სრულიად ციფრული სწრაფი სესხი
იმის და მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად, როგორებიცაა ტაქსისა და საკვების გამოძახების აპლიკაციები, მაინც რატომღაც ციფრული ბანკის სერვისებით სარგებლობას ვერიდებით. სფეის ციფრული ბანკის აპლიკაციიდან, უკვე სესხის აღებაც შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელად. თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადმოიწერე აპლიკაცია, დარეგისტრირდი სულ რაღაც 2 წუთში და უკვე მზად ხარ იმისთვის, რომ ისარგებლო სფეის უსწრაფესი სესხით.
სწრაფი სესხი 24/7
სფეისის აპლიკაციიდან სესხის აღება შეგიძლია სულ რაღაც 5 წუთში და რაც მთავარია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ადგილიდან, მთავარია გქონდეს სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა. ვთქვათ ერთი საქმიდან მეორე საქმეზე გარბიხარ, უცბად ფული დაგჭირდა, ამ შემთხვევაში, გზაში, ტაქსიდანაც თავისუფლად მოასწრებ სესხის აღებას.
ონლაინ სესხი მორგებული შენზე
ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვემარტივებინა სესხის აღების პროცესი, დაგვეკავშირებინა ის ნაკლებ დისკომფორტთან და მეტ სასიამოვნო გამოცდილებასთან. ონლაინ სესხის აღებისას, გადახდის გრაფიკს ადგენ შენ, მობილური აპლიკაციიდან. ირჩევ რა რიცხვში გსურს ყოველთვიურად სესხის დაფარვა და შემდეგ თვეს, შენ მიერ მითითებულ რიცხვში, ფარავ სესხს.
არანაირი ზედმეტი საკომისიო
თუ ჯერ არ გვიცნობ, იცოდე რომ სფეისში არ გვიყვარს დაფარული საკომისიოები და ჯარიმები. როდესაც სესხის აღება მოგინდება, არ მოგიწევს არანაირი გაცემის საკომისიოს გადახდა. თუ სესხის წინსწრებით დაფარვა მოგინდება, არც ამაში შეგზღუდავთ, რადგან არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ გვაქ.
როგორია სწრაფი სესხის პირობები სფეისში?
თუ ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაშინ აქვე გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას მომენტალური სესხის შესახებ:
გამოთვალე სწრაფი სესხის ლიმიტი
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.
NS