საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცია გრძელ­დე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰე­სის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, გუ­მათ­ში არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. ისი­ნი ნა­მახ­ვან­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას ითხო­ვენ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ აძ­ლე­ვენ.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ რა­ო­დე­ნო­ბის, საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს ხე­ო­ბა­ში ვერ შე­უშ­ვე­ბენ.

შე­ზღუდ­ვის გამო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ად­გილ­ზე კა­რავს შლი­ან.

ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის თქმით, შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი ლო­კა­ცია, სა­დაც მო­ქალ­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ დროს კა­რავ­ში დარ­ჩნენ. ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა კომ­პა­ნი­ის მი­მარ­თა­ვას და გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა მხა­რეს შეხ­ვდე­ბი­ან და შე­ის­წავ­ლი­ან.

„ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ დი­რექ­ტო­რი მე­რაბ ლო­მი­ნა­ძე პო­ლი­ცი­ას სთხოვს, და­იც­ვას კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და მათი ოჯა­ხის წევ­რებს პრო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის სა­ხე­ლით უკავ­შირ­დე­ბი­ან და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან.

„ვთხოვ პო­ლი­ცი­ას, და­იც­ვას ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­ხალ­ხო დამ­ცველს კი - მათი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლის­კენ მო­ვუ­წო­დებ. დღეს „ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ე­ბი და იმ ადა­მი­ან­თა მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. მათ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს პრო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის სა­ხე­ლით უკავ­შირ­დე­ბი­ან და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემთ მსგავს ფაქ­ტებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ამ სა­კი­თხი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ნორ­ვე­გი­ულ - თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის „ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ ახ­ლად­და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ.

მისი თქმით, 3 აპ­რილს სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, დრო ვერ გა­მო­ნა­ხა, შეხ­ვედ­რო­და „ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ მე­ნე­ჯმენ­ტსა და თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე თვეა, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა ერთი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის" პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ დი­რექ­ტორ­მა მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას 3 აპ­რი­ლი­დან შე­უდ­გა, პირ­ვე­ლი­ვე სა­მუ­შაო დღეს­ვე შეხ­ვდა პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ჯგუფს და მათ დი­ა­ლო­გის გზით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის წევრთა ნა­წილ­მა დღეს კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის ხელ­შეშ­ლა სცა­და, რის გა­მოც პრო­ცეს­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ჩარ­თვა გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მე­რაბ ლო­მი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც რა­დი­ო­კავ­ში­რის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, და­ვი­წყოთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ხე­ო­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის. ამა­ვე დროს, კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ „ენკა რი­ნი­უ­ებლზი“ არ და­ი­წყებს "ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის" ძი­რი­თა­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის, მათ შო­რის, კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბას, სა­ნამ არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძი­რი­თა­დი კვლე­ვე­ბის ვა­ლი­და­ცია“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, პო­ლი­ცი­ის მიერ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სიგ­ნა­ლის ჩამხშო­ბი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა რთულ რე­ლი­ე­ფურ მდე­ბა­რე­ო­ბის და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის მი­ზე­ზით გან­თავ­სდა.

„უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, უკვე მე­ო­რე დღეა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. გარ­და ამი­სა, ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, პო­ლი­ცი­ის მიერ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სიგ­ნა­ლის ჩამხშო­ბი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­და, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, მიმ­დი­ნა­რე წლის 3 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შიც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა რა­დი­ო­კავ­ში­რის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა წარ­მო­ად­გენს შიდა რა­დი­ო­კავ­ში­რის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზმს, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს ფი­ჭურ და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას­თან, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფებს შო­რის რა­დი­ო­კავ­ში­რის (რა­ცი­ით კავ­ში­რის) გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის მიზ­ნით. რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა რთულ რე­ლი­ე­ფურ მდე­ბა­რე­ო­ბის და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის მი­ზე­ზით გან­თავ­სდა.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 25-ე და 26-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა დრო­ე­ბით ძა­ლა­ში რჩე­ბა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბი და სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ გას­ცდნენ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს.

აქვე, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოფს, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ გას­ცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს“ , - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
14

შსს-S რა ელვის სისწრაფით შლიდით კომენტარებს თქვენს გვერდზე - პოსტზე:D :D

 

 

გიორგი
16

ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან საქართველოსთვის... ჰიდროკასკადებმა ეკოლოგია რომ არ მოსპონ, წარმოქმნილმა ღვარცოფებმა რომ არ ჩაიტანოს ხმელეთი მდინარესა და ზღვაში, ღამით რომ არ მოუწიოს მოსახლეობას აყრა ტალღის ღრიალის ხმაში... ესაა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფრანგების აშენებული (ჰიპოთეტურად) ბირთვული სადგური. ესაა საქართველოს ენერგეტიკული მომავალი ამ უახლოეს 50 წელიწადში. ფუკუსიმასა და ჩერნობილზე ვისაც ექავება ენები, მეპაექროს, არგუმენტები დაუჟანგდება.

ავტორი:

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამახვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ რაოდენობის, საფრთხეების თავიდან აცილების გამო, ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ.

შეზღუდვის გამო აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ადგილზე კარავს შლიან.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნება ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, „კომენდანტის საათის“ დროს კარავში დარჩნენ. ადგილზე მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გამოეხმაურა კომპანიის მიმართავას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და შეისწავლიან.

„ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე პოლიციას სთხოვს, დაიცვას კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.

მისი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

„ვთხოვ პოლიციას, დაიცვას ჩვენი თანამშრომლების ფიზიკური უსაფრთხოება, სახალხო დამცველს კი - მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოვუწოდებ. დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს“, - განაცხადა ნორვეგიულ - თურქული კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ახლადდანიშნულმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

მისი თქმით, 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

"ნამახვანი ჰესის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, რომელიც უფლებამოსილებას 3 აპრილიდან შეუდგა, პირველივე სამუშაო დღესვე შეხვდა პროტესტის მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ჯგუფს და მათ დიალოგის გზით თანამშრომლობა შესთავაზა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯგუფის წევრთა ნაწილმა დღეს კომპანიის თანამშრომლების მუშაობისთვის ხელშეშლა სცადა, რის გამოც პროცესში სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა გახდა აუცილებელი.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის მონაწილეებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხეობის უკეთესი მომავლისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ენკა რინიუებლზი“ არ დაიწყებს "ნამახვანი ჰესის" ძირითადი ნაგებობების, მათ შორის, კაშხლის მშენებლობას, სანამ არ განხორციელდება ძირითადი კვლევების ვალიდაცია“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით, საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა.

„უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულნი. გარდა ამისა, ადგილზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ინფრასტრუქტურაც.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა.

რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, უზრუნველყოფს, თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“ , - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის

სად და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ისრაელში დასაქმების მსურველებმა? - რეგისტრაცია დღეს დაიწყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"