საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე
"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

მე წირ­ვას ვა­ტა­რებ, არ ვარ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ სის­ხლისღვრა იქ­ნე­ბა, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, თა­ვის­თა­ვად მათ მივ­მარ­თავ“,- ამის შე­სა­ხებ მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნე კა­ლა­ი­ჯიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სალ­ხი­ნოს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ტა­ძარ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მიტ­რო­პო­ლი­ტი აღ­ნიშ­ნავს, ვინც ამ­ბობს, რომ ეპარ­ქი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მან უნდა აი­ღოს.

"ვინც ამ­ბობს, რომ მოხ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა და სის­ხლისღვრა, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს სა­ი­დან ამ­ბობს ამას. ამის თქმით, ან თვი­თონ ამ­ზა­დებს ტე­რაქტს, ან კი­დევ მან იცის, რომ ტე­რაქ­ტი მზად­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბა უნდა ჰკი­თხონ, სა­ი­დან აქვთ ეს ინ­ფორ­მა­ცია.

მე წირ­ვას ვა­ტა­რებ, არ ვარ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­დე­საც ვინ­მე ამ­ბობს, რომ სის­ხლისღვრა იქ­ნე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. თა­ვის­თა­ვად მივ­მარ­თავ მათ. მე არ მივ­დი­ვარ იმ გზით, რომ ვინ­მეს და­ვუ­პი­რის­პირ­დე, შე­მეძ­ლო ახლა კა­ნო­ნი­კუ­რად უფრო მძი­მე ფორ­მე­ბით მოვ­ქცე­ო­დი ზოგ ადა­მი­ანს, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თე“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 22 აპ­რილს, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სალ­ხი­ნოს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მამა ათი­ნო­გე­ნეს გან­ცხა­დე­ბით, მო­ნას­ტერ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამ­ბი­ო­ნი­დან „ლოც­ვის დროს ადა­მი­ა­ნებს ჭკუ­ას ას­წავ­ლის“.

21 აპ­რილს კი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ტა­ძარ­ში მი­ვი­და, თუმ­ცა კარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდა და არ შე­უშ­ვეს. ტაძ­რის ყო­ფი­ლი წი­ნამ­ძღო­ლის, მამა და­ნი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს, რა­ტომ გა­და­ა­ყე­ნა წი­ნამ­ძღო­ლო­ბი­დან და ასე­ვე და­ამ­ტკი­ცოს ის, რის გა­მოც მე­უ­ფე პეტ­რეს „ცილს სწა­მებს“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი დარდი
29
ავაზაკი
კორონიკო!
52

ძლივს ნორმალური და სამართლიანი მეუფე ვნახე! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პეტრეს სექტის ბოგინი ეკლესიაში!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ამბობენ, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია, თავისთავად მათ მივმართავ“,- ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ვინც ამბობს, რომ ეპარქიაში დაპირისპირება იქნება, პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.

"ვინც ამბობს, რომ მოხდება დაპირისპირება და სისხლისღვრა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საიდან ამბობს ამას. ამის თქმით, ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, რომ ტერაქტი მზადდება. სამართალდამცავება უნდა ჰკითხონ, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია.

მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება და დაპირისპირება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია. თავისთავად მივმართავ მათ. მე არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე, შემეძლო ახლა კანონიკურად უფრო მძიმე ფორმებით მოვქცეოდი ზოგ ადამიანს, მაგრამ ეს არ გავაკეთე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, 22 აპრილს, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ჭკუას ასწავლის“.

21 აპრილს კი სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს. ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს“.

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე