პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია
"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

უც­ნა­უ­რი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს, აშ­კა­რად - მარ­ტის: მალ-მალე ეც­ვლე­ბო­და გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა... ხან ბრა­ზობ­და, ხან იმორ­ცხვებ­და; თან გა­გირ­ბო­და და თან უყ­ვარ­დი; მა­ინც ვერ გე­ლე­ო­და... უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან დიდი იყო... უფრო ზუს­ტად - ძა­ლი­ან დიდი არის და იქ­ნე­ბა მუ­დამ!

უკა­ნას­კნე­ლი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მას­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყე, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ინ­ტერ­ვიუ პი­რის­პირ არას­დროს ჩა­მი­წე­რია. ერ­თა­დერ­თი, რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გვქონ­და და ისიც - მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცი, თუმ­ცა სი­ტყვა "ინ­ტერ­ვიუ" არც მა­შინ მიხ­სე­ნე­ბია. უკა­ნას­კნე­ლად შარ­შან მი­ვუ­ლო­ცე და­ბა­დე­ბის დღე - პან­დე­მი­ის გამო ვერ ვეწ­ვე­ო­დი და ამი­ტომ - შო­რი­დან. და მა­ინც, უბედ­ნი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ თავს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მად­ლი­ე­რი ვარ უფ­ლის, მას­თან ხში­რად სტუმ­რო­ბის, მას­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის ბევ­რი შან­სი რომ მომ­ცა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ არა­თუ მე გა­მაც­ნო და და­მა­ახ­ლო­ვა მის სამ­ყა­როს­თან, არა­მედ - კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რად­გან მას­თან და მის მე­უღ­ლეს­თან - ქალ­ბა­ტონ ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვილ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბის, დღე­ე­ბის, წლე­ბის ნა­ყო­ფია გზა­დაგ­ზა, სა­უ­ბარ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ვაქ­ციე სტა­ტი­ე­ბად და, შე­სა­ბა­მი­სად - მისი ცხოვ­რე­ბის ერ­თგვარ მა­ტი­ა­ნედ. ამ აკინ­ძუ­ლი ამ­ბე­ბის წყა­ლო­ბით მივ­ხვდი, რამ­დენ სიყ­ვა­რულს ატა­რებ­და მისი და, ერთი შე­ხედ­ვით, მკაც­რი, ხის­ტი ბუ­ნე­ბის ქალ­ბა­ტო­ნის - ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, ქალ­ბა­ტო­ნის, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნი გუ­რა­მის წიგ­ნე­ბის კო­რექ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რიც იყო და მცი­რედ - მისი და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ბუ­ნე­ბი­საც.

მახ­სოვს, 2014 წელს რომ და­ვუ­რე­კე სა­ი­უ­ბი­ლეო - 75-ე და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცად, ბა­ტო­ნი გუ­რა­მის მო­ბი­ლურ­ზე ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თე­ლამ მი­პა­სუ­ხა. ხა­ლი­სი­ა­ნი იყო, - კი­დევ ერთი იუ­ბი­ლე გვაქვს - თა­ნა­ცხოვ­რე­ბის 50 წლის­თა­ვი. ბევ­რი ურე­კავს გუ­რამს და ულო­ცავ­სო, მერე კი სი­ცი­ლით და­ა­ყო­ლა, - რა დრო გა­ვი­და... მე კი ჩემი თავი 17 წლის მგო­ნია, არა­და, ახ­ლა­ხან ვი­წე­ქი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. თურ­მე, წნე­ვაც უნდა გა­ვი­ზო­მო, წა­მა­ლიც უნდა დავ­ლიო და 17 წლის კი არა, უკუღ­მა 17-ის - 71-ის ვარო... თუმ­ცა, ალ­ბათ, მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რად რო­გორ გრძნობ თავს, ჰოდა, ამი­ტომ მა­ინც დავ­რბი­ვარ კონ­ცერ­ტებ­სა და გა­მო­ფე­ნებ­ზე. ეგ კი არა, კომ­პი­უ­ტე­რის კურ­სებ­ზეც კი ჩა­ვე­წე­რე, მაგ­რამ დღეს გაკ­ვე­თილს ვაც­დენ და გუ­რამს ვდა­რა­ჯობ - ჩა­ძი­ნე­ბუ­ლია და რომ გა­იღ­ვი­ძებს, მე­ში­ნია, სას­მე­ლი არ და­ლი­ო­სო. უცებ ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა და­უ­ძა­ხა და ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თე­ლამ ჯერ მას უპა­სუ­ხა, შემ­დეგ ჩემ­თან და­ი­ჩივ­ლა:- რამ­დე­ნი ხა­ნია, არ და­უ­ლე­ვია. მარ­ხუ­ლობს. თან უშ­ვე­ლე­ბელ ნა­წარ­მო­ებს ას­რუ­ლებს. გუ­შინ სა­დღაც წა­იყ­ვა­ნეს და ნას­ვა­მი დაბ­რუნ­და, ბოთ­ლით ხელ­ში. მთხო­ვა, დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი დამ­ხვდი, რომ არ გა­და­ვა­ბაო. მაგ­რამ ცოტა ხნით ჩამ­თვლი­მა და მა­შინ და­უ­ლე­ვია... ამი­ტო­მაა, ერთი წუ­თი­თაც არ ვშორ­დე­ბი.

  • 57 წე­ლი­წა­დი - ერ­თად

57 წე­ლი­წა­დი ერ­თად ყოფ­ნის­თვის საკ­მა­ოდ დიდი პე­რი­ო­დია. მივ­ხვდი, იოლი არ იქ­ნე­ბო­და ბა­ტონ გუ­რამ­თან - ასეთ შე­მოქ­მედ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლას ერთი წი­ნა­და­დე­ბაც კი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა ამის დას­ტუ­რად, - გუ­რა­მის ოც­ნე­ბა იყო, გამ­ხდა­რი­ყო მწე­რა­ლი, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, მყო­ლო­და ბევ­რი შვი­ლი. იმას აუხ­და, მე ვერ შე­მის­რულ­და, სამ­წუ­ხა­რო­დო... - ალ­ბათ, სხვაგ­ვა­რი არც გა­მო­დის უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დის მე­უღ­ლე­ო­ბა! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელიკო
0

Გაანათლოს უფალმა ბატონი გურამი. Შესანიშნავი მეუღლე ყავს გურამს. Ბოლოს ბატონი გურამი ბევრს სვავდა. Გამწარებული ქალი სულ უკან დასდევდა ერთი წუთით არ ატოვებდა რაც ძალიან დასაფასებელია. Დიდხანს იცოცხლეთ ქალბატონო. 

რანო
20

გურამი რა სიმპათიური ყოფილა ახალგაზრდობაში, ცოლზე კი რა მოგახსენოთ, იმედია არ დაბლოკავთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

უცნაური ბუნება ჰქონდა გურამ დოჩანაშვილს, აშკარად - მარტის: მალ-მალე ეცვლებოდა გუნება-განწყობილება... ხან ბრაზობდა, ხან იმორცხვებდა; თან გაგირბოდა და თან უყვარდი; მაინც ვერ გელეოდა... უბრალოდ, ძალიან დიდი იყო... უფრო ზუსტად - ძალიან დიდი არის და იქნება მუდამ!

უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, რაც მასთან ხშირი ურთიერთობა დავიწყე, კლასიკური გაგებით, ინტერვიუ პირისპირ არასდროს ჩამიწერია. ერთადერთი, რამდენიმე სატელეფონო საუბარი გვქონდა და ისიც - მხოლოდ დაბადების დღის მისალოცი, თუმცა სიტყვა "ინტერვიუ" არც მაშინ მიხსენებია. უკანასკნელად შარშან მივულოცე დაბადების დღე - პანდემიის გამო ვერ ვეწვეოდი და ამიტომ - შორიდან. და მაინც, უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ თავს, ამ ხნის განმავლობაში მადლიერი ვარ უფლის, მასთან ხშირად სტუმრობის, მასთან ერთად მოგზაურობისა და ურთიერთობის ბევრი შანსი რომ მომცა. ამ ურთიერთობამ არათუ მე გამაცნო და დამაახლოვა მის სამყაროსთან, არამედ - კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან მასთან და მის მეუღლესთან - ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან გატარებული წუთების, დღეების, წლების ნაყოფია გზადაგზა, საუბარში შეგროვებული თითოეული სიტყვა, რომელიც შემდეგ ვაქციე სტატიებად და, შესაბამისად - მისი ცხოვრების ერთგვარ მატიანედ. ამ აკინძული ამბების წყალობით მივხვდი, რამდენ სიყვარულს ატარებდა მისი და, ერთი შეხედვით, მკაცრი, ხისტი ბუნების ქალბატონის - ნათელა სეფიაშვილის სიყვარული, ქალბატონის, რომელიც ბატონი გურამის წიგნების კორექტორი და რედაქტორიც იყო და მცირედ - მისი დაუმორჩილებელი ბუნებისაც.

მახსოვს, 2014 წელს რომ დავურეკე საიუბილეო - 75-ე დაბადების დღის მისალოცად, ბატონი გურამის მობილურზე ქალბატონმა ნათელამ მიპასუხა. ხალისიანი იყო, - კიდევ ერთი იუბილე გვაქვს - თანაცხოვრების 50 წლისთავი. ბევრი ურეკავს გურამს და ულოცავსო, მერე კი სიცილით დააყოლა, - რა დრო გავიდა... მე კი ჩემი თავი 17 წლის მგონია, არადა, ახლახან ვიწექი რეანიმაციაში. თურმე, წნევაც უნდა გავიზომო, წამალიც უნდა დავლიო და 17 წლის კი არა, უკუღმა 17-ის - 71-ის ვარო... თუმცა, ალბათ, მთავარია, სულიერად როგორ გრძნობ თავს, ჰოდა, ამიტომ მაინც დავრბივარ კონცერტებსა და გამოფენებზე. ეგ კი არა, კომპიუტერის კურსებზეც კი ჩავეწერე, მაგრამ დღეს გაკვეთილს ვაცდენ და გურამს ვდარაჯობ - ჩაძინებულია და რომ გაიღვიძებს, მეშინია, სასმელი არ დალიოსო. უცებ ბატონმა გურამმა დაუძახა და ქალბატონმა ნათელამ ჯერ მას უპასუხა, შემდეგ ჩემთან დაიჩივლა:- რამდენი ხანია, არ დაულევია. მარხულობს. თან უშველებელ ნაწარმოებს ასრულებს. გუშინ სადღაც წაიყვანეს და ნასვამი დაბრუნდა, ბოთლით ხელში. მთხოვა, დილით გაღვიძებული დამხვდი, რომ არ გადავაბაო. მაგრამ ცოტა ხნით ჩამთვლიმა და მაშინ დაულევია... ამიტომაა, ერთი წუთითაც არ ვშორდები.

  • 57 წელიწადი - ერთად

57 წელიწადი ერთად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი პერიოდია. მივხვდი, იოლი არ იქნებოდა ბატონ გურამთან - ასეთ შემოქმედთან თანაცხოვრება და ქალბატონი ნათელას ერთი წინადადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ამის დასტურად, - გურამის ოცნება იყო, გამხდარიყო მწერალი, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა, მე ვერ შემისრულდა, სამწუხაროდო... - ალბათ, სხვაგვარი არც გამოდის უდიდესი შემოქმედის მეუღლეობა! გააგრძელეთ კითხვა