სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 29 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან“ აცნობეს.
მათივე განმარტებით, შეზღუდვა შეეხება შემნდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, კავსაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის , გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
an agdgoma icodet, an wesi, rigi....sxva dges ver naxavdiT xom?