მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა
"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო „ლოკ­და­უ­ნი“ არ იგეგ­მე­ბა.

კი­თხვა­ზე, ხომ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დეს, გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ტე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მოხ­დეს.

„ამ ეტაპ­ზე ფარ­თო „ლოკ­და­უ­ნი“ არ იგეგ­მე­ბა, უფრო მე­ტიც - ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მოხ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ტე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა, რად­გან ყვე­ლას გვეს­მის, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­ზღუდ­ვებს ქვე­ყა­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი და ბიზ­ნე­საქ­ტი­ვო­ბე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ი­ტანს, ამ­დე­ნად ძა­ლი­ან სწრა­ფად წერ­ტი­ლო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­უ­რი სუ­რა­თი ნამ­დვი­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

„შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­სა და კონ­კრე­ტულ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში. ამ­დე­ნად დღეს ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­გილ­ზე ლო­კა­ლი­ზე­ბა. ამის მე­ქა­ნიზ­მი არის ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა და ასე­ვე ნიღ­ბე­ბის და ყვე­ლა იმ წე­სე­ბის დაც­ვა, რაც და­წე­სე­ბუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით ვცდი­ლობთ, რომ ლო­კა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს ამ გზე­ბით, შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია რო­გორც გან­ვი­თარ­დე­ბა, ამის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ეპი­დე­მი­ას ეს­კა­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 3000-ზე მეტი სა­წო­ლი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რათა ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლი მზად იყოს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1685 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში, რო­მელ­თა­გან 67 პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

ამას­თა­ნა­ვე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც.

„ახალ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არის 529 შემ­თხვე­ვა ანუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო რჩე­ბა. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არის 1,8%, 7-დღი­ა­ნი და­დე­ბი­თო­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 1,73% - ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად იმა­ტებს, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტესტრე­ბის პროგ­რა­მის აქ­ტი­უ­რი გაგ­რძე­ლე­ბა, 24 ათა­სი ტეს­ტი იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და უკვე იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის, უფრო ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა, გუ­რი­ა­ში არის უკვე აქ­ტი­უ­რად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რებს, 1685 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა კლი­ნი­კებ­ში ამ დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, აქე­დან 325 პა­ცი­ენ­ტი არის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 67 - არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 3000-ზე მეტი სა­წო­ლი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა თუ იქ­ნე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლი იყოს მზად,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში: იგო­ეთ­ში, სამ­თა­ვის­სა და ქვე­მო ჭა­ლა­ში პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნი­შუ­ლი სოფ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემსვლელ და გა­მომ­სვლელ მო­ქა­ლა­ქე­ებს ად­გილ­ზე უტარ­დე­ბათ თერ­მოსკრი­ნინ­გი, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტეს­ტი­რე­ბა.

შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნის სამ სო­ფელ­სა და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სოფ­ლებ­ში შეს­ვლა-გა­მოს­ვლა არ იზღუ­დე­ბა და არ წეს­დე­ბა სხვა მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ატა­რონ პირ­ბა­დე და და­ე­მორ­ჩი­ლონ არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს.

შსს-ის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად სო­ფელ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად პატ­რუ­ლი­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ე­მორ­ჩი­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
b
1

35.6C)))))))))))

ზვიო
5

აღდგომის დღეს კომენდატის საათსაც მოხსნით და ხალხიც გავა საფლავებზე. ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა პირბადის ტარებაზე საუბრობთ ყველას უკეთია პირბადე ის უფრო უარესია ზოს პირბდა ძუნძგლინი რო უკეთია უფრო დავირუსდება ერთი პიბადით მოვედი დღემდე წელიწადი და ორი თვეა ოღონდ ყოველ საღამოს ვრეცხავ და ეგაა.

ავტორი:

"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა

"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

კითხვაზე, ხომ არის მოსალოდნელი, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, გაბუნია ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს.

„ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა.

„შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამდენად დღეს ჩვენთვის მთავარი არის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზება. ამის მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბების და ყველა იმ წესების დაცვა, რაც დაწესებულია. ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოხდეს ამ გზებით, შემდეგ სიტუაცია როგორც განვითარდება, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუშვებელია, რომ ეპიდემიას ესკალაციის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 1685 პაციენტი რჩება კლინიკაში, რომელთაგან 67 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საყურადღებო რჩება ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელიც.

„ახალდადასტურებული შემთხვევა 24 საათის განმავლობაში არის 529 შემთხვევა ანუ შემთხვევების რაოდენობა საყურადღებო რჩება. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 1,8%, 7-დღიანი დადებითობის საშუალო მაჩვენებელი არის 1,73% - ესეც გარკვეულწილად იმატებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ტესტრების პროგრამის აქტიური გაგრძელება, 24 ათასი ტესტი იყო ჩატარებული გასული 24 საათის განმავლობაში და უკვე იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო აქტიური ტესტირების, უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამა, გურიაში არის უკვე აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება სტაციონარებს, 1685 პაციენტი იმყოფება კლინიკებში ამ დილის მდგომარეობით, აქედან 325 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 67 - არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მატება თუ იქნება, სამედიცინო ქსელი იყოს მზად,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. უწყების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

მათივე ცნობით, აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტესტირება.

შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

შსს-ის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო