საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ" - ლილუაშვილი გახარიას პარტიის გეგმებზე
"რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ" - ლილუაშვილი გახარიას პარტიის გეგმებზე

იმ წი­აღსვლებ­ში შეს­ვლა ვინ, ვის, რა მო­ა­გე­ბი­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უფრო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია - კი­თხვა­ზე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტია, თუ არა გა­ხა­რია?! პა­სუ­ხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პრო­ცეს­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რის, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძის შე­ფა­სე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, როცა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აგი­ნებ­და და მისი რე­ი­ტინ­გი 0 % იყო, პარ­ტია და­უდ­გა გვერ­დით, და­იც­ვა, და­ბა­ნა, ჩა­აც­ვა და და­ვარ­ცხნა“.

ამას­თან, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა მმარ­თველ გუნდში დარ­ჩე­ნი­ლებს მო­უ­წო­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან თან­ხვედ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, გა­დად­გან ნა­ბი­ჯი და ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს შე­უ­ერ­თდნენ.

"იმ წი­აღსვლებ­ში შეს­ვლა, ვინ, ვის, რა მო­ა­გე­ბი­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უფრო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ერთი მხრივ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, რომ დე­პუ­ტა­ტო­ბა და კა­ცო­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მე­სო, მე­ო­რე მხრივ, ბა­ტო­ნი დიტო სამ­ხა­რა­ძე ამ­ბობს, რომ კა­ცო­ბა და მე­გობ­რო­ბა არ არის, რო­დე­საც პარ­ტი­ას ტო­ვებ. ახლა მათი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა მეს­მის, ცოტა გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში არი­ან. ახლა ყვე­ლა მხა­რე - რო­გორც ოპო­ზი­ცია, ასე­ვე პო­ზი­ცია ეც­დე­ბა, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს. ეს ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბია!“, - გა­ნა­ცა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბას, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია და მისი გუნ­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მაშს თა­მა­შო­ბენ, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ვა­რა­უდს სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს.

"კი­თხვა­ზე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტია, თუ არა გა­ხა­რია?! პა­სუ­ხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­დე­საც პარ­ტია ოპო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს", - აღ­ნიშ­ნა მან.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის გა­და­ბი­რე­ბით, შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტში კრი­ზი­სი შექ­მნას და ქვე­ყა­ნა ახალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამ გზით მი­ვი­დეს, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას მიერ პარ­ლა­მენ­ტში „პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ხე­ლოვ­ნუ­რად“ შექ­მნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­უ­გე­ბარს უწო­დებს.

"ხე­ლოვ­ნურ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნის პრო­ცეს­ში ვართ! ეს პრო­ცე­სი გან­გრძო­ბი­თია და თუ ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი თვლის, რომ ჩვენ­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის ნა­წი­ლიც აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია, ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას - ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს შე­მო­უ­ერ­თდეს!", - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბის, ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გეგ­მებ­სა და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა: „რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას მო­ი­აზ­რებს და ჩვენ ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ჩვენ რა­დი­კა­ლებ­თან არა­ფე­რი გვაქვს სა­ერ­თო, და­ნარ­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
57

და თქვენ იმედი გაქვთ რომ ხმებს მიიღებთ?!...ვერ მოგართვეს ბატონებო,ცუდ დროს ცუდი არჩევანი გააკეთეთ და გახდებით 0% - 2% -იანი ზოგიერთებივით!

nd
16

ეს იგივეს ლაპარაკობს რასაც კობახიძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ" - ლილუაშვილი გახარიას პარტიის გეგმებზე

"რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ" - ლილუაშვილი გახარიას პარტიის გეგმებზე

იმ წიაღსვლებში შესვლა ვინ, ვის, რა მოაგებინა, "ქართული ოცნებისთვის“ უფრო დამაზიანებელია - კითხვაზე: ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თუ არა გახარია?! პასუხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პროცესშიც გამოჩნდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი სამხარაძის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას "20 ივნისის შემდეგ, როცა მთელი საქართველო აგინებდა და მისი რეიტინგი 0 % იყო, პარტია დაუდგა გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“.

ამასთან, ლილუაშვილმა მმართველ გუნდში დარჩენილებს მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ღირებულებებთან თანხვედრი პოზიციები გააჩნიათ, გადადგან ნაბიჯი და ახალ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდნენ.

"იმ წიაღსვლებში შესვლა, ვინ, ვის, რა მოაგებინა, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო დამაზიანებელია. ერთი მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატობა და კაცობა ამჯობინეს სახელმწიფოებრივ საქმესო, მეორე მხრივ, ბატონი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ კაცობა და მეგობრობა არ არის, როდესაც პარტიას ტოვებ. ახლა მათი პოზიციონირება მესმის, ცოტა გაურკვეველ სიტუაციებში არიან. ახლა ყველა მხარე - როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია ეცდება, რომ ამ პოლიტიკური ძალის რადიკალიზაცია მოახდინოს. ეს ჩვენთვის გასაგებია!“, - განაცადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის შეფასებას, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ, ლილუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვარაუდს საფუძველი არ აქვს.

"კითხვაზე: ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თუ არა გახარია?! პასუხია - რა თქმა უნდა, არა! ეს პროცესში გამოჩნდება, როდესაც პარტია ოპონირებას დაიწყებს", - აღნიშნა მან.

ლილუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობის წევრების გადაბირებით, შესაძლოა, პარლამენტში კრიზისი შექმნას და ქვეყანა ახალ არჩევნებამდე ამ გზით მივიდეს, ლილუაშვილი გახარიას მიერ პარლამენტში „პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად“ შექმნის შესახებ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს.

"ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესში ვართ! ეს პროცესი განგრძობითია და თუ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი თვლის, რომ ჩვენთან ღირებულებები და ფასეულობები აერთიანებს და დღევანდელი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის ნაწილიც აღარ შეესაბამება ქართველი ხალხის, ამომრჩევლის ინტერესებს, შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას - ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შემოუერთდეს!", - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას გახარიას პარტიის ფორმირების, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გეგმებსა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უკვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.