სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები
"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები

"ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბი წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი ად­გილ­ზე პრო­ვო­კა­ცი­ის მო­სა­წყო­ბად იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი.

"ჩვენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი, ლე­ჩხუ­მე­ლე­ბი ვართ წარ­მო­შო­ბით. ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ვუ­ერ­თდით პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს. გა­მოჩ­ნდნენ ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი - წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი და ჭე­ლი­ძე­ე­ბი. ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ან და ნორ­მა­ლურ ფარ­გლებ­ში ვთხო­ვე, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ, რის შემ­დე­გაც მათ მუ­ქა­რა და­ი­წყეს. მე ვუ­თხა­რი, რომ როცა ლან­ძღავთ პატ­რი­არ­ქს და ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას, აქ თქვენ არ და­გეგ­დო­მე­ბათ. სამ კაც­ზე 30 ადა­მი­ა­ნი წა­მო­ვი­და. ჩვენ რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ჩვე­უ­ლებ­რივ, 3 ადა­მი­ანს მოგ­ვკლავ­დნენ. ქვის ლო­დებს გვეს­როდ­ნენ, გა­მო­ი­ყე­ნეს კას­ტე­ტი, თავ­ზეც მე­ტყო­ბა და მან­ქა­ნაც და­მი­ზი­ა­ნეს," - გა­ნა­ცხა­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლემ ავ­თან­დილ ახვლე­დი­ან­მა.

"ეგ ადა­მი­ა­ნე­ბი ვიცი, რომ მო­ჭი­და­ვე­ე­ბი არი­ან და ვიც­ნობ ტე­ლე­ვი­ზი­ით, გუ­რი­ა­ში, რომ მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, იქი­დან მახ­სოვს ეს ძმე­ბი. პი­რა­დად არ ვიც­ნობ და არ მქო­ნია მე შე­ხე­ბა. მივ­მარ­თეთ უბ­რა­ლოდ, რომ აქ თქვე­ნი ად­გი­ლი არ არის და და­ტო­ვეთ ტე­რი­ტო­რია, თვი­თონ წა­მო­ვიდ­ნენ (აგ­რე­სი­ა­ზე) პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ხარ­თო... ყვე­ლა შე­მამ­ჩნევ­და, რომ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და მი­აღ­წი­ეს კი­დეც," - აღ­ნიშ­ნა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი ბარ­ჯა­ძემ.

ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძი­სა და მისი ძმის ახ­ლობ­ლე­ბი კი ასე­ვე "კუ­რი­ერ­თან" წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ახ­ლობ­ლის თქმით, მომ­ხდა­რი პრო­ვო­კა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

"მოგ­ვიგ­ზავ­ნეს რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა, ანუ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. მო­ვიდ­ნენ და ფი­რუ­ზა წუ­ლუ­კი­ძეს მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. იმ დროს მოხ­და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გაყ­ვა­ნა, იმ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის, გვი­თხრეს რომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან და არ აყ­ვე­თო. ქეთი ქო­ბა­ურს, ჩვენს მე­გო­ბარ გო­გოს მი­ა­ყე­ნეს შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამ დროს რეზო წუ­ლუ­კი­ძემ უთხრა, რას აკე­თებ­თო და მოხ­და გა­წევ-გა­მო­წე­ვა. 6 ადა­მი­ა­ნი არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ორი მათ­გა­ნი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ არის და­კა­ვე­ბუ­ლი," - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბელ­მა.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 3 პირი - მო­ჭი­და­ვე, ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე და მისი ძმა რე­ვაზ წუ­ლუ­კი­ძე და ასე­ვე ირაკ­ლი ჭე­ლი­ძე და­ა­კა­ვეს. ისი­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან აიყ­ვა­ნეს. მომ­ხდა­რი ნა­მოხ­ვან­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ პრო­ვო­კა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბათ.

