საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი" - ზურაბ ჯაფარიძე
"პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი" - ზურაბ ჯაფარიძე

ცალ­სა­ხად მხა­რეა და არ გა­მო­ვა მის­გან გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია, პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლოს მე­დი­ა­ტო­რის როლი, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ (გირ­ჩი) ჯა­ფა­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ-ქა­ლა­ქი" გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ წი­ნა­და­დე­ბას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტო­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლია რო­მე­ლი­მე ინ­სტი­ტუტს პა­ტი­ვი სცე, რად­გან ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის დას­მუ­ლია.

"მგო­ნია, რომ ახლა გა­და­წყვი­ტა, ერის მა­მის თუ დე­დის როლი მო­ირ­გოს და ვი­თომ გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლოს, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვა. ცალ­სა­ხად მხა­რეა და არ გა­მო­ვა მის­გან გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი. ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ ფი­გუ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ ინ­სტი­ტუ­ტებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ და ძა­ლი­ან რთუ­ლია დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში პა­ტი­ვი სცე რო­მე­ლი­მე ინ­სტი­ტუტს, როცა იცი, რომ ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის დას­მუ­ლია. რთუ­ლია, არა­გულ­წრფე­ლი ამ­ბა­ვია, ტყუ­ი­ლია. იმის გამო, რომ კრი­ზი­სია ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია, მათ შო­რის ის, რომ გა­რე­დან არის წნე­ხი ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან, რომ და­ჯე­ქით და რა­ღაც მო­ი­ლა­პა­რა­კეთ და ორი­ვე მხა­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რე­ბენ ალ­ბათ, უფრო ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლე­ნა არის, რომ ახლა გა­და­წყვი­ტა, რომ იქ­ნებ რა­ღაც შუ­ა­მავ­ლის თუ მომ­რი­გებ­ლის თუ რა­ღაც ეგე­თის როლი შე­ი­თავ­სოს, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა რა­ღაც ნდო­ბის დაგ­რო­ვე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლოს მე­დი­ა­ტო­რის როლი, ეს პრე­ზი­დენ­ტი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია. შარლ მი­შე­ლი თუ ვერ ახერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მი­ნა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს?! ამი­ტომ მგო­ნია, რომ სი­ყალ­ბეა და სი­ყალ­ბე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიყ­ვარს", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უთუ­ოდ უნდა დად­გეს დრო, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მე­დი­ა­ტო­რი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
11

მავნებელი, სექტანტი, სექტანტობით მოვაჭრე, დილერი. ამის პოლიტიკაში ყოფნა უკვე ანომალიაა (არც სხვები ვარგიან და მაინც).

ნონა
9

რა გინდა პალმნტში ირბინე პალატკა ფანჩატურ გარშემო არ ხართ თქვნ პოლიკის დონის ხალხი დაგვასვენედ მთელი ევროპა ამერიკა !!!!!!!!იმედია არ დაბლოკავთ

ავტორი:

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი" - ზურაბ ჯაფარიძე

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი" - ზურაბ ჯაფარიძე

ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი - წარმოუდგენელი მგონია, პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ წინადადებას, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში რთულია რომელიმე ინსტიტუტს პატივი სცე, რადგან ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია.

"მგონია, რომ ახლა გადაწყვიტა, ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს და ვითომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ არ გამოუვა. ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი. ინსტიტუტების პატივისცემა დამოკიდებულია იმ ფიგურებზე, რომლებიც ამ ინსტიტუტებს განასახიერებენ და ძალიან რთულია დღეს ამ ქვეყანაში პატივი სცე რომელიმე ინსტიტუტს, როცა იცი, რომ ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია. რთულია, არაგულწრფელი ამბავია, ტყუილია. იმის გამო, რომ კრიზისია ქვეყანაში, მათ შორის ის, რომ მოლაპარაკებებია, მათ შორის ის, რომ გარედან არის წნეხი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომ დაჯექით და რაღაც მოილაპარაკეთ და ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ალბათ, უფრო ამ ყველაფრის გავლენა არის, რომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ რაღაც შუამავლის თუ მომრიგებლის თუ რაღაც ეგეთის როლი შეითავსოს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ნდობის დაგროვება დროთა განმავლობაში. წარმოუდგენელი მგონია პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, ეს პრეზიდენტი წარმოუდგენელი მგონია. შარლ მიშელი თუ ვერ ახერხებს საქართველოს ნომინალური პრეზიდენტი როგორ მოახერხებს?! ამიტომ მგონია, რომ სიყალბეა და სიყალბეში მონაწილეობა არ მიყვარს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

"აღარ სჭირდება საქართველოს ეკონომიკას ჰიდრორესურსების გამოყენებაო, ჩვეულებრივი სისულელეა, აბა, დენი საიდან უნდა მოვიტანოთ?" - ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე

"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციასა და პროექტის შესახებ