მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია
"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ბესო ზან­გუ­რის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნი­ნუ­ცას თა­ნად­გო­მას უცხა­დებს, თუმ­ცა ბესო ზან­გუ­რის თე­ატ­რი­დან გაგ­დე­ბის ფაქ­ტი და მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია მი­უ­ღე­ბე­ლია.

"თა­მა­რა მა­ყაშ­ვილს ვიც­ნობ ახალ­გაზ­რდო­ბი­დან, ადრე ასე­თი გა­მოთ­ქმა იყო Душа обшества, ასე­თი იყო თა­მა­რა და დღემ­დე ასე­თია, ნაღ­დი, ცა­რი­ე­ლი სული და გული, მხი­ა­რუ­ლი,მოკ­ლედ ოქრო! მისი შვი­ლე­ბიც ანა­ლო­გი­უ­რად კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი არი­ან, სხვა­ნა­ი­რი ვერც იქ­ნე­ბოდ­ნენ თა­მა­რას ხელ­ში!ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ის რაც შე­ვი­ტყვეთ და ის რაც ნი­ნუ­ცამ გა­და­ი­ტა­ნა! სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა მას ჩემ­გან!

თუმ­ცა მე მგო­ნია რომ ნი­ნუ­ცას ეს არ მო­უ­ყო­ლია იმის­თვის, რომ ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით უპა­სუ­ხოს ხალ­ხმა ან კო­ლე­გებ­მა, მან გა­იხ­სე­ნა ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დი, რო­მელ­მაც მას­ზე კვა­ლი და­ტო­ვა! მოკ­ლედ იმის თქმა მინ­და რომ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი მე­თო­დე­ბი, თე­ატ­რი­დან გა­რი­ცხვა, სა­ხალ­ხო გა­კი­ცხვა და ასე შემ­დეგ!

ამ ადა­მი­ან­საც ჰყავს ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და ეს იგი­ვე ძა­ლა­დო­ბაა ჩემ­თვის, შვი­ლებ­ზე, ოჯახ­ზე , იმათ­მა რა და­ა­შა­ვეს? შვი­ლე­ბი მა­მის შეც­დო­მებ­ზე არ აგე­ბენ პა­სუხს!კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს პოს­ტი არ ნიშ­ნავს იმას რომ ნი­ნუ­ცას არ ვუ­თა­ნაგ­რძნობ, პი­რი­ქით! მან სათ­ქმე­ლი თქვა და დას­ვა წერ­ტი­ლი! იქ­ნებ თქვენც დას­ვათ წერ­ტი­ლი და მო­ეშ­ვათ სო­ცი­ა­ლიზმს! იქ­ნებ და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებთ? იქ­ნებ ასეთ­მა ქმე­დე­ბამ ადა­მი­ა­ნი ცუდ შე­დე­გამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს, და­ფიქ­რე­ბულ­ხართ ამა­ზე?გე­ყოთ!" - წერს დუმ­ბა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევანი
20

სრულებით ვეთანხმები! მშიერი უნდა დატოვოთ მისი შვილები??? გეყოთ! საკმარისი ვთქვით, ყველამ!

ნათი
24

ქ-ნ ნატოს ვეთანხმები. სამსახურიდან არ უნდა გაეშვათ ,არც ქ-ნ მინისტრს უნდა ეთქვა -დატოვოსო. ჯერ დაზუსტებულიყო,მოგვესმინა მეორე მხარისთვისაც და ამის შემდეგ დამდგარიყო გადასაჭრელი საკითხები. პირადად მაყაშვილის ქმედებას არ ვამართლებ ,რა დროს და სად იხსენებ ამ ძველ ამბებს უნდა გაეთვალისწინებინა. რა აზრი აქვს ეხლა იმის თქმას-მე ვთქვი და ვსიო,აღარ ვაგრძელებ დავას... ამ ნათქვამმა ხომ დააკარგვინა შენი შვილის მამას სამსახური? ფულის აღებამ ძალა მოგიკრიფა 11 წლის ამბების გახსენებაში? სირცხვილია ყოველივე ეს კამპანია. 

ავტორი:

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ნინუცას თანადგომას უცხადებს, თუმცა ბესო ზანგურის თეატრიდან გაგდების ფაქტი და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიუღებელია.

"თამარა მაყაშვილს ვიცნობ ახალგაზრდობიდან, ადრე ასეთი გამოთქმა იყო Душа обшества, ასეთი იყო თამარა და დღემდე ასეთია, ნაღდი, ცარიელი სული და გული, მხიარული,მოკლედ ოქრო! მისი შვილებიც ანალოგიურად კეთილშობილები არიან, სხვანაირი ვერც იქნებოდნენ თამარას ხელში!ძალიან სამწუხარო ფაქტია ის რაც შევიტყვეთ და ის რაც ნინუცამ გადაიტანა! სრული სოლიდარობა მას ჩემგან!

თუმცა მე მგონია რომ ნინუცას ეს არ მოუყოლია იმისთვის, რომ ძალადობას ძალადობით უპასუხოს ხალხმა ან კოლეგებმა, მან გაიხსენა ცხოვრების ეპიზოდი, რომელმაც მასზე კვალი დატოვა! მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩემთვის მიუღებელია, საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები, თეატრიდან გარიცხვა, სახალხო გაკიცხვა და ასე შემდეგ!

ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები და ეს იგივე ძალადობაა ჩემთვის, შვილებზე, ოჯახზე , იმათმა რა დააშავეს? შვილები მამის შეცდომებზე არ აგებენ პასუხს!კიდევ გავიმეორებ, ეს პოსტი არ ნიშნავს იმას რომ ნინუცას არ ვუთანაგრძნობ, პირიქით! მან სათქმელი თქვა და დასვა წერტილი! იქნებ თქვენც დასვათ წერტილი და მოეშვათ სოციალიზმს! იქნებ დაფიქრება გმართებთ? იქნებ ასეთმა ქმედებამ ადამიანი ცუდ შედეგამდეც კი მიიყვანოს, დაფიქრებულხართ ამაზე?გეყოთ!" - წერს დუმბაძე.