სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება
რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

ევ­რო­პის "სუ­პერ ლი­გის" შექ­მნას სა­ფეხ­ბურ­თო წრე­ებ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­აკ­რი­ტი­კა ახა­ლი ლი­გის შექ­მნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ შექ­მნის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს ევ­რო­პის ისეთ­მა ტოპ კლუ­ბებ­მა, რო­გო­რე­ბი­ცაა - მად­რი­დის რე­ა­ლი, ბარ­სე­ლო­ნა, ატ­ლე­ტი­კო, არ­სე­ნა­ლი, მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი, ჩელ­სი, მან­ჩეს­ტერ სიტი, ლი­ვერ­პუ­ლი, ტო­ტე­ნ­ჰე­მი, იუ­ვენ­ტუ­სი, მი­ლა­ნის ინ­ტე­რი და მი­ლა­ნი.

ყო­ვე­ლი­ვეს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტის ტალ­ღა მოჰ­ყვა. ფა­ნებ­მა საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბე­ბის სტა­დი­ო­ნებ­თან აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს. ახა­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის შექ­მნას მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა UEFA-სა და FIFA-ს მხრი­და­ნაც. UEFA-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­პერ­ლი­გა­ში მი­ი­ღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გი­დან მო­იკ­ვე­თე­ბოდ­ნენ, ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კი­თხი იმა­ზეც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლუ­ბე­ბის მო­თა­მა­შე­ებს ეროვ­ნულ გუნდში თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ჰქო­ნო­დათ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

ინ­გლი­სის პრე­მი­ერ ლი­გის ექ­ვსი­ვე გუნ­დმა, რო­მე­ლიც სუ­პერ ლი­გა­ში თა­მაშს გეგ­მავ­და, ლიგა და­ტო­ვა. მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს და გულ­შე­მატ­კივ­რებს ბო­დი­შიც მო­უ­ხა­დეს.

"ჩვენ სრუ­ლი­ად გვეს­მის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და ბო­დიშს ვუხ­დით მათ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­დო­მა იყო“, - ნათ­ქვა­მია სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ არ­სე­ნა­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნარ­ჩე­ნი კლუ­ბე­ბიც ბო­დიშს იხ­დი­ან და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი იზი­ა­რე­ბენ ფა­ნე­ბის გუ­ლის­ტკი­ვილს.

ყვე­ლა­ფე­რი აღ­ნიშ­ნუ­ლით არ სრულ­დე­ბა და "სუ­პერ ლი­გის" შექ­მნის გამო შე­საძ­ლოა, იმ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. უკვე და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის" მფლო­ბელ­მა, ედ ვუდ­ვორდმა. იუ­ნა­ი­ტედს მალე ახა­ლი მფლო­ბე­ლი ეყო­ლე­ბა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, და­ნარ­ჩე­ნი კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლებ­მაც ვუდ­ვორ­დის ბედი გა­ი­ზი­ა­რონ. თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ვუდ­ვორ­დის შე­სა­ხე­ბაა ცნო­ბი­ლი.

ამას­თან, დღეს არ­სე­ნა­ლის ფა­ნე­ბი აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რე­ბენ და გეგ­მა­ვენ, მო­ი­თხო­ვონ, რომ კლუ­ბის მფლო­ბელ­მა სტენ კრო­ენ­კემ და­ტო­ვოს კლუ­ბი და აქ­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი გა­ყი­დოს.

კლუ­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან, მათ­თვის ფეხ­ბურ­თი მხო­ლოდ ფული და ბიზ­ნე­სია და ეს კლავს სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბას, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გვიყ­ვარს.

ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­წყდეს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

ჩვენ ვე­რა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბე­ბი ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დონ.

ფეხ­ბურ­თი ყვე­ლა­სია, ის არ არის მხო­ლოდ პე­რე­სის, კრო­ენ­კეს, ან ვუდ­ვორ­დის - ამ­ბო­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ახა­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი უკვე მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­დან უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სუ­პერ ლი­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი მად­რი­დის რე­ა­ლის პრე­ზი­დენ­ტმა, ფლო­რენ­ტი­ნო პე­რეს­მა და­ი­კა­ვა, ხოლო ლი­გის ვიცე პრე­ზი­დენ­ტე­ბად მან­ჩეს­ტერ უი­ნა­ი­დე­ტის პრე­ზი­დენ­ტი, ჟოელ გლე­ი­ზე­რი და იუ­ვენ­ტუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ან­დრეა ანი­ე­ლი და­სა­ხელ­დნენ.

ახა­ლი ლიგა მას­ში მო­ნა­წი­ლე კლუ­ბებს გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხებს ჰპირ­დე­ბო­და და რო­გორც პე­რე­სი აცხა­დებ­და, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო იმის­თვის, რომ პან­დე­მი­ის დროს "ფეხ­ბურ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო."

