საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე
"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

მე მო­მა­ვალ კვი­რა­ში ვე­ლო­დე­ბი ამ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრის გახ­სნის მე­ქა­ნიზმს, თუ მე­სა­მე რა­უნ­დი ჩა­ი­ნიშ­ნა, ის შე­თან­ხმე­ბით დამ­თავ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ის მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თვის მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ ვა­რი­ანტს ელის - შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს მე­სა­მე რა­უნ­დის და­წყე­ბის გარ­კვე­უ­ლი თა­რი­ღი, შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს დო­კუ­მენ­ტის ახა­ლი ში­ნა­არ­სი, ან პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­ნიშ­ნოს მო­მა­ვალ კვი­რას.

"მე მქონ­და ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის მხა­რე­ებ­თან და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მო­მა­ვალ კვი­რას უნდა ვე­ლო­დოთ სი­ახ­ლე­ებს. სი­ახ­ლე­ებს იმი­ტომ, რომ რა­ღაც წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას ამ პრო­ცესს. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა შედ­გეს სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი და ვნა­ხოთ, ვინ აწერს ხელს ამ შე­თან­ხმე­ბას და ვინ არ აწერს. მომ­დევ­ნო კვი­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს გარ­კვე­უ­ლი თა­რი­ღი, როცა მე­სა­მე რა­უნ­დი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს დო­კუ­მენ­ტის ახა­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც და­ი­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს პირ­და­პირ უკვე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი მო­მა­ვალ კვი­რა­ში, სა­მი­ვე ვა­რი­ანტს ვე­ლო­დე­ბი, იმი­ტომ, რომ მაძ­ლევს ამის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბოლო დღე­ებ­ში ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბი ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, რო­მელ­თაც მე ჩემი ხედ­ვა გა­ვუ­ზი­ა­რე.

მე ვფიქ­რობ, რომ ეს ახა­ლი სტრა­ტე­გია, რაც მაქვს მე­ო­რე რა­უნ­დის შემ­დეგ, მე­სა­მე რა­უნ­დის­თვის შე­დეგს მო­ი­ტანს, აგერ ნა­ხეთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­თან­ხმე­ბა იქ­ნე­ბა! მე 90%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში, რომ ეს მოხ­დე­ბა. თუ მე­სა­მე რა­უნ­დი ჩა­ი­ნიშ­ნა, ის შე­თან­ხმე­ბით დამ­თავ­რდე­ბა. შე­მიძ­ლია უკვე მეტი ალ­ბა­თო­ბით გი­თხრათ ჩემი გან­წყო­ბა ამ კუ­თხით, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვე­სა­უბ­რე და ძა­ლი­ან მაღ­ლა არის აწე­უ­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მან ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან მო­მა­ვალ კვი­რას შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს, შარლ მი­შე­ლის მიერ გან­სა­ზღვრულ 5-ვე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

„რამ­დე­ნი ხანი უნდა გა­ი­წე­ლოს ეს პრო­ცე­სი?! წერ­ტი­ლი უნდა დავ­სვათ ამ სა­კი­თხში. შე­სა­ბა­მი­სად, მე მაქვს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სტრა­ტე­გია ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და მე­დი­ა­ტო­რებს არა მარ­ტო ვთხოვ, არა­მედ გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მა­თიც, რომ ეს როლი შეს­რულ­დეს. შარლ მი­შე­ლი რომ იყო ჩა­მო­სუ­ლი, 5 პუნ­ქტი და­ი­წე­რა, მათ შო­რის, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხე­ბიც და 5-ვე ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტა უნდა და­ი­დოს.

შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 5-ვე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­დე­ბა დო­კუ­მენ­ტი. მე გე­ტყვით პრონ­ცი­პებს და არა ში­ნა­არსს. პრინ­ცი­პე­ბია: პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ნა­წე­რი, რო­გორ მივ­დი­ვართ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რაც იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, არა­მედ ნიშ­ნავს იმას, რომ ხალ­ხი გა­და­წყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სწო­რი ასე­თი ვერ­სია არის პლე­ბის­ცი­ტი,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რას იზამს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, თუ ახალ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ კვი­რას მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან და­ი­დოს, ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბა, ვა­შა­ძის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღებს.

„ჩემი ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბით შე­ვუ­ერ­თდეთ ამ დო­კუ­მენტს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ თუ და­ვი­ნა­ხავ რომ სწო­რი დო­კუ­მენ­ტია, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მხა­რე ამა­ში და­ვი­თან­ხმო. თუ ამას ვერ და­ვი­ნა­ხავ და მა­ინც იქ­ნე­ბა რა­ღაც დესტრუქ­ცია, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და მე სხვა აზრი მექ­ნე­ბა, არ გა­მი­ჭირ­დე­ბა ვთქვა, რომ შე­მიძ­ლია ამ დო­კუ­მენტს ხელი მო­ვა­წე­რო“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14

საიდან იცის ამ ფიგაროს ძმისწულმა ნეტავ?

ხუთი დღის მერე, რას მოაწერს, ხელსაც და ფეხსაც?

ეეჰ!
14

ეეჰ! ვერ გახდა პრემიერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

მე მომავალ კვირაში ველოდები ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას.

"მე მქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენი ფასილიტაციის მხარეებთან და შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს. სიახლეებს იმიტომ, რომ რაღაც წერტილი უნდა დაესვას ამ პროცესს. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, უნდა შედგეს საბოლოო დოკუმენტი და ვნახოთ, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას და ვინ არ აწერს. მომდევნო კვირაში შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში, სამივე ვარიანტს ველოდები, იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე.

მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი სტრატეგია, რაც მაქვს მეორე რაუნდის შემდეგ, მესამე რაუნდისთვის შედეგს მოიტანს, აგერ ნახეთ, აუცილებლად შეთანხმება იქნება! მე 90%-ით დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მოხდება. თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება. შემიძლია უკვე მეტი ალბათობით გითხრათ ჩემი განწყობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვესაუბრე და ძალიან მაღლა არის აწეული უკვე საქართველოს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ დოკუმენტში, რომელიც მედიატორების მხრიდან მომავალ კვირას შეიძლება დაიდოს, შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„რამდენი ხანი უნდა გაიწელოს ეს პროცესი?! წერტილი უნდა დავსვათ ამ საკითხში. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან მარტივი სტრატეგია ამ მოლაპარაკებებში და მედიატორებს არა მარტო ვთხოვ, არამედ გარკვეული ვალდებულებაა მათიც, რომ ეს როლი შესრულდეს. შარლ მიშელი რომ იყო ჩამოსული, 5 პუნქტი დაიწერა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც და 5-ვე ამ საკითხზე გადაწყვეტა უნდა დაიდოს.

შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით პრონციპებს და არა შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია არის პლებისციტი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, რას იზამს „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ ახალ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა მომავალ კვირას მედიატორების მხრიდან დაიდოს, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ ექნება, ვაშაძის თქმით, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.

„ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ოპოზიციური ერთობით შევუერთდეთ ამ დოკუმენტს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თუ დავინახავ რომ სწორი დოკუმენტია, ყველა მონაწილე მხარე ამაში დავითანხმო. თუ ამას ვერ დავინახავ და მაინც იქნება რაღაც დესტრუქცია, რადიკალურად განსხვავებული აზრი და მე სხვა აზრი მექნება, არ გამიჭირდება ვთქვა, რომ შემიძლია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერო“,- განაცხადა ვაშაძემ.

"ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა..." - რას წერს უგულავა "ევროპული საქართველოდან" წასვლის შემდეგ?

"ეს ტრაგედია შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას" - კარლ ჰარცელი ენგურის გადალახვისას დაღუპულებზე

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს