პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა
ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქარ­თუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 26 წლის წინ და­ი­წყო, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს ბიზ­ნეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ერთი გა­ზე­თით და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­დან უმ­სხვი­ლეს მე­დი­აჰოლ­დინ­გამ­დე, რო­მე­ლიც 6 მსხვილ ინ­დუსტრი­ას და 20-ზე მეტ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს.

ზუს­ტად 26 წლის წინ, 1995 წლის 18 აპ­რილს, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. მა­ლე­ვე "კვი­რის პა­ლიტ­რა“ იქცა ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ტი­რა­ჟი­ან და გავ­ლე­ნი­ან გა­მო­ცე­მად და ამ პო­ზი­ცი­ას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს. ამის ფუნ­და­მენ­ტი იყო პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც "პა­ლიტ­რა“ ყო­ველ­თვის იცავ­და, იცავს და მო­მა­ვალ­შიც და­ი­ცავს - ობი­ექ­ტუ­რო­ბა, სან­დო­ო­ბა, აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა მოჰ­ყვა - "კვი­რის პა­ლიტ­რის“ გარ­და, წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო სხვა­დას­ხვა გა­ზე­თე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ონ­ლა­ინ მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის „პა­ლიტ­რა“ ფლობს 20-ზე მეტ ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც უპი­რო­ბო ლი­დე­რე­ბი არი­ან თა­ვი­ანთ სეგ­მენ­ტში. ასე­ვე, ჰოლ­დინ­გი ფლობს რა­დი­ოს და ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც.

"პა­ლიტ­რამ“ ბიზ­ნე­სი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც გა­ნა­ვი­თა­რა. ჰოლ­დინ­გის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის - სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი "პა­ლიტ­რა L“, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი“, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „პე­პე­ლა“, რამ­დე­ნი­მე სტამ­ბა, ქა­ღალ­დის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა, წმინ­და გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა, ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი BTU და სხვა. რაც მთა­ვა­რია, გამ­სხვი­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი აქვს.

შე­სა­ბა­მი­სად, „პა­ლიტ­რა­მე­დია“ ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი­ცაა - ამ დრო­ის­თვის ჰოლ­დინ­გში 3000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ეს მო­ნა­ცე­მე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

ობი­ექ­ტუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა არის მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტი იმ 26-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ი­სა, რო­მელ­საც „პა­ლიტ­რა“ ჰქვია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

გილოცავთ!!! შემდგომ წარმატებებს გისურვებთ...

Teimurazi
0

გილოცავთ და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ... კიდევ მრავალი წელი!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქართული წარმატების ისტორია, რომელიც 26 წლის წინ დაიწყო, თამამად შეიძლება შევიდეს ბიზნეს სახელმძღვანელოებში. ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

ზუსტად 26 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, გაზეთ "კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. მალევე "კვირის პალიტრა“ იქცა ყველაზე მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. ამის ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც "პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს - ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება.

პირველ წარმატებას საქმიანობის გაფართოება მოჰყვა - "კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში. ასევე, ჰოლდინგი ფლობს რადიოს და ტელევიზიასაც.

"პალიტრამ“ ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი "პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. რაც მთავარია, გამსხვილებას და განვითარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

შესაბამისად, „პალიტრამედია“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ამ დროისთვის ჰოლდინგში 3000-მდე ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის მთავარი ფუნდამენტი იმ 26-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.

ოზურგეთში, მე-12 კლასელ გოგონას ეძებენ

სენსაციური ამბები ლატარიაში გრძელდება - გუშინ ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ კიდევ ერთი ჯეკპოტი გათამაშდა

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში