მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?
"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

სოფო შე­ვარ­დნა­ძე "პირ­ველ არხზე", გა­და­ცე­მა "ახალ დღე­ში" გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის რუბ­რი­კას სტუმ­რობ­და, თა­ვი­სი წიგ­ნის - "მო­მა­ვა­ლი უკვე დღე­საა" გან­სა­ხილ­ვე­ლად. ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კვე­ვა, რომ სოფო შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მან გა­იხ­სე­ნა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და წიგ­ნის წერა და­ი­წყო. ის ამ პე­რი­ოდს ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რად მი­იჩ­ნევს და არა მხო­ლოდ წიგნს, არა­მედ შვილ­საც პან­დე­მი­ის ნა­ყოფს უწო­დებს.

"როცა ჩა­მო­ვე­დი, წინა წლის მარ­ტის ბო­ლოს, არ მე­გო­ნა, თუ ამ­დენ ხანს დავ­რჩე­ბო­დი. ჩემი ჩე­მო­და­ნი იყო ძა­ლი­ან პა­ტა­რა და მხო­ლოდ ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი მქონ­და, რად­გან მარ­ტში თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცი­ო­და. ასე შე­მოვ­რჩი თბი­ლისს, მერე გად­მო­ვე­დი ჩემს მშობ­ლებ­თან და და­ვი­წყე წიგ­ნის წერა, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო - მარ­ტო ყოფ­ნის დრო, რო­დე­საც ვერ გა­ექ­ცე­ვი შენს აზ­რებს, ფიქ­რებს, გინ­და თუ არა, სა­კუ­თარ თავს პი­რის­პირ უნდა და­უჯ­დე და და­ე­ლა­პა­რა­კო. ამ გა­მორ­კვე­ვა­ში გაჩ­ნდა იმის სურ­ვი­ლი, რომ გას­ცე­მო­და პა­სუ­ხი კი­თხვას, - თუ რა ხდე­ბა ჩვენს თავს? ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ვის­თან მო­მინ­დე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი - ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც წიგნ­ში მე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე ან ინ­ტერ­ვიუ მქონ­და აღე­ბუ­ლი, ან მი­სა­უბ­რია უბ­რა­ლოდ. არის უამ­რა­ვი სხვა ხალ­ხიც, ვის­თა­ნაც მო­მინ­დე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ უფრო რე­ა­ლურ გზას მივ­მარ­თე. თან გა­მომ­ცემ­ლო­ბა­მაც მომ­მარ­თა იმ პე­რი­ოდ­ში, წიგ­ნი ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად უკვე გა­მო­ი­ცა, ახლა "პა­ლიტ­რა L"-ი თარ­გმნის ქარ­თუ­ლად და გა­მოს­ცემს. წიგ­ნი იწე­რე­ბო­და იმ მო­მენ­ტში, როცა ტე­ლე­ვი­ზორს რომ ჩარ­თავ­დი, აპო­კა­ლიფ­სი ხდე­ბო­და... ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, ბევრ იმ კი­თხვა­ზე გამ­ცა პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მა­წუ­ხებ­და... რა­ტომ მოხ­და პან­დე­მია? - ეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, არა მხო­ლოდ ლო­გი­კუ­რად, ასე­ვე მინ­დო­და, ეზო­თე­რი­კუ­ლად შე­მე­ხე­და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. ხალ­ხთან ამ სა­უბ­რებ­მა გა­მი­ი­ო­ლა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი...

ცოტა მე­რი­დე­ბა, რომ ვი­ძა­ხი, ჩემ­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი წელი იყო-მეთ­ქი, მაგ­რამ ასეა, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბავ­შვი გა­მიჩ­ნდა, თუმ­ცა ბავ­შვიც ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის ნა­ყო­ფია, იმი­ტომ რომ მე რომ ეს პე­რი­ო­დი, მოს­კოვ­ში, ჩემს ჩვე­ულ რიტ­მში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო კი­დეც, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ მოხ­დე­ბო­და. ამ წიგ­ნის და­წე­რა­მაც მი­მიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო და გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხდა სოფო შე­ვარ­დნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@
22

დაეგდე მანდ და ფხანე რუსებს!

patara erdogani
22

ekaterine gabashvili xar, she chvenisav, ra cigni, ris cigni....bavshvs mixede...

ავტორი:

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

სოფო შევარდნაძე "პირველ არხზე", გადაცემა "ახალ დღეში" გიორგი კეკელიძის რუბრიკას სტუმრობდა, თავისი წიგნის - "მომავალი უკვე დღესაა" განსახილველად. ინტერვიუდან ირკვევა, რომ სოფო შევარდნაძე საქართველოში ცხოვრობს. მან გაიხსენა პერიოდი, როდესაც პანდემიის დასაწყისში ჩამოვიდა თბილისში და წიგნის წერა დაიწყო. ის ამ პერიოდს ყველაზე ნაყოფიერად მიიჩნევს და არა მხოლოდ წიგნს, არამედ შვილსაც პანდემიის ნაყოფს უწოდებს.

"როცა ჩამოვედი, წინა წლის მარტის ბოლოს, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს დავრჩებოდი. ჩემი ჩემოდანი იყო ძალიან პატარა და მხოლოდ ზამთრის ტანსაცმელი მქონდა, რადგან მარტში თბილისში ძალიან ციოდა. ასე შემოვრჩი თბილისს, მერე გადმოვედი ჩემს მშობლებთან და დავიწყე წიგნის წერა, იმიტომ, რომ ჩემთვის თვითიზოლაციის პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო - მარტო ყოფნის დრო, როდესაც ვერ გაექცევი შენს აზრებს, ფიქრებს, გინდა თუ არა, საკუთარ თავს პირისპირ უნდა დაუჯდე და დაელაპარაკო. ამ გამორკვევაში გაჩნდა იმის სურვილი, რომ გასცემოდა პასუხი კითხვას, - თუ რა ხდება ჩვენს თავს? ბევრი ვიფიქრე, ვისთან მომინდებოდა ამაზე ლაპარაკი - ეს ის ხალხია, რომელიც წიგნში მესაუბრება, რომლებთანაც ადრე ან ინტერვიუ მქონდა აღებული, ან მისაუბრია უბრალოდ. არის უამრავი სხვა ხალხიც, ვისთანაც მომინდებოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უფრო რეალურ გზას მივმართე. თან გამომცემლობამაც მომმართა იმ პერიოდში, წიგნი ინგლისურად და რუსულად უკვე გამოიცა, ახლა "პალიტრა L"-ი თარგმნის ქართულად და გამოსცემს. წიგნი იწერებოდა იმ მომენტში, როცა ტელევიზორს რომ ჩართავდი, აპოკალიფსი ხდებოდა... ეს წიგნი ძალიან დამეხმარა, ბევრ იმ კითხვაზე გამცა პასუხი, რომელიც მაწუხებდა... რატომ მოხდა პანდემია? - ეს მაინტერესებდა, არა მხოლოდ ლოგიკურად, ასევე მინდოდა, ეზოთერიკულად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. ხალხთან ამ საუბრებმა გამიიოლა პანდემიის პერიოდი...

ცოტა მერიდება, რომ ვიძახი, ჩემთვის ნაყოფიერი წელი იყო-მეთქი, მაგრამ ასეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გამიჩნდა, თუმცა ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია, იმიტომ რომ მე რომ ეს პერიოდი, მოსკოვში, ჩემს ჩვეულ რიტმში ვყოფილიყავი, შეიძლება მომხდარიყო კიდეც, მაგრამ დიდი ალბათობით, არ მოხდებოდა. ამ წიგნის დაწერამაც მიმიყვანა იქამდე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მიმეღო და განმეხორციელებინა", - განაცხდა სოფო შევარდნაძემ.

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები საქართველოში