მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი
"ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი

სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, არ იქ­ნე­ბი­ან ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ ასე­თი ბრძა­ნე­ბის მიმ­ცე­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი კე­ტავს თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ თუკი მო­მა­ვალ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და­ნა­შა­უ­ლი, ეს იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი და­ი­სა­ჯონ.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მუხ­ლე­ბით არის შე­ზღუ­დუ­ლი და არ ვრცელ­დე­ბა ისეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­გო­რიც არის წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

"პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, რომ ვი­ღა­ცამ გას­ცა ბრძა­ნე­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს ეს­რო­ლე და ა.შ. ეს გა­დის ამ მუხ­ლში (სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა). თუ თქვენ გუ­ლის­ხმობთ იმას, რომ იყო გა­ცე­მუ­ლი ზო­გა­დი ბრძა­ნე­ბა, კა­ნო­ნებს გა­რეთ გა­სუ­ლი დე­მონ­სტრა­ცია უნდა შე­წყვე­ტი­ლი­ყო, ამას არ ეხე­ბა ეს მუხ­ლი და ეს არ არის იმ სიმ­ძი­მის და­ნა­შა­უ­ლი, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად ნიკა მე­ლი­ას და­ნა­შა­უ­ლი, ასე შევ­ხე­დოთ, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის პა­ტი­ე­ბა ხდე­ბა ამ­ნის­ტი­ით, არის ნიკა მე­ლი­ას მიერ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი,"- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მტკი­ცე­ბა თით­ქოს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი გუ­ლის­ხმობს, რომ ამ­ნის­ტია მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს შე­ე­ხოს, არის მა­ნი­პუ­ლა­ცია და ტყუ­ი­ლი.

"მე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჩვენ ვერ ვთან­ხმდე­ბით მთა­ვარ სა­კი­თხში - ამ­ნის­ტია უნდა იყოს თუ არა გვერ­დის გა­და­ფურცვლა. ჩვენ ვი­ცით, რომ ეს იყო სუ­ლის­კვე­თე­ბა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის მთლი­ა­ნად და მათ შო­რის, ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით ამოვ­დი­ვართ, როცა ვსა­უბ­რობთ ამ­ნის­ტი­ა­ზე და ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სწო­რედ ასე­თია, რომ ეს იყოს ამ სა­კი­თხის და­ხურ­ვა, გარ­და ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ იქ­ნე­ბა ამ­ნის­ტი­ის ნა­წი­ლი, რო­გო­რიც არის წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, შე­ე­ხოს თუ არა მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს, თუ იყოს ზო­გა­დი, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ის მტკი­ცე­ბა თით­ქოს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი გუ­ლის­ხმობს, რომ ეს მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს შე­ე­ხოს, არის მა­ნი­პუ­ლა­ცია და ტყუ­ი­ლი,"- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
40

 ნაცვლიშვილი გჯობდა, პაპუუუ!

ლონდა
33

აბა შარლ მიშელმა და დასავლეთმა რომ თქვა ნიკა მელიაზე პოლიტპატიმარიაო,და საჩქაროდ გამოუშვითო.იქნებ მართლმსაჯულებაზეც მოყვე ზღაპრები,ევროპისას რომ ჯობია და ა.შ.შენც ტრიი ანტონიი ხარ როგორც მთელი თქვენი გუნდი.

ავტორი:

"ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი

"ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება არ იქნება ამნისტირებული, შესაბამისად, არ იქნებიან ამნისტირებული უშუალოდ ასეთი ბრძანების მიმცემები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "ქართული ოცნების" ამნისტიის პროექტი კეტავს თუ არა შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება 20 ივნისთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

"პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ამნისტია მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი.

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ საკითხში - ამნისტია უნდა იყოს თუ არა გვერდის გადაფურცვლა. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო სულისკვეთება შარლ მიშელის დოკუმენტის მთლიანად და მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთია, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულისა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება საკითხს, შეეხოს თუ არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებს, თუ იყოს ზოგადი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"სიამაყით გიწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა