საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები
"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

მე­დი­ა­ცი­ის მო­რი­გი რა­უნ­დი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი მხა­რე­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ოპო­ზი­ცი­აც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლას ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ. მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ცხად­და ხელ­მო­უ­წე­რე­ლი, შვე­დი მე­დი­ა­ტო­რის ხუ­თპუნ­ქტი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი, სა­თა­უ­რით - "სა­მო­მავ­ლო გზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, რო­მელ­შიც არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა მე­დი­ას­თან საკ­მა­ოდ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და მი­ა­ნიშ­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი უნდა წა­ვიდ­ნენ კომ­პრო­მის­ზე და გა­უმკლავ­დნენ ამ გა­მოწ­ვე­ვებს. რო­გორც უკვე ვთქვი, კომ­პრო­მი­სი არის სიძ­ლი­ე­რე და არა სი­სუს­ტე. ევ­რო­პუ­ლი მის­წა­ფე­ბებს სჭირ­დე­ბა კომ­რო­მი­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პარ­ტი­ის­გან, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­მო­იყ­ვა­ნოს კრი­ზი­სი­დან. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­ღალ ამ­ბი­ცი­ებ­თან ერ­თად, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­დის. სამ­წუ­ხარდ, მა­გი­დას­თან დღეს არ ყო­ფი­ლა მზა­ო­ბა, რომ მიღ­წე­უ­ლი­ყო კომ­პრო­მი­სი“".

რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ ნა­ბი­ჯე­ბი და­სავ­ლე­თის მხრი­დან, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. მა­ნამ­დე კი, ვინ ჩა­შა­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ვინ იყო მე­ტად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, ვის და რა­ტომ გა­უ­ჭირ­და კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ambebi.ge-ს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი უამ­ბობს, რო­მე­ლიც ასე­ვე ეს­წრე­ბო­და მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რე­ა­ლუ­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ვინც იყო, ეს არის ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მზად იყო ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბის­თვის. ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. და­ნარ­ჩე­ნი, "ოც­ნე­ბაც“ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­და, ოპო­ზი­ცი­აც, არც იმის­კენ ვარ და არც ამის­კენ, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად ვი­ტყვი, რა­საც ვხე­დავ­დი და ვის­მენ­დი.

და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ დო­კუ­მენ­ტი დადო და­ნი­ელ­სონ­მა, ეს არც "ოც­ნე­ბის“ იყო, არც "ნაც­მო­სი". კუ­ლუ­ა­რებ­ში თუ რამე იყო, არ ვიცი, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დე­ნი­ელ­სონ­მა დაგ­ვი­დო ტექ­სტი და გვი­თხრა, - ეს არის ჩემი დო­კუ­მენ­ტი და მას­ზე ხელ­მო­წე­რის­კენ მო­გი­წო­დებთ, ახლა წა­ი­კი­თხეთ, გა­ე­ცა­ნით და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­ის­თვის არ გა­ავ­რცე­ლო­თო. თუმ­ცა ეს თქვა თუ არა, 15 წუთ­ში მე­დი­ას უკვე ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია დო­კუ­მენტზე. ერ­თა­დერ­თი, ვინც მას­ზე ხელს აწერ­და, იყო ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, მეც - თა­ვის­თა­ვად.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ბობ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმე­ბით ჩვენ­თვის პუნ­ქტე­ბი მი­სა­ღე­ბია და ხელს მო­ვა­წერთ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე შე­ნიშ­ვნა გვაქ­ვსო. ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, - სა­ერ­თოდ არ მო­ვა­წერთ ხელ­სო. და­ნარ­ჩე­ნი, სხვებ­მა გა­და­წყვი­ტონ, ვინ ნაკ­ლებ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იყო და ვინ - მე­ტად. ვთქვი და ვი­მე­ო­რებ, რომ ამ შე­თან­ხმე­ბის ჩაშ­ლა დიდი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მე იქ ვთქვი, რომ ერ­თის მხრივ, "ოც­ნე­ბა“ უნდა და­თან­ხმდეს, რომ რუ­რუ­აც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და თუ კომ­პრო­მი­სი გვინ­და,“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ეს იქ­ნე­ბა კომ­პრო­მი­სი-მეთ­ქი. მე­ო­რეს მხრივ, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კომ­პრო­მი­სი იქ­ნე­ბო­და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე უა­რის თქმა. იქაც ვთქვი და აქაც ვი­ტყვი, რომ ოდი­რის დას­კვნის შემ­დეგ, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა არის უბ­რა­ლოდ ახი­რე­ბა და კაპ­რი­ზი. ეს არც იყო გან­ხი­ლუ­ლი, დე­ნი­ელ­სო­ნის დო­კუ­მენ­ტში პირ­და­პირ ეწე­რა, რომ ოდი­რის დას­კვნის მი­ხედ­ვით, 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში დარ­ღვე­ვე­ბიც იყო, ეს იყო, ის იყო, მაგ­რამ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს სა­ფუძ­ვე­ლი არ აქ­ვსო. ვთქვი, თუ რამე გვინ­და და­ვამ­ტკი­ცოთ, აგერ, ოქ­ტომ­ბერ­ში მო­დის თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და ვა­ნა­ხოთ ყვე­ლას, რა ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბიც ვართ, ეს იქ­ნე­ბო­და რე­ა­ლუ­რი კი არა და, ორ­მხრი­ვი კომ­პრო­მი­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო რუ­რუ­ას სა­კი­თხის დათ­მო­ბა, ოპო­ზი­ცი­ის­თვის კი - არ­ჩევ­ნე­ბი. "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ასე­თი კი­თხვა და­ის­ვა, - ჩვენ რომ რუ­რუ­ას საქ­მე­ზე უკან და­ვი­ხი­ოთ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან, თა­ნახ­მა თუ ხართ და ხელს თუ მო­ა­წერთ დო­კუ­მენტსო? ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხი იყო - არა. ახლა, ყვე­ლამ თა­ვი­სი დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნოს, ვინ ჩა­შა­ლა ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა და შო­კო­ლა­დი იყო, ასე არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს კი­თხვაც და­ის­ვა თა­ლაკ­ვა­ძის მხრი­დან, ჩვენ რომ ეს დავ­თმოთ, ხელს მო­ა­წერ­თო? ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო ის სა­კი­თხი, რო­მელ­საც ფეხს არა­ვინ უც­ვლი­და.

რა თქმა უნდა, და­ნი­ელ­სო­ნის გა­და­სა­ხე­დი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ამი­ტო­მაც თქვა, რაც თქვა. და­ნი­ელ­სონს გაბ­რა­ზე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს, მაგ­რამ სა­ხე­ზე ეხა­ტა, ჩვენ­ნა­ი­რი ჯი­უ­ტი და უკომ­პრო­მი­სო ხალ­ხი რომ არ უნა­ხავს, ხალ­ხი, ვი­საც ქვე­ყა­ნა და სა­ხელ­მწი­ფო არ ადარ­დებს. ჩვენ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ არ დარ­ჩა, ეს ცხა­დია. მე­დი­ა­ტო­რი და­ნი­ელ­სო­ნი ყვე­ლა შეხ­ვედ­რის წინ გვე­უბ­ნე­ბო­და, თქვენს პარ­ტი­ულ და პი­რად ინ­ტე­რეს­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სიო. ზუს­ტად სა­პი­რის­პი­რო და­ი­ნა­ხა ამ კაც­მა, რაც სა­მარ­ცხვი­ნო იყო”.

არის თუ არა სა­ი­მი­სო რე­სურ­სი, რომ მხა­რე­ე­ბი კვლავ დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ამა­ზე ალე­კო ელი­საშ­ვილს პა­სუ­ხი არ აქვს:

"ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ბას­ტი-ბუბუ და მათ, ვინც მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, კაპ­რი­ზე­ბი რომ აქვთ და ფე­ხებს აბა­კუ­ნე­ბენ, უბ­რა­ლოდ, ლა­რის კურ­სი იკი­თხონ, იკი­თხონ, ხალ­ხს ლუკ­მა-პური თუ აქვს სახ­ლში, რო­გორ გა­აქვთ თვი­დან-თვემ­დე თავი პენ­სი­ო­ნე­რებს. იმ პო­ლი­ტი­კო­სებს აწყო­ბი­ლი აქვთ ცხოვ­რე­ბა და ხალ­ხი რაში ანაღ­ვლებთ? ამა­შია საქ­მე. ნა­ხე­ვა­რი წელი გა­ვი­და, რაც ამ კრი­ზის­ში ვართ და მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ შეს­ვლა­ზეა ლა­პა­რა­კი. თუ არა ქვეყ­ნის სი­ძულ­ვი­ლი და ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის, ბო­დი­ში და, ფეხ­ზე და­კი­დე­ბა, მეტი ამას რა ჰქვია? ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბი გულ­თან თუ მი­გაქვს, კე­თი­ლი ინე­ბე და ისი­ნი შენს კაპ­რი­ზებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნე. აქამ­დე ეს არ მეს­მო­და, ახლა კი შიგ­ნი­დან ვუ­ყუ­რებ იმას, რო­გორ არ უყ­ვართ ქვე­ყა­ნა. მარ­ტო იმა­ზე არი­ან ჩა­ციკ­ლუ­ლე­ბი, რაც მე მჭირ­დე­ბა, ის უნდა გა­ვი­ტა­ნო, რაც ქვე­ყა­ნას, ის კი არა. ასეთ დამ­შე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ნა­ხე­ვა­რი წელი იმა­ზე უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ, პარ­ლა­მენ­ტში შე­დი­ხარ, თუ არ შე­დი­ხარ? ვერ ბე­და­ვენ და ნუ ბე­და­ვენ, იყ­ვნენ, რო­გორც არი­ან, აგერ, ჩვენ გავ­ბე­დეთ და შე­ვე­დით და ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ვართ“.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
367

შე ცალტვინა ელასაშვილო -ამათ თუ დღეს ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა გაუკეთე... 4 წელიშადში ესენი - საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს გააუქმებენ - ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ა დ , ან ისეთ დღეში ჩააგდებენ კრემლის დირექტივებით, რომ - ვ ე რ ა ნ ა ი რ ი რეფორმა რომ ვერ ამოიყვანეს იმ რუსული ჭ ა ო ბ ი დ ა ნ, სადაც მიდიან 2012 წლიდან ... და სწორად ეს რომ ა რ გესმის - რა პოლიტიკოსი შენ ხარ?! ან... 

რატი
68

საერთოდ რატომ ხდება ამ მავნებლებზე და უვარგისებზე ამხელა ყურადღების გამახვილება, იყონ ქუჩაში და სექტანტებივით იყვირონ. ელისაშვილს კი წარმატებას ვუსურვებ, დიდად არც მისი მჯერა, მაგრამ ამათ ნამდვილად აჯობებს, თუ არ შეიცვალა დროთა განმავლობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები

მედიაციის მორიგი რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი მხარეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მოლაპარაკების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაცხადდა ხელმოუწერელი, შვედი მედიატორის ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, სათაურით - "სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე. მოლაპარაკების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა მედიასთან საკმაოდ განცხადება გააკეთა და მიანიშნა, რომ "საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“".

რა იქნება შემდეგ ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მანამდე კი, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება, ვინ იყო მეტად კონსტრუქციული, ვის და რატომ გაუჭირდა კომპრომისზე წასვლა, ამ ყველაფერზე ambebi.ge-ს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი უამბობს, რომელიც ასევე ესწრებოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებას.

ერთადერთი, რეალურად კონსტრუქციული ვინც იყო, ეს არის ვახო მეგრელიშვილი, რომელიც მზად იყო ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა კი აუცილებელი იყო. დანარჩენი, "ოცნებაც“ რაღაცას ცდილობდა, ოპოზიციაც, არც იმისკენ ვარ და არც ამისკენ, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რასაც ვხედავდი და ვისმენდი.

დავიწყოთ იქიდან, რომ დოკუმენტი დადო დანიელსონმა, ეს არც "ოცნების“ იყო, არც "ნაცმოსი". კულუარებში თუ რამე იყო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დენიელსონმა დაგვიდო ტექსტი და გვითხრა, - ეს არის ჩემი დოკუმენტი და მასზე ხელმოწერისკენ მოგიწოდებთ, ახლა წაიკითხეთ, გაეცანით და არავითარ შემთხვევაში მედიისთვის არ გაავრცელოთო. თუმცა ეს თქვა თუ არა, 15 წუთში მედიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია დოკუმენტზე. ერთადერთი, ვინც მასზე ხელს აწერდა, იყო ვახო მეგრელიშვილი, მეც - თავისთავად.

"ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ გარკვეული დათქმებით ჩვენთვის პუნქტები მისაღებია და ხელს მოვაწერთ, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა გვაქვსო. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობდა, - საერთოდ არ მოვაწერთ ხელსო. დანარჩენი, სხვებმა გადაწყვიტონ, ვინ ნაკლებ კონსტრუქციული იყო და ვინ - მეტად. ვთქვი და ვიმეორებ, რომ ამ შეთანხმების ჩაშლა დიდი უპასუხისმგებლობაა. მე იქ ვთქვი, რომ ერთის მხრივ, "ოცნება“ უნდა დათანხმდეს, რომ რურუაც დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და თუ კომპრომისი გვინდა,“ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იქნება კომპრომისი-მეთქი. მეორეს მხრივ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი იქნებოდა ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა. იქაც ვთქვი და აქაც ვიტყვი, რომ ოდირის დასკვნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის უბრალოდ ახირება და კაპრიზი. ეს არც იყო განხილული, დენიელსონის დოკუმენტში პირდაპირ ეწერა, რომ ოდირის დასკვნის მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევებიც იყო, ეს იყო, ის იყო, მაგრამ ვადამდელ არჩევნებს საფუძველი არ აქვსო. ვთქვი, თუ რამე გვინდა დავამტკიცოთ, აგერ, ოქტომბერში მოდის თვითმართველობის არჩევნები და ვანახოთ ყველას, რა ბიჭები და გოგოებიც ვართ, ეს იქნებოდა რეალური კი არა და, ორმხრივი კომპრომისი "ქართული ოცნებისთვის“ ძალიან რთული იყო რურუას საკითხის დათმობა, ოპოზიციისთვის კი - არჩევნები. "ოცნების“ მხრიდან ასეთი კითხვა დაისვა, - ჩვენ რომ რურუას საქმეზე უკან დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, თანახმა თუ ხართ და ხელს თუ მოაწერთ დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა. ახლა, ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს, ვინ ჩაშალა ეს მოლაპარაკება. "ქართული ოცნება“ რომ თითქოს ყველაფერზე თანახმა და შოკოლადი იყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ ეს კითხვაც დაისვა თალაკვაძის მხრიდან, ჩვენ რომ ეს დავთმოთ, ხელს მოაწერთო? ვადამდელი არჩევნები იყო ის საკითხი, რომელსაც ფეხს არავინ უცვლიდა.

რა თქმა უნდა, დანიელსონის გადასახედიდან, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი და ამიტომაც თქვა, რაც თქვა. დანიელსონს გაბრაზება არ გამოუხატავს, მაგრამ სახეზე ეხატა, ჩვენნაირი ჯიუტი და უკომპრომისო ხალხი რომ არ უნახავს, ხალხი, ვისაც ქვეყანა და სახელმწიფო არ ადარდებს. ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება რომ არ დარჩა, ეს ცხადია. მედიატორი დანიელსონი ყველა შეხვედრის წინ გვეუბნებოდა, თქვენს პარტიულ და პირად ინტერესზე მაღლა დააყენეთ სახელმწიფო ინტერესიო. ზუსტად საპირისპირო დაინახა ამ კაცმა, რაც სამარცხვინო იყო”.

არის თუ არა საიმისო რესურსი, რომ მხარეები კვლავ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ამაზე ალეკო ელისაშვილს პასუხი არ აქვს:

"ეს ყველაფერი არის ბასტი-ბუბუ და მათ, ვინც მოლაპარაკების ჩაშლებით არიან დაინტერესებულნი, კაპრიზები რომ აქვთ და ფეხებს აბაკუნებენ, უბრალოდ, ლარის კურსი იკითხონ, იკითხონ, ხალხს ლუკმა-პური თუ აქვს სახლში, როგორ გააქვთ თვიდან-თვემდე თავი პენსიონერებს. იმ პოლიტიკოსებს აწყობილი აქვთ ცხოვრება და ხალხი რაში ანაღვლებთ? ამაშია საქმე. ნახევარი წელი გავიდა, რაც ამ კრიზისში ვართ და მარტო პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზეა ლაპარაკი. თუ არა ქვეყნის სიძულვილი და ხალხის პრობლემების, ბოდიში და, ფეხზე დაკიდება, მეტი ამას რა ჰქვია? ხალხის პრობლემები გულთან თუ მიგაქვს, კეთილი ინებე და ისინი შენს კაპრიზებზე მაღლა დააყენე. აქამდე ეს არ მესმოდა, ახლა კი შიგნიდან ვუყურებ იმას, როგორ არ უყვართ ქვეყანა. მარტო იმაზე არიან ჩაციკლულები, რაც მე მჭირდება, ის უნდა გავიტანო, რაც ქვეყანას, ის კი არა. ასეთ დამშეულ ქვეყანაში ნახევარი წელი იმაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, პარლამენტში შედიხარ, თუ არ შედიხარ? ვერ ბედავენ და ნუ ბედავენ, იყვნენ, როგორც არიან, აგერ, ჩვენ გავბედეთ და შევედით და ყველამ დაინახა, რომ ხალხის სამსახურში ვართ“.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე