ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით წარმართული პროცესი, როგორც იქნა, მიდის ფინიშისკენ. გუშინ საბოლოოდ "გადატყდა" ვითარება და შეთანხმებასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. თამაშგარე მდგომარეობაში არჩია ჯერჯერობით ყოფნა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისინი შეთანხმებაზე ხელმოწერის მთავარ პირობად ნიკა მელიას გათავისუფლებას აყენებენ, თუმცა დოკუმენტზე ხელი ინდივიდუალურად მოაწერა სალომე სამადაშვილმა, რომელიც პარტიის მომხრეების მხრიდან სერიოზული თავდასხმისა და ბულინგის სამიზნედ იქცა. პროცესებს მთელი ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს, არ წყდება გამოხმაურებები სოციალურ ქსელში. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს:
თენგიზ ფხალაძე, ექსპერტი:
"მაქვს წინადადება: საქართველოს პარლამენტის ამ შემადგენლობას ეწოდოს შარლ მიშელის სახელობის მე-10 მოწვევის პარლამენტი!"
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:"პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსებმა წააგეს და ქვეყანამ მოიგო..."
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"მიშელი რომელ საათზე ჩამოდის? აეროპორტში უნდა დავხვდე დოლ-გარმონით".
კოკა კვირკველია, ტელეწამყვანი:
"დღეს ბევრმა გააზიარა აქტუალურია. თან ჩემს ეთერში თქვა ეს "საფირმო" ფრაზა".
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დამფუძნებელი:
"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები რასაც სალომე სამადაშვილის მიმართ სჩადიან, ეს დღეს არ დაწყებულა - წლების წინ დაიწყეს. ეს ამ პარტიის ინტერნეტ ლეგიონის ტრადიციაა, რაც ბელადის მიერაა წახალისებული და თუ ვინმემ იცის, მე ვიცი. ცუდია, კი. მაგრამ არ მიკვირს. სალომესაც არ უკვირს, იმედია".
მართალი ხარ ქ-ნო თამარ.ამჟამად საღი აზრი გამოთქვით. ქ-ნ სალომეს კი ვამხნევებ,იმუშაოს პარლამენტში,ქუჩაში არ იყო მისი ადგილი...
იქნებ ყველა შევიყვანოთ და შემდეგ კარები გამოვუკეტოთ!