საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ
"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ

ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, ლოტ­ბა­რი, ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი დათო ცინ­ცა­ძე დიდი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის კახი კავ­სა­ძეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას პოსტს უძღვნის და იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ითა­მა­და ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ლე­გენ­დამ სუფ­რა­ზე, სა­დაც ბრი­ტა­ნელ მსა­ხი­ობ რალფ ფა­ინსს მას­პინ­ძლობ­დნენ.

"ერთ დღეს ბა­ტონ­მა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა ან­სამ­ბლ Shavnabada • შავ­ნა­ბა­და-ს ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ჯა­ნე­ლი­ძის სახ­ლში მის­ვლა გვთხო­ვა, - სტუმ­რად ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რალფ ფა­ინ­სი გვყავ­სო და მინ­და, ქარ­თუ­ლი სუფ­რის წესი გა­ვაც­ნოო. ჩვენც დიდი ინ­ტე­რე­სით მი­ვე­დით. ძა­ლი­ან ლა­მაზ, ის­ტო­რი­ულ და თბილ სახ­ლში ჩვენ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად თა­მა­დო­ბის­თვის უკვე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი, ბა­ტო­ნი კახი კავ­სა­ძე დაგ­ვხვდა.

სა­ნამ სტუმ­რე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ და სუფ­რას მი­ვუს­ხდე­ბო­დით, რო­გორც ბა­ბუა შე­მო­იკ­რებს შვი­ლიშ­ვი­ლებს, ისე ვი­ყა­ვით მის გარ­შე­მო. გვე­ხუმ­რე­ბო­და და თან სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბო­და. მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნეთ იმ დღეს და არც თვი­თონ იღ­ლე­ბო­და ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლით. სი­ა­მოვ­ნე­ბით ივ­სე­ბო­და ამ­დენ ახალ­გაზ­რდას რომ გვხე­დავ­და, რო­გორ მივ­ჩე­რე­ბო­დით მის ყვე­ლა სი­ტყვას. ეს ფრაგ­მენ­ტი გა­და­ღე­ბუ­ლიც გვაქვს, იშ­ვი­ა­თი ის­ტო­რი­ე­ბის თხრო­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა ეს სხვა დროს იყოს…

ეს დღეს არ­ცერთ ჩვენ­განს არ და­ა­ვი­წყდე­ბა, რად­გან სხვა გა­რე­მო დაგ­ვხვდა ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას სახ­ლში. ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ტო­ნი არ­მა­ზიც მო­ვი­და სტუმ­რებ­თან ერ­თად. და­ი­წყო კა­ხიმ თა­მა­დო­ბა... პირ­ვე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ზე ფეხ­ზე დავ­დე­ქით, მე­ო­რე­ზე უფრო მშვიდ ტონ­ში სა­უბ­რობ­და. მერე მო­უ­მა­ტა კა­ხიმ! ცოტა ღვი­ნოც მო­ე­კი­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ცო­ტას სვამ­და.

მერე და მერე ჩვენც სიმ­ღე­რას მო­ვუხ­ში­რეთ და შე­ვი­და სუფ­რა ლხინ­ში. სა­თა­ვე­ებ­თან როგ­როც გი­თხა­რით, კახი იყო, რო­მე­ლიც უკვე ისე სა­უბ­რობ­და, როგ­როც ჩვე­ო­და - რი­ხი­ა­ნად, ხმა­მაღ­ლა, ემო­ცი­უ­რად და გა­მე­ტე­ბით - ემო­ცი­ე­ბის­გან ჯდო­მა უჭირ­და. ისე გა­მო­ხა­ტავ­და ყვე­ლა­ფერს, მახ­სოვს სტუ­მარ­მა თარ­ჯი­მანს უთხრა, - არ მჭირ­დე­ბა შენი თარ­გმნა ისე­დაც იგ­რძნო­ბა რას ამ­ბობ­სო, - ეს კა­ციო. მერე ისიც და­ა­ყო­ლა ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ჩვენ არ გვყავ­სო.

იმ დღეს არ დამ­თვრა­ლა, არც დი­დად ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა. სუფ­რა რომ მორ­ჩა ცოტა ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც. ემო­ცი­ე­ბის­გან ლუკ­მა არ ჰქონ­და ნა­ჭა­მი. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ სტუმ­რებს თა­ვი­სი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას უზი­ა­რებ­და. სვამ­და ჩვენ­ზე ნაკ­ლებს და ხა­რობ­და ჩვენ­ზე მე­ტად… სტუმ­რე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ, მარ­ტო არ დავ­ტო­ვე, ში­ო­და და მეც მი­ვუ­ჯე­ქი - ეს მო­მენ­ტი კი­დევ სხვა­ნა­ი­რი იყო ჩემ­თვის. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ამ დროს ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

ვფიქ­რობ, დღეს ქარ­თულ­მა კულ­ტუ­რამ და­კარ­გა ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი, ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მსა­ხი­ო­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ოჯა­ხის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ბა­ტო­ნი ან­ზო­რი ამ­ბობ­და, კავ­სა­ძე­ებ­ზე და ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლებ­ზე, - უფრო ღრმა სა­მუ­სი­კო ტრა­დი­ცი­ე­ბის ოჯა­ხი არ მე­გუ­ლე­ბა. სამი სა­უ­კუ­ნის უწყვე­ტო­ბას ვით­ვლით მე და კახი სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვარ­თო..." - წერს დათო ცინ­ცა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

ღმერთო რამდენი კარგი და ღვაწლმოწილი ადამიანი წაიყვანე ამ ორ წელიწადში, ისინი ვინც ზნეობის, განათლებულობის, კულტურის ფონს ქმნიდა ქვეყანაში, რანი ვართ. გული მტკივა, შემცვლელიც არავინ ჩანს ჰორიზონტზე. მახსოვს სტუდენტობის დროს, როდესაც კახი დონკიხოტის როლს ასრულებდა, თბილისობაზე გამოვიდა კიკალიშვილთან ერთად, ეს იყო ჩვენი სულის ზეიმი.

faww
0

აცხონოს ღმერთმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ

"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ

ცნობილი მუსიკოსი, ლოტბარი, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე დიდი ქართველი მსახიობის კახი კავსაძეს გარდაცვალებას პოსტს უძღვნის და იხსენებს, თუ როგორ ითამადა ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდამ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობ რალფ ფაინსს მასპინძლობდნენ.

"ერთ დღეს ბატონმა არმაზ ახვლედიანმა ანსამბლ Shavnabada • შავნაბადა-ს ქალბატონი ნანა ჯანელიძის სახლში მისვლა გვთხოვა, - სტუმრად ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, რალფ ფაინსი გვყავსო და მინდა, ქართული სუფრის წესი გავაცნოო. ჩვენც დიდი ინტერესით მივედით. ძალიან ლამაზ, ისტორიულ და თბილ სახლში ჩვენდა მოულოდნელად თამადობისთვის უკვე შერჩეული კანდიდატი, ბატონი კახი კავსაძე დაგვხვდა.

სანამ სტუმრები მოვიდოდნენ და სუფრას მივუსხდებოდით, როგორც ბაბუა შემოიკრებს შვილიშვილებს, ისე ვიყავით მის გარშემო. გვეხუმრებოდა და თან სასაცილო ამბებს გვიყვებოდა. მართლაც ძალიან ბევრი ვიცინეთ იმ დღეს და არც თვითონ იღლებოდა ისტორიების მოყოლით. სიამოვნებით ივსებოდა ამდენ ახალგაზრდას რომ გვხედავდა, როგორ მივჩერებოდით მის ყველა სიტყვას. ეს ფრაგმენტი გადაღებულიც გვაქვს, იშვიათი ისტორიების თხრობა დაიწყო, თუმცა ეს სხვა დროს იყოს…

ეს დღეს არცერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება, რადგან სხვა გარემო დაგვხვდა ქალბატონი ნანას სახლში. ცოტა დაგვიანებით ბატონი არმაზიც მოვიდა სტუმრებთან ერთად. დაიწყო კახიმ თამადობა... პირველი სადღეგრძელოზე ფეხზე დავდექით, მეორეზე უფრო მშვიდ ტონში საუბრობდა. მერე მოუმატა კახიმ! ცოტა ღვინოც მოეკიდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას სვამდა.

მერე და მერე ჩვენც სიმღერას მოვუხშირეთ და შევიდა სუფრა ლხინში. სათავეებთან როგროც გითხარით, კახი იყო, რომელიც უკვე ისე საუბრობდა, როგროც ჩვეოდა - რიხიანად, ხმამაღლა, ემოციურად და გამეტებით - ემოციებისგან ჯდომა უჭირდა. ისე გამოხატავდა ყველაფერს, მახსოვს სტუმარმა თარჯიმანს უთხრა, - არ მჭირდება შენი თარგმნა ისედაც იგრძნობა რას ამბობსო, - ეს კაციო. მერე ისიც დააყოლა ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო.

იმ დღეს არ დამთვრალა, არც დიდად ნასვამი ყოფილა. სუფრა რომ მორჩა ცოტა ვისაუბრეთ კიდეც. ემოციებისგან ლუკმა არ ჰქონდა ნაჭამი. მაგრამ ყველაზე ბედნიერი იყო, რომ სტუმრებს თავისი ქვეყნის კულტურას უზიარებდა. სვამდა ჩვენზე ნაკლებს და ხარობდა ჩვენზე მეტად… სტუმრები რომ წავიდნენ, მარტო არ დავტოვე, შიოდა და მეც მივუჯექი - ეს მომენტი კიდევ სხვანაირი იყო ჩემთვის. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ამ დროს ყველაზე ახლობლები ვიყავით.

ვფიქრობ, დღეს ქართულმა კულტურამ დაკარგა ბოლო დროის ყველაზე დიდი, ეროვნული მნიშვნელობის მსახიობი და ისტორიული ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელი. ბატონი ანზორი ამბობდა, კავსაძეებზე და ერქომაიშვილებზე, - უფრო ღრმა სამუსიკო ტრადიციების ოჯახი არ მეგულება. სამი საუკუნის უწყვეტობას ვითვლით მე და კახი სანამ ცოცხლები ვართო..." - წერს დათო ცინცაძე.

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო  24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე