საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი
"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

"ბრალ­დე­ბა ალ­ბათ, მი­ვი­და იმ პო­ზი­ცი­ამ­დე, რომ შე­საძ­ლოა, მე­ნაბ­დეს ჰქო­ნო­და ხელ­ში ის დანა, რომ­ლი­თაც სა­რა­ლი­ძეს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა ფა­ტა­ლუ­რი გა­მოდ­გა", - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ, ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დის და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, რო­გორც ზუ­რაბ თო­დუა აცხა­დებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ი­ღებს" ადა­მი­ა­ნის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან, ძა­ლი­ან მალე და­ი­წყე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მის გან­ხილ­ვა.

"ჩემ­თვის უც­ნო­ბია ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ვა­რა­უ­დია, რა­საც მე გა­მოვ­თქვამ­დი მე­ნაბ­დის და კა­ლან­დი­ას ნა­წილ­ში. ბრალ­დე­ბა ალ­ბათ, სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­და იმ პო­ზი­ცი­ამ­დე, რომ შე­საძ­ლოა, მე­ნაბ­დეს ჰქო­ნო­და ხელ­ში ის დანა, რომ­ლი­თაც სა­რა­ლი­ძის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა ფა­ტა­ლუ­რი გა­მოდ­გა.

კა­ლან­დია იყო პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რა­მე­თუ სხვა მო­საზ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ბრბოს­თვის, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­ლეკ­ვით ემუქ­რე­ბო­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე კა­ლან­დი­ას ნა­წილ­ში შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დღეს შე­საძ­ლოა, გონს მო­ვიდ­ნენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ი­ღებს ადა­მი­ა­ნის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან, სა­დაც ძა­ლი­ან მალე გა­ნი­ხი­ლე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მე“,-აცხა­დებს თო­დუა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პირი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი, სა­კა­სა­ჩიო სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ და­უშ­ვევბლად მი­იჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ng
0

ეს ნახე რა, როგორ მეტყველებს.

tbiliseli
0

აი რო ამბობებენ, ჰავები ანაფორებჰი, აი ესენი ბლატაობენ, ამიტომაა რომ ეგ სასტავი არ მევასება

ავტორი:

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

"ბრალდება ალბათ, მივიდა იმ პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში ის დანა, რომლითაც სარალიძესთვის მიყენებული ჭრილობა ფატალური გამოდგა", - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდის დაკავებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, ხელისუფლება "სერიოზულ დარტყმას მიიღებს" ადამიანის ევროპული სასამართლოდან, ძალიან მალე დაიწყება მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა.

"ჩემთვის უცნობია ბრალის ფორმულირება, სავარაუდოდ, ის ვარაუდია, რასაც მე გამოვთქვამდი მენაბდის და კალანდიას ნაწილში. ბრალდება ალბათ, საბოლოოდ მივიდა იმ პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში ის დანა, რომლითაც სარალიძისთვის მიყენებული ჭრილობა ფატალური გამოდგა.

კალანდია იყო პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრებული, რათა ხელისუფლება ხელისუფლებაში კიდევ დარჩენილიყო, რამეთუ სხვა მოსაზრების გავრცელების შემთხვევაში, სრულიად მიუღებელი იქნებოდა ბრბოსთვის, რომელიც ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდა.

ხელისუფლება თავის დროზე კალანდიას ნაწილში შეასრულა დავალება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო. დღეს შესაძლოა, გონს მოვიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო სერიოზულ დარტყმას მიიღებს ადამიანის ევროპული სასამართლოდან, სადაც ძალიან მალე განიხილება მიხეილ კალანდიას საქმე“,-აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია.

სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"