პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე
"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

ევ­რო­კავ­ში­რი იტო­ვებს უფ­ლე­ბას მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის, ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში რუ­სე­თის მიერ 8 პი­რის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვენ უმ­კაც­რე­სად ვგმობთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აუკ­რძა­ლა ევ­რო­კავ­ში­რის 8 მო­ქა­ლა­ქეს. ეს ქმე­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და მოკ­ლე­ბუ­ლია რა­ი­მე იუ­რი­დი­ულ სა­ფუძ­ველს. ის მი­მარ­თუ­ლია მთლი­ა­ნად ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ და არ ეხე­ბა მხო­ლოდ ცალ­კე­ულ პი­რებს.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბოლო, ცხა­დი დე­მონ­სტრი­რე­ბაა იმი­სა, თუ რო­გორ აირ­ჩია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ევ­რო­კავ­შირ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იმის ნაც­ვლად, რომ შე­თან­ხმდეს ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უარ­ყო­ფი­თი ტრა­ექ­ტო­რი­ის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი იტო­ვებს უფ­ლე­ბას მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ", -აცხა­დე­ბენ ევ­რო­პე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას აშშ-იც უერ­თდე­ბა და გმობს კრემ­ლის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის 8 მო­ქა­ლა­ქის­თვის და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ა­კე­თა.

"ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს და ვგმობთ კრემ­ლის მიერ გა­მო­ცე­მულ აკ­რძალ­ვას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის 8 მო­ქა­ლა­ქის­თვის შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე. ეს მოს­კო­ვის მხრი­დან კრი­ტი­კო­სე­ბის კი­დევ ერთი და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა. ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან და მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, რუ­სეთ­თან უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვსურს, მაგ­რამ მან პა­ტი­ვი უნდა სცეს მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს“, - წერს ბლინ­კე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის ფარ­გლებ­ში რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აეკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის 8 მო­ქა­ლა­ქეს. მათ შო­რის არი­ან: ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი დე­ვიდ სა­სო­ლი, ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში ვერა იუ­რო­ვა, საფ­რან­გე­თის დე­ლე­ქა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში და ბერ­ლი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
47

ქე გოუსკდა გული პუტინს...

რევაზი
74

კრილოვს აქვს ეგეთი იგავი "კატა და მზარეული". ზუსტად ეგრეა ევროკავშირის და რუსეთის ამბავი, იმ დროს როდესაც ევროკავშირი რუსეთს აღშფოთებული უხსნის თუ როგორ არ შეიძლება მოიქცეს და მოუწოდებს იყოს ცივილიზებული ქვეყანა, რუსეთი იმავდროულად მშვიდად განაგრძობს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას. მოკლედ რომ თქვათ, როგოც კრილოვის იგავშია : Тут ритор мой, дав волю слов теченью,Не находил конца нравоученью,Но что ж? Пока его он пел,Кот Васька все жаркое съел.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ 8 პირისთვის დაწესებული სანქციების შესახებ.

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ევროკავშირის 8 მოქალაქეს. ეს ქმედება მიუღებელია და მოკლებულია რაიმე იურიდიულ საფუძველს. ის მიმართულია მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ და არ ეხება მხოლოდ ცალკეულ პირებს.

ეს გადაწყვეტილება ბოლო, ცხადი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ შეთანხმდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ", -აცხადებენ ევროპელი მაღალჩინოსნები.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებას აშშ-იც უერთდება და გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს.

შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

"ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების კიდევ ერთი დაშინების მცდელობაა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს. მათ შორის არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა, საფრანგეთის დელექაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი.

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

"რაც მეტი შტამია, მით მეტია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას" - რას ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი ვაქცინების "უსამართლო გადანაწილებაზე"