სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები
ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები

კი­ნო­რე­ჟი­სორ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნა დიდი მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­მაც მო­ახ­დი­ნა. ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ ფილ­მებ­ში ხში­რად გვხვდე­ბა სცე­ნე­ბი, რაც კონ­კრე­ტულ ნა­ხატს ასა­ხავს, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე: ფე­რე­ბით, სტი­ლით, ჟან­რით, თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად.

პოლ ტო­მას ან­დერ­სო­ნი და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი

აშ­კა­რაა, რომ ტო­მას ან­დერ­სო­ნის ფილმში "თან­და­ყო­ლი­ლი ნაკ­ლი", ერთ-ერთი სცე­ნა აღე­ბუ­ლია ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი­დან "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა". ფილ­მი 2014 წელს გა­მო­ვი­და.

გუს­ტავ კლიმ­ტი და მარ­ტინ სკორ­სე­ზე

მარ­ტიმ სკორ­სე­ზეს შე­დევრში "შეშ­ლილ­თა კუნ­ძუ­ლი", სცე­ნა, რო­მელ­შიც ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო მი­შელ უი­ლი­ამსს ეხ­ვე­ვა, ზუს­ტი ანა­ლო­გია კლიმ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შე­დევ­რი­სა "კოც­ნა". რო­გორც ტან­საც­მლის ფე­რე­ბი, ასე­ვე ლე­ო­ნარ­დოს პერ­სო­ნა­ჟის სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბა, რაც ამა­ო­ე­ბის გან­ცდას ქმნის.

აკი­რა კუ­რო­სა­ვა და ვან გოგი

რვა ეპი­ზო­დის­გან შემ­დგა­რი, აკი­რა კუ­რო­სა­ვას ფილ­მის "სიზ­მა­რი“ ერთ-ერთი ეპი­ზო­დი ვინ­სენტ ვან გოგს ეძღვნე­ბა, რო­მელ­შიც მხატ­ვრის როლს მარ­ტინ სკორ­სე­ზე ას­რუ­ლებს. ეპი­ზო­დი ასე­თია - ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი, რო­მელ­საც ვან გოგ­თან შეხ­ვედ­რა სურს, გა­მო­ფე­ნა­ზე ნა­ხა­ტებს ათ­ვა­ლი­ე­რებს და უცებ ვან გო­გის ნა­ხა­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­დაც გა­ცო­ცხლე­ბულ ნა­ხა­ტებ­ში მოგ­ზა­უ­რობს. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, გა­და­ეყ­რე­ბა ვან გოგს, რო­მელ­შიც მინ­დორ­ში ხა­ტავს. მათი სა­უბ­რის დროს გა­ცო­ცხლდე­ბა ნა­ხა­ტი: "ხორ­ბლის ყანა ყვა­ვე­ბით", რო­მე­ლიც ამ სცე­ნის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა.

კარლ თე­ო­დორ დრე­ი­ე­რი და ჯე­იმს უისტლე­რი

დრე­ი­ე­რის აღ­ტა­ცე­ბა უისტლე­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იყო. მის ფილმში უისტლე­რის არა­ერთ ნა­მუ­შე­ვარს შეხ­ვდე­ბით. დრე­ი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და დე­ტა­ლებს, რაც მის ფილ­მებ­ში მკა­ფი­ოდ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი. მას მი­აჩ­ნდა, რომ არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი უნდა გად­მოს­ცემ­დეს ემო­ცი­ებს, არა­მედ სას­ცე­ნო საგ­ნე­ბიც. ამის მა­გა­ლი­თია სცე­ნა ფილ­მი­დან: "პრე­ზი­დენ­ტი“, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი პორ­ტრე­ტი­დან "უისტლე­რის დედა: არან­ჟი­რე­ბა ნაც­რის­ფერ­სა და შავ­ში" უისტლე­რის დე­დას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

ლარს ფონ ტრი­ე­რი და ჯონ ევე­რეტ მილე

ევე­რეტ მი­ლეს ნა­ხა­ტი, შექ­სპი­რის "ჰამ­ლე­ტით“ არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. მწუ­ხა­რე­ბის­გან შეშ­ლი­ლი და უბე­დუ­რე­ბის­გან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ოფე­ლია წყალ­ში წევს და სიმ­ღე­რებს მღე­რის. მის მსგა­ვა­სად იტან­ჯე­ბა "მე­ლან­ქო­ლი­ა­ში“ მთა­ვა­რი გმი­რი ჯას­ტი­ნა, რო­მე­ლიც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის მო­რევ­ში ეფ­ლო­ბა.

ალფ­რედ ჰი­ჩკო­კი და ედ­ვარდ ჰო­პე­რი

ალფ­რედ ჰი­ჩკო­კის ფილმში "ფსი­ქო“ ნორ­მან ბე­იტ­სის სახ­ლი ედ­ვარდ ჰო­პე­რის ნა­ხა­ტის - "სახ­ლი რკი­ნიგ­ზის პი­რას" ზუს­ტი ას­ლია. სახ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი და უკაც­რი­ე­ლია და იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბა ფილ­მის გმი­რის ფსი­ქო­ტიპს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები

კინორეჟისორთა შემოქმედებაზე თავისი გავლენა დიდი მხატვრების შემოქმედებამაც მოახდინა. ამის მაგალითია ის, რომ ფილმებში ხშირად გვხვდება სცენები, რაც კონკრეტულ ნახატს ასახავს, როგორც ვიზუალურად, ისე: ფერებით, სტილით, ჟანრით, თუ შინაარსობრივად.

პოლ ტომას ანდერსონი და ლეონარდო და ვინჩი

აშკარაა, რომ ტომას ანდერსონის ფილმში "თანდაყოლილი ნაკლი", ერთ-ერთი სცენა აღებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატიდან "საიდუმლო სერობა". ფილმი 2014 წელს გამოვიდა.

გუსტავ კლიმტი და მარტინ სკორსეზე

მარტიმ სკორსეზეს შედევრში "შეშლილთა კუნძული", სცენა, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მიშელ უილიამსს ეხვევა, ზუსტი ანალოგია კლიმტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრისა "კოცნა". როგორც ტანსაცმლის ფერები, ასევე ლეონარდოს პერსონაჟის სევდიანი განწყობა, რაც ამაოების განცდას ქმნის.

აკირა კუროსავა და ვან გოგი

რვა ეპიზოდისგან შემდგარი, აკირა კუროსავას ფილმის "სიზმარი“ ერთ-ერთი ეპიზოდი ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება, რომელშიც მხატვრის როლს მარტინ სკორსეზე ასრულებს. ეპიზოდი ასეთია - ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ვან გოგთან შეხვედრა სურს, გამოფენაზე ნახატებს ათვალიერებს და უცებ ვან გოგის ნახატებში აღმოჩნდება, სადაც გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობს. ამ მოგზაურობისას, გადაეყრება ვან გოგს, რომელშიც მინდორში ხატავს. მათი საუბრის დროს გაცოცხლდება ნახატი: "ხორბლის ყანა ყვავებით", რომელიც ამ სცენის შთაგონების წყაროა.

კარლ თეოდორ დრეიერი და ჯეიმს უისტლერი

დრეიერის აღტაცება უისტლერის შემოქმედებით ყველასთვის ცნობილი იყო. მის ფილმში უისტლერის არაერთ ნამუშევარს შეხვდებით. დრეიერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დეტალებს, რაც მის ფილმებში მკაფიოდ არის გამოკვეთილი. მას მიაჩნდა, რომ არა მხოლოდ მსახიობი უნდა გადმოსცემდეს ემოციებს, არამედ სასცენო საგნებიც. ამის მაგალითია სცენა ფილმიდან: "პრეზიდენტი“, რომელშიც მსახიობი ცნობილი პორტრეტიდან "უისტლერის დედა: არანჟირება ნაცრისფერსა და შავში" უისტლერის დედას განასახიერებს.

ლარს ფონ ტრიერი და ჯონ ევერეტ მილე

ევერეტ მილეს ნახატი, შექსპირის "ჰამლეტით“ არის შთაგონებული. მწუხარებისგან შეშლილი და უბედურებისგან დაუძლურებული ოფელია წყალში წევს და სიმღერებს მღერის. მის მსგავასად იტანჯება "მელანქოლიაში“ მთავარი გმირი ჯასტინა, რომელიც სასოწარკვეთილების მორევში ეფლობა.

ალფრედ ჰიჩკოკი და ედვარდ ჰოპერი

ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში "ფსიქო“ ნორმან ბეიტსის სახლი ედვარდ ჰოპერის ნახატის - "სახლი რკინიგზის პირას" ზუსტი ასლია. სახლი მიტოვებული და უკაცრიელია და იდეალურად ერგება ფილმის გმირის ფსიქოტიპს.

"იცი, როგორი იყო? - ხელის გულზე ედო თბილისი... გიოს როგორ უპატრონა, ისრაელშიც ირაკლი გაჰყვა" - რას ჰყვებიან მეგობრები ტარიელ ჭანტურიას ვაჟზე - ბიჭზე ფილმიდან: "სანამ წვიმა გადაივლიდეს"

"მივხვდი, ნიკოლოზ რაჭველს პასუხს ამისთვის არავინ სთხოვს, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩივლო?!" -  რატომ არის ნაწყენი თეონა კონტრიძე რაჭველზე

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან