მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ
რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი იმი­თიც არის მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, რომ უმე­ტე­სო­ბა ჩვენ­განს სწო­რედ ამ დროს ეძ­ლე­ვა რე­ა­ლუ­რი შან­სი, წა­ვი­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ; იცხოვ­როს, ის­წავ­ლოს და გახ­დეს რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი; გა­მოს­ცა­დოს სა­კუ­თა­რი თავი ახალ და უცხო გა­რე­მო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა თან ახა­ლი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნოს.

ამ შანსს ყვე­ლა პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვაძ­ლევს. გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც წესი, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია ხოლ­მე გა­მო­ტა­ნი­ლი.

უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­თან ერ­თად ამ გვერ­დზე აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბი იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სრულ სიას, რაც აპ­ლი­კან­ტმა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

ამ სტა­ტი­ა­ში მო­გიყ­ვე­ბით, თუ რა უნდა იცო­დე, ზო­გა­დად, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ.

მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია

რო­გორც წესი, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის­თვის სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ შე­მოდ­გო­მა­ზე და გა­ზა­ფხულ­ზე ხდე­ბა; აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­დარ­ჩე­ვა და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ერთ თვემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო და­ზუს­ტე­ბულ პა­სუხს აპ­ლი­კან­ტი სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე 2-3 თვით ადრე იღებს ზა­ფხულ­ში.

ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის სია, რო­მელ­საც ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ითხოვს, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

· ცნო­ბა სტუ­დენ­ტო­ბის შე­სა­ხებ;

· ნიშ­ნე­ბის ფურ­ცე­ლი;

· ენის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა (რო­გორც წესი, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს ან TOEFL ან IELTS არის ხოლ­მე). ამ­გვა­რი ცნო­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი ატა­რებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­სა­უბ­რე­ბას/ტეს­ტი­რე­ბას აპ­ლი­კან­ტის ენის ცოდ­ნის დო­ნის გან­სა­ზღვრე­ლად;

· CV Europass-ის ფორ­მატ­ში (იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­გაქვთ გა­ნა­ცხა­დი);

· სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი.

აპ­ლი­კან­ტე­ბი შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ირ­ჩე­ვი­ან: ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დონე, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და GPA; სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლის გარე აქ­ტი­ვო­ბე­ბი (ტრე­ნინ­გე­ბი, კურ­სე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ო­ბა და ა.შ.) და მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას კო­მი­სი­ა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა

თუკი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის შერ­ჩე­ვის ეტა­პე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რე, შემ­დე­გი გა­მოწ­ვე­ვის დრო დგე­ბა: კარ­გად გა­არ­კვიე, რას და რამ­დე­ნით აფი­ნან­სებს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა და რო­დის რი­ცხავს ის თან­ხას. ასე­ვე, პა­სუ­ხის ლო­დი­ნის პე­რი­ოდ­ში მო­ძებ­ნე სა­ცხოვ­რებ­ლის ფა­სე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს.

სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე 1 თვით ადრე სა­ცხოვ­რებ­ლის მო­ძებ­ნა დის­ტან­ცი­უ­რად ფან­ტას­ტი­კის სფე­როა, ამი­ტო­მაც და­ი­წყე შერ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, რათა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი გან­ხი­ლუ­ლი გქონ­დეს. სა­ცხოვ­რებ­ლის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან სი­ახ­ლო­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­თაც არის, რომ არ და­გე­ხარ­ჯოს ზედ­მე­ტი თან­ხა და დრო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლო­ჯის­ტი­კა

შე­გიძ­ლია თუ არა მარ­ტო ცხოვ­რე­ბა? აქ არ არის სა­უ­ბა­რი ერთ ან ორ დღე­ზე და შემ­წვა­რი კვერ­ცხით ან სო­სი­სით თა­ვის გა­ტა­ნა­ზე. რამ­დე­ნად შეძ­ლებ თუნ­დაც სა­ყიდ­ლე­ბის და­ორ­გა­ნი­ზე­ბას ისე, რომ მთელ 1 ან 2 კვი­რა­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლო პრო­დუქ­ტე­ბი? შე­გიძ­ლია თუ არა უმარ­ტი­ვე­სი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა? სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ჩარ­თვა? გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ონ­კა­ნის შე­კე­თე­ბა?

გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა ერთი მხრივ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შანსს გვთა­ვა­ზობს, გა­ვა­ტა­როთ და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი, თუმ­ცა ამ და­უ­ვი­წყარ დღე­ებს თა­ვი­სი ფასი აქვს: ამ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გე­მა­ტე­ბა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ხვდე­ბი, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მა არ გქო­ნია, სა­ნამ მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­დი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბიც სტუ­დენ­ტუ­რი თავ­გა­და­სავ­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოს­ცა­დო და შენი სტუ­დენ­ტო­ბაც 100%-ით სრულ­ყო­ფი­ლად აქ­ციო.

ამა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს უამ­რავ გაც­ვლით პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. შე­მო­ხა­ზე 115, ისარ­გებ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით

აირ­ჩიე 115 - კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად და მი­ი­ღე 100 ლა­რი­ა­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია პირ­ველ სე­მესტრში+ ლეპ­ტო­პი;

100% ან 70%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მფლო­ბელ სტუ­დენტს - CIU გრან­ტი + ლეპ­ტო­პი + 100 ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია პირ­ველ სე­მესტრში;

მე­ო­რე პრი­ო­რი­ტე­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღე 100 ლა­რი­ა­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია პირ­ველ სე­მესტრში ან ლეპ­ტო­პი;

მე­ო­რე სე­მესტრი­დან წინა სე­მესტრის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­პო­ვე 100%-იანი, 50% -იანი ან 20%-იანი სტი­პენ­დია (სე­მესტრუ­ლი სა­ფა­სუ­რის ოდე­ნი­ბით).

გა­ი­გე უფრო მეტი CIU-ს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ვებ­ვერ­დზე.

NS

ავტორი:

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

უმაღლეს სასწავლებელში სწავლების პერიოდი იმითიც არის მიმზიდველი და საინტერესო, რომ უმეტესობა ჩვენგანს სწორედ ამ დროს ეძლევა რეალური შანსი, წავიდეს საზღვარგარეთ; იცხოვროს, ისწავლოს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი; გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ და უცხო გარემოში და საქართველოში დაბრუნებულმა თან ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები ჩამოიტანოს.

ამ შანსს ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი გვაძლევს. გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როგორც წესი, უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაშია ხოლმე გამოტანილი.

უცხოური უნივერსიტეტების ჩამონათვალთან ერთად ამ გვერდზე აუცილებლად შეხვდები იმ აუცილებელი დოკუმენტების სრულ სიას, რაც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდე, ზოგადად, გაცვლითი პროგრამების შესახებ.

მოწესრიგებული დოკუმენტაცია

როგორც წესი, გაცვლითი პროგრამებისთვის საბუთების მიღება წელიწადში ორჯერ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხდება; აპლიკაციების გადარჩევა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ერთ თვემდე მიმდინარეობს, ხოლო დაზუსტებულ პასუხს აპლიკანტი სწავლის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე იღებს ზაფხულში.

ძირითადი დოკუმენტების სია, რომელსაც ყველა უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს, ასე გამოიყურება:

· ცნობა სტუდენტობის შესახებ;

· ნიშნების ფურცელი;

· ენის დამადასტურებელი ცნობა (როგორც წესი, ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში ეს ან TOEFL ან IELTS არის ხოლმე). ამგვარი ცნობის არქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას/ტესტირებას აპლიკანტის ენის ცოდნის დონის განსაზღვრელად;

· CV Europass-ის ფორმატში (იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში შეგაქვთ განაცხადი);

· სამოტივაციო წერილი.

აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევიან: ინგლისური ენის ცოდნის დონე, აკადემიური მოსწრება და GPA; სტუდენტობის პერიოდში უმაღლეს სასწავლებლის გარე აქტივობები (ტრენინგები, კურსები, მოხალისეობა და ა.შ.) და მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას კომისიაზე დიდ გავლენას ახდენს.

ფინანსების მართვა

თუკი გაცვლითი პროგრამის შერჩევის ეტაპები წარმატებით გაიარე, შემდეგი გამოწვევის დრო დგება: კარგად გაარკვიე, რას და რამდენით აფინანსებს გაცვლითი პროგრამა და როდის რიცხავს ის თანხას. ასევე, პასუხის ლოდინის პერიოდში მოძებნე საცხოვრებლის ფასები უმაღლეს სასწავლებელთან რაც შეიძლება ახლოს.

სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე საცხოვრებლის მოძებნა დისტანციურად ფანტასტიკის სფეროა, ამიტომაც დაიწყე შერჩევა რამდენიმე თვით ადრე, რათა ყველა ვარიანტი განხილული გქონდეს. საცხოვრებლის უმაღლეს სასწავლებელთან სიახლოვე კატეგორიულად მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ არ დაგეხარჯოს ზედმეტი თანხა და დრო საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დამოუკიდებლობის ლოჯისტიკა

შეგიძლია თუ არა მარტო ცხოვრება? აქ არ არის საუბარი ერთ ან ორ დღეზე და შემწვარი კვერცხით ან სოსისით თავის გატანაზე. რამდენად შეძლებ თუნდაც საყიდლების დაორგანიზებას ისე, რომ მთელ 1 ან 2 კვირაზე გადაანაწილო პროდუქტები? შეგიძლია თუ არა უმარტივესი კერძის მომზადება? სარეცხი მანქანის ჩართვა? გაფუჭებული ონკანის შეკეთება?

გაცვლითი პროგრამა ერთი მხრივ, არაჩვეულებრივ შანსს გვთავაზობს, გავატაროთ დაუვიწყარი დღეები, თუმცა ამ დაუვიწყარ დღეებს თავისი ფასი აქვს: ამ პერიოდში იმდენი ვალდებულება გემატება, ძალაუნებურად, ხვდები, რამდენი პრობლემა არ გქონია, სანამ მშობლებთან ცხოვრობდი.

საერთო ჯამში, გაცვლითი პროგრამებიც სტუდენტური თავგადასავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც აუცილებლად უნდა გამოსცადო და შენი სტუდენტობაც 100%-ით სრულყოფილად აქციო.

ამაში აუცილებლად დაგეხმარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს უამრავ გაცვლით პროგრამას სთავაზობს ევროპის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. შემოხაზე 115, ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით

აირჩიე 115 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში+ ლეპტოპი;

100% ან 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტს - CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანი სტიპენდია პირველ სემესტრში;

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღე 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი;

მეორე სემესტრიდან წინა სემესტრის შედეგების მიხედვით მოიპოვე 100%-იანი, 50% -იანი ან 20%-იანი სტიპენდია (სემესტრული საფასურის ოდენიბით).

გაიგე უფრო მეტი CIU-ს გაცვლითი პროგრამების შესახებ ვებვერდზე.

NS

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."

კომუნალურების ონლაინ გადახდა სფეისის აპლიკაციით ანუ გზა ცხოვრების გამარტივებისაკენ