სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში
"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

აფხა­ზე­თი - საბ­ჭო­თა ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი სა­ნა­პი­რო, სუბტ­რო­პი­კუ­ლი მარ­გა­ლი­ტი, რო­მე­ლიც უკვე 30 წე­ლია უპატ­რო­ნოდ არის, მას ძარ­ცვა­ვენ და ან­გრე­ვენ, ეს უკვე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ჩვე­ვად იქცა... - წერს novayagazeta.ru-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში იმოგ­ზა­უ­რა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი კუ­რორ­ტე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"აფხა­ზეთს აქვს ნავ­თო­ბის სა­ბა­დო, ასე­ვე, გა­ზის, ნახ­ში­რის, გრა­ნი­ტის, მარ­მა­რი­ლოს და სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ბა­დო­ე­ბი. მისი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­ხე­ვა­რი ძალ­ზე ნა­ყო­ფი­ე­რია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი ტყის მა­სი­ვე­ბია. მდი­ნა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც მთებ­ში ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლია უსაფრ­თხო და ია­ფი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის წარ­მო­ე­ბის­თვის. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის რო­გორც სუბტ­რო­პი­კუ­ლი, ასე­ვე ალ­პუ­რი ზო­ნე­ბი, შე­გიძ­ლია, თხი­ლა­მუ­რე­ბით ის­რი­ა­ლო და იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ნა­პი­რო­ზე გა­ი­რუ­ჯო, მაგ­რამ მა­ინც აფხა­ზე­თი არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის­გან სულ ღა­ფავს" - ასე ახა­სი­ა­თებს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი რე­გი­ონს.

მი­სი­ვე თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით მდი­და­რი "ქვეყ­ნის" ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მა­წო­ნი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თი­დან იყო შე­მო­ტა­ნი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვებს არ ჰქო­ნი­ათ, რად­გან რო­გორც აუხ­სნეს, ად­გი­ლობ­რი­ვი რძის წარ­მო­ე­ბის ქარ­ხა­ნა არ არ­სე­ბობს...

"არა­და, ძრო­ხე­ბი ქუ­ჩებ­ში, პირ­და­პირ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში ძაღ­ლე­ბი­ვით და­სე­ირ­ნო­ბენ" - წერს ის.

გზა რი­წის ტბის­კენ - ვი­დეო novayagazeta

ჟურ­ნა­ლის­ტი ჰყვე­ბა, რომ აფხა­ზე­თის თაფ­ლი მსოფ­ლი­ო­ში ლა­მის სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბა, მაგ­რამ რე­გი­ონს არც თაფ­ლი აქვს, ისე­ვე რო­გორც ციტ­რუ­სის ან ხი­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი, არა­და პლან­ტა­ცი­ებს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე შეხ­ვდე­ბით. არც სა­კონ­დიტ­რო ქარ­ხა­ნა არ­სე­ბობს. უფრო სწო­რად, არ­სე­ბობს, ოღონდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი, დან­გრე­უ­ლი და გა­ძარ­ცვუ­ლი. ისე­ვე, რო­გორც ჩაის ფაბ­რი­კა, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის "ქარ­თუ­ლი ჩაი" საბ­ჭო­თა წლებ­ში ცნო­ბი­ლი იყო. ფაბ­რი­კა აგურ-აგურ და­შა­ლეს ან უბ­რა­ლოდ, გა­ძარ­ცვეს.

"ხორ­ცი კრას­ნო­და­რის მხრი­დან შე­მო­აქვთ, სო­ხუ­მის ხორცკომ­ბი­ნა­ტი­დან თით­ქმის არა­ფე­რი დარ­ჩა... ინ­გრე­ვა რო­გორც მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ცა­რი­ე­ლი კერ­ძო სახ­ლე­ბი, ასე­ვე სხვა შე­ნო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ზღვის ნა­პირ­ზეა ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი... მთელ აფხა­ზეთს მი­ტო­ვე­ბულს და­ვარ­ქმევ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი და რა­ღაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აა­შე­ნეს, ალაგ-ალაგ ას­ფალ­ტიც და­ა­გეს და ინ­ვეს­ტო­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­საც ცდი­ლობ­დნენ" - წერს გა­მო­ცე­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტი, რე­გი­ო­ნის დან­გრე­უ­ლი გვი­რა­ბე­ბის, უპატ­რო­ნო­ბის­გან ამო­ქო­ლი­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე თქმით, ამა თუ იმ შე­ნო­ბას საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი წარ­წე­რე­ბი დღემ­დე "ამ­შვე­ნებს". იქ ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია, რაც ბუ­ნე­ბას შე­უქ­მნია, ადა­მი­ა­ნის ხელ­მა და დრომ კი, მის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ზე ისე იზ­რუ­ნა, რო­გორც შეძ­ლო...

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, 1960-იან წლებ­ში რე­გი­ონ­ში მშე­ნებ­ლო­ბის ბუმი და­ი­წყო. პარ­ტი­უ­ლი ელი­ტა გა­მა­ლე­ბუ­ლი აშე­ნებ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მებს, სა­დაც თა­ვი­სუ­ფალ დრო­სა და შვე­ბუ­ლე­ბებს ატა­რებ­და. აფხა­ზეთს არა­ერ­თი კო­ლო­რი­ტუ­ლი შე­ნო­ბა ამ­შვე­ნებ­და.

გაგ­რის სა­ნა­ტო­რი­უ­მი

"გაგ­რის ვარ­სკვლა­ვი იყო სა­ნა­ტო­რი­უ­მი სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი "сталинский ампир", სტა­ლი­ნის აგა­რა­კი, რომ­ლის აშე­ნე­ბას კლდის კვე­თა დას­ჭირ­და. ლურ­ჯი ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი "კა­ფე­ლით" გა­წყო­ბი­ლი შე­ნო­ბა, იმ წლებ­ში ძალ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ზღვა­ზე გა­დაშ­ლი­ლი ხე­დე­ბით ულა­მა­ზე­სი კვი­პა­რო­სე­ბის ფონ­ზე... სა­ნა­ტო­რი­უ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც სა­ხელ­და­ხე­ლო ღო­ბით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი, წარ­წე­რით, - კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა, დან­გრე­ვას გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ დრო­ის მსახ­ვრა­ლი ხელი და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი პატ­რო­ნი მა­საც მკა­ფი­ოდ ეტყო­ბა" - წერს novayagazeta.ru.

სტა­ლი­ნის აგა­რა­კი

წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი ცნო­ბი­ლი ზამ­თრის თე­ატ­რი­დან, რო­მე­ლიც 1953 წელს აშენ­და. ის გაგ­რის კო­ლო­ნა­დას პი­რის­პირ მდე­ბა­რე­ობს... შე­ნო­ბას შო­რი­დან­ვე ეტყო­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ჩა­მო­ინ­გრე­ვა, რად­გან ჩამ­სხვრე­უ­ლია ფან­ჯრე­ბი, დამ­ტვრე­უ­ლია მარ­მა­რი­ლოს აი­ვა­ნი, აყ­რი­ლია პარ­კე­ტი, გა­ტა­ნი­ლი და დამ­ტვრე­უ­ლია სან­ტექ­ნი­კა...

ზამ­თრის თე­ატ­რი

"ერთ-ერთი ასე­ვე ელი­ტა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლის Скала -ს აღ­დგე­ნა წლე­ბის წინ ვი­ღაც ინ­ვეს­ტორ­მა და­ი­წყო, მთა­ვა­რი კორ­პუ­სი შე­ა­რე­მონ­ტა, ფან­ჯრე­ბი ჩას­ვა, ავე­ჯი შე­ი­ტა­ნა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ფე­რი იქ გა­ჩერ­და... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მას ფული და­უმ­თავ­რდა, სხვე­ბის თქმით, აფხაზ­მა პარტნი­ო­რებ­მა "გა­და­აგ­დეს".

დან­გრე­ვას ვერ გა­და­ურ­ჩა, სტა­ლი­ნის პი­რა­დი მე­გობ­რი­სა და საბ­ჭო­თა აფხა­ზე­თის პირ­ვე­ლი კო­მუ­ნის­ტის, ნეს­ტორ ლა­კო­ბას აგა­რა­კი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აფხა­ზე­თის წლებ­ში იქა­უ­რო­ბა გა­ძარ­ცვეს და გა­ა­პარ­ტა­ხეს.

რო­დე­საც აფხა­ზებს ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ და­ინ­გრა ეს ყვე­ლა­ფე­რი? - ისი­ნი ამო­ი­ოხ­რა­ვენ და გი­პა­სუ­ხე­ბენ, ომის გამო. არა­და, ად­გი­ლობ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, სწო­რედ ომის მერე და­ან­გრი­ეს, ომის დროს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­სა და ქარ­თულ სკო­ლებს ერ­ჩოდ­ნენ..." - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას პი­რად სა­უბ­რებ­ში უყ­ვე­ბი­ან, რომ ომის შემ­დგომ წლებ­ში, ადა­მი­ა­ნებ­მა სხა­დას­ხვა შე­ნო­ბე­ბი­დან გა­მო­ზი­დეს და შე­შად დაწ­ვეს სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ავე­ჯი, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის სახ­ლე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბი, ნა­წი­ლი კი სახ­ლში წა­ი­ღეს. ეს ხდე­ბო­და გაგ­რა­ში, ბიჭ­ვინ­თა­ში, სო­ხუმ­ში. მა­შინ­დე­ლი კვა­ლი ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და შე­ნო­ბას ეტყო­ბა.

"აფხა­ზე­თის ბოლო ქა­ლა­ქი ოჩამ­ჩი­რეა, უფრო სწო­რი იქ­ნე­ბო­და - მკვდა­რი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ომამ­დე აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და, რად­გან სა­ვაჭ­რო ქა­ლა­ქი იყო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით, რკი­ნიგ­ზი­თა და პორ­ტით. სწო­რედ იქ მუ­შა­ობ­დნენ საბ­ჭო­თა ცე­ხა­ვი­კე­ბი. ახლა იქა­უ­რო­ბა ისე­თი ჩამ­კვდა­რია, მხო­ლოდ ძრო­ხე­ბის ბღა­ვი­ლი ის­მის. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერთი მან­ქა­ნა და­ვი­ნა­ხე... რუ­სებს ძა­ლი­ან უნ­დათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, მაგ­რამ ვერ რის­კა­ვენ, რად­გან აფხა­ზე­ბი თაღ­ლი­თო­ბენ, რუ­სებს ფულს არ­თმე­ვენ, შემ­დეგ კი, ნო­ტა­რი­უ­სის დახ­მა­რე­ბით, "გა­და­აგ­დე­ბენ". არა­და, სა­უ­ბა­რია ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ზე, რო­მელ­ზეც მათ­მა მე­ზობ­ლებ­მა მი­ა­წე­რეს - და­კა­ვე­ბუ­ლია, ახლა კი ამით ფულს შო­უ­ლო­ბენ, მიყ­ვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კი­რილ ბა­ზი­ლევ­სკი..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ოჩამ­ჩი­რე - ფოტო novayagazeta.ru

სხვე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ომის შემ­დეგ აფხა­ზებ­მა ცუდი თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ძი­ნეს. ომის შემ­დეგ, მთი­ა­ნი სოფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ და მათ სახ­ლებ­სა და ბი­ნებ­ში შე­სახ­ლდნენ, რად­გან კარ­გი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი უფა­სოდ ჰქონ­დათ. მა­შინ უამ­რა­ვი სო­ფე­ლი და­ცა­რი­ელ­და, კარ­გა ხანს ისი­ნი უფა­სო ფუ­ლი­თა და სარ­ჩო­თი ცხოვ­რობ­დნენ და ამას შე­ეჩ­ვივ­ნენ კი­დეც...

მთა­ვა­რი ფოტო: novayagazeta.ru

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარიელი
20

რუსი რომ არ ერეოდეს ოჯახის საქმეში. მემგონი ყველაზე ლამაზი რეგიონი იქნებოდა . 

ლალუკა
74

არანაკლები ლამაზი იყო ბათუმი, დღეს აღარაფერი აქვს ბათუმს ძველი ბათუმის, ფულს არ უდგას წინ არაფერი. ისევ ქართველების ხელით ჩაბეტონებულია.

ავტორი:

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

აფხაზეთი - საბჭოთა ლაჟვარდოვანი სანაპირო, სუბტროპიკული მარგალიტი, რომელიც უკვე 30 წელია უპატრონოდ არის, მას ძარცვავენ და ანგრევენ, ეს უკვე ადგილობრივების ჩვევად იქცა... - წერს novayagazeta.ru-ს ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის რეგიონში იმოგზაურა და განადგურებული და დანგრევის პირას მისული, საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ხალხმრავალი კურორტები მოინახულა.

"აფხაზეთს აქვს ნავთობის საბადო, ასევე, გაზის, ნახშირის, გრანიტის, მარმარილოს და სხვადასხვა ღირებული მინერალების საბადოები. მისი ტერიტორიის ნახევარი ძალზე ნაყოფიერია სოფლის მეურნეობისთვის, მეორე ნახევარი კი ტყის მასივებია. მდინარეები, რომელიც მთებში ჩამოედინება, ძალიან დიდი პოტენციალია უსაფრთხო და იაფიანი ჰიდროენერგეტიკის წარმოებისთვის. მის ტერიტორიაზე არის როგორც სუბტროპიკული, ასევე ალპური ზონები, შეგიძლია, თხილამურებით ისრიალო და იქიდან დაბრუნებული სანაპიროზე გაირუჯო, მაგრამ მაინც აფხაზეთი არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბისგან სულ ღაფავს" - ასე ახასიათებს რუსი ჟურნალისტი რეგიონს.

მისივე თქმით, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი "ქვეყნის" ერთ-ერთ მაღაზიაში მაწონი შეიძინა, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან იყო შემოტანილი. ადგილობრივებს არ ჰქონიათ, რადგან როგორც აუხსნეს, ადგილობრივი რძის წარმოების ქარხანა არ არსებობს...

"არადა, ძროხები ქუჩებში, პირდაპირ საკურორტო ზონაში ძაღლებივით დასეირნობენ" - წერს ის.

გზა რიწის ტბისკენ - ვიდეო novayagazeta

ჟურნალისტი ჰყვება, რომ აფხაზეთის თაფლი მსოფლიოში ლამის საუკეთესოდ ითვლება, მაგრამ რეგიონს არც თაფლი აქვს, ისევე როგორც ციტრუსის ან ხილის ნატურალური წვენები, არადა პლანტაციებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. არც საკონდიტრო ქარხანა არსებობს. უფრო სწორად, არსებობს, ოღონდ საბჭოთა კავშირის დროინდელი, დანგრეული და გაძარცვული. ისევე, როგორც ჩაის ფაბრიკა, რომლის წარმოების "ქართული ჩაი" საბჭოთა წლებში ცნობილი იყო. ფაბრიკა აგურ-აგურ დაშალეს ან უბრალოდ, გაძარცვეს.

"ხორცი კრასნოდარის მხრიდან შემოაქვთ, სოხუმის ხორცკომბინატიდან თითქმის არაფერი დარჩა... ინგრევა როგორც მიტოვებული, ცარიელი კერძო სახლები, ასევე სხვა შენობებიც, რომლებიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა ჩამწკრივებული... მთელ აფხაზეთს მიტოვებულს დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასტუმროები და რაღაც დაწესებულებები ააშენეს, ალაგ-ალაგ ასფალტიც დააგეს და ინვესტორების შემოყვანასაც ცდილობდნენ" - წერს გამოცემის სპეციალური კორესპონდენტი, რეგიონის დანგრეული გვირაბების, უპატრონობისგან ამოქოლილი გამოქვაბულებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შესახებ.

მისივე თქმით, ამა თუ იმ შენობას საბჭოთა დროინდელი წარწერები დღემდე "ამშვენებს". იქ ყველაფერი ლამაზია, რაც ბუნებას შეუქმნია, ადამიანის ხელმა და დრომ კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო...

ჟურნალისტის თქმით, 1960-იან წლებში რეგიონში მშენებლობის ბუმი დაიწყო. პარტიული ელიტა გამალებული აშენებდა სანატორიუმებს, სადაც თავისუფალ დროსა და შვებულებებს ატარებდა. აფხაზეთს არაერთი კოლორიტული შენობა ამშვენებდა.

გაგრის სანატორიუმი

"გაგრის ვარსკვლავი იყო სანატორიუმი საქართველო, ასევე, ოდნავ მოგვიანებით აშენებული "сталинский ампир", სტალინის აგარაკი, რომლის აშენებას კლდის კვეთა დასჭირდა. ლურჯი ყვავილებიანი "კაფელით" გაწყობილი შენობა, იმ წლებში ძალზე გამორჩეული იყო, თავისი არქიტექტურით, ზღვაზე გადაშლილი ხედებით ულამაზესი კვიპაროსების ფონზე... სანატორიუმისგან განსხვავებით, რომელიც სახელდახელო ღობით არის შემოფარგლული, წარწერით, - კერძო საკუთრებაა, დანგრევას გადაურჩა, მაგრამ დროის მსახვრალი ხელი და დაბალბიუჯეტიანი პატრონი მასაც მკაფიოდ ეტყობა" - წერს novayagazeta.ru.

სტალინის აგარაკი

წარსულის აჩრდილია დარჩენილი ცნობილი ზამთრის თეატრიდან, რომელიც 1953 წელს აშენდა. ის გაგრის კოლონადას პირისპირ მდებარეობს... შენობას შორიდანვე ეტყობა, რომ რამდენიმე წელში ჩამოინგრევა, რადგან ჩამსხვრეულია ფანჯრები, დამტვრეულია მარმარილოს აივანი, აყრილია პარკეტი, გატანილი და დამტვრეულია სანტექნიკა...

ზამთრის თეატრი

"ერთ-ერთი ასევე ელიტარული დასასვენებელი სახლის Скала -ს აღდგენა წლების წინ ვიღაც ინვესტორმა დაიწყო, მთავარი კორპუსი შეარემონტა, ფანჯრები ჩასვა, ავეჯი შეიტანა, მაგრამ რატომღაც ყველაფერი იქ გაჩერდა... ერთ-ერთი ვერსიით, მას ფული დაუმთავრდა, სხვების თქმით, აფხაზმა პარტნიორებმა "გადააგდეს".

დანგრევას ვერ გადაურჩა, სტალინის პირადი მეგობრისა და საბჭოთა აფხაზეთის პირველი კომუნისტის, ნესტორ ლაკობას აგარაკი, დამოუკიდებელი აფხაზეთის წლებში იქაურობა გაძარცვეს და გააპარტახეს.

როდესაც აფხაზებს ვეკითხებოდი, რატომ დაინგრა ეს ყველაფერი? - ისინი ამოიოხრავენ და გიპასუხებენ, ომის გამო. არადა, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი, სწორედ ომის მერე დაანგრიეს, ომის დროს მხოლოდ ქართველების სახლებსა და ქართულ სკოლებს ერჩოდნენ..." - ამბობს ჟურნალისტი.

ადგილობრივები მას პირად საუბრებში უყვებიან, რომ ომის შემდგომ წლებში, ადამიანებმა სხადასხვა შენობებიდან გამოზიდეს და შეშად დაწვეს სანატორიუმების და დასასვენებელი სახლების ავეჯი, ისევე, როგორც ქართველი მეზობლების სახლებიდან გამოტანილი ნივთები, ნაწილი კი სახლში წაიღეს. ეს ხდებოდა გაგრაში, ბიჭვინთაში, სოხუმში. მაშინდელი კვალი ყველა ქუჩასა და შენობას ეტყობა.

"აფხაზეთის ბოლო ქალაქი ოჩამჩირეა, უფრო სწორი იქნებოდა - მკვდარი ქალაქი, რომელიც ომამდე აფხაზეთში ყველაზე მდიდარ ქალაქად ითვლებოდა, რადგან სავაჭრო ქალაქი იყო, საავტომობილო გზით, რკინიგზითა და პორტით. სწორედ იქ მუშაობდნენ საბჭოთა ცეხავიკები. ახლა იქაურობა ისეთი ჩამკვდარია, მხოლოდ ძროხების ბღავილი ისმის. რამდენიმე საათის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მანქანა დავინახე... რუსებს ძალიან უნდათ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ ვერ რისკავენ, რადგან აფხაზები თაღლითობენ, რუსებს ფულს ართმევენ, შემდეგ კი, ნოტარიუსის დახმარებით, "გადააგდებენ". არადა, საუბარია ქართველების სახლებზე, რომელზეც მათმა მეზობლებმა მიაწერეს - დაკავებულია, ახლა კი ამით ფულს შოულობენ, მიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი კირილ ბაზილევსკი..." - წერს ჟურნალისტი.

ოჩამჩირე - ფოტო novayagazeta.ru

სხვები ყვებიან, რომ ომის შემდეგ აფხაზებმა ცუდი თვისებები შეიძინეს. ომის შემდეგ, მთიანი სოფლებიდან ჩამოვიდნენ და მათ სახლებსა და ბინებში შესახლდნენ, რადგან კარგი საცხოვრებლები უფასოდ ჰქონდათ. მაშინ უამრავი სოფელი დაცარიელდა, კარგა ხანს ისინი უფასო ფულითა და სარჩოთი ცხოვრობდნენ და ამას შეეჩვივნენ კიდეც...

მთავარი ფოტო: novayagazeta.ru

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი