სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგა ხანს მე და კოკო ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით" - როგორ გამოიყურება თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკი, რომლის დასამთავრებლად თბილისის ბინა ბანკში ჩადო
"კარგა ხანს მე და კოკო ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით" - როგორ გამოიყურება თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკი, რომლის დასამთავრებლად თბილისის ბინა ბანკში ჩადო

და­ახ­ლო­ე­ბით ოცი წლის წინ, სა­გუ­რა­მო­დან 3 კმ-ში მდე­ბა­რე სო­ფელ არა­შენ­და­ში თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ მი­წის ნაკ­ვე­თი იყი­და. ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, რად გინ­და, სახ­ლს ხომ მა­ინც ვერ აა­შე­ნე­ბო. ისე მოხ­და, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით სახ­ლს სა­ძირ­კვე­ლი ჩა­ე­ყა­რა და მშე­ნებ­ლო­ბაც და­ი­წყო. თამ­რი­კოს მამა, ბა­ტო­ნი კუ­კუ­რი, უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ამ ამ­ბით.

- არა­შენ­და­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი. ეს სო­ფე­ლი სა­გუ­რა­მო­დან ხუთი წუ­თის სა­ვალ­ზეა. პირ­ველ რიგ­ში, სა­გუ­რა­მოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სიმ­შვი­დემ მომ­ხიბ­ლა. ჩემ­თვის სა­გუ­რა­მო ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლია და­სას­ვე­ნებ­ლად იმი­ტომ, რომ ქა­ლაქს წა­ა­გავს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, სო­ფე­ლი მქო­ნო­და. ჯერ ერთი, ფოლკ­ლო­რის­ტი ვარ და, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ფე­ლი, გლე­ხე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს. მერე, გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც აქვს რძე, ყვე­ლი, კვერ­ცხი...

ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ბუ­ნებ­რი­ვი და ნა­ტუ­რა­ლუ­რია. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ასე­თი სა­მე­ზობ­ლო და ჩემ­თვის სუ­ლის მკვე­ბა­ვია ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მა­შინ ვთქვი, ნე­ტავ რო­დეს­მე თუ მო­ვა­ხერ­ხებ, მსგავს ად­გილ­ზე პა­ტა­რა ქოხი მქონ­დეს-მეთ­ქი. სულ ცოტა ხან­ში ჩემი მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, არა­შენ­და­ში ჩემ გვერ­დით ნაკ­ვეთს ძა­ლი­ან ია­ფად ყი­დი­ა­ნო. სას­წრა­ფოდ ფული შე­ვაგ­რო­ვე მთელ სა­ნა­თე­სა­ვო­ში და ვი­ყი­დე ად­გი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ხუთი წელი ხელი არ და­მი­კა­რე­ბია. იცი­ნოდ­ნენ, ეზო აქვს და ამით კმა­ყო­ფილ­დე­ბაო.

- როცა და­ი­წყეთ მშე­ნებ­ლო­ბა, სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ?

- ჩვე­ნი ოჯა­ხის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­თა­ნაც მი­რო­ნი მა­კავ­ში­რებს და რო­მე­ლიც არა­ერ­თი კე­თი­ლი საქ­მი­თაა ცნო­ბი­ლი, და­მა­სა­ჩუქ­რა თან­ხით. ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი წყა­ლო­ბით ავა­შე­ნეთ სახ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. არ­ქი­ტექ­ტორ­მა მე­ო­რე სარ­თუ­ლის ტე­რა­სა­ზე (ახლა შე­მი­ნუ­ლია) სა­ხუ­რა­ვის დად­გმა მო­ი­ფიქ­რა. ეს ერთი შე­ხედ­ვით მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით თურ­მე, შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დით. სახ­ლს იმე­რე­ლი ხე­ლოს­ნე­ბი აშე­ნებ­დნენ. ერთ დღეს მე და მამა ხა­რა­ჩო­ზე ავე­დით. მა­მა­ჩემს ღია ტე­რა­სა უნ­დო­და, ხე­ლოს­ნე­ბი კი უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბრტყე­ლი გა­და­ხურ­ვა იყო სა­ჭი­რო, კი­დევ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს და უთხრეს: თქვენ, ბა­ტო­ნო, მუ­სი­კა გეს­მით კარ­გად, მშე­ნებ­ლო­ბა კი ჩვე­ნი საქ­მე­აო.

მა­მა­ჩემ­მა ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი ითხო­ვა, შე­ე­კი­თხა - რამ­დე­ნი იყო სიგ­რძე, სი­გა­ნე, სი­მაღ­ლე... დაჯ­და, იან­გა­რი­შა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად და­ხა­ზა ფურ­ცელ­ზე, რაც სა­ჭი­რო იყო. მახ­სოვს, ის ფურ­ცე­ლი რო­გორ გა­და­უფ­რი­ნა მა­გი­დის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ზე და თქვა: ეს არის, ამი­სი მთე­ლი ალია-ბა­ლი­აო. ისი­ნი გა­ოგნ­დნენ. მამა ჩა­ვი­და ხა­რა­ჩო­დან, მე კი გა­ო­ცე­ბულ­მა ხე­ლოს­ნებ­მა მკი­თხეს: თამ­რი­კო, აგ­ვიხ­სე­ნით, რა­შია საქ­მე, ასე იდე­ა­ლუ­რად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც არ ხა­ზა­ვე­ნო! - გა­ნიშ­ნებ­დით ხან ასე, ხან ისე და თქვენ ვერ შე­ამ­ჩნი­ეთ... მა­მამ სამ­შე­ნებ­ლო და­ამ­თავ­რა-მეთ­ქი (იცი­ნის). ტე­რა­სა ისე გა­კეთ­და, რო­გორც მა­მა­ჩემს უნ­დო­და, მაგ­რამ სახ­ლის დამ­თავ­რე­ბას ვერ მო­ეს­წრო.

სა­ძირ­კვლის ჩაყ­რის შემ­დეგ ნარ­ჩე­ნი მა­სა­ლა, ნი­ა­და­გის­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ქვა-ღორ­ღი ვერ გა­დავ­ყა­რეთ, იმი­ტომ, რომ მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ამ საქ­მეს ვე­ღარ მო­ვუ­ა­რე, ქვა-ღორ­ღი მი­წას შე­ე­რია. ერთხანს ისიც ვი­ფიქ­რე, ამის ყუ­რე­ბას, ბე­ტო­ნის დას­ხმა სჯობს-მეთ­ქი, მაგ­რამ სიმწვა­ნის გა­რე­შე, რაღა აგა­რა­კია! და კარ­გა ხანს მე და კოკო, ამ ად­გი­ლებს ხე­ლით ვა­სუფ­თა­ვებ­დით. ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და კოკო, ნელ-ნელა წა­მო­ვი­და სიმწვა­ნეც.

მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლი გა­და­უ­ხუ­რა­ვი დარ­ჩა და ზი­ან­დე­ბო­და. შე­მო­მით­ვა­ლეს, მყიდ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა და რას იზა­მო? აი, მა­შინ ჩემს თავს, უფრო კი მა­მას შევ­პირ­დი, რომ სახ­ლს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­თავ­რებ­დი, ასე ძა­ლი­ან რომ უნ­დო­და...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ აგა­რა­კის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.მანა
5

Ცოცხალი თავით არ თქვა ძალიან ახლობლის სახელი, ნაცები დაცინებენ😠

დ გ
35

რა დავაშავეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კარგა ხანს მე და კოკო ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით" - როგორ გამოიყურება თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკი, რომლის დასამთავრებლად თბილისის ბინა ბანკში ჩადო

"კარგა ხანს მე და კოკო ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით" - როგორ გამოიყურება თამრიკო ჭოხონელიძის აგარაკი, რომლის დასამთავრებლად თბილისის ბინა ბანკში ჩადო

დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში თამრიკო ჭოხონელიძემ მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო. თამრიკოს მამა, ბატონი კუკური, უზომოდ გახარებული იყო ამ ამბით.

- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით. ყოველთვის მინდოდა, სოფელი მქონოდა. ჯერ ერთი, ფოლკლორისტი ვარ და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სოფელი, გლეხები და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მერე, გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც აქვს რძე, ყველი, კვერცხი...

ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ნატურალურია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სამეზობლო და ჩემთვის სულის მკვებავია ეს ურთიერთობები. მაშინ ვთქვი, ნეტავ როდესმე თუ მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი. სულ ცოტა ხანში ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, არაშენდაში ჩემ გვერდით ნაკვეთს ძალიან იაფად ყიდიანო. სასწრაფოდ ფული შევაგროვე მთელ სანათესავოში და ვიყიდე ადგილი, რომლისთვისაც ხუთი წელი ხელი არ დამიკარებია. იცინოდნენ, ეზო აქვს და ამით კმაყოფილდებაო.

- როცა დაიწყეთ მშენებლობა, სირთულეები შეგხვდათ?

- ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, დამასაჩუქრა თანხით. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი. არქიტექტორმა მეორე სართულის ტერასაზე (ახლა შემინულია) სახურავის დადგმა მოიფიქრა. ეს ერთი შეხედვით მომეწონა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით თურმე, შეცდომას ვუშვებდით. სახლს იმერელი ხელოსნები აშენებდნენ. ერთ დღეს მე და მამა ხარაჩოზე ავედით. მამაჩემს ღია ტერასა უნდოდა, ხელოსნები კი უმტკიცებდნენ, რომ ბრტყელი გადახურვა იყო საჭირო, კიდევ რაღაც პრობლემები დაასახელეს და უთხრეს: თქვენ, ბატონო, მუსიკა გესმით კარგად, მშენებლობა კი ჩვენი საქმეაო.

მამაჩემმა ფურცელი და ფანქარი ითხოვა, შეეკითხა - რამდენი იყო სიგრძე, სიგანე, სიმაღლე... დაჯდა, იანგარიშა და ძალიან ლამაზად დახაზა ფურცელზე, რაც საჭირო იყო. მახსოვს, ის ფურცელი როგორ გადაუფრინა მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეზე და თქვა: ეს არის, ამისი მთელი ალია-ბალიაო. ისინი გაოგნდნენ. მამა ჩავიდა ხარაჩოდან, მე კი გაოცებულმა ხელოსნებმა მკითხეს: თამრიკო, აგვიხსენით, რაშია საქმე, ასე იდეალურად სპეციალისტებიც არ ხაზავენო! - განიშნებდით ხან ასე, ხან ისე და თქვენ ვერ შეამჩნიეთ... მამამ სამშენებლო დაამთავრა-მეთქი (იცინის). ტერასა ისე გაკეთდა, როგორც მამაჩემს უნდოდა, მაგრამ სახლის დამთავრებას ვერ მოესწრო.

საძირკვლის ჩაყრის შემდეგ ნარჩენი მასალა, ნიადაგისთვის გამოუსადეგარი ქვა-ღორღი ვერ გადავყარეთ, იმიტომ, რომ მამა გარდაიცვალა. ამ საქმეს ვეღარ მოვუარე, ქვა-ღორღი მიწას შეერია. ერთხანს ისიც ვიფიქრე, ამის ყურებას, ბეტონის დასხმა სჯობს-მეთქი, მაგრამ სიმწვანის გარეშე, რაღა აგარაკია! და კარგა ხანს მე და კოკო, ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით. ძალიან მონდომებით მუშაობდა კოკო, ნელ-ნელა წამოვიდა სიმწვანეც.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლი გადაუხურავი დარჩა და ზიანდებოდა. შემომითვალეს, მყიდველი გამოჩნდა და რას იზამო? აი, მაშინ ჩემს თავს, უფრო კი მამას შევპირდი, რომ სახლს აუცილებლად დავამთავრებდი, ასე ძალიან რომ უნდოდა...წაიკითეთ სრულად და დაათვალიერეთ აგარაკის ფოტოები