მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?
ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?

ეს­ტო­ნურ-ლატ­ვი­ურ­მა გა­მო­ცე­მამ "დელ­ფიმ" («Delfi») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ჩვე­ნი ის­ტო­რი­ე­ბი: ევე­ლინ ტარტლა­ნის ქარ­თუ­ლი ტრაქ­ტი­რი "მი­მი­ნო“, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ეს­ტო­ნე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ იიხვში მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას. რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, "მი­მი­ნო“ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

"ევე­ლინს მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს და პრობ­ლე­მე­ბი არ აში­ნებს. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, სწო­რედ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ხდე­ბა ხში­რად მხი­ა­რუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი ხდე­ბა. ჰოდა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი მშვე­ნი­ე­რი და ნა­თე­ლია ცხოვ­რე­ბა, როცა ერთ-ერთი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა "კუ­თხის“ მფლო­ბე­ლი ხდე­ბი, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, თა­ნაც პირ­და­პირ ეს­ტო­ნეთ­ში, იიხვში.

ქარ­თუ­ლი ტრაქ­ტი­რი "მი­მი­ნო“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და მას გა­მორ­ჩე­უ­ლად მფლო­ბე­ლე­ბი ქმნი­ან - ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი დუ­ე­ტის სა­ხით. 2010 წელს ესტო­ნე­ლი ევე­ლი­ნი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში გა­ემ­გზავ­რა - "ნამ­დვი­ლი ხინ­კა­ლის“ საჭ­მე­ლად. და როცა უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი და­ა­გე­მოვ­ნა, როცა გა­იც­ნო ქარ­თუ­ლი კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი და გა­სინ­ჯა ქარ­თუ­ლი ჭაჭა, სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ მსგავს ობი­ექტს მშობ­ლი­ურ იიხვშიც შექ­მნი­და. ასე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ქარ­თულ­მა ტრაქ­ტირ­მა "მი­მი­ნომ“, რო­მელ­საც სა­მი­ო­დე თვე­ში, აგ­ვის­ტო­ში, 9 წელი უს­რულ­დე­ბა.

თბი­ლი­სის შთა­გო­ნე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი ტრაქ­ტი­რის ინ­ტე­რი­ე­რი, რო­მე­ლიც ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩას მოგ­ვა­გო­ნებს - ტე­რა­სე­ბით, ღვი­ნის კას­რე­ბით და აივ­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბით. ტრაქ­ტირს სა­ხე­ლი ეწო­და ცნო­ბი­ლი ფილ­მის "მი­მი­ნოს“ მი­ხედ­ვით. სხვა­თა შო­რის, სა­ხელ­წო­დე­ბა თვი­თონ ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე­მაც მო­ი­წო­ნა, ფილმში მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მკი­თხვე­ლი ეც­ნო­ბა ტრაქ­ტი­რის მფლო­ბე­ლი ევე­ლინ ტარტლა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ას, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, ტარ­ტუს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი, არის სამი შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია.

"მი­მი­ნოს“ კერ­ძე­ბის მე­ნი­უ­ში თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა­ფე­რი ის სა­უ­კე­თე­სო, რი­თაც ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ამა­ყობს, მათ შო­რის ხინ­კა­ლი, ხა­ჭა­პუ­რი, ხარ­ჩო, მწვა­დი. კერ­ძებს ქარ­თვე­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. "ტრაქ­ტი­რის მფლო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ არის, როცა კლი­ენ­ტე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბით და საჭ­მე­ლე­ბით კმა­ყო­ფილ­ნი რჩე­ბი­ან. ევე­ლი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ში­ნაა გა­ხა­რე­ბუ­ლი, როცა გა­ი­გებს - სტუმ­რე­ბი შო­რი­დან - ტა­ლი­ნი­დან და ვირუ­დან - იიხვში იმი­ტომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ "მი­მი­ნოს“ პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ტყვეს. "ჩემ­თვის სა­ა­მა­ყოა, როცა სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ნამ­ყოფ­ნი, მე­უბ­ნე­ბი­ან - საჭ­მე­ლი ნამ­დვი­ლად ქარ­თუ­ლია და უკე­თე­სიც კი“, - ამ­ბობს ევე­ლი­ნი.

2017 წელს "მი­მი­ნო“ თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რო­ბით "ეს­ტო­ნე­თის გე­მოს“ რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდა, ხოლო 2018 წელს ტრაქ­ტი­რი ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის 100 სა­უ­კე­თე­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სი­ა­ში შე­ვი­და და დღემ­დე იკა­ვებს ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე ად­გილს. რო­გორც ევე­ლი­ნი ამ­ბობს, "ჩვენ სამ­ჯერ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ის, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს კერ­სტი კა­ლი­უ­ლა­იდს და მის გა­რე­მოც­ვას მოვმსა­ხუ­რე­ბო­დით“."იიხ­ვის ქარ­თუ­ლი ტრაქ­ტი­რი და მისი ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი პა­ტა­რა კო­ლექ­ტი­ვი იმე­დი­ა­ნად უყუ­რებს მო­მა­ვალს და ცდი­ლობს კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ვოს თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი სახე, ეროვ­ნუ­ლი მე­ნიუ და უფრო მეტი კლი­ენ­ტი მი­ი­ზი­დოს. "მი­მი­ნო“ ეს­ტო­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ტრა­დი­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რია“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სას­რულს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

ავტორი:

ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?

ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?

ესტონურ-ლატვიურმა გამოცემამ "დელფიმ" («Delfi») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "ჩვენი ისტორიები: ეველინ ტარტლანის ქართული ტრაქტირი "მიმინო“, რომელიც შეეხება ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ იიხვში მდებარე ქართული სასტუმრო-რესტორნის საქმიანობას. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, "მიმინო“ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ეველინს მოგზაურობა უყვარს და პრობლემები არ აშინებს. ბოლოსდაბოლოს, სწორედ მოგზაურობის დროს ხდება ხშირად მხიარული ისტორიები, რომელთა წყალობით ცხოვრება მშვენიერი ხდება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორი მშვენიერი და ნათელია ცხოვრება, როცა ერთ-ერთი მოგზაურობის შედეგად საქართველოს პატარა "კუთხის“ მფლობელი ხდები, ქართველებთან ერთად, თანაც პირდაპირ ესტონეთში, იიხვში.

ქართული ტრაქტირი "მიმინო“ განსაკუთრებულია და მას გამორჩეულად მფლობელები ქმნიან - ქართულ-ესტონური დუეტის სახით. 2010 წელს ესტონელი ეველინი, მეგობრებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაემგზავრა - "ნამდვილი ხინკალის“ საჭმელად. და როცა უგემრიელესი კერძი დააგემოვნა, როცა გაიცნო ქართული კაფე-რესტორნები და გასინჯა ქართული ჭაჭა, საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავს ობიექტს მშობლიურ იიხვშიც შექმნიდა. ასე დაიწყო მუშაობა ქართულმა ტრაქტირმა "მიმინომ“, რომელსაც სამიოდე თვეში, აგვისტოში, 9 წელი უსრულდება.

თბილისის შთაგონებითაა გაკეთებული ტრაქტირის ინტერიერი, რომელიც ძველი თბილისის ქუჩას მოგვაგონებს - ტერასებით, ღვინის კასრებით და აივნიანი სახლებით. ტრაქტირს სახელი ეწოდა ცნობილი ფილმის "მიმინოს“ მიხედვით. სხვათა შორის, სახელწოდება თვითონ ვახტანგ კიკაბიძემაც მოიწონა, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მკითხველი ეცნობა ტრაქტირის მფლობელი ეველინ ტარტლანის ბიოგრაფიას, რომელიც პროფესიით იურისტია, ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი, არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია.

"მიმინოს“ კერძების მენიუში თავმოყრილია ყველაფერი ის საუკეთესო, რითაც ქართული სამზარეულო ამაყობს, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, მწვადი. კერძებს ქართველი მზარეულები ამზადებენ. "ტრაქტირის მფლობელი ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა კლიენტები მომსახურებით და საჭმელებით კმაყოფილნი რჩებიან. ეველინი განსაკუთრებით მაშინაა გახარებული, როცა გაიგებს - სტუმრები შორიდან - ტალინიდან და ვირუდან - იიხვში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ "მიმინოს“ პოპულარობა შეიტყვეს. "ჩემთვის საამაყოა, როცა სტუმრები, რომლებიც საქართველოში არიან ნამყოფნი, მეუბნებიან - საჭმელი ნამდვილად ქართულია და უკეთესიც კი“, - ამბობს ეველინი.

2017 წელს "მიმინო“ თავისი პოპულარობით "ესტონეთის გემოს“ რეიტინგში მოხვდა, ხოლო 2018 წელს ტრაქტირი ჩრდილოეთის ქვეყნების საზოგადოებრივი კვების 100 საუკეთესო დაწესებულების სიაში შევიდა და დღემდე იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს. როგორც ეველინი ამბობს, "ჩვენ სამჯერ დავიმსახურეთ ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს და მის გარემოცვას მოვმსახურებოდით“."იიხვის ქართული ტრაქტირი და მისი ქართულ-ესტონური პატარა კოლექტივი იმედიანად უყურებს მომავალს და ცდილობს კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი ეროვნული სახე, ეროვნული მენიუ და უფრო მეტი კლიენტი მიიზიდოს. "მიმინო“ ესტონეთში ქართული სამზარეულოს ტრადიციების პოპულარიზატორია“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

დაფიქსირდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში - ცერცვაძის განმარტება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს