პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ
"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ

25 აპ­რი­ლი­დან TV პირ­ველ­ზე ახა­ლი გა­და­ცე­მა "რე­დი­ზა­ი­ნი“ იწყე­ბა. გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ებს ოთახს გა­უ­რე­მონ­ტებს, ყო­ველ კვი­რას, 15:30-ზე გავა ტე­ლე­ე­თერ­ში და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ანა ქურ­თუ­ბა­ძე და მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ნოდო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - თო­რე­ლი არი­ან. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან რე­მონ­ტი­სა და დი­ზა­ი­ნის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­შიც. წამ­ყვა­ნე­ბი მა­ყუ­რე­ბელს პირ­დე­ბი­ან, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი, პო­ზი­ტი­უ­რი, სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო გა­და­ცა­მა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ადრე არ­სე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "რე­დი­ზა­ინ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. მსურ­ვე­ლებ­მა უბ­რა­ლოდ წე­რი­ლი და ოთა­ხის ფო­ტო­ე­ბი უნდა გაგ­ზავ­ნონ.

"ბევ­რს ჰგო­ნია, რომ წე­რი­ლე­ბი უნდა იყოს ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და ბევ­რი ცრემ­ლი უნდა ჩან­დეს. თუმ­ცა ასე არაა. მთა­ვა­რია, ტექ­სტებ­ში მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ჩან­დეს. უნდა დაგ­ვარ­წმუ­ნონ, რომ სწო­რედ ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ოთა­ხი უნდა გა­ვუ­რე­მონ­ტოთ. მა­ყუ­რე­ბე­ლიც რომ ნა­ხავს, უნდა გა­უჩ­ნდეს გან­ცდა, რომ დიახ, მარ­თლა იმ­სა­ხუ­რებ­და რე­მონტს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ პრო­დი­უ­სე­რე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ჩვენ, წამ­ყვა­ნე­ბი. ზო­გა­დად, ჩვენ ვართ გუნ­დი, რომ­ლე­ბიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ და წარ­მა­ტე­ბა­საც ვაღ­წევთ,“ – აცხა­დებს ნოდო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი – თო­რე­ლი.

მო­ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახალ დი­ზა­ინს "მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გივი სა­რა­ლი­ძე, მა­რი­ამ კე­ჩხა­ძე და რუ­ბენ მხი­თა­რი­ა­ნი შექ­მნი­ან. ისი­ნი არი­ან დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა, რო­მელ­თა გაც­ნო­ბაც მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მათ და­გეგ­მილ პრო­ექტს კი სის­რუ­ლე­ში "ბრი­გად არ­ტის“ წევ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნენ.

"რე­დი­ზა­ი­ნი“ TV პირ­ვე­ლი­სა და "ტე­ლე­ინ­დუსტრი­ის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. მისი წარმდგე­ნია სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში "მი­ჰა­უ­სი" რო­მელ­შიც 60 000-მდე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სწო­რედ "მი­ჰა­უს­ში“ შე­არ­ჩე­ვენ დი­ზი­ა­ნე­რე­ბი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­არს. ასე­ვე, გა­და­ცე­მის სპონ­სო­რე­ბი არი­ან: "ბრი­გად არტი“, "ალ­პი­ნა“, "ბოში“ და "ცელ­სი­უ­სი“. თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მას კი თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სპონ­სო­რე­ბიც ეყო­ლე­ბა.

"რე­დი­ზა­ინ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. მათ წე­რი­ლი, თუ რა­ტომ სურთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი ოთა­ხის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ცე­მის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე უნდა გაგ­ზავ­ნონ.

(R)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ

"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ

25 აპრილიდან TV პირველზე ახალი გადაცემა "რედიზაინი“ იწყება. გადაცემა, რომელიც მონაწილეებს ოთახს გაურემონტებს, ყოველ კვირას, 15:30-ზე გავა ტელეეთერში და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გადაცემის წამყვანები მსახიობი და მომღერალი ანა ქურთუბაძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნოდო ჯავახიშვილი - თორელი არიან. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან რემონტისა და დიზაინის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესშიც. წამყვანები მაყურებელს პირდებიან, რომ ეს იქნება ძალიან დინამიკური, პოზიტიური, საჭირო და სასარგებლო გადაცამა ქართულ ტელესივრცეში.

ქართულ ბაზარზე ადრე არსებული ანალოგიური პროექტებისგან განსხვავებით, "რედიზაინში“ მონაწილეობა ძალიან მარტივია. მსურველებმა უბრალოდ წერილი და ოთახის ფოტოები უნდა გაგზავნონ.

"ბევრს ჰგონია, რომ წერილები უნდა იყოს ძალიან სენტიმენტალური და ბევრი ცრემლი უნდა ჩანდეს. თუმცა ასე არაა. მთავარია, ტექსტებში მათი ინდივიდუალიზმი ჩანდეს. უნდა დაგვარწმუნონ, რომ სწორედ ისინი არიან ადამიანები, ვისაც ოთახი უნდა გავურემონტოთ. მაყურებელიც რომ ნახავს, უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ დიახ, მართლა იმსახურებდა რემონტს. გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ პროდიუსერები, დიზაინერები და ჩვენ, წამყვანები. ზოგადად, ჩვენ ვართ გუნდი, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ და წარმატებასაც ვაღწევთ,“ – აცხადებს ნოდო ჯავახიშვილი – თორელი.

მონაწილის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით ახალ დიზაინს "მიჰაუსის“ დიზაინერები გივი სარალიძე, მარიამ კეჩხაძე და რუბენ მხითარიანი შექმნიან. ისინი არიან დიზაინერების ახალი, ნიჭიერი თაობა, რომელთა გაცნობაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. მათ დაგეგმილ პროექტს კი სისრულეში "ბრიგად არტის“ წევრები მოიყვანენ.

"რედიზაინი“ TV პირველისა და "ტელეინდუსტრიის“ ერთობლივი პროექტია. მისი წარმდგენია სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში "მიჰაუსი" რომელშიც 60 000-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. სწორედ "მიჰაუსში“ შეარჩევენ დიზიანერები სარემონტო მასალებსა და სხვადასხვა აქსესუარს. ასევე, გადაცემის სპონსორები არიან: "ბრიგად არტი“, "ალპინა“, "ბოში“ და "ცელსიუსი“. თითოეულ გადაცემას კი თავისი ინდივიდუალური სპონსორებიც ეყოლება.

"რედიზაინში“ მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მათ წერილი, თუ რატომ სურთ მონაწილეობა და გასარემონტებელი ოთახის ფოტოები გადაცემის ფეისბუქ გვერდზე უნდა გაგზავნონ.

(R)

შეიძინეთ სააღდგომო აქსესუარები 30%-მდე დანაზოგით - „ჰოთსეილისა“ და „სუპერის“ შეთავაზება

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

თუ გსურთ ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ - TV პირველზე გადაცემა "რედიზაინი" იწყება