გახსნილი, კეთილი და უბრალო ადამიანი - ასე ახასიათებს ირაკლი მაქაცარია საკუთარ თავს უკრაინულ "ვოგთან" ინტერვიუში. გამოცემა ქართველი ტელესახის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამაკაცია. ირაკლი არაერთ უკრაინულ შოუში იყო მიწვეული არამხოლოდ მონაწილის, არამედ ჟიურის ამპლუაშიც. როგორც ცნობილია, ირაკლი მაქაცარია კინოპროდიუსერია და მისი კომპანია Maq Entertainment-ი ბოლივუდთან აქტიურად თანამშრომლობს.
ის, რის გამოც ტელესახე "ვოგის" ყურადღების ცენტრში მოექცა, მისი სიყვ არულია მოდის სამყაროსადმი. სოციალურ ქსელში ირაკლი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ლუქებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. ამჯერად ის გამომწერებს იტალიურ ბრენდ Emporio Armani-სთან თანამშრომლობის შედეგს უზიარებს.
"მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება და მას ფეხს არ ვუწყობ. ჩემთვის მთავარია, გამოვიყურებოდე კომფორტულად და ჰარმონიულად. შემიძლია მოვირგო როგორც სპორტული, ისე კლასიკური სამოსი", - ამბობს მაქაცარია ინტერვიუში.
რაც შეეხება Emporio Armani-ს, ირაკლი აღნიშნავს, რომ ამ ბრენდთან პირველად შეხება ხუთი წლის წინ სტამბულში ჰქონდა. როგორც მან განმარტა, "არმანის" წარმატებაზე ყველაზე ხმამაღლა მისი ისტორია, ხარისხი და დიზაინი საუბრობს. მისი აზრით, არმანი ქმნის თანამედროვე დღის წესრიგს მოდის სამყაროში....წაიკითხეთ სრულად
ამ უკრაინელებს გემოვნება ხო ვაბშე არ ააქვთ რა. მელაძეზე ხო აფანატეს და ეხლა კიდე ეს. ))))
თქვენ ხართ რომანის "მოცელილი ზამბახების სევდა" პროტოტიპი.მასში ძალიან ბევრია მართალი, მაგრამ ბუნებით და გარეგნობით ძალიან გგავთ. არის ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი ტრაგედია. სულ ორი წიგნია, მეორეს ახლა ამზადებს ავტორი გამოსაშვებად. თუ წაიკითხავთ აუცილებლად დაგაინტერესებთ.სცადეთ.