ამას­თან, დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რად ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, ძმე­ბი წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბის გარ­და კი­დევ 4 პირი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აპ­რილს, გუ­მა­თ­ჰე­სის და­სახ­ლე­ბა­ში "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ჯგუ­ფუ­რად იძა­ლა­დეს და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს აქ­ცი­ა­ზე მყოფ სამ პირს. ასე­ვე, და­ა­ზი­ა­ნეს ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
57

ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ნაციონალების ორგანიზებულები რომ არიან, ამ კონფლიქტმაც დაადასტურა, მათ მარტო მიშას აშენებული ჰესები უნდათ

-
22

ეგრე რა! ერთი 200 კაცია მაქსიმუმ დასაკავებელი და დაწყნარდება ქვეყანაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები

"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ დაკავებული ძმები წულუკიძეები და მათი თანმხლები პირები აგრესიულად იქცეოდნენ. აღნიშნული პირები "კურიერთან" საუბრისას დაპირისპირების დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ წულუკიძეები ადგილზე პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.

"ჩვენ ქუთაისელები ვიყავით მისულები, ლეჩხუმელები ვართ წარმოშობით. ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდით, ჩვეულებრივად შევუერთდით პროტესტის მონაწილეებს. გამოჩნდნენ ეს პიროვნებები - წულუკიძეები და ჭელიძეები. ძალიან ზრდილობიან და ნორმალურ ფარგლებში ვთხოვე, რომ წასულიყვნენ, რის შემდეგაც მათ მუქარა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ როცა ლანძღავთ პატრიარქს და ჩვენს სარწმუნოებას, აქ თქვენ არ დაგეგდომებათ. სამ კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა. ჩვენ რომ სპორტსმენები არ ვყოფილიყავით, ჩვეულებრივ, 3 ადამიანს მოგვკლავდნენ. ქვის ლოდებს გვესროდნენ, გამოიყენეს კასტეტი, თავზეც მეტყობა და მანქანაც დამიზიანეს," - განაცხადა დაპირისპირებაში მონაწილემ ავთანდილ ახვლედიანმა.

"ეგ ადამიანები ვიცი, რომ მოჭიდავეები არიან და ვიცნობ ტელევიზიით, გურიაში, რომ მოხდა ინციდენტი და შეხლა-შემოხლა, იქიდან მახსოვს ეს ძმები. პირადად არ ვიცნობ და არ მქონია მე შეხება. მივმართეთ უბრალოდ, რომ აქ თქვენი ადგილი არ არის და დატოვეთ ტერიტორია, თვითონ წამოვიდნენ (აგრესიაზე) პროვოკატორები ხართო... ყველა შემამჩნევდა, რომ პროვოკაციაზე იყვნენ მოსულები და მიაღწიეს კიდეც," - აღნიშნა დაპირისპირებაში მონაწილე გიორგი ბარჯაძემ.

ფირუზ წულუკიძისა და მისი ძმის ახლობლები კი ასევე "კურიერთან" წულუკიძეების უდანაშაულობაზე საუბრობენ. ახლობლის თქმით, მომხდარი პროვოკაციას უკავშირდება.

"მოგვიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, ანუ პროვოკატორები იყვნენ. მოვიდნენ და ფირუზა წულუკიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ დროს მოხდა ადგილობრივების გაყვანა, იმ პროვოკატორების, გვითხრეს რომ პროვოკატორები არიან და არ აყვეთო. ქეთი ქობაურს, ჩვენს მეგობარ გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ დროს რეზო წულუკიძემ უთხრა, რას აკეთებთო და მოხდა გაწევ-გამოწევა. 6 ადამიანი არის დაკავებული, ორი მათგანი სრულიად უდანაშაულოდ არის დაკავებული," - აღნიშნა წულუკიძეების ახლობელმა.

ცნობისთვის, აჭარაში სამართალდამცავებმა 3 პირი - მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე და ასევე ირაკლი ჭელიძე დააკავეს. ისინი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. მომხდარი ნამოხვანში, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ პროვოკაციას უკავშირდება. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში "ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ნიკა მელიას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება, მან ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?