საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"
კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

ბიზ­ნეს­მენ­მა კლი­მენტ კე­კუ­ტი­ამ, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, მარ­ტვილ­ში, სალ­ხი­ნოს ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის ეზო­ში სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, ტაძ­რის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

მისი თქმით, მომ­ხდარ­თან მას კავ­ში­რი არა აქვს და ეს მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო.

"ჩემი მოს­ვლის შემ­დეგ ამ­დე­ნი ხალ­ხი თუ შე­იკ­რი­ბა, დი­დე­ბა უფალს, მად­ლო­ბე­ლი ვარ ღვთის, მე ვარ იქ, სა­დაც არის ღმერ­თი, სა­დაც არის სიყ­ვა­რუ­ლი, ეგ არის ჩემი დოგ­მა ცხოვ­რე­ბის, სხვა არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდი სა­გან­ძუ­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს მე მინ­დო­დეს. ამას ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ, ვი­საც ალ­ბათ უნდა ან უნ­დო­და. და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - აღ­ნიშ­ნა კე­კუ­ტი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტვილ­ში, ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის ეზო­ში, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო წირ­ვის და­წყე­ბამ­დე სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც ჭყონ­დი­დელ მიტ­რო­პო­ლიტ, მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს არ ემორ­ჩი­ლე­ბა, ტა­ძარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის კლი­მენ­ტი კე­კუ­ტი­ას გა­მო­ჩე­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, შემ­დეგ კი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან დახ­ვდნენ. მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ტა­ძარ­ში პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­და. მომ­ხდარ­ზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
1

ფანტომასი

ლუი დე ფიუნესი
0

მეგრელი ფანტომასია?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

კლიმენტ კეკუტია - "მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი...დალაგდება ყველაფერი"

ბიზნესმენმა კლიმენტ კეკუტიამ, რომლის გამოჩენის შემდეგ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტუაცია დაიძაბა, ტაძრის ტერიტორია დატოვა.

მისი თქმით, მომხდართან მას კავშირი არა აქვს და ეს მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"ჩემი მოსვლის შემდეგ ამდენი ხალხი თუ შეიკრიბა, დიდება უფალს, მადლობელი ვარ ღვთის, მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი, სადაც არის სიყვარული, ეგ არის ჩემი დოგმა ცხოვრების, სხვა არაფერი გამაჩნია. ეს საქართველოს ძალიან დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება ეს მე მინდოდეს. ამას ისინი ავრცელებენ, ვისაც ალბათ უნდა ან უნდოდა. დალაგდება ყველაფერი", - აღნიშნა კეკუტიამ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი