მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?
"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ჩვენ­ზე ბევ­რად მკაც­რი "ლოკ­და­უ­ნია",- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე ტალ­ღის დროს, კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გე­ბა.

"რო­გორც ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა,ისე­ვე ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად მზა­დაა. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ თუ მე­სა­მე ტალ­ღა ვერ ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გე­ბა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი, ბუ­ნებ­რი­ვია გა­და­ივ­სე­ბა.

თუ რო­გორ გა­არ­თმევს კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი თავს ამ გა­დატ­ვირ­თვას, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რამ­დე­ნად შე­ი­ზღუ­დე­ბა, თუ გახ­სნი­ლი დარ­ჩე­ბა ეკო­ნო­მი­კა, რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რი დარ­ჩე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა. კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ მზად იყოს. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, მა­შინ გა­ვუმკლავ­დით, მარ­თა­ლია ხარ­ვე­ზებთ, დაბ­რკო­ლე­ბე­ბით, სიძ­ნე­ლე­ე­ბით, მაგ­რამ ხომ გა­ვუმკლავ­დით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს ტალ­ღას?! ხომ არ მომ­ხდა­რა სიკ­ვდი­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი ზრდა, არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა ბი­ნა­ზე, გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­გან, არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა უჟანგბა­დოდ.

მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლო­ე­ბის იმ მცი­რე ნა­წილს, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვო­ბის გამო, ან შეგ­ნე­ბუ­ლად, იმის­თვის რომ უნ­დობ­ლო­ბა და­თე­სონ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ექი­მე­ბის, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ, "აი ჩვენ­თან არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად, ჩვენ­თან არ ზრუ­ნა­ვენ ხალ­ხზე და უცხო­ეთ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი და „ლოკ­და­უ­ნე­ბი“ არ არის“ რა ლოკ­და­უ­ნე­ბი არ არის?! გა­და­ხე­დეთ რომ მიხ­ვალთ სახ­ლში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ჩვენ­ზე ბევ­რად მკაც­რი „ლოკ­და­უ­ნია“.

გუ­შინ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთი ჯგუ­ფი წერ­და „ ნა­ხეთ, ჩე­ხე­თის მთავ­რო­ბამ მოხ­სნა „ლოკ­და­უ­ნი“ აი ასე­თი მთავ­რო­ბა უნდა, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხზე ზრუ­ნავს, აბა ჩევ­ნი მთავ­რო­ბა ამას ხომ არ გა­ა­კე­თებს?!“ სინ­დი­სიც კარ­გი სა­ქო­ნე­ლია! რა ჩე­ხეთ­ზეა სა­უ­ბა­რი?! მათ სა­ნა­ხევ­როდ მოხ­სნეს. ჩე­ხე­თი რჩე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ქვეყ­ნად, უმ­კაც­რე­სი „ლოკ­და­უ­ნი“ იყო, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არ იყო“,-აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
47

კომენტარს არ დავწერ.... უბრალოდ კაცებო, არ მიეკაროთ ქალებს არასდროს და იქნებით დაცული სამუდამოდ ყველა, თქვენც და - ისინიც. 

კულუმბეგოვა
198

დავიჯერო სერიოზულად საუბრობს ახლა ეს? ტესტებით რო ხდება დაინფიცირება ადამიანების არ იცის? პირბადე რო მავნებლობაა და ჯანგბადის უკმარისობას იწვევს და ფილყვებს აზიანებს და უმეტესობა ინფიცირებული ეგრედ ცოდებული პირბადის და ტესტების ბრალია?? კი კი ყვაფერი იცის დავალება აქვს მსოფლიო ბანკიდან და რა ქნას ??

ავტორი:

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი "ლოკდაუნია",- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის დროს, კლინიკური სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება.

"როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა,ისევე ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მზადაა. გაცნობიერებული გვაქვს, რომ თუ მესამე ტალღა ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი, ბუნებრივია გადაივსება.

თუ როგორ გაართმევს კლინიკური სექტორი თავს ამ გადატვირთვას, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეიზღუდება, თუ გახსნილი დარჩება ეკონომიკა, რამდენად ნორმალური დარჩება ადამიანების ცხოვრება. კლინიკურ სექტორზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კეთდება, რომ მზად იყოს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ გავუმკლავდით, მართალია ხარვეზებთ, დაბრკოლებებით, სიძნელეებით, მაგრამ ხომ გავუმკლავდით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ტალღას?! ხომ არ მომხდარა სიკვდილობის დრამატული ზრდა, არავინ დარჩენილა ბინაზე, განსხვავებით ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან, არავინ დარჩენილა უჟანგბადოდ.

მინდა მივმართო მოსახლოების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც საქმეში ჩაუხედავობის გამო, ან შეგნებულად, იმისთვის რომ უნდობლობა დათესონ მოსახლეობაში, ექიმების, ჯანდაცვის სექტორის, ხელმძღვანელობის მიმართ, "აი ჩვენთან არის ეს ყველაფერი ცუდად, ჩვენთან არ ზრუნავენ ხალხზე და უცხოეთში შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ არის“ რა ლოკდაუნები არ არის?! გადახედეთ რომ მიხვალთ სახლში ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი „ლოკდაუნია“.

გუშინ „ფეისბუქზე“ ერთი ჯგუფი წერდა „ ნახეთ, ჩეხეთის მთავრობამ მოხსნა „ლოკდაუნი“ აი ასეთი მთავრობა უნდა, რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს, აბა ჩევნი მთავრობა ამას ხომ არ გააკეთებს?!“ სინდისიც კარგი საქონელია! რა ჩეხეთზეა საუბარი?! მათ სანახევროდ მოხსნეს. ჩეხეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შეზღუდვების ქვეყნად, უმკაცრესი „ლოკდაუნი“ იყო, რომელიც ჩვენთან არ იყო“,-აცხადებს ცერცვაძე.

"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე