საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ისრაელში დასაქმების მსურველებმა? - რეგისტრაცია დღეს დაიწყო
სად და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ისრაელში დასაქმების მსურველებმა? - რეგისტრაცია დღეს დაიწყო

ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­რა­ელ­ში და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ ბარ­კა­ლა­ია ის­რა­ე­ლის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში რან გი­დო­რის შეხ­ვდა. მხა­რე­ებ­მა ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბა­ზე რე­გის­ტრა­ცია 12 აპ­რი­ლი­დან იწყე­ბა და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

"დღეს პა­ტი­ვი მქონ­და შევ­ხვედ­რო­დი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფა­ზა­ში გა­დას­ვლის მიზ­ნით. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა 1000-მდე ქარ­თვე­ლის­თვის ჩა­მო­ვი­დეს და იმუ­შა­ოს ის­რა­ელ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ის­რა­ელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­და­რე­ბით ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას და ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი სიფრ­თხი­ლით მი­ვუ­დე­ქით იმ სა­კითხს, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლი მთავ­რო­ბე­ბის­თვის მიგ­ვე­მარ­თა. ამ ეტა­პის­თვის შერ­ჩე­უ­ლია მხო­ლოდ ორი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის ერთ-ერთი არის სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რან გი­დო­რიმ.

ელ­ჩის თქმით, ისი­ნი მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ იმ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დი­ან.

"დღეს კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ჰქონ­დეთ ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩვენ ის­რა­ელ­თან ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვი­წყებთ ორ­შა­ბა­თი­დან, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შინ მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა ის­რა­ელ­ში და­საქმდნენ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი, რომ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლი, ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ, არ დარ­ჩნენ არა­ლე­გა­ლუ­რად და მათი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი იყოს და­ცუ­ლი იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც მუ­შა­ო­ბენ.

სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლი პირ­ვე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე workabroad.moh.gov.ge გა­ივ­ლის.

ის­რა­ე­ლის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 1 წლით შე­ეძ­ლე­ბათ. და­საქ­მე­ბა ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დამ­ხმა­რე მუ­შა­კის პო­ზი­ცი­ა­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
4

ისევ სხვების ᲭუᲭყის საწმენდად გვიწვევენ Თან 45 წლის ზემოᲗ ამისᲗვისაც აᲦარ ვარგიხარᲗო რა მაგარი მეგობრები გვყავს ქარᲗველებო არა??? 

სსსს
0

შინ მოვლის სპეციალისტები და 1610 დოლარი,აქეთ გვამადლიან ორი ქვეყანა შევარჩიეთო, ყველა როგორ გვეკაიფება და ჩვენ მთავრობას კი ღირსება არ გააჩნია, მაგას უწოდებს მოლაპარაკების წარმატებით დამთავრებას, ვაი თქვენ პატრონს უბედურს, ასეთ რამეს რომ გკადრებენ ელჩი უნდა გამოგეწვიათ მათხოვრებო.

ავტორი:

სად და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ისრაელში დასაქმების მსურველებმა? - რეგისტრაცია დღეს დაიწყო

სად და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ისრაელში დასაქმების მსურველებმა? - რეგისტრაცია დღეს დაიწყო

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

"დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

"დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.moh.gov.ge გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

ბათუმის ბულვარში საკურა აყვავდა - ულამაზესი ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი