პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ
"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ

უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­ამ­წუხ­რა, რად­გა­ნაც ამ ქვეყ­ნი­დან ქარ­თუ­ლი სი­ტყვის ოს­ტა­ტი და დიდი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და.

მწე­რალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა თა­ვის მო­გო­ნე­ბას აცო­ცხლებს. გა­იხ­სე­ნეს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის კლა­სიც, რო­მელ­შიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, გელა ჩარ­კვი­ა­ნი სწავ­ლობ­დნენ.

ვი­ღა­ცე­ბის­თვის ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა, უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის - კარ­გად ნაც­ნო­ბი ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა, რად­გა­ნაც თა­ვად გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს და გელა ჩარ­კვი­ანს ამის შე­სა­ხებ არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­უ­ყო­ლი­ათ.

"31 მარ­ტი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლი­სა და სკო­ლის მე­გობ­რის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, კარ­გი ლექ­სე­ბი ჰქონ­და. ორ­ჯერ ერ­თად ვი­ყა­ვით და­ჭე­რი­ლი. მახ­სოვს, მე, ჯონ­დო მეტ­რე­ვე­ლი და ჩვე­ნი ერთი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ვოვა სი­ხა­რუ­ლი­ძე ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით, ზვი­ა­დიც იქ ის­ვე­ნებ­და, ოღონდ ცალ­კე, სხვა­გან. ვოვა თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლებ­და, მე და ჯონ­დო კი მთე­ლი დღე ვსვამ­დით. ზვი­ა­დი რომ გა­მოგ­ვივ­ლი­და, და­იხ­რჩო­ბი­თო, ბრა­ზობ­და და სა­სე­ირ­ნოდ გავ­ყავ­დით..." - იხ­სე­ნებ­და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი kvirispalitra.ge -სთან.

პა­ტა­რა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი

გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს თვალ­სა­ჩი­ნო კლა­სი კი­დევ ერთხელ გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა. ალ­ბათ, მარ­თლა ბე­დის­წე­რა იყო, ამ­დე­ნი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის თბი­ლი­სის 47-ე სკო­ლის ერთ კლას­ში თავ­მოყ­რა. ისი­ნი თა­ვი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აზ­როვ­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბით და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ოც­ნე­ბით. თუმ­ცა მა­შინ არა­ვინ იცო­და, რომ გა­ვი­დო­და წლე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ფუძ­ვლი­ან კვალს და­ტო­ვებ­და.

ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უფ­როს ვაჟს, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­შია, ის გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დეს­პა­ნი გახ­ლავთ.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია:

- ზო­გა­დად, ამ კლას­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ იქ სწავ­ლობ­დნენ მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ერთი მხრივ, იზი­დავ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რია, მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გი და რა თქმა უნდა, აინ­ტე­რებ­დათ პო­ლი­ტი­კაც. ესე­ნი იყ­ვნენ "გორ­გას­ლი­ა­ნის ბი­ჭე­ბი“, რომ­ლებ­მაც 1956 წლის 9 მარ­ტის გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ თა­ვი­ან­თი ცნო­ბი­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბით გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. 9 მარ­ტის პრო­ტეს­ტი, მარ­თა­ლია, სტა­ლი­ნის კულ­ტის დაგ­მო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ აქ, რო­გორც ჩანს, კო­ლექ­ტი­ურ­მა არაც­ნო­ბი­ერ­მაც დიდი როლი ითა­მა­შა. არაც­ნო­ბი­ე­რად ეს იყო პრო­ტეს­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წარ­თმე­ვის გამო. ხალ­ხს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში რაც ჰქონ­და, ამ ახალ­გაზ­რდებ­მაც სწო­რედ ეს გა­შიფ­რეს, ის ძი­რი­თა­დი აზრი და­ი­ტა­ნეს იმ პროკ­ლა­მა­ცი­ა­ზე, რაც გა­ავ­რცე­ლეს.

ეპო­ქა­ლუ­რი კლა­სი

რო­გორც ვიცი, ისი­ნი ორ ნა­წი­ლად გა­იყ­ვნენ - ჯგუ­ფი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­თა­უ­რო­ბით, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე (პლე­ხა­ნოვ­ზე) ავ­რცე­ლებ­და პროკ­ლა­მა­ცი­ებს, მე­რაბ კოს­ტა­ვა და კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა - მარ­ჯვე­ნა­ზე (ვე­რი­სა და მთაწ­მინ­დის არე­ალ­ზე). რაც შე­ე­ხე­ბა პროკ­ლა­მა­ცი­ას, ის იმის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იყო, რომ კო­მუ­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ სას­ტი­კი სამ­სჯავ­რო ახ­ლოვ­დე­ბო­და, რომ იმ აქ­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გამ­ხდა­რი­ყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი! ისი­ნი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებ­დნენ გმირ უნ­გრელ ხალ­ხს, რამ­დე­ნა­დაც იმ პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა არ­მია უნ­გრეთ­ში შე­იჭ­რა და იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტის მცდე­ლო­ბა ჩა­ახ­შო.

- გარ­და ახალ­გაზ­რდე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სა, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ კი­დევ?

- ბი­ჭე­ბი ერ­თად ქე­ი­ფიც უყ­ვარ­დათ, ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­საც არ ღა­ლა­ტობ­დნენ. მათ შე­ეძ­ლოთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და კარ­გად მუ­ზი­ცი­რებ­დნენ. შემ­დეგ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და მე­რაბ კოს­ტა­ვა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში გა­და­ვიდ­ნენ...

მათ ჰქონ­დათ ასე­ვე სხვა­დას­ხვა ხუმ­რო­ბა. ერთ-ერთ ხუმ­რო­ბას ჰყავ­და 2 პერ­სო­ნა­ჟი, - ქუ­ჩუ­რი კულ­ტუ­რის მიმ­დე­ვა­რი - შა­ლი­კო და გო­გია. ბი­ჭე­ბი მათ­ზე ძი­რი­თა­დად სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს ყვე­ბოდ­ნენ. რა თქვა შა­ლი­კომ და რა უპა­სუ­ხა გო­გი­ამ. ამ იუ­მო­რით, რა თქმა უნდა, არა ბო­რო­ტად, თბი­ლი­სუ­რი ქუ­ჩუ­რი კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასა­ხი­ე­რებ­დნენ და გარ­კვე­უ­ლად აშარ­ჟებ­დნენ.

იმ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე "წყნე­თე­ლი ვი­რის“ სა­ხით სა­ტი­რუ­ლი ფი­გუ­რა შექ­მნეს. ის სამ­ხედ­რო პირი იყო, რო­მელ­მაც დიდ სი­მაღ­ლე­ებს მი­აღ­წია - ხელ­ში ჩა­იგ­დო უზარ­მა­ზა­რი იმ­პე­რი­ის მთა­ვარ­სარ­დლო­ბა. ვირს "ყა­ნე­უ­ლი" ერ­ქვა, ამა­ზეც წერ­დნენ რა­ღაც­ნა­ირ ეპოსს და დას­ცი­ნოდ­ნენ. "ყა­ნე­უ­ლი" რა­ღა­ცით ჰგავ­და დევს ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლი­დან "ჭინჭრა­ქა“... ამ­გვა­რად, ეს უწყი­ნა­რი ცხო­ვე­ლი ისეთ ფი­გუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს არ­მი­ას ჩა­უ­ყე­ნეს სა­თა­ვე­ში, რო­მელ­მაც შემ­დეგ ხელ­ში აიღო სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა...

ჯონ­დო მეტ­რე­ვე­ლი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში

ბა­ტო­ნი გე­ლას ერთი მო­ნა­თხრო­ბი მახ­სოვს - ამ კლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თად იყ­ვნენ სუფ­რა­ზე და მო­ეს­მათ მო­ცარ­ტის მუ­სი­კა და მა­შინ­ვე იც­ნეს. მათ შე­ეძ­ლოთ, მო­ეს­მი­ნათ მუ­სი­კა, არ სცოდ­ნო­დათ კომ­პო­ზი­ტო­რი და მისი ვი­ნა­ო­ბა გა­მო­ეც­ნოთ. ერთხე­ლაც, ერ­თად ყო­ფი­ლან, მო­ცა­ტი მო­უს­მე­ნი­ათ, მა­შინ­ვე გა­მო­უც­ნი­ათ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას კი უთ­ქვამს, მო­ცარ­ტი კარ­გია, მაგ­რამ "ჩაკ­რუ­ლო“ სა­ო­ცა­რი ნა­წარ­მო­ე­ბია მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვითმყო­ბა­დო­ბი­სო.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მათ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­თან?

- საკ­მა­ოდ თბი­ლი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. უბ­რა­ლოდ, შემ­დეგ ბა­ტო­ნი გუ­რა­მი მთლი­ა­ნად გა­და­ერ­თო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას აღარ შე­ხე­ბია, მაგ­რამ სხვა მხრივ, მათ შო­რის ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ გუ­რამ­მა არ მო­ინ­დო­მა, - ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ამ­დენს ვერ შევ­ძლე­ბო...

- პი­რა­დად თქვენ, რა ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ ბა­ტონ გუ­რამ­თან?

- ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. მე და ცოტ­ნემ 2019 წელს, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 80 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბას ვამ­ზა­დებ­დით, და­ვუ­რე­კეთ. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ გვი­თხრა, - ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი, კარ­გად არ ვარ და ვერ მო­ვა­ლო...

თუკი მის, რო­გორც მწერ­ლის, როლ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ზო­გა­დად ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი აქვს - მან თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი გვერ­დი ჩა­წე­რა იქ. შექ­მნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ზა და თან, რა­ღაც­ნა­ი­რი მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მის ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი...

***

ცნო­ბი­ლი კლა­სის თე­მას თუ გა­ვაგ­რძე­ლებთ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, გელა ჩარ­კვი­ანს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, ოღონდ, ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან მეშ­ვი­დე კლა­სი­დან მას ოჯახ­თან ერ­თად, მა­მის სამ­სა­ხუ­რის გამო სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში მო­უ­წია გა­დას­ვლა. თბი­ლის­ში როცა ჩა­მო­დი­ო­და, კლა­სე­ლებს ყო­ველ­თვის ნა­ხუ­ლობ­და.

"სამი წლის მერე რომ ჩა­მო­ვე­დი, ბი­ჭე­ბი მთაწ­მინ­და­ზე ავე­დით, ჩვე­ნი თა­ვე­ბი უკვე დი­დე­ბი გვე­გო­ნა და ცოტა ღვი­ნოც დავ­ლი­ეთ...

…1956 წელს, თბი­ლის­ში სტა­ლინ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი იყო, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩემი კლა­სე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ (იმ დროს მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ­დი), მათ­თვის მთა­ვა­რი თემა სტა­ლი­ნი კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გახ­ლდათ. თით­ქმის მთე­ლი ჩემი კლა­სი და­ა­პა­ტიმ­რეს, მათ შო­რის, გუ­რამ დო­ნა­ჩაშ­ვი­ლი... კი, გუ­რა­მიც ჩემი კლა­სე­ლი იყო, ოღონდ, მას შემ­დეგ გად­მო­ვი­და, რაც მე წა­ვე­დი. მოკ­ლედ, დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე გა­მო­სუ­ლი ხალ­ხი დახ­ვრი­ტეს, ჩემი კლა­სე­ლე­ბი კი და­ა­პა­ტიმ­რეს,“ - ყვე­ბო­და გელა ჩარ­კვი­ა­ნი წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "გზას­თან“ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ასე­თი კლა­სი და ამ­დე­ნი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის ერთ კლას­ში თავ­მოყ­რა შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ეს უდა­ოდ ღმერ­თის ნება იყო!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

კარგია, როდესაც დიდ ადამიანებს იხსენებენ...

a k a(დავითი)
24

1956 წლის 9 მარტის ღამე.2019 წლის 20 ივნისის ,,გავრილოვის ღ ა მ ე ს“, ს ი ს ა ს ტ ი კ ი თ(!), ძ ალ ი ა ნ გავს(!) ...განსხვავება ტყვიებში იყო ქ ვ ა ს ა ვ ი თ მაგარ რეზინის ტყვიებით, დამიზნებით ესროდნენ ასეულობით ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა, მშვიდობიან მომიტინგეს!!..მ ა შ ი ნ, 1 5 წლისანი ვიყავით, ჩემ ოთხ მეგობართან ერად; გ ო ჩ ა აბაშიძიე, დ ე ვ ი კაჭარავა, ზუ რ ა ბ ტატიშვილი, ტატუაშვილი და მე, - გ ო რ შ ი აღმოვჩნდით(!) კეთილ ბედისწერის გამო, საპროტესტო აქციაზე!! ... იმ სისხლინ ღამეს ორმა, თბილისამდე ვერ ჩამოაღწია მატარებელში ჩარჩნენ... სამნი, გზაში გადაღლილები და მშივრები სახლში ძლივს მივედით, ხ უ თ ი ვ ე გორში ყოფნამ გადაგვარჩინა! . 9 მარტის ღამეს, ნ ი კ ი ტ ა ხ რ უ შ ჩ ო ვ ი ს (კრემლის) ბრძანებით სტუდენტ - ახალგაზრდების მშვიდობიანი მიტინგი დ ა ხ ვ რ ი ტ ე ს, ნ ა მ დ ვ ი ლ(!!) ს ა ო მ ა რ (!) ტყვიებით!..ასობით ახალგაზრდა მოგვიკლეს რუსმა ს ო ლ დ ა ტ ე ბ მ ა !! სამწუხაროდ, ი ს ტ ო რ ი ა მეორდება!!! საქართველოს ყ ვ ე ლ ა (!) უბედურებაში ,,ეძ ე ბ ე თ , რ უ ს ე თ ი"!! საბედნიეროდ ხუთივე მეგობარმა მოვაღწიეთ ზ ვ ი ა დ ი ს საქართველოს დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ რესპუბლიკას!!! დღეს კი, მარტო მე დავრჩი ცოცხალი...--ამ ამბავმა გამახსენა ცნობილი მწერალი ალექსანდრე ჭ ე ი შ ვ ი ლ ი , რომელმაც ვერ გაუძლო კ რ ე მ ლ ი ს დაცინვა- დამცირებას ..და . მწერალთა დელეგაციასთან გერმანიაში ყოფნისას დ ა რ ჩ ა, 9 მარტის ტრაგედიის პროტესტის ნიშნად !!. - 1962 წელს, 58 წლის ასაკში..გარდაიცვალა ემიგრაციაში.. ალექსანდრე ჭე ი შ ვ ი ლ ი , ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მწერალთა კავშირმა და მ ა რ ქ ს ი ს ტ უ ლ მ ა ხელისუფლებამ, სამშობლოს მ ო ღ ა ლ ა ტ ე დ(!) გამოგვიცხადა!!,,ბევრია კარგი მწერალი, მაგრამ პ ა ტ რ ი ო ტ ი მწერლები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ცოტანი არიან, რომელბიც თვალს გვიხელენ და პრობლემებს ახლებურად გვიჩვენებენ...-- გავიხსენოთ, იქნებ ორიოდ სიტყვა შევაწიოთ, წინა თაობის დ ი ს ი დ ე ნ ტ პატრიოტ მწერლის ხსოვნას ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ

"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ

უდიდესი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება ძალიან დაამწუხრა, რადგანაც ამ ქვეყნიდან ქართული სიტყვის ოსტატი და დიდი ადამიანი წავიდა.

მწერალთან დაკავშირებით, ამ დღეებში ყველა თავის მოგონებას აცოცხლებს. გაიხსენეს გურამ დოჩანაშვილის კლასიც, რომელშიც ჩვენი საზოგადოების გამოჩენილი ადამიანები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ.

ვიღაცებისთვის ეს ინფორმაცია სიახლე აღმოჩნდა, უმრავლესობისთვის - კარგად ნაცნობი ამბის გახსენება, რადგანაც თავად გურამ დოჩანაშვილს და გელა ჩარკვიანს ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში მოუყოლიათ.

"31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით..." - იხსენებდა გურამ დოჩანაშვილი kvirispalitra.ge -სთან.

პატარა გურამ დოჩანაშვილი

გადავწყვიტეთ, ეს თვალსაჩინო კლასი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა. ალბათ, მართლა ბედისწერა იყო, ამდენი საოცარი ადამიანის თბილისის 47-ე სკოლის ერთ კლასში თავმოყრა. ისინი თავიდანვე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, განათლებით, მიზანდასახულებით და დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებით. თუმცა მაშინ არავინ იცოდა, რომ გავიდოდა წლები და თითოეული მათგანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვან და საფუძვლიან კვალს დატოვებდა.

ambebi.ge საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროს ვაჟს, კონსტანტინე გამსახურდიას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად დიპლომატიურ სამსახურშია, ის გერმანიაში საქართველოს დესპანი გახლავთ.

კონსტანტინე გამსახურდია:

- ზოგადად, ამ კლასზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ სწავლობდნენ მრავალმხრივი ინტერესის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც ერთი მხრივ, იზიდავდათ საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია, მუსიკა, ხელოვნების სხვადასხვა დარგი და რა თქმა უნდა, აინტერებდათ პოლიტიკაც. ესენი იყვნენ "გორგასლიანის ბიჭები“, რომლებმაც 1956 წლის 9 მარტის გამოსვლების შემდეგ თავიანთი ცნობილი პროკლამაციებით გაითქვეს სახელი. 9 მარტის პროტესტი, მართალია, სტალინის კულტის დაგმობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, კოლექტიურმა არაცნობიერმაც დიდი როლი ითამაშა. არაცნობიერად ეს იყო პროტესტი დამოუკიდებლობის წართმევის გამო. ხალხს ქვეცნობიერში რაც ჰქონდა, ამ ახალგაზრდებმაც სწორედ ეს გაშიფრეს, ის ძირითადი აზრი დაიტანეს იმ პროკლამაციაზე, რაც გაავრცელეს.

ეპოქალური კლასი

როგორც ვიცი, ისინი ორ ნაწილად გაიყვნენ - ჯგუფი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (პლეხანოვზე) ავრცელებდა პროკლამაციებს, მერაბ კოსტავა და კიდევ სამი ახალგაზრდა - მარჯვენაზე (ვერისა და მთაწმინდის არეალზე). რაც შეეხება პროკლამაციას, ის იმის მომასწავებელი იყო, რომ კომუნიზმის წინააღმდეგ სასტიკი სამსჯავრო ახლოვდებოდა, რომ იმ აქციის შემდეგ, საქართველო უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი! ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ გმირ უნგრელ ხალხს, რამდენადაც იმ პერიოდში საბჭოთა არმია უნგრეთში შეიჭრა და იქაური მოქალაქეების პროტესტის მცდელობა ჩაახშო.

- გარდა ახალგაზრდების პოლიტიკური მისწრაფებებისა, რას საქმიანობდნენ კიდევ?

- ბიჭები ერთად ქეიფიც უყვარდათ, ქართული სუფრის ტრადიციებსაც არ ღალატობდნენ. მათ შეეძლოთ ქართული სიმღერა და კარგად მუზიცირებდნენ. შემდეგ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდნენ...

მათ ჰქონდათ ასევე სხვადასხვა ხუმრობა. ერთ-ერთ ხუმრობას ჰყავდა 2 პერსონაჟი, - ქუჩური კულტურის მიმდევარი - შალიკო და გოგია. ბიჭები მათზე ძირითადად სასაცილო ამბებს ყვებოდნენ. რა თქვა შალიკომ და რა უპასუხა გოგიამ. ამ იუმორით, რა თქმა უნდა, არა ბოროტად, თბილისური ქუჩური კულტურის წარმომადგენლებს ასახიერებდნენ და გარკვეულად აშარჟებდნენ.

იმ პერიოდში ასევე "წყნეთელი ვირის“ სახით სატირული ფიგურა შექმნეს. ის სამხედრო პირი იყო, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია - ხელში ჩაიგდო უზარმაზარი იმპერიის მთავარსარდლობა. ვირს "ყანეული" ერქვა, ამაზეც წერდნენ რაღაცნაირ ეპოსს და დასცინოდნენ. "ყანეული" რაღაცით ჰგავდა დევს ცნობილი სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა“... ამგვარად, ეს უწყინარი ცხოველი ისეთ ფიგურად წარმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ უძლიერეს არმიას ჩაუყენეს სათავეში, რომელმაც შემდეგ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა...

ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი ბაკურიანში

ბატონი გელას ერთი მონათხრობი მახსოვს - ამ კლასის წარმომადგენლები ერთად იყვნენ სუფრაზე და მოესმათ მოცარტის მუსიკა და მაშინვე იცნეს. მათ შეეძლოთ, მოესმინათ მუსიკა, არ სცოდნოდათ კომპოზიტორი და მისი ვინაობა გამოეცნოთ. ერთხელაც, ერთად ყოფილან, მოცატი მოუსმენიათ, მაშინვე გამოუცნიათ, ზვიად გამსახურდიას კი უთქვამს, მოცარტი კარგია, მაგრამ "ჩაკრულო“ საოცარი ნაწარმოებია მუსიკალური კულტურის და განსხვავებული თვითმყობადობისო.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ გურამ დოჩანაშვილთან?

- საკმაოდ თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. უბრალოდ, შემდეგ ბატონი გურამი მთლიანად გადაერთო ლიტერატურაზე, პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ შეხებია, მაგრამ სხვა მხრივ, მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. როდესაც ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, გურამ დოჩანაშვილს განათლების მინისტრობა შესთავაზა, მაგრამ გურამმა არ მოინდომა, - ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ამდენს ვერ შევძლებო...

- პირადად თქვენ, რა ურთიერთობა გქონდათ ბატონ გურამთან?

- ძალიან ახლო ურთიერთობა არ მქონია. მე და ცოტნემ 2019 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიებას ვამზადებდით, დავურეკეთ. ძალიან გაუხარდა, მაგრამ გვითხრა, - ფეხზე ვერ ვდგები, კარგად არ ვარ და ვერ მოვალო...

თუკი მის, როგორც მწერლის, როლზე ვისაუბრებთ, ზოგადად ქართულ ლიტერატურაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს - მან თავისი განუმეორებელი გვერდი ჩაწერა იქ. შექმნა ინტელექტუალური პროზა და თან, რაღაცნაირი მაგიური რეალიზმის ქართული ვარიანტი...

***

ცნობილი კლასის თემას თუ გავაგრძელებთ, როგორც აღვნიშნეთ, გელა ჩარკვიანს ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ისინი კლასელები იყვნენ, ოღონდ, ექვსი წლის განმავლობაში, რადგან მეშვიდე კლასიდან მას ოჯახთან ერთად, მამის სამსახურის გამო საცხოვრებლად მოსკოვში მოუწია გადასვლა. თბილისში როცა ჩამოდიოდა, კლასელებს ყოველთვის ნახულობდა.

"სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, ბიჭები მთაწმინდაზე ავედით, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ...

…1956 წელს, თბილისში სტალინთან დაკავშირებული დემონსტრაციები იყო, ამ ყველაფერში ჩემი კლასელებიც მონაწილეობდნენ (იმ დროს მე საქართველოში არ ვცხოვრობდი), მათთვის მთავარი თემა სტალინი კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობა გახლდათ. თითქმის მთელი ჩემი კლასი დააპატიმრეს, მათ შორის, გურამ დონაჩაშვილი... კი, გურამიც ჩემი კლასელი იყო, ოღონდ, მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მე წავედი. მოკლედ, დემონსტრაციაზე გამოსული ხალხი დახვრიტეს, ჩემი კლასელები კი დააპატიმრეს,“ - ყვებოდა გელა ჩარკვიანი წლების წინ ჟურნალ "გზასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასეთი კლასი და ამდენი საოცარი ადამიანის ერთ კლასში თავმოყრა შემთხვევითობა არ უნდა ყოფილიყო, ეს უდაოდ ღმერთის ნება იყო!

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა