მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში
"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წყვი­ლის, მსა­ხი­ო­ბე­ბის, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და მა­ი­კო ვა­წა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა - ისი­ნი სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ შვილს ელო­დე­ბი­ან. ან­დრია და მა­ი­კო AMBEBI.GI-ს უამ­ბო­ბენ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნის­თვის

ან­დრია:

- ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ძაღ­ლი წა­ვიყ­ვა­ნე ძაღ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე და იქ მსაჯ­თან ვი­ჩხუ­ბე, უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი და ამ დროს და­მი­რე­კა მა­ი­კომ და პირ­და­პირ მი­თხრა - "ორ­სუ­ლად ვარ". ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო დუ­მი­ლი – გა­ვოგნ­დი, ხმას ვერ ვი­ღებ­დი. მი­ხა­რო­და, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რად ვერ გან­ვი­ცა­დე. ხუთ თვემ­დე სა­ერ­თოდ არ ვთქვით. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მენტს ვე­ლო­დით, თან მა­ი­კო­საც მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის დღეს გა­ვამ­ხი­ლეთ – სამ თე­ბერ­ვალს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მა­ი­კოს ფოტო დავ­დე, წარ­წე­რით - "თე­ბერ­ვლის სამი, ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი წელი და უკვე სამ­ნი". ჯერ ჩვენ თვი­თონ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით და არ ვჩ­ქა­რობ­დით. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ჰქონ­და ეტა­პე­ბი, ჯერ სამ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, შემ­დეგ – შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი, მერე უკვე და­ვი­ნიშ­ნეთ, დავ­ქორ­წინ­დით და აქაც სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გა­მოგ­ვი­ვი­და. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე, ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ბავ­შვის და­სახ­ვედ­რად?

- ან­დრია: ჯერ არ გვი­ყი­დია, მაგ­რამ უკვე გვჩუქ­ნი­ან რა­ღა­ცებს. იმე­დი გვაქვს, რომ ჯერ არ ჩაგ­ვკე­ტა­ვენ და ბავ­შვი შიშ­ვე­ლი არ დაგ­ვრჩე­ბა. ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი სამი კვი­რაც "ჩა­კე­ტი­ლე­ბი“ ვი­ყა­ვით, მა­ი­კოს­თვის სა­ორ­სუ­ლო ტან­საც­მე­ლი ვერ ვი­ყი­დეთ და ჩემი შარ­ვლე­ბის ჩაც­მა უწევ­და.

- სქესს ამ­ხელთ?

- კი, ბი­ჭია. ჩვენ­თვის სქესს არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჩემს დაზე უფ­რო­სი ვარ და მე გავ­ზარ­დე, მამა-შვი­ლი­ვით ვი­ყა­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ მინ­დო­და გოგო, თუმ­ცა გუ­ლის სიღ­რმე­ში ვი­ცო­დი, რომ პირ­ვე­ლი შვი­ლი ბიჭი მე­ყო­ლე­ბო­და.

- მა­ი­კო, ორ­სუ­ლო­ბამ ხა­სი­ა­თი რამ­დე­ნად შე­გიც­ვა­ლა?

- ხა­სი­ა­თი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ შემ­ცვლია. ვცდი­ლობ, რომ უფრო მშვი­დი ვიყო. ისეთ რა­ღა­ცებს აღარ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, რა­ზეც აქამ­დე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ეს ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად მოხ­და. მკვეთ­რი ტოქ­სი­კო­ზი და უც­ნა­უ­რი სურ­ვი­ლე­ბი არ მქო­ნია.

- ან­დრია: ხა­სი­ა­თი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ეც­ვა­ლა. მარ­წყვზე ნამ­დვი­ლად არ მირ­ბე­ნია, ალუ­ჩა­ზე კი – ხში­რად.

- რა ემო­ცი­ე­ბია, როცა მშო­ბე­ლი ხდე­ბი?

- მა­ი­კო: სა­ნამ არ და­ვი­ნა­ხავთ და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში არ გა­და­ვა, ვერ აღ­ვიქ­ვამ.

- ან­დრია: პირ­ვე­ლი შვი­ლია და ძნე­ლია აღ­ქმა. ალ­ბათ მერე, პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­ხუ­თე შვი­ლი რომ გვე­ყო­ლე­ბა, კი­დევ უფრო აღ­ქმა­დი იქ­ნე­ბა. რა­ღაც მოვ­ლე­ნაა და ჯერ ვერ ვხვდე­ბით – რა. პირ­ვე­ლი ხუთი თვე, სა­ნამ მა­ი­კოს მუ­ცე­ლი და­ე­ტყო­ბო­და, გვა­ვი­წყდე­ბო­და, რომ ორ­სუ­ლა­დაა და ვახ­სე­ნებ­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, ახლა უკვე მუ­ცე­ლი გვახ­სე­ნებს. რომ ამ­ბობ­დნენ, ცხოვ­რე­ბა­ში შვი­ლი არის მთა­ვა­რიო, ადრე ვერ ვხვდე­ბო­დი, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ასეა. ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­ლო­დი­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი რო­გორ გა­და­ა­გო­რეთ?

- ან­დრია: სწო­რედ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა გა­ნა­პი­რო­ბა მა­ი­კოს ორ­სუ­ლო­ბა, ანუ ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ვა­ტა­რეთ. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში დი­დად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მა­ნამ­დე სულ გა­რეთ ვი­ყა­ვით და სულ გვინ­დო­და სახ­ლში ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მახ­სოვს, გავ­ცივ­დი, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 37.2 გრა­დუ­სი მქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა და ყვე­ლას კო­რო­ნა­ვირუ­სი გვე­გო­ნა, თუმ­ცა ის გვა­ბა­ლან­სებ­და და ქმნი­და ატ­მოს­ფე­როს, რომ მა­ი­კოს იდე­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს.

- ერ­თმა­ნე­თის რა თვი­სე­ბე­ბი მოგ­წონთ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- მა­ი­კო: უცებ გა­მახ­სენ­და, რა არ მომ­წონს. მომ­წონს ის, რომ ყვე­ლა­ზე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, კე­თი­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა ის თვი­სე­ბა აქვს ან­დრი­ას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის. რაც არ მომ­წონს არის ის, რომ ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს.

- ან­დრია: სამ­წუ­ხა­როდ, იმ­პულ­სუ­რი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე ვიყო და უცებ სრუ­ლი­ად შე­ვიც­ვა­ლო. მა­ი­კო­ში კი ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­მოვ­ყო. მას­ში ისიც კი მომ­წონს, რაც შე­იძ­ლე­ბა სხვას არ მო­ე­წო­ნოს. ორი­ვე ჯი­უ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მხიბ­ლავს, რომ ხში­რად მით­მობს. გვერ­დით რომ არის, მა­ში­ნაც კი მე­ნატ­რე­ბა. ვფიქ­რობ, წყვი­ლის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბაც მო­ნატ­რე­ბაა – როცა სულ გე­ნატ­რე­ბა. ეს არის ფორ­მუ­ლა იმი­სა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ლა­მა­ზი იყოს.

- რამ­დე­ნად რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი ხართ?

- მა­ი­კო: ან­დრია ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლია, ჩემ­ზე მე­ტად. თა­ვი­დან, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, სულ სი­ურპრი­ზებს მი­წყობ­და, არ ეზა­რე­ობ­და. თუ ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, არ და­ი­ზა­რებ­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­დი­ო­და. ჩემ­თვის სან­თლე­ბიც და­უნ­თია. ერთხელ ჩემს აი­ვან­ზე რო­მე­ო­სა­ვით ამო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში“ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვთა­მა­შობ­დით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სახ­ლის აი­ვან­ზე ამო­ვი­და, ყვე­ლას ეძი­ნა და ეგ­რე­ვე გა­ვა­პა­რე.

- ან­დრია: ხე­ლის თხოვ­ნაც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი იყო. კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი მა­ი­კოს­თვის ხე­ლის თხოვ­ნა იყო. მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ, სულ ვმა­ლავ­დი ამ ბე­ჭედს და ბო­ლოს, სვა­ნეთ­ში რომ ავე­დით, მეს­ტი­ა­ში ვთხო­ვე ხელი.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ავტორი:

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის, მსახიობების, ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ისინი სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან. ანდრია და მაიკო AMBEBI.GI-ს უამბობენ, როგორ ემზადებიან ცხოვრების მთავარი მოვლენისთვის

ანდრია:

- ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. ძაღლი წავიყვანე ძაღლების გამოფენაზე და იქ მსაჯთან ვიჩხუბე, უხასიათოდ ვიყავი და ამ დროს დამირეკა მაიკომ და პირდაპირ მითხრა - "ორსულად ვარ". ჩემი პირველი ემოცია იყო დუმილი – გავოგნდი, ხმას ვერ ვიღებდი. მიხაროდა, მაგრამ ნორმალურად ვერ განვიცადე. ხუთ თვემდე საერთოდ არ ვთქვით. რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ველოდით, თან მაიკოსაც მუცელი არ ეტყობოდა. ჩვენი ქორწინების დღეს გავამხილეთ – სამ თებერვალს "ინსტაგრამზე" მაიკოს ფოტო დავდე, წარწერით - "თებერვლის სამი, ქორწინებიდან სამი წელი და უკვე სამნი". ჯერ ჩვენ თვითონ ბავშვები ვიყავით და არ ვჩქარობდით. ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა ეტაპები, ჯერ სამწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, შემდეგ – შეყვარებულობის სამწლიანი პერიოდი, მერე უკვე დავინიშნეთ, დავქორწინდით და აქაც სამწლიანი პერიოდი გამოგვივიდა. ძალიან მახარებს, რომ ყველაფერი ასე, ეტაპობრივად განვითარდა.

- როგორ ემზადებით ბავშვის დასახვედრად?

- ანდრია: ჯერ არ გვიყიდია, მაგრამ უკვე გვჩუქნიან რაღაცებს. იმედი გვაქვს, რომ ჯერ არ ჩაგვკეტავენ და ბავშვი შიშველი არ დაგვრჩება. ორსულობის პირველი სამი კვირაც "ჩაკეტილები“ ვიყავით, მაიკოსთვის საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემი შარვლების ჩაცმა უწევდა.

- სქესს ამხელთ?

- კი, ბიჭია. ჩვენთვის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩემს დაზე უფროსი ვარ და მე გავზარდე, მამა-შვილივით ვიყავით. აქედან გამომდინარე, სულ მინდოდა გოგო, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ პირველი შვილი ბიჭი მეყოლებოდა.

- მაიკო, ორსულობამ ხასიათი რამდენად შეგიცვალა?

- ხასიათი მაინცდამაინც არ შემცვლია. ვცდილობ, რომ უფრო მშვიდი ვიყო. ისეთ რაღაცებს აღარ ვაქცევ ყურადღებას, რაზეც აქამდე ვნერვიულობდი. ეს ჩემდაუნებურად მოხდა. მკვეთრი ტოქსიკოზი და უცნაური სურვილები არ მქონია.

- ანდრია: ხასიათი უკეთესობისკენ შეეცვალა. მარწყვზე ნამდვილად არ მირბენია, ალუჩაზე კი – ხშირად.

- რა ემოციებია, როცა მშობელი ხდები?

- მაიკო: სანამ არ დავინახავთ და ყოველდღიურ რუტინაში არ გადავა, ვერ აღვიქვამ.

- ანდრია: პირველი შვილია და ძნელია აღქმა. ალბათ მერე, პირველი, მეორე და მეხუთე შვილი რომ გვეყოლება, კიდევ უფრო აღქმადი იქნება. რაღაც მოვლენაა და ჯერ ვერ ვხვდებით – რა. პირველი ხუთი თვე, სანამ მაიკოს მუცელი დაეტყობოდა, გვავიწყდებოდა, რომ ორსულადაა და ვახსენებდით ხოლმე ერთმანეთს, ახლა უკვე მუცელი გვახსენებს. რომ ამბობდნენ, ცხოვრებაში შვილი არის მთავარიო, ადრე ვერ ვხვდებოდი, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ასეა. ეს არის ყველაზე კარგი მოლოდინი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს.

- პანდემიის პერიოდი როგორ გადააგორეთ?

- ანდრია: სწორედ, პანდემიის პერიოდმა განაპირობა მაიკოს ორსულობა, ანუ ყველაზე კარგად გავატარეთ. ჩვენს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა, მანამდე სულ გარეთ ვიყავით და სულ გვინდოდა სახლში ერთად ვყოფილიყავით. მახსოვს, გავცივდი, ერთი კვირის განმავლობაში 37.2 გრადუსი მქონდა ტემპერატურა და ყველას კორონავირუსი გვეგონა, თუმცა ის გვაბალანსებდა და ქმნიდა ატმოსფეროს, რომ მაიკოს იდეალური ხასიათი აქვს.

- ერთმანეთის რა თვისებები მოგწონთ ყველაზე მეტად?

- მაიკო: უცებ გამახსენდა, რა არ მომწონს. მომწონს ის, რომ ყველაზე ყურადღებიანი, კეთილი და თბილი ადამიანია. ყველა ის თვისება აქვს ანდრიას, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რაც არ მომწონს არის ის, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს.

- ანდრია: სამწუხაროდ, იმპულსური ვარ. შეიძლება, ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვიყო და უცებ სრულიად შევიცვალო. მაიკოში კი ძალიან რთულია გამოვყო. მასში ისიც კი მომწონს, რაც შეიძლება სხვას არ მოეწონოს. ორივე ჯიუტები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ ხშირად მითმობს. გვერდით რომ არის, მაშინაც კი მენატრება. ვფიქრობ, წყვილის ჯანსაღი ურთიერთობაც მონატრებაა – როცა სულ გენატრება. ეს არის ფორმულა იმისა, რომ ურთიერთობა ლამაზი იყოს.

- რამდენად რომანტიკულები ხართ?

- მაიკო: ანდრია ძალიან რომანტიკულია, ჩემზე მეტად. თავიდან, შეყვარებულობის პერიოდში, სულ სიურპრიზებს მიწყობდა, არ ეზარეობდა. თუ ბათუმში ვიყავი, არ დაიზარებდა და მოულოდნელად ჩამოდიოდა. ჩემთვის სანთლებიც დაუნთია. ერთხელ ჩემს აივანზე რომეოსავით ამოვიდა. იმ პერიოდში "რომეო და ჯულიეტაში“ შეყვარებულებს ვთამაშობდით. მოულოდნელად სახლის აივანზე ამოვიდა, ყველას ეძინა და ეგრევე გავაპარე.

- ანდრია: ხელის თხოვნაც ძალიან რომანტიკული იყო. კლიპის გადასაღებად ვიყავით წასულები, თუმცა რეალური ჩანაფიქრი მაიკოსთვის ხელის თხოვნა იყო. მთელი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ, სულ ვმალავდი ამ ბეჭედს და ბოლოს, სვანეთში რომ ავედით, მესტიაში ვთხოვე ხელი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)