საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება
"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

"კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სოსო გო­გაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე­ებს ხე­დავს და ამავდრო­უ­ლად, ამ საფრ­თხე­ებ­ში აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბას აკე­თებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სოსო გო­გაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, თუ ვის­ზეა სა­უ­ბა­რი, ამის თა­ო­ბა­ზე უფრო ხმა­მაღ­ლა და დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისა­უბ­რებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არი­ან“.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ნა­წი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი­სა იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, სას­ჯელს იხ­დის და ნა­წი­ლი არის და­კარ­გუ­ლი, ანუ ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი არა­ვინ იცის. ამი­ტომ, მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა- გა­მო­ძი­ე­ბა, ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, რო­მელ­შიც დღეს მე ვარ - "კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრი", ასე­ვე, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­დან, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, თუ სად არი­ან ისი­ნი.

ახლა, ჩვენს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვად­გენთ. მე ვმუ­შა­ობ იმ ნა­წილ­ში, რაც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ანუ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბი იყ­ვნენ, ფიცი მი­ი­ღეს და ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი გახ­დნენ.

მე ამ კვლე­ვის ნა­წილ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. ვმუ­შა­ობ მარ­შრუტ­ზე, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლია. ამის შე­სა­ხებ უცხო­ურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე სტა­ტია და­ი­წე­რა, სა­დაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქნა სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ უკ­რა­ი­ნა­ში. მე ზუს­ტად ამ ნა­წილ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი.

რად­გან ეს მარ­შრუ­ტი დად­გე­ნი­ლია და წლე­ბია, რაც მუ­შა­ობს. მინ­და, რომ ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­ჯა­რო გავ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და არა მარ­ტო. თან, რო­დე­საც ამ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არი­ან. მე მო­ვი­აზ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ სქე­მებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი და არა 1 ან 2 წელი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ესე­ნი არ არი­ან ჩირ­გვებ­ში შე­მა­ლუ­ლე­ბი", - აცხა­დებს გო­გაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გო­გაშ­ვილ­მა პოს­ტი და ტე­რო­რიზ­მე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მარ­შუ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბის მარ­შუ­ტი სი­რი­ი­დან უკ­რა­ი­ნამ­დე და შემ­დეგ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. უკ­რა­ი­ნა ხდე­ბა ახა­ლი (ძვე­ლი) პლაც­დარ­მი ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის, სა­ი­და­ნაც მთელს მსოფ­ლი­ოს ექ­მნე­ბა ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­საც. მათი კავ­ში­რე­ბი ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, ძვე­ლი და ახა­ლი გეგ­მე­ბი. ყვე­ლა უნდა და­ფიქ­რდეს, ვის­თან აწარ­მო­ებს პო­ლი­ტი­კურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს" - წერს გო­გაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
50

ეს კაცი კავკასიის უსფრთხოების კი არა რუსეთის სახელმწიფო უსაფთხოების თანამშრომელი უფრო მგონია.

ILIA
37

შენი ანალიტიკოსობა არ გაიშვა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

"უკრაინა ხდება ახალი პლაცდარმი ტერორისტებისთვის... მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები" - სუს-ის ექსმაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

"კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის" დამფუძნებელი სოსო გოგაშვილი საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებს ხედავს და ამავდროულად, ამ საფრთხეებში აქტიური პოლიტიკოსების ჩართულობაზე მინიშნებას აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო გოგაშვილმა განუცხადა, თუ ვისზეა საუბარი, ამის თაობაზე უფრო ხმამაღლა და დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ამ სქემაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან“.

"მოგეხსენებათ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ ნაწილი ტერორისტებისა იქნა ლიკვიდირებული, ნაწილი დააპატიმრეს, სასჯელს იხდის და ნაწილი არის დაკარგული, ანუ ცოცხალია თუ მკვდარი არავინ იცის. ამიტომ, მიმდინარეობს კვლევა- გამოძიება, ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, რომელშიც დღეს მე ვარ - "კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი", ასევე, ძალოვანი უწყებებიდან, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ ამ ადამიანებისა, თუ სად არიან ისინი.

ახლა, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვადგენთ. მე ვმუშაობ იმ ნაწილში, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ანუ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, სამწუხაროდ, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ, ფიცი მიიღეს და ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები გახდნენ.

მე ამ კვლევის ნაწილში ვარ ჩართული. ვმუშაობ მარშრუტზე, რომელიც დადგენილია. ამის შესახებ უცხოურ მედიაში რამდენიმე სტატია დაიწერა, სადაც იდენტიფიცირებული იქნა სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც აღმოჩნდნენ უკრაინაში. მე ზუსტად ამ ნაწილში ვარ ჩართული.

რადგან ეს მარშრუტი დადგენილია და წლებია, რაც მუშაობს. მინდა, რომ ამ კვლევის შედეგები საჯარო გავხადო საქართველოს მოსახლეობისთვის და არა მარტო. თან, როდესაც ამ სქემაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან. მე მოვიაზრებ ადამიანებს, რომლებიც ამ სქემებში არიან ჩართული და არა 1 ან 2 წელი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ადამიანები არიან აქტიური ადამიანები. ესენი არ არიან ჩირგვებში შემალულები", - აცხადებს გოგაშვილი.

აღნიშნულ თემაზე გოგაშვილმა პოსტი და ტერორიზმების სავარაუდო მარშუტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"ისლამური სახელმწიფოს” გადარჩენილი საველე მეთაურების მარშუტი სირიიდან უკრაინამდე და შემდეგ მთელს მსოფლიოში. უკრაინა ხდება ახალი (ძველი) პლაცდარმი ტერორისტებისთვის, საიდანაც მთელს მსოფლიოს ექმნება ტერორიზმის საფრთხე, მათ შორის საქართველოსაც. მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები. ყველა უნდა დაფიქრდეს, ვისთან აწარმოებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს" - წერს გოგაშვილი.

ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

"ვიდეოში მონაწილე პირები არ არიან შსს-ს თანამშრომლები... ამ "ფეიკ ნიუსის" გავრცელება ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას" - უწყების განცხადება