სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი
"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის უსიმპტო­მოდ გა­და­ტა­ნის წილი ძა­ლი­ან დი­დია.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მის­თვის სარ­წმუ­ნოა, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თბი­ლი­სის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედს COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­ცი­ურ იმუ­ნი­ტეტს, რო­გორც ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნა პო­პუ­ლა­ცი­ურ იმუ­ნი­ტე­ტამ­დე ჯერ კი­დევ შორს არის. თბი­ლის­ში ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დის მიერ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნა კი პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის.

"მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ამე­რი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, რომ მი­ნი­მუმ სამ­ჯერ მე­ტია ამე­რი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა ანუ თუ 30 მლნ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რე­ა­ლუ­რად არის 100 მი­ლი­ო­ნი.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ერთი ოჯა­ხის წევ­რი ავად რომ გახ­დე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი აღარ იკე­თებს სინჯს - "რა აზრი აქვს, იგი­ვე მექ­ნე­ბა“. რე­ა­ლუ­რად ასეა, ადა­მი­ა­ნე­ბის 40% უსიმპტო­მო მა­ტა­რე­ბე­ლია, თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ინ­ფექ­ცია გა­და­ი­ტა­ნეს. მთელ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა. ცოტა გან­სხვავ­დე­ბა, სა­დღაც 1% არის გა­და­ტა­ნილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დღაც კი 23 %. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია რე­გი­ო­ნე­ბის, სიმ­ჭიდ­რო­ვის მი­ხედ­ვით, რო­გო­რია ესა თუ ის ქა­ლა­ქი.

რე­ა­ლუ­რად, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, თუ 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 2.5-3-ჯერ მეტი იყოს რე­ა­ლუ­რი ციფ­რი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 3.5 მი­ლი­ო­ნია, 300 ათასს თუ გა­ვამ­რავ­ლებთ სამ­ზე, 900 ათა­სი­დან მი­ლი­ო­ნამ­დე გა­მო­დის.

პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ჭი­როა იმუ­ნუ­რი ფენა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 75%-დან-80%-მდე იყოს. ასე­ვე, "ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი“ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მარ­ტი­ვად გა­დამ­დე­ბია, ასეთ ად­ვი­ლად გა­დამ­დებ ვირუსს რომ გა­უძ­ლოს და შე­წყდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბა, თით­ქმის 80%-იანი იმუ­ნი­ტე­ტი უნდა იყოს. ჩვენ რე­ა­ლუ­რად, ამის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 70% ინ­ფექ­ცი­ის ად­ვი­ლად მიმ­ღე­ბია. პო­პუ­ლა­ცი­ურ იმუ­ნი­ტე­ტამ­დე ჯერ კი­დევ შორს ვართ.

რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით რომ შევ­ხე­დოთ, რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და. სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ ინ­ფექ­ცი­ის უსიმპტო­მოდ გა­და­ტა­ნის წილი ძა­ლი­ან დი­დია “,-აცხა­დებს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია COVID 19-ის გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვა­ლენ­ტო­ბის შეს­წავ­ლის დროს კვლე­ვა­ში 903 პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­დი­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა სარ­წმუ­ნოა, ცდო­მი­ლე­ბა კი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტი იყოს.

"სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ტის­ტი­კა ისე­ვეა, რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დროს ესა თუ ის გა­მო­კი­თხვა. ეს არის ეპი­დე­მი­ო­ლო­გია, მეც­ნი­ე­რე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვის დროს 1000-1500 ადა­მი­ა­ნის შე­დე­გე­ბია მთელ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ეს ასეა, მეც­ნი­ე­რე­ბაა, სა­დაც ცდო­მი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს, +/-5 პრო­ცენ­ტი. ამ მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბით ხდე­ბა სე­როპ­რე­ვა­ლენ­ტო­ბით შე­ფა­სე­ბა და ექ­სტრა­პო­ლი­რე­ბა. ეს მი­ღე­ბუ­ლი მე­თო­დია და სარ­წმუ­ნოა“, - აცხა­დებს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თბი­ლი­სის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს COVID-19. კვლე­ვა ჩა­ტარ­და ა.წ. მარ­ტში. კვლე­ვა­ში კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და 903 პირი თბი­ლი­სის ყვე­ლა რა­ი­ო­ნი­დან, რო­მელ­თაც არ ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID-19.

" ა.წ. 10 მარ­ტის­თვის COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და (ვინც იცო­და და ვინც არ იცო­და) 305 161 პირს, რაც შე­ად­გენს თბი­ლი­სის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 35,5%-ს. ანუ, თბი­ლი­სის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს COVID-19 (მათ­გან 101 641 პირ­მა ამის შე­სა­ხებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თბი­ლი­სის ზრდას­რულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ე.წ. იმუ­ნუ­რი ფენა შე­ად­გენს ამ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედს (გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ყვე­ლა COVID-19 გა­და­ტა­ნილს შე­საძ­ლოა არ ჰქონ­დეს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღდმე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი)“,- აღ­ნიშ­ნავ­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
50 თეთრი
5

ისრაელის ჯანდაცვის მაღალჩინოსანივით კი გამოჭიმულხარ კულუმბეგ.

ბიძინას
5

ძალიან აღარ მომწონხართ! ექიმმა საქმე უნდა აკეთოს. თქვენ კი ძაალიან გადაინაცვლეთ პოლიტიკაში. მართლა დარტანიანი გახდით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დედაქალაქში, კორონავირუსის ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის სარწმუნოა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმადაც, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს.

რაც შეეხება პოპულაციურ იმუნიტეტს, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, ქვეყანა პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს არის. თბილისში ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა კი პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის.

"მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკულ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მინიმუმ სამჯერ მეტია ამერიკაში არსებული ინფექციის რაოდენობა ანუ თუ 30 მლნ ინფიცირებულია, რეალურად არის 100 მილიონი.

ჩვენს ქვეყანაში, ერთი ოჯახის წევრი ავად რომ გახდება, დანარჩენი აღარ იკეთებს სინჯს - "რა აზრი აქვს, იგივე მექნება“. რეალურად ასეა, ადამიანების 40% უსიმპტომო მატარებელია, თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ ინფექცია გადაიტანეს. მთელ მსოფლიოშიც ასეა. ცოტა განსხვავდება, სადღაც 1% არის გადატანილთა რაოდენობა, სადღაც კი 23 %. განსხვავებულია რეგიონების, სიმჭიდროვის მიხედვით, როგორია ესა თუ ის ქალაქი.

რეალურად, ჩვენს შემთხვევაში, თუ 300 ათასი ადამიანი გვყავს ინფიცირებული, ძალიან ლოგიკურია, რომ დაახლოებით 2.5-3-ჯერ მეტი იყოს რეალური ციფრი. საქართველოს მოსახლეობა 3.5 მილიონია, 300 ათასს თუ გავამრავლებთ სამზე, 900 ათასიდან მილიონამდე გამოდის.

პოპულაციური იმუნიტეტის შემთხვევაში კი საჭიროა იმუნური ფენა მოსახლეობაში 75%-დან-80%-მდე იყოს. ასევე, "ბრიტანული შტამი“ სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია, ასეთ ადვილად გადამდებ ვირუსს რომ გაუძლოს და შეწყდეს საზოგადოებაში გავრცელება, თითქმის 80%-იანი იმუნიტეტი უნდა იყოს. ჩვენ რეალურად, ამისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენი მოსახლეობის 70% ინფექციის ადვილად მიმღებია. პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.

რეგიონების მიხედვით რომ შევხედოთ, რეალურად თბილისი ყველაზე მეტად დაზარალდა. სრულიად ლოგიკურია, რომ ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია “,-აცხადებს კულუმბეგოვი.

კითხვაზე, რამდენად საკმარისია COVID 19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობის შესწავლის დროს კვლევაში 903 პირის მონაწილეობა და რამდენად სარწმუნოა კვლევის შედეგები, როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, აღნიშნული მეთოდოლოდიით ჩატარებული კვლევა სარწმუნოა, ცდომილება კი შესაძლოა რამდენიმე პროცენტი იყოს.

"სამედიცინო სტატისტიკა ისევეა, როგორც წინასაარჩევნო დროს ესა თუ ის გამოკითხვა. ეს არის ეპიდემიოლოგია, მეცნიერება. წინასაარჩევნოდ, წინასწარი გამოკითხვის დროს 1000-1500 ადამიანის შედეგებია მთელ ქვეყანაში გავრცელებული. ეს ასეა, მეცნიერებაა, სადაც ცდომილება შეიძლება იყოს, +/-5 პროცენტი. ამ მეთოდოლოგიებით ხდება სეროპრევალენტობით შეფასება და ექსტრაპოლირება. ეს მიღებული მეთოდია და სარწმუნოა“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში, თბილისში კორონავირუსის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19. კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში კი მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19.

" ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები)“,- აღნიშნავდა თენგიზ ცერცვაძე.

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია