სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?
"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა, იგი­ვე ანა დოი ბერკლის პრეს­ტი­ჟულ მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჯაზ-ვო­კა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს. პან­დე­მი­ის გამო ის ბოს­ტო­ნი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და დღემ­დე აქ არის.

"წე­სით უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნდა მქონ­დეს, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ შე­მა­ფერ­ხა. აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე, თუმ­ცა აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზეც ვი­ყა­ვი, ახლა ისე­თი საგ­ნებ­ში მაქვს გა­მოც­დე­ბი, მათი ონ­ლა­ინ ჩა­ბა­რე­ბა არ გა­მო­ვა", - გვე­უბ­ნე­ბა ანა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, სა­ოც­რად მღე­რის და აქვს კი­დევ სხვა უნა­რე­ბიც, მათ შო­რის, იმი­ტა­ცი­ის, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად არც უყუ­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ, საქ­მი­ან და აქ­ტი­ურ გო­გო­ნას უქ­მად რა დას­ვამ­და და სხვა­დას­ხვა შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო.

- რო­დე­საც კო­რო­ნამ თა­ვი­დან სახ­ლებ­ში ჩაგ­ვკე­ტა, მე­გო­ბებ­თან - ნინი ნუ­ცუ­ბი­ძეს­თან, მა­რი­ამ ჯან­ჯღა­ვა­სა და გი­ორ­გი გი­გაშ­ვილ­თან ერ­თად, ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ვი­წყეთ, მათ შო­რის, სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის წე­რაც, ზა­ფხულ­ში, გია ყან­ჩე­ლის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ, უღ­რან ტყე­ში კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და, ჩემი რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რით ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­შიც ვი­ყა­ვი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი­სა და ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას პრო­ექ­ტზე, ანუ ინო­ლას ალ­ბო­მი მზად­დე­ბა. ბევ­რს ვშრო­მობთ და საქ­მე და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა სა­ო­ცა­რი არან­ჟი­რე­ბა გა­ა­კე­თა, რი­თაც ახა­ლი სუნ­თქვა შეს­ძი­ნა ინო­ლას უკ­ვდავ სიმ­ღე­რებს. მგო­ნია, რომ ახალ თა­ო­ბას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს მისი მუ­სი­კა, კი­დევ უფრო შე­უყ­ვარ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ისე­თი სიმ­ღე­რა­ცაა, რო­მე­ლიც ჯერ არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა. და­ნარ­ჩე­ნი კი, ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან, გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან და ბექა გო­ჩი­აშ­ვილ­თან ერ­თად სრულ­დე­ბა. ჩემი აზ­რით, სა­ინ­ტე­რე­სო ვე­რი­სი­ე­ბი შევ­ქმე­ნით და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით, რომ ყვე­ლამ მო­ის­მი­ნოს და შეგ­ვა­ფა­სოს.

- რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა შენ­თვის ბერკლის პრეს­ტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი. რა მი­ი­ღე იქ ისე­თი, რა­საც თუნ­დაც ჩვე­ნი კონ­სერ­ვა­ტო­რია ვერ მოგ­ცემ­და?

- ჯაზ-ვო­კა­ლის­ტი ვარ, ცნო­ბი­ლია, რომ ჯა­ზის შეს­წავ­ლა ყვე­ლა­ზე უკეთ ამე­რი­კა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. იქ წას­ვლა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე. ვიდ­რე გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, ვო­კა­ლის­ტო­ბას სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ვფიქ­რობ­დი, ეს სა­ბო­ლო­ოდ რომ გა­და­მე­წყვი­ტა, ნამ­დვი­ლად არ­სად წა­ვი­დო­დი. ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი გვყავს.

მოკ­ლედ, რად­გან ჯა­ზის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, ამე­რი­კა­ში პრო­ფე­სი­ის და­სა­უფ­ლებ­ლად წა­ვე­დი. ისე მოხ­და, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და სა­ოც­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოვ­ხვდი. რა მო­ლო­დი­ნიც მქონ­და ნა­ხევ­რად გა­მი­მარ­თლდა, ნა­ხევ­რად - არა. ბერკლი­ში ყო­ველ დღე სა­ო­ცარ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე იქ ჩა­მო­სულ გე­ნი­ა­ლურ მუ­სი­კო­სებ­თან, ვის კონ­ცერ­ტებ­სა და მას­ტერკლა­სებ­ზე დას­წრე­ბაც შე­მიძ­ლია და პი­რა­დად გა­სა­უბ­რე­ბაც.

იქ სას­წავ­ლებ­ლად დიდი შრო­მაა სა­ჭი­რო, რად­გან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა... ამას­თა­ნა­ვე, არის პა­ტარ-პა­ტა­რა იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბიც. ეს ბერკლი­ში კი არა, ყველ­გან ასეა, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბი­სას. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სწავ­ლა - თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის, ის­ტო­რი­ის, ფსი­ქო­ლო­გია-ფი­ლო­სო­ფი­ის, რაც ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რაც ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, იქ ცხოვ­რე­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა.

- და გა­მო­გად­გე­ბა კი­დეც... მუდ­მი­ვად დედ-მა­მის სი­ახ­ლო­ვეს მყო­ფი გო­გო­ნა, პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან უცებ დიდ ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის მზად იყა­ვი? რო­გორ შე­ე­გუე იქა­უ­რო­ბას?

- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, მაძ­ლევ­დნენ იმის ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ვიდ­რე იქ წა­ვი­დო­დი, აქ კვინ­ტეტ­ში ვმღე­რო­დი, სულ ვმოგ­ზა­უ­რობ­დით, გვქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი, ჩა­წე­რე­ბი, ამი­ტომ, ჩემ­თვის ეს გრა­ფი­კი და რე­ჟი­მი არ არის უცხო...

მთე­ლი ბავ­შვო­ბა რაც მახ­სოვს, დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს ეს მიდ­გო­მა ჰქონ­და, რომ შვი­ლებს ყო­ველ­თვის, რო­გორც უფ­როს ადა­მი­ა­ნებს, ისე მოგ­ვმარ­თავ­დნენ, რო­დე­საც რა­ღაც სა­კი­თხი იყო გა­და­საჭ­რე­ლი, 10 წლის ასაკ­შიც კი აზრს მეც მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ამას ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა­საც ახლა სა­თა­ნა­დოდ ვა­ფა­სებ. მოკ­ლედ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა გა­მი­ჭირ­და-მეთ­ქი, რომ ვთქვა, მო­გა­ტყუ­ებთ. თა­ვი­დან ცხა­დია, მქონ­და კულ­ტუ­რუ­ლი შოკი, არც ის იყო მარ­ტი­ვი, მუდ­მი­ვად იმ ენა­ზე მე­ლა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რი არ არის, მაგ­რამ ამის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აქ ჩა­მოს­ვლა ბევ­რად გა­მი­ჭირ­და, ვიდ­რე იქ ყოფ­ნა... იქ ცხოვ­რე­ბამ პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა, გარ­და იმი­სა, რომ მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც გა­ვი­ზარ­დე.

- მინ­და, "ანა-ბანა“ გა­გახ­სე­ნო, პრო­ექ­ტი, რომ­ლის ერთ-ერთი სე­ზო­ნი მო­ი­გე და რო­მელ­მაც შენს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა...

- ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო, ტრამ­პლი­ნი ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში... მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არა­ვინ იცო­და ჩემს ოჯახ­ში რომ ვმღე­რო­დი, არც მე ვი­ცო­დი... მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩემს ერთ-ერთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ბავ­შვე­ბი ვთა­მა­შობ­დით და ვი­დეო გა­და­მი­ღეს, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში აიტ­ვირ­თა, რა­საც შემ­დგომ ჩემი ბუ­ლინ­გი მოჰ­ყვა მო­ტი­ვით, რომ ვერ ვმღე­რი და უნი­ჭო ვარ. 10 წლის ვი­ყა­ვი და ჩემი ხა­სი­ა­თი სწო­რედ მა­შინ გა­მო­ვა­ჩი­ნე - ვთქვი, ეს ასე არ არის, მიყ­ვარს სიმ­ღე­რა და შე­მიძ­ლია კი­დეც! დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს ვუ­თხა­რი, "ანა-ბა­ნა­ზე“ უნდა გა­ვი­დე-მეთ­ქი. სა­სა­ცი­ლოდ არ ეყოთ. არას­დროს მიმ­ღე­რია და არც მქონ­და ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს ოჯახ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის - თე­ატ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, მუ­სი­კის პა­ტი­ვის­ცე­მა სულ იყო და ამ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი.

- მოკ­ლედ, მუ­სი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი 10 წლის ასა­კამ­დე არას­დროს გა­მო­გივ­ლე­ნია...

- არა, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და... მა­მა­ჩემ­მა ჩემი სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, გა­ი­ცი­ნა და ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან და­რე­კა, - ანა მოვა შენ­თან, უთხა­რი, რომ სმე­ნა არ აქვს და უკან გა­მო­უშ­ვი, ამის სცე­ნა­ზე დად­გო­მა სად შე­მიძ­ლი­აო...

არას­დროს არა­ფერ­ზე მი­ნერ­ვი­უ­ლია ისე, რო­გორც იმ დღეს მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან რომ მი­ვე­დი. ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც დიდი ამ­ბა­ვი უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო. მა­რი­ნას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, მა­მა­ჩე­მის და სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბა­რია. რომ მო­მის­მი­ნა, თვალ­ზე ცრემ­ლე­ბი მო­ად­გა და სხვა ოთახ­ში გა­ვი­და. და­ვი­ძა­ბე, ვი­ფიქ­რე, - ეტყო­ბა, ისე ცუ­დად ვიმ­ღე­რე, რომ არ იცის, რო­გორ მი­თხრას და მა­მა­ჩემს ურე­კავს-მეთ­ქი, მერე გა­მო­ვი­და და მი­თხრა, - "ანა-ბა­ნას“ კას­ტინგზე გე­ლო­დე­ბიო...

მერე მუ­სი­კა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი სა­ო­ცარ მუ­სი­კო­სებ­თან - ლე­ვან დე­ი­სა­ძეს­თან, პა­ა­ტა ან­დრი­ა­ძეს­თან ერ­თად, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ცო­ცხალ ბენდთან მქონ­და. ჩემი ვო­კა­ლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი არი­ან - მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე და ჩაჩი, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლეს, თუ რო­გორ უნდა სცე პა­ტი­ვი ბგე­რას და რო­გორ მო­ე­პყრა. მთა­ვა­რი სა­ძირ­კვე­ლი მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძემ შე­მიქ­მნა. ისე მოხ­და, რომ "ანა-ბა­ნას“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდი და, რო­გორც უკვე ვთქვით, ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა.

- ანა, მა­მა­სა­ვით შენც "დოის" გე­ძა­ხი­ან?..

- კი, მა­მა­ჩე­მი "დოია“, მე "ანა დოი“ ვარ, ჩემი ძმაც "დოია“, მა­მი­და­ჩე­მიც, რო­მე­ლიც დრა­მა­ტურ­გია... რა­ღაც ასე გა­მო­ვი­და...

- ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის შვი­ლი ხარ. ამას რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი ახ­ლავს?

- ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სიმ­ძი­მე მო­აქვს. არა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რი­ქით არის. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან ვუ­ყუ­რებ მა­მა­ჩემს, გა­მუდ­მე­ბუ­ლად რო­გორ შრო­მობს, მთე­ლი დღე მისი გო­ნე­ბა მხო­ლოდ საქ­მე­ზეა მი­მარ­თუ­ლი, მსა­ხი­ო­ბია ბა­ბუ­ა­ჩე­მი - ვაჟა გე­ლაშ­ვი­ლი, მისი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი სახ­ლშიც მი­ნა­ხავს. მა­მი­და­ჩე­მი, მა­ნა­ნა, რო­გორც უკვე ვთქვი, დრა­მა­ტურ­გია. ჩემ­თვის ეს გა­რე­მო მშობ­ლი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი იყო ყო­ველ­თვის და არის. არ ვართ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- მა­გა­ლი­თად, ბავ­შვი სკო­ლა­ში რომ მი­დის, მა­მამ უნდა მი­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ ჩვენ­თან ასე არ ხდე­ბო­და და არც მქო­ნია ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, - მირ­ჩევ­ნია, მა­მა­ჩემ­მა აკე­თოს ის, რაც მას, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის, ვიდ­რე ის, რომ ჩემს სკო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წროს. ამით არც მე შე­მე­მა­ტე­ბა რამე და არც - მას... მა­მას ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა თა­ვი­სი საქ­მის გამო უხა­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნეთ­თან დიდ დროს ვერ ვა­ტა­რებთ, ყო­ველ­თვის ვი­ცით, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გვაქვს. ამი­ტომ ჩემ­თვის დათო დო­ი­აშ­ვი­ლის შვი­ლის ამ­პლუა, პირ­ველ რიგ­ში, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ამით ვა­მა­ყობ. გარ­და იმი­სა, რომ დათო ხე­ლო­ვა­ნია, არის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რის­თვის კარ­გი მრჩე­ვე­ლი, ისი­ნი მას აზრს ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს მე­ა­მა­ყე­ბა. რო­გორც ახერ­ხებს, ჩვენ­თან ერ­თად არის და ცდი­ლობს, ახალ თა­ო­ბას ისე­თი მუხ­ტი მის­ცეს, რაც ბევრ რა­მის გა­კე­თე­ბა­ზე სტი­მულს მოგ­ვცემს, ში­შებს და კომ­პლექ­სებს მოგ­ვიხ­სნის...

- დედა - ქეთი ენ­დე­ლა­ძე, ვიცი, რომ მუდ­მი­ვად თქვენ­ზე ზრუ­ნავს და არც არას­დროს უმუ­შა­ვია.

- დედა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვენს გვერ­დი­თაა, არ მუ­შა­ობს. ყველ­გან მას დავ­ყავ­დით... სა­ო­ცა­რი ზრუნ­ვა შე­უძ­ლია, დიდი სიყ­ვა­რუ­ლის, და­დე­ბი­თი მუხ­ტის და ენერ­გი­ის ადა­მი­ა­ნია. მისი ასე­თი გან­წყო­ბა გან­სა­ზღვრავს იმას, რომ ყო­ველ­თვის ყველ­გან კომ­ფორ­ტი გვაქვს.

ანას დედა ქეთი ენ­დე­ლა­ძე

ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მშობ­ლებ­ში ისე გა­უ­მარ­თლოს, რო­გორც მე გა­მი­მარ­თლა. თან, ქეთო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე წინ­სწრე­ბით ფიქ­რობს, მა­გა­ლი­თად, ყველ­გან ვიყო კარგ ფორ­მა­ში და ა.შ. მოკ­ლედ, ჩემი რთუ­ლი ხა­სი­ა­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ცდი­ლობს. მე და მამა შინ 2 "ბომ­ბი“ ვართ, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გვინ­და, რომ გუ­შინ გვქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი, - მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი ვართ. დე­და­ჩე­მი ამის ფონ­ზე რა­ნა­ი­რად ახერ­ხებს ლა­ვი­რე­ბას, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ჩემი ძმა თე­მუ­რი და პა­ტა­რა დარო, რო­მე­ლიც 6 წლის ხდე­ბა, ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი არი­ან.

თე­მუ­რი

თე­მუ­რი თა­ვის თა­ვის ადა­მი­ა­ნია, ჩაფ­ლუ­ლია მა­თე­მა­ტი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა იზი­დავს. დედა, ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლას ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახერ­ხებს მოგ­ვერ­გოს და მას ამის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, ბევ­რს მი­აღ­წიე. მა­მა­შე­ნი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ­დენს შეძ­ლებ­დი?

- ამა­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ და გე­ტყვით, რომ არ გავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი იქ, სა­დაც გავჩნდი და იმ ოჯახ­სა და გა­რე­მო­ში არ გავზრდი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ მე მე არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნატო მე­ტო­ნი­ძის ხმა, სა­ო­ცარ მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და.

პა­ტა­რა დარო

- "ფე­ის­ბუქ­ზე“ ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც შენი კი­დევ ერთი უნა­რი გა­მოვ­ლინ­და, ეს არის იმი­ტა­ცია. პა­რო­დი­ის ობი­ექ­ტი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

- ეს ვი­დეო ბახ­ვამ თა­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით ატ­ვირ­თა, არ ვი­ყა­ვი მომ­ხრე, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. ჩემი არც ერთი სკო­ლის პე­და­გო­გი ასე­თი არ ყო­ფი­ლა და არც ეს ქა­ლია ცუდი, რა­ღაც­ნა­ი­რად საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ის ჩემი მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟია, სა­ხე­ლად: ლალი მე­ბუ­კე.

სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გე­ბი მყავ­დნენ, კონ­კრე­ტუ­ლად, არა­ვის პა­რო­დია არ გა­მი­კე­თე­ბია. ასე­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ. მი­ხა­რია, თუ და­დე­ბი­თად აღიქ­ვეს ვი­დეო, მაგ­რამ არ მინ­და, რომ ჩემი სათ­ქმე­ლი ეს იყოს, მსა­ხი­ობ­მა უფრო ღი­რე­ბუ­ლი რამ უნდა წარ­მო­ად­გი­ნო, მაგ­რამ ეს სა­ხუ­მა­როდ ჩა­ი­წე­რა. მე­გობ­რე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბით, ასე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გვყავს ხოლ­მე და ჩვენს წრე­ში ასე ვერ­თო­ბით. ვამ­ბობ ხოლ­მე - ვარ სამი ადა­მი­ა­ნი: ერთი ანა თბი­ლის­ში, მე­ო­რე, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­შია და მე­სა­მე - როცა გან­ტვირ­თვა მინ­და, ვარ ლალი მე­ბუ­კე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვი...

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლას შეგ­ვეც­ვა­ლა გეგ­მე­ბი. ახლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი მა­მა­ჩე­მის ახა­ლი თე­ატ­რის გახ­სნას, მარ­თლა სა­ო­ცა­რი სივ­რცე გა­მო­ვი­და. გარ­და იმი­სა, რომ თე­ატ­რია და სცე­ნაა, იქ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა, ასე­ვე არის ერ­თგვა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კი­თხვაც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე რომ, დათო ძა­ლი­ან სა­ჭი­რო საქ­მის კე­თე­ბას იწყებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი. გარ­და ამი­სა, მალე ინო­ლას კონ­ცერ­ტიც გვექ­ნე­ბა. შემ­დეგ კი უკვე წა­ვალ ამე­რი­კა­ში ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო საქ­მე, რო­მე­ლიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და­ვი­წყე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

წარმატებული და ყველასთვის საყვარელი ოჯახი . ნიჭი არ იკარგება გადაეცემა შთამომავლობას

ტასო
1

მომავალი ნინა სიმონე! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა. ცნობილი ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის ქალიშვილი ანა, იგივე ანა დოი ბერკლის პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჯაზ-ვოკალის მიმართულებით სწავლობს. პანდემიის გამო ის ბოსტონიდან თბილისში დაბრუნდა და დღემდე აქ არის.

"წესით უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ პანდემიამ შემაფერხა. აკადემიური ავიღე, თუმცა აქ რომ ჩამოვედი, დისტანციურ სწავლებაზეც ვიყავი, ახლა ისეთი საგნებში მაქვს გამოცდები, მათი ონლაინ ჩაბარება არ გამოვა", - გვეუბნება ანა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, საოცრად მღერის და აქვს კიდევ სხვა უნარებიც, მათ შორის, იმიტაციის, რასაც სერიოზულად არც უყურებს.

საქართველოში ჩამოსულ, საქმიან და აქტიურ გოგონას უქმად რა დასვამდა და სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთო.

- როდესაც კორონამ თავიდან სახლებში ჩაგვკეტა, მეგობებთან - ნინი ნუცუბიძესთან, მარიამ ჯანჯღავასა და გიორგი გიგაშვილთან ერთად, ბევრი ახალი პროექტი დავიწყეთ, მათ შორის, საავტორო სიმღერის წერაც, ზაფხულში, გია ყანჩელის საიუბილეოდ, უღრან ტყეში კონცერტები გვქონდა, ჩემი რამდენიმე მუსიკალური ნომრით ამა თუ იმ გადაცემაშიც ვიყავი, გიორგი ცაგარელისა და ბახვა ბრეგვაძის მეშვეობით, მუშაობა დავიწყეთ ინოლა გურგულიას პროექტზე, ანუ ინოლას ალბომი მზადდება. ბევრს ვშრომობთ და საქმე დასასრულისკენ მიდის. ნიკოლოზ რაჭველმა საოცარი არანჟირება გააკეთა, რითაც ახალი სუნთქვა შესძინა ინოლას უკვდავ სიმღერებს. მგონია, რომ ახალ თაობას, რომელსაც ძალიან უყვარს მისი მუსიკა, კიდევ უფრო შეუყვარდება. რამდენიმე ისეთი სიმღერაცაა, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. დანარჩენი კი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, გიორგი ცაგარელთან და ბექა გოჩიაშვილთან ერთად სრულდება. ჩემი აზრით, საინტერესო ვერისიები შევქმენით და მოუთმენლად ველით, რომ ყველამ მოისმინოს და შეგვაფასოს.

- როგორი აღმოჩნდა შენთვის ბერკლის პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი. რა მიიღე იქ ისეთი, რასაც თუნდაც ჩვენი კონსერვატორია ვერ მოგცემდა?

- ჯაზ-ვოკალისტი ვარ, ცნობილია, რომ ჯაზის შესწავლა ყველაზე უკეთ ამერიკაშია შესაძლებელი. იქ წასვლა ამიტომაც გადავწყვიტე. ვიდრე გავემგზავრებოდი, ვოკალისტობას საოპერო მიმართულებით ვფიქრობდი, ეს საბოლოოდ რომ გადამეწყვიტა, ნამდვილად არსად წავიდოდი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გვაქვს საქართველოში და საუკეთესო პედაგოგები გვყავს.

მოკლედ, რადგან ჯაზის შესწავლა გადავწყვიტე, ამერიკაში პროფესიის დასაუფლებლად წავედი. ისე მოხდა, რომ ძალიან გამიმართლა და საოცნებო უნივერსიტეტში მოვხვდი. რა მოლოდინიც მქონდა ნახევრად გამიმართლდა, ნახევრად - არა. ბერკლიში ყოველ დღე საოცარ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, ასევე იქ ჩამოსულ გენიალურ მუსიკოსებთან, ვის კონცერტებსა და მასტერკლასებზე დასწრებაც შემიძლია და პირადად გასაუბრებაც.

იქ სასწავლებლად დიდი შრომაა საჭირო, რადგან დიდი კონკურენციაა... ამასთანავე, არის პატარ-პატარა იმედგაცრუებებიც. ეს ბერკლიში კი არა, ყველგან ასეა, ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას. საერთოდ, ძალიან მიყვარს სწავლა - თეორიული საკითხების, ისტორიის, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის, რაც ნებისმიერ უნივერსიტეტში აუცილებელია და რაც ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. შესაბამისად, იქ ცხოვრება და სტუდენტური გამოცდილება ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე კარგად გამახსენდება.

- და გამოგადგება კიდეც... მუდმივად დედ-მამის სიახლოვეს მყოფი გოგონა, პატარა ქვეყნიდან უცებ დიდ ამერიკაში წახვედი. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად იყავი? როგორ შეეგუე იქაურობას?

- იმის მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები მუდმივად აქტიურად იყვნენ ჩემს ცხოვრებაში ჩართული, მაძლევდნენ იმის ფუფუნებას, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ვიდრე იქ წავიდოდი, აქ კვინტეტში ვმღეროდი, სულ ვმოგზაურობდით, გვქონდა გადაღებები, ჩაწერები, ამიტომ, ჩემთვის ეს გრაფიკი და რეჟიმი არ არის უცხო...

მთელი ბავშვობა რაც მახსოვს, დედაჩემს და მამაჩემს ეს მიდგომა ჰქონდა, რომ შვილებს ყოველთვის, როგორც უფროს ადამიანებს, ისე მოგვმართავდნენ, როდესაც რაღაც საკითხი იყო გადასაჭრელი, 10 წლის ასაკშიც კი აზრს მეც მეკითხებოდნენ. მაშინ შეიძლება ამას ვერ ვაცნობიერებდი, რასაც ახლა სათანადოდ ვაფასებ. მოკლედ, დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდა-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. თავიდან ცხადია, მქონდა კულტურული შოკი, არც ის იყო მარტივი, მუდმივად იმ ენაზე მელაპარაკა, რომელიც ჩემთვის მშობლიური არ არის, მაგრამ ამის დაძლევა შესაძლებელია.

წარმოიდგინეთ, აქ ჩამოსვლა ბევრად გამიჭირდა, ვიდრე იქ ყოფნა... იქ ცხოვრებამ პიროვნულად ძალიან შემცვალა, გარდა იმისა, რომ მუსიკალურადაც გავიზარდე.

- მინდა, "ანა-ბანა“ გაგახსენო, პროექტი, რომლის ერთ-ერთი სეზონი მოიგე და რომელმაც შენს მუსიკალურ კარიერას საფუძველი ჩაუყარა...

- ეს ჩემი ცხოვრების პირველი ეტაპი იყო, ტრამპლინი ჯადოსნურ სამყაროში... მანამდე საერთოდ არავინ იცოდა ჩემს ოჯახში რომ ვმღეროდი, არც მე ვიცოდი... მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე ბავშვები ვთამაშობდით და ვიდეო გადამიღეს, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა, რასაც შემდგომ ჩემი ბულინგი მოჰყვა მოტივით, რომ ვერ ვმღერი და უნიჭო ვარ. 10 წლის ვიყავი და ჩემი ხასიათი სწორედ მაშინ გამოვაჩინე - ვთქვი, ეს ასე არ არის, მიყვარს სიმღერა და შემიძლია კიდეც! დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარი, "ანა-ბანაზე“ უნდა გავიდე-მეთქი. სასაცილოდ არ ეყოთ. არასდროს მიმღერია და არც მქონდა ამის მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში ხელოვნების - თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის პატივისცემა სულ იყო და ამ გარემოში ვიზრდებოდი.

- მოკლედ, მუსიკის მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკამდე არასდროს გამოგივლენია...

- არა, ჟურნალისტობა მინდოდა... მამაჩემმა ჩემი სურვილის შესახებ რომ გაიგო, გაიცინა და ქალბატონ მარინა ბერიძესთან დარეკა, - ანა მოვა შენთან, უთხარი, რომ სმენა არ აქვს და უკან გამოუშვი, ამის სცენაზე დადგომა სად შემიძლიაო...

არასდროს არაფერზე მინერვიულია ისე, როგორც იმ დღეს მარინა ბერიძესთან რომ მივედი. ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდი ამბავი უნდა გადაწყვეტილიყო. მარინას ბავშვობიდან ვიცნობ, მამაჩემის და საერთოდ, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია. რომ მომისმინა, თვალზე ცრემლები მოადგა და სხვა ოთახში გავიდა. დავიძაბე, ვიფიქრე, - ეტყობა, ისე ცუდად ვიმღერე, რომ არ იცის, როგორ მითხრას და მამაჩემს ურეკავს-მეთქი, მერე გამოვიდა და მითხრა, - "ანა-ბანას“ კასტინგზე გელოდებიო...

მერე მუსიკაში პირველი ნაბიჯები გადავდგი საოცარ მუსიკოსებთან - ლევან დეისაძესთან, პაატა ანდრიაძესთან ერთად, რეპეტიციები ცოცხალ ბენდთან მქონდა. ჩემი ვოკალის საუკეთესო პედაგოგები არიან - მანანა მორჩილაძე და ჩაჩი, რომლებმაც მასწავლეს, თუ როგორ უნდა სცე პატივი ბგერას და როგორ მოეპყრა. მთავარი საძირკველი მანანა მორჩილაძემ შემიქმნა. ისე მოხდა, რომ "ანა-ბანას“ გამარჯვებული გავხდი და, როგორც უკვე ვთქვით, ასე დაიწყო ჩემი კარიერა.

- ანა, მამასავით შენც "დოის'' გეძახიან?..

- კი, მამაჩემი "დოია“, მე "ანა დოი“ ვარ, ჩემი ძმაც "დოია“, მამიდაჩემიც, რომელიც დრამატურგია... რაღაც ასე გამოვიდა...

- ცნობილი რეჟისორის დავით დოიაშვილის შვილი ხარ. ამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს?

- ბევრს ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიმძიმე მოაქვს. არადა, აბსოლუტურად პირიქით არის. ძალიან პატარა ასაკიდან ვუყურებ მამაჩემს, გამუდმებულად როგორ შრომობს, მთელი დღე მისი გონება მხოლოდ საქმეზეა მიმართული, მსახიობია ბაბუაჩემი - ვაჟა გელაშვილი, მისი რეპეტიციები სახლშიც მინახავს. მამიდაჩემი, მანანა, როგორც უკვე ვთქვი, დრამატურგია. ჩემთვის ეს გარემო მშობლიური და ბუნებრივი იყო ყოველთვის და არის. არ ვართ ქართული ტრადიციული ოჯახი.

- რას გულისხმობ?

- მაგალითად, ბავშვი სკოლაში რომ მიდის, მამამ უნდა მიიყვანოს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდებოდა და არც მქონია ამის მოთხოვნილება, - მირჩევნია, მამაჩემმა აკეთოს ის, რაც მას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოსდის, ვიდრე ის, რომ ჩემს სკოლის ღონისძიებას დაესწროს. ამით არც მე შემემატება რამე და არც - მას... მამას ყოველი დღის გათენება თავისი საქმის გამო უხარია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დიდ დროს ვერ ვატარებთ, ყოველთვის ვიცით, ერთმანეთის ცხოვრებაში რა ხდება. სიყვარულის თავისებური გამოხატულება გვაქვს. ამიტომ ჩემთვის დათო დოიაშვილის შვილის ამპლუა, პირველ რიგში, საპასუხისმგებლოა, ძალიან მიხარია და ამით ვამაყობ. გარდა იმისა, რომ დათო ხელოვანია, არის საოცარი ადამიანი, ყველა ჩემი მეგობრისთვის კარგი მრჩეველი, ისინი მას აზრს ხშირად ეკითხებიან. რა თქმა უნდა, ეს მეამაყება. როგორც ახერხებს, ჩვენთან ერთად არის და ცდილობს, ახალ თაობას ისეთი მუხტი მისცეს, რაც ბევრ რამის გაკეთებაზე სტიმულს მოგვცემს, შიშებს და კომპლექსებს მოგვიხსნის...

- დედა - ქეთი ენდელაძე, ვიცი, რომ მუდმივად თქვენზე ზრუნავს და არც არასდროს უმუშავია.

- დედა მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდითაა, არ მუშაობს. ყველგან მას დავყავდით... საოცარი ზრუნვა შეუძლია, დიდი სიყვარულის, დადებითი მუხტის და ენერგიის ადამიანია. მისი ასეთი განწყობა განსაზღვრავს იმას, რომ ყოველთვის ყველგან კომფორტი გვაქვს.

ანას დედა ქეთი ენდელაძე

ყველას ვუსურვებ, მშობლებში ისე გაუმართლოს, როგორც მე გამიმართლა. თან, ქეთო არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წინსწრებით ფიქრობს, მაგალითად, ყველგან ვიყო კარგ ფორმაში და ა.შ. მოკლედ, ჩემი რთული ხასიათის შემსუბუქებას ცდილობს. მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ, იმიტომ, რომ ორივე ძალიან ენერგიულები ვართ, ყველაფერი გვინდა, რომ გუშინ გვქონდეს გაკეთებული, - მაქსიმალისტები ვართ. დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ძმა თემური და პატარა დარო, რომელიც 6 წლის ხდება, ძალიან მშვიდები არიან.

თემური

თემური თავის თავის ადამიანია, ჩაფლულია მათემატიკაში, ბიზნესში, მეცნიერება იზიდავს. დედა, ხომ ვამბობ, ყველას ხასიათიდან გამომდინარე, ახერხებს მოგვერგოს და მას ამისთვის ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- წარმატებული ადამიანი ხარ, ბევრს მიაღწიე. მამაშენი დათო დოიაშვილი რომ არ ყოფილიყო, ამდენს შეძლებდი?

- ამაზე ბევრს ვფიქრობ და გეტყვით, რომ არ გავჩენილიყავი იქ, სადაც გავჩნდი და იმ ოჯახსა და გარემოში არ გავზრდილიყავი, ალბათ მე მე არ ვიქნებოდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო - ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძის ხმა, საოცარ მსახიობებთან ურთიერთობა, თეატრში სიარული, - ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ვიმეორებ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

პატარა დარო

- "ფეისბუქზე“ ბახვა ბრეგვაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც შენი კიდევ ერთი უნარი გამოვლინდა, ეს არის იმიტაცია. პაროდიის ობიექტი სკოლის მასწავლებელია. ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა...

- ეს ვიდეო ბახვამ თავის ინიციატივით ატვირთა, არ ვიყავი მომხრე, რომ გავრცელებულიყო. ჩემი არც ერთი სკოლის პედაგოგი ასეთი არ ყოფილა და არც ეს ქალია ცუდი, რაღაცნაირად საყვარელი ქალბატონია. ის ჩემი მოგონილი პერსონაჟია, სახელად: ლალი მებუკე.

საოცარი პედაგოგები მყავდნენ, კონკრეტულად, არავის პაროდია არ გამიკეთებია. ასეთი საყვარელი ქალები არსებობენ. მიხარია, თუ დადებითად აღიქვეს ვიდეო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემი სათქმელი ეს იყოს, მსახიობმა უფრო ღირებული რამ უნდა წარმოადგინო, მაგრამ ეს სახუმაროდ ჩაიწერა. მეგობრები რომ ვიკრიბებით, ასეთი პერსონაჟები გვყავს ხოლმე და ჩვენს წრეში ასე ვერთობით. ვამბობ ხოლმე - ვარ სამი ადამიანი: ერთი ანა თბილისში, მეორე, რომელიც ამერიკაშია და მესამე - როცა განტვირთვა მინდა, ვარ ლალი მებუკე, რომელიც ძალიან საყვარელია.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი...

- პანდემიის პერიოდში ყველას შეგვეცვალა გეგმები. ახლა მოუთმენლად ველოდები მამაჩემის ახალი თეატრის გახსნას, მართლა საოცარი სივრცე გამოვიდა. გარდა იმისა, რომ თეატრია და სცენაა, იქ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ბევრი საინტერესო პროექტი მზადდება, ასევე არის ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, სადაც ლიტერატურის წაკითხვაც იქნება შესაძლებელი. ასე რომ, დათო ძალიან საჭირო საქმის კეთებას იწყებს. ძალიან მიხარია და ამ ყველაფერს დიდი ინტერესით ველოდები. გარდა ამისა, მალე ინოლას კონცერტიც გვექნება. შემდეგ კი უკვე წავალ ამერიკაში ჩემს უნივერსიტეტში, რომ ბოლომდე მივიყვანო საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით დავიწყე.