პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში
ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ამ (ჯი-ვი-ესი) რა­ჭა­ში სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი ღვი­ნის სა­წარ­მო „ზე­და­შე“ და მის ირ­გვლივ გა­შე­ნე­ბუ­ლი 9 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი შე­ი­ძი­ნა. ვე­ნა­ხე­ბი და მეღ­ვი­ნე­ო­ბა სო­ფელ სად­მელ­ში, სა­ხელ­გან­თქმულ ხვან­ჭკა­რას მიკ­რო­ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს. ვე­ნახ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი რა­ჭუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი: 30% ალექ­სან­დრო­უ­ლი და 70% მუ­ჯუ­რე­თუ­ლი.

ჯი­ვი­ე­სი ხვან­ჭკა­რას მიკ­რო­ზო­ნა­ში ფლობ­და და სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და 9 ჰექ­ტარ ვე­ნახს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ასა­კიც 17 წე­ლია. ახა­ლი შე­ნა­ძე­ნით ჯი­ვი­ე­სის ვე­ნა­ხებ­მა რა­ჭა­ში 18 ჰექ­ტა­რი შე­ად­გი­ნა და, ამ­გვა­რად, კომ­პა­ნია ხვან­ჭკა­რას უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი გახ­და. ვე­ნა­ხე­ბის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე ქარ­ხა­ნა ჯი­ვი­ესს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის გა­რე­შე უზ­რუ­ველ­ყოს ყუ­რძნის მი­ღე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ღვი­ნის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­რან­ტია. რთვე­ლის პრო­ცეს­ში ად­გილ­ზე ხდე­ბა ყუ­რძნის მარ­ცვლე­ბის გა­დარ­ჩე­ვა, და­წურ­ვა, ფერ­მენ­ტა­ცია და დაღ­ვი­ნე­ბა.

ჯი­ვი­ე­სი, რო­გორც მეღ­ვი­ნე­ო­ბის და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის პი­ო­ნე­რი, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას რა­ჭა­ში უკვე აქ­ტი­უ­რად იწყებს: გა­ა­შე­ნებს სხვა ად­გი­ლობ­რივ ჯი­შებს, რო­გო­რიც არის თეთ­რა დ ძელ­შა­ვი, შე­მო­ი­ტანს რა­ჭის მდი­და­რი ტე­რუ­ა­რის­თვის ჯერ კი­დევ უც­ნობ ახალ ჯი­შებს და მომ­ხმა­რე­ბელს ახლო მო­მა­ვალ­ში რა­ჭულ მშრალ ღვი­ნო­ებს და ახალ ბლენ­დებს შეს­თა­ვა­ზებს.

ჯი­ვი­ე­სი ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჯგუ­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც თა­ვის რე­პუ­ტა­ცი­ას ხა­რისხსა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე აგებს. ჯი­ვი­ე­სი მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ქა­ლაქ თე­ლავ­ში. კომ­პა­ნი­ის იმიჯს 45 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და მრა­ვა­ლი ჯილ­დო ამ­ყა­რებს.

კომ­პა­ნია ჯი­ვი­ეს­მა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით პირ­ველ­მა ჩა­მო­ას­ხა ბოთ­ლში ღვი­ნო და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ექ­სპორტზე გა­ი­ტა­ნა. მას შემ­დეგ კომ­პა­ნია ინარ­ჩუ­ნებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და კულ­ტუ­რის სა­პა­ტიო ელ­ჩის სტა­ტუსს მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ჯი­ვი­ე­სი Marussia Beverages- ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ღვი­ნის და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მწარ­მო­ე­ბე­ლი და დის­ტრი­ბუ­ტო­რია, მისი სა­თაო ოფი­სიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. 2012 წლი­დან დღემ­დე ჯგუფ­მა 20 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჯი­ვი­ე­სის მფლო­ბე­ლო­ბა­სა და მმარ­თვე­ლო­ბა­შია სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი ღვი­ნის სა­წარ­მო და 400 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მიკ­რო­ზო­ნა­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. კომ­პა­ნი­ას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პორთფე­ლი აქვს, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ბრენ­დე­ბი: „თა­მა­და“ და „ძვე­ლი თბი­ლი­სი“ და ბოლო პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბრენ­დი „ვის­მი­ნო“. 2022 წლი­დან, ჯი­ვი­ე­სი სა­ქართცე­ლო­ში ბიო ორ­გა­ნუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი გახ­დე­ბა. „ჩვენ გვჯე­რა, რომ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბას ინო­ვა­ცი­ე­ბი და უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ახა­ლი შე­ნა­ძე­ნი რა­ჭა­ში სწო­რედ ჩვე­ნი ჯგუ­ფის ამ­გვა­რი ხედ­ვის დე­მონ­სტრა­ცი­აა“ - აცხა­დებს ჯი­ვი­ე­სის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და მეღ­ვი­ნე ფი­ლიპ ლეს­პი.

R

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
16

იპოდრომის აქციის დაშლით და მიშასგან აღებული ფულებით იყიდა გაჩეჩილაძემ თუ ჩვენი ბიუჯეტიდან მოტეხილი ფულებით?

იოსებ
8

სათაო ოფისი შვეიცარიაში რატომ არის განლაგებული? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ (ჯი-ვი-ესი) რაჭაში სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა. ვენახები და მეღვინეობა სოფელ სადმელში, სახელგანთქმულ ხვანჭკარას მიკროზონაში მდებარეობს. ვენახში გაშენებულია ყველაზე დაფასებული რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშები: 30% ალექსანდროული და 70% მუჯურეთული.

ჯივიესი ხვანჭკარას მიკროზონაში ფლობდა და სრულად აკონტროლებდა 9 ჰექტარ ვენახს, რომლის საშუალო ასაკიც 17 წელია. ახალი შენაძენით ჯივიესის ვენახებმა რაჭაში 18 ჰექტარი შეადგინა და, ამგვარად, კომპანია ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. ვენახების შუაგულში მდებარე ქარხანა ჯივიესს საშუალებას აძლევს ტრანსპორტირების გარეშე უზრუველყოს ყურძნის მიღება და გადამუშავება, რაც საბოლოოდ ღვინის მაღალი ხარისხის გარანტია. რთველის პროცესში ადგილზე ხდება ყურძნის მარცვლების გადარჩევა, დაწურვა, ფერმენტაცია და დაღვინება.

ჯივიესი, როგორც მეღვინეობის და მევენახეობის პიონერი, ინოვაციურ მიდგომას რაჭაში უკვე აქტიურად იწყებს: გააშენებს სხვა ადგილობრივ ჯიშებს, როგორიც არის თეთრა დ ძელშავი, შემოიტანს რაჭის მდიდარი ტერუარისთვის ჯერ კიდევ უცნობ ახალ ჯიშებს და მომხმარებელს ახლო მომავალში რაჭულ მშრალ ღვინოებს და ახალ ბლენდებს შესთავაზებს.

ჯივიესი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფია საქართველოში, რომელიც თავის რეპუტაციას ხარისხსა და კეთილსინდისიერებაზე აგებს. ჯივიესი მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავში. კომპანიის იმიჯს 45 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობა და მრავალი ჯილდო ამყარებს.

კომპანია ჯივიესმა ევროპული სტანდარტებით პირველმა ჩამოასხა ბოთლში ღვინო დამოუკიდებელ საქართველოში და ექსპორტზე გაიტანა. მას შემდეგ კომპანია ინარჩუნებს ქართული ღვინის და კულტურის საპატიო ელჩის სტატუსს მთელ მსოფლიოში.

ჯივიესი Marussia Beverages- ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო მწარმოებელი და დისტრიბუტორია, მისი სათაო ოფისიც შვეიცარიაში მდებარეობს. 2012 წლიდან დღემდე ჯგუფმა 20 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში მისი მევენახეობასა და მეღვინეობის განვითარების მიმართულებით.

ჯივიესის მფლობელობასა და მმართველობაშია სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო და 400 ჰექტარი ვენახი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაშია გაშენებული. კომპანიას მრავალფეროვანი პორთფელი აქვს, მომხმარებლისთვის მათგან ყველაზე ცნობილია ისტორიული ბრენდები: „თამადა“ და „ძველი თბილისი“ და ბოლო პერიოდში შექმნილი ექსპერიმენტული ბრენდი „ვისმინო“. 2022 წლიდან, ჯივიესი საქართცელოში ბიო ორგანული ღვინოების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება. „ჩვენ გვჯერა, რომ მევენახეობასა და მეღვინეობას ინოვაციები და უწყვეტი განვითარება სჭირდება. ჩვენი ახალი შენაძენი რაჭაში სწორედ ჩვენი ჯგუფის ამგვარი ხედვის დემონსტრაციაა“ - აცხადებს ჯივიესის აღმასრულებელი დირექტორი და მეღვინე ფილიპ ლესპი.

R

ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?