საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე
"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

"დღეს რაც ხდე­ბა, ეს არის იდე­ო­ლო­გი­უ­რი შე­ტე­ვა მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რომ რწმე­ნა დაგ­ვა­კარ­გი­ნონ. ნუ გე­ში­ნი­ათ ხალ­ხო, უფა­ლი ჩვენ­თან არს და ჩვენ არა­ვის არას­დროს ძა­ლა­დო­ბის­კენ არ მო­ვუ­წო­დებთ", - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

ის სალ­ხი­ნოს ტაძ­რის ეზო­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ე­ხო და გა­ნა­ცხა­და, რომ არც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას ქმნის და არც არა­ვის მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის­კენ.

"რა ჰქვია მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს მომ­ხრე­ე­ბი, ვინ ხართ ჩემი მომ­ხრე? ჩემი მომ­ხრე­ე­ბი ხართ? არა­ვინ მინ­და, არც ერთი მომ­ხრე არ მჭირ­დე­ბა. არა­ვინ და­მე­ნა­ხოს ჩემი მომ­ხრე. აქ მო­ვი­დეს ის, ვი­საც უნდა უფ­ლის წი­ნა­შე, რომ და­იმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა. ვი­საც უნდა აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, ვი­საც უნდა უფალ­თან დამ­კვიდ­რე­ბა, ის ხალ­ხი მო­ვი­დეს, სულ არ მინ­და არც ერთი ადა­მი­ა­ნი, ჩემი მომ­ხრე არ მჭირ­დე­ბა.

მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ ვქმნი და არც არა­ვის მო­ვუ­წო­დებ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის­კენ. და­აკ­ვირ­დით ჩემს ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას, რას ვა­კე­თებ­დი - ლოც­ვა­ზე, წირ­ვა­ზე მივ­დი­ვარ და ვი­ღა­ცე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან. ის "შუ­შის თვა­ლე­ბიც“ ხომ ხე­და­ვენ ამას. სა­დაც მი­ვე­დი, მი­ვე­დი იმის­თვის, რომ წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. შემ­დეგ "შუ­შის თვა­ლე­ბი“ შუ­შის ეკ­რა­ნებ­ზე უჩ­ვე­ნე­ბენ, რომ თით­ქოს და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და მღვდლებს შო­რის და ა.შ. ვერ გა­ვი­გე, რა­ტომ არ არის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. თუ "შუ­შის თვა­ლე­ბი“ ხართ, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნუ­რი ხედ­ვა გა­გაჩ­ნი­ათ, მა­შინ მი­ე­ცით ხალ­ხს გა­სა­გე­ბი ინ­ფორ­მა­ცია. არ­ცერ­თხელ არ მივ­სულ­ვარ არც სა­ჩხუბ­რად“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სიწ­მინ­დე­ებს შე­უ­რა­ცხყოფს და ეკ­ლე­სი­ა­ში შეჭ­რას ცდი­ლობს.

"რო­დე­საც უფალს, ეკ­ლე­სი­ას აგი­ნე­ბენ, რო­დე­საც წირ­ვას ჩაშ­ლი­ან, რო­დე­საც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან სიწ­მინ­დეს, რო­დე­საც პატ­რი­არ­ქს გი­გი­ნე­ბენ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ­თვის წმინ­დაა, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ თურ­მე ვი­ღა­ცე­ბის ხელ­ში უაზ­რო­ბაა. რამ­დე­ნი მა­გი­ნებს და არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ა­ზე შე­ტე­ვა, ამ­ბო­ხი და შეჭ­რაა, არის პატ­რი­არ­ქის გი­ნე­ბა, ამ დროს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამას აკე­თე­ბენ, გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გი­წევს. რა გა­ვა­კე­თე? ერთი კაცი განვკვე­თე იმი­ტომ, რომ ზღვარს ძა­ლი­ან გა­და­ვი­და და 3 ადა­მი­ანს ვუ­თხა­რი, რომ თუ არ გა­ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მა­თაც განვკვე­თავ. და­ნარ­ჩე­ნი 2 დი­ა­კო­ნია კი­დევ და ერთი მღვდე­ლი. არი­ან კი­დევ მათი დამ­ქა­ში, ზოგს "ბერი“ ეწო­დე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ ბერ-მო­ნაზვნო­ბის ვე­რა­ფე­რი და­ვუ­ნა­ხე“,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მისი თქმით, აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დით სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ვე­რა­ვინ და­ა­ჩო­ქებს.

"ვცდი­ლობ, პი­როვ­ნულ შე­უ­რა­ცხყო­ფას პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფით­ვე არ ვუ­პა­სუ­ხო. ისევ მივ­მარ­თავ მათ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სი­ტყვა, მათ­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. არა­ვის­თან აგ­რე­სი­უ­ლად არ მივ­სულ­ვარ და არც არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია ისე­თი, რომ სად­მე შე­ვი­ჭე­რი და ამით ისი­ნი შე­უ­რა­ცხვყა­ვი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­კე­ტეს კა­რე­ბი და სა­ლო­ცა­ვად ვერ შე­ვე­დი ტა­ძარ­ში, ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და მერე გა­და­აბ­რა­ლეს მა­მა­ო­ებს, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ“,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტვილ­ში, ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის ეზო­ში, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო წირ­ვის და­წყე­ბამ­დე სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც ჭყონ­დი­დელ მიტ­რო­პო­ლიტ, მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს არ ემორ­ჩი­ლე­ბა, ტა­ძარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის კლი­მენ­ტი კე­კუ­ტი­ას გა­მო­ჩე­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, შემ­დეგ კი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან დახ­ვდნენ. მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ტა­ძარ­ში პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­და. მომ­ხდარ­ზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dd
0

რა ხდება , რა გიჟობანას თამაშია ?

ჰოპ
0

ხელისუფალნო , მიხედეთ ამ ადამიანებს , სანამ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვიათ და მერე ვიშვიში ალბათ გვიან იქნება .

ავტორი:

"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

"რას ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები?! არავინ დამენახოს ჩემი მომხრე... " - მეუფე სტეფანე

"დღეს რაც ხდება, ეს არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რომ რწმენა დაგვაკარგინონ. ნუ გეშინიათ ხალხო, უფალი ჩვენთან არს და ჩვენ არავის არასდროს ძალადობისკენ არ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას აღნიშნა.

ის სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებას შეეხო და განაცხადა, რომ არც პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არც არავის მოუწოდებს პოლიტიკური ბრძოლისკენ.

"რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები, ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არც ერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე. აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა უფლის წინაშე, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არც ერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება.

მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი - ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებიან. ის "შუშის თვალებიც“ ხომ ხედავენ ამას. სადაც მივედი, მივედი იმისთვის, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. შემდეგ "შუშის თვალები“ შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის და ა.შ. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია. თუ "შუშის თვალები“ ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ადამიანური ხედვა გაგაჩნიათ, მაშინ მიეცით ხალხს გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ არც საჩხუბრად“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისი განმარტებით, ზოგიერთი ადამიანი სიწმინდეებს შეურაცხყოფს და ეკლესიაში შეჭრას ცდილობს.

"როდესაც უფალს, ეკლესიას აგინებენ, როდესაც წირვას ჩაშლიან, როდესაც უპირისპირდებიან სიწმინდეს, როდესაც პატრიარქს გიგინებენ, როდესაც ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა, აღმოჩნდება, რომ თურმე ვიღაცების ხელში უაზრობაა. რამდენი მაგინებს და არაფერი გამიკეთებია, მაგრამ როდესაც ეკლესიაზე შეტევა, ამბოხი და შეჭრაა, არის პატრიარქის გინება, ამ დროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამას აკეთებენ, გარკვეული ზომების მიღება გიწევს. რა გავაკეთე? ერთი კაცი განვკვეთე იმიტომ, რომ ზღვარს ძალიან გადავიდა და 3 ადამიანს ვუთხარი, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, მათაც განვკვეთავ. დანარჩენი 2 დიაკონია კიდევ და ერთი მღვდელი. არიან კიდევ მათი დამქაში, ზოგს "ბერი“ ეწოდება, მაგრამ სინამდვილეში მათ ბერ-მონაზვნობის ვერაფერი დავუნახე“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მისი თქმით, აგიტაცია-პროპაგანდით საქართველოს ეკლესიას ვერავინ დააჩოქებს.

"ვცდილობ, პიროვნულ შეურაცხყოფას პიროვნული შეურაცხყოფითვე არ ვუპასუხო. ისევ მივმართავ მათ, გაითვალისწინონ სიტყვა, მათთვის უკეთესი იქნება. არავისთან აგრესიულად არ მივსულვარ და არც არასდროს გამიკეთებია ისეთი, რომ სადმე შევიჭერი და ამით ისინი შეურაცხვყავი. რამდენიმე დღის წინ დამიკეტეს კარები და სალოცავად ვერ შევედი ტაძარში, ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს და მერე გადააბრალეს მამაოებს, რომლებიც იქ იყვნენ“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება