კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე
"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთხელ ჰკი­თხეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. გო­მე­ლა­ურ­მა კი­თხვას ხუმ­რო­ბით უპა­სუ­ხა - "ახლა გა­ვალთ და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ალ­ბათ, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, "ათი წე­ლიც გა­ვი­დეს" და ესე­ბუა შემ­დეგ და­ა­კა­ვონ.

  • "და­ვა­კა­ვებთ, რა თქმა უნდა, და­ვა­კა­ვებთ აუ­ცი­ლებ­ლად. ახლა გა­ვალთ და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ალ­ბათ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ნუ, ამა­ზე მი­ლი­ონ­ჯერ გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი გა­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა ათი წე­ლიც გა­ვი­დეს და მერე და­ა­კა­ვონ...მე­ო­თხე მი­ნის­ტრმა ჩემს შემ­დეგ, ან მე­ო­რე მი­ნის­ტრმა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა. გვინ­და რომ და­ვა­კა­ვოთ, რა თქმა უნდა", - ამ­ბობს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს ბად­რი ესე­ბუა გა­სუ­ლი წლის 25 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა თავს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამა­ვე საქ­მის ირ­გვლივ, შსს-მ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა 14 დე­კემ­ბერს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი „ბმვ“-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
42

საბოლოოდ დავრწმუნდი, ამ ქვე-ყანას არასდროს არაფერი ეშველება!

!
0

10 წლის შემდეგ დაბერდება და დამალვაც აღარ მოუწევს

ავტორი:

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დღეს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ჰკითხეს "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას შესახებ, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის. გომელაურმა კითხვას ხუმრობით უპასუხა - "ახლა გავალთ და რამდენიმე წუთში, ალბათ, უკვე დაკავებული იქნება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, "ათი წელიც გავიდეს" და ესებუა შემდეგ დააკავონ.

  • "დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალთ და რამდენიმე წუთში ალბათ უკვე დაკავებული იქნება. ნუ, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლები გავიდეს, შეიძლება ათი წელიც გავიდეს და მერე დააკავონ...მეოთხე მინისტრმა ჩემს შემდეგ, ან მეორე მინისტრმა, ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს ბადრი ესებუა გასული წლის 25 ოქტომბერს დაესხა თავს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე საქმის ირგვლივ, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

"დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ, ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა" - რა მოხდა ბათუმში, სადაც არასრულწლოვანი დაჭრეს

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?