­თო­ბო­დეს, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან შეხ­ვედ­რა იყოს მისი მხი­ა­რუ­ლე­ბის სა­გა­ნი", - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც ის გუ­შინ, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდა.

რო­გორც ხვი­ჩია აღ­ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენ­ტი მას­თან შეხ­ვედ­რით თა­ვად და­ინ­ტე­რეს­და და მას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და­უ­რე­კეს.

“პრე­ზი­დენ­ტთან ერთი თემა გან­ვი­ხი­ლეთ - “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში” ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე მე “ფე­ის­ბუქ­ზე” ვთხო­ვე პრე­ზი­დენტს, რომ ვეტო და­ე­დო და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას სურ­და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი, ჩემი პო­ზი­ცია გა­ვა­ცა­ნი, ავუხ­სე­ნი რა­ტომ იყო ეს ცვლი­ლე­ბე­ბი საბ­ჭო­თა ცვლი­ლე­ბე­ბი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით და რა­ტომ იყო ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან, რომ­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტიც იყო.

პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად, კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან და­აბ­რუ­ნოს შე­ნიშ­ვნე­ბით. ჩვენს შეხ­ვედ­რა­ზე ამა­საც შე­ვე­ხეთ, მე მქონ­და მო­საზ­რე­ბა, თუ რო­გო­რი შე­ნიშ­ვნით უნდა იყოს ის უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტის გან­წყო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე არ ვარ გან­წყო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ ამ საქ­მე­ში ღრმად შე­ვი­დე, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვე­ლო­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც არის დარ­ჩე­ნი­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე მაქვს იმე­დი, რომ ის ამ სა­ში­ნელ კა­ნონპ­რო­ექტს ვე­ტოს და­ა­დებს. თუ სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს ვე­ტო­ზე და ამას გა­მო­რი­ცხავს, არ მგო­ნია ისე ერ­თო­ბო­დეს, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან შეხ­ვედ­რა იყოს მისი მხი­ა­რუ­ლე­ბის სა­გა­ნი,"- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა გა­სულ კვი­რას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით და­ამ­ტკი­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და გა­ამ­კაც­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე. კა­ნონს პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რა სჭირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ძა­ლა­ში შევა.

ოპო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს, რად­გან მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე სან­ქცი­ის გამ­კაც­რე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

თუ არც შეწყალებით არც ამნისტიით მელია არ გამოვა ციხიდან, მაგ შემთხვევაში მივაქირაოთ ერთი კამერა და იხადოს კომუნალური გადასახადი და ბინის ქირა იყოს იჯდეს მშვიდად,იქ დაელოდოს მიშას ჩამოსვლას.

იურისტი
0

 შეფასება, რომ კანონის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად რბილად, რომ ვთქვათ საკამათოა და დილეტანტის ნათქვამია. თუ კანონი არ არის მიმართული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკე მისი გამკაცრება უბრალოდ ასეთს ვერ გამოიწვევს რადგან იმის გამკაცრება რაც თავისუფლებას არ ზღუდავს ასეთ მოცემულობას ვერ მოგვცემს.ამიტომ სამსჯელოა ზოგადად განსახილველი კანონი ზღუდავს თუ არა გამოხატვის თავისუფლებას..ავიღოთ 166 ე მუხლი წვრილმანი ხულიგნობა დისპოზიციით ეს არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, ეს ქმედება ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში ? დემოკრატიულ ქვეყნებში გაეტყვით რომ არა..ეხლა რას გვეუბნება 173-მუხლი აქ საუბარია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფაზე ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებაზე აბა ბატონებო ეს ქმედება უნდა ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად თუ არა ?.იცით რა მახსენდება ჩვენ ქალაქში ყველაფერი მოსულაოო თუ სანქციები მკაცრი გეჩვენებათ ამაზე გააკეთეთ აქცენტი თორე გამოხატვის თავისუფლების თქვენებური გაგებით ევროპაშიც და ამერიკაშიც სასაცილონი გავხდებით, რადგან განსახილველ ქმედებებს დემოკრატიული სახელმწიფო სამართალ დარღვევად ხოლო უმეტესობა დანაშაულად განიხილავს მეტი ვიკითხოთ ბატონებო ვეზიაროთ დემოკრატიულ ღირებულებებს მათ სამართალს მაგალითისთვის თუნდაც გადახედეთ ბალტიის ქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსებს თუ არ დაიზარებთ ნახეთ ადმინისტრაციული კოდექსებიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს" - იაგო ხვიჩია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე

"იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს" - იაგო ხვიჩია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე

"მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს - თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე, არ მგონია, ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თაობაზეც ის გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პრეზიდენტი მასთან შეხვედრით თავად დაინტერესდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს.

“პრეზიდენტთან ერთი თემა განვიხილეთ - “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე “ფეისბუქზე” ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი, ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო.

პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე, ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?