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა ბედი ეწე­ვა "სუ­პერ ლი­გის" იდე­ას. ამ ეტაპ­ზე ის შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
23

მე კარგად ვერ მივხვდი სიტუაციას, თუ გუნდები ჩვეულებრივად ითამაშებენ ქვეყნის ჩემპიონატებში და სხვა ტურნირებში და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, დამატებით თუ რამე ტურნირში უნდათ მონაწილეობის მიღება გუნდებს, ფიფას და უეფას რატო აქვთ პრეტენზია? 

ManUtd
4

ეგ ვუდვორდი მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელი არ არის და არც ყოფილა არასოდეს, აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტია და მფლობელები გლეიზერების ოჯახია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნას საფეხბურთო წრეებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ფეხბურთის გულშემატკივრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გააკრიტიკა ახალი ლიგის შექმნა. შეგახსენებთ, რომ შექმნის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის ისეთმა ტოპ კლუბებმა, როგორებიცაა - მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ტოტენჰემი, იუვენტუსი, მილანის ინტერი და მილანი.

ყოველივეს გულშემატკივრების მხრიდან პროტესტის ტალღა მოჰყვა. ფანებმა საყვარელი კლუბების სტადიონებთან აქციები გამართეს. ახალი ჩემპიონატის შექმნას მწვავე რეაქცია მოჰყვა UEFA-სა და FIFA-ს მხრიდანაც. UEFA-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, გუნდები, რომლებიც სუპერლიგაში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთებოდნენ, ასევე განიხილებოდა საკითხი იმაზეც, რომ აღნიშნული კლუბების მოთამაშეებს ეროვნულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ.

საბოლოო ჯამში პროტესტმა შედეგი გამოიღო.

ინგლისის პრემიერ ლიგის ექვსივე გუნდმა, რომელიც სუპერ ლიგაში თამაშს გეგმავდა, ლიგა დატოვა. მათ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადეს.

"ჩვენ სრულიად გვესმის გულშემატკივრების და ბოდიშს ვუხდით მათ. ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო“, - ნათქვამია საფეხბურთო კლუბ არსენალის განცხადებაში.

დანარჩენი კლუბებიც ბოდიშს იხდიან და ოფიციალური განცხადებების თანახმად, ისინი იზიარებენ ფანების გულისტკივილს.

ყველაფერი აღნიშნულით არ სრულდება და "სუპერ ლიგის" შექმნის გამო შესაძლოა, იმ საფეხბურთო კლუბების მფლობელები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, გარკვეული სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე დატოვა თანამდებობა "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა, ედ ვუდვორდმა. იუნაიტედს მალე ახალი მფლობელი ეყოლება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანარჩენი კლუბების მფლობელებმაც ვუდვორდის ბედი გაიზიარონ. თუმცა დადასტურებულად ჯერჯერობით მხოლოდ ვუდვორდის შესახებაა ცნობილი.

ამასთან, დღეს არსენალის ფანები აქციის გამართვას აპირებენ და გეგმავენ, მოითხოვონ, რომ კლუბის მფლობელმა სტენ კროენკემ დატოვოს კლუბი და აქციების საკონტროლო პაკეტი გაყიდოს.

კლუბების მფლობელები ბიზნესმენები არიან, მათთვის ფეხბურთი მხოლოდ ფული და ბიზნესია და ეს კლავს სპორტის იმ სახეობას, რომელიც მილიონობით ადამიანს გვიყვარს.

ყველაფერი უნდა გადაწყდეს გულშემატკივრების სურვილის შესაბამისად.

ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საყვარელი კლუბები ასეთ დღეში ჩააგდონ.

ფეხბურთი ყველასია, ის არ არის მხოლოდ პერესის, კროენკეს, ან ვუდვორდის - ამბობენ გულშემატკივრები.

ინფორმაციისთვის, ახალი ჩემპიონატი უკვე მიმდინარე წლის აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო. სუპერ ლიგის ხელმძღვანელის პოსტი მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაიკავა, ხოლო ლიგის ვიცე პრეზიდენტებად მანჩესტერ უინაიდეტის პრეზიდენტი, ჟოელ გლეიზერი და იუვენტუსის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი დასახელდნენ.

ახალი ლიგა მასში მონაწილე კლუბებს გაცილებით მეტ თანხებს ჰპირდებოდა და როგორც პერესი აცხადებდა, ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პანდემიის დროს "ფეხბურთი გადარჩენილიყო."

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა "სუპერ ლიგის" იდეას. ამ ეტაპზე ის შეჩერებულია.

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

როგორ გადაურჩა ლიანდაგებში ჩავარდნილი ბიჭუნა მატარებელს - დაუჯერებელი გმირობის კადრები ინდოეთიდან