საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"
"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი,ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ ათო­ბით თან­მხლებ პირ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­და. მას დღეს და­ბა­დე­ბის დღე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა აღე­ნიშ­ნა. მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, პოზ­ნე­რი არის გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი", რი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა შე­მო­ეშ­ვათ. ამას­თან, აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ პოზ­ნერ­მა და მის­მა სტუმ­რებ­მა ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­არ­ღვი­ეს. აქ­ტი­ვის­ტე­ბის ზე­წო­ლამ პრო­ტეს­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და თვითმფრი­ნავ­მა, რო­მელ­შიც რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და მისი სტუმ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი დღეს დი­ლით და­ტო­ვა.

პოზ­ნე­რის ვი­ზიტს აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

რა­მაზ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

პოზ­ნე­რის შე­სა­ხებ.ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ, თუ სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლე­ბი, ღვი­ნო, ხინ­კა­ლი და მწვა­დი გიყ­ვარს, ჩა­მო­დი­ხარ და ერ­თო­ბი, მერე, როცა წახ­ვალ, იქი­დან ტა­ლა­ხი არ უნდა ეს­რო­ლო ქარ­თვე­ლებს. ან ტა­ლა­ხის სრო­ლა უნდა აირ­ჩიო, ან სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც ეხე­ბა ეს. მარ­ტი­ვი აქ­სი­ო­მაა, რო­გორც ბატ-ი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იტყო­და.

ასევე დაგაინტერესებთ
00:13 / 01-04-2021

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

09:32 / 01-04-2021

"მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა" - რას წერს ელენე ხოშტარია ვლადიმერ პოზნერის საქართველოდან წასვლის შემდეგ

10:45 / 01-04-2021

"ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს" - გოგი გვახარია პოზნერის ვიზიტზე

11:44 / 01-04-2021

"ახლა იმას თუ იტყვიან, ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა" - ვახო სანაია პოზნერის ვიზიტზე

პოზ­ნე­რი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოგ­ყავთ, ეგ ხომ არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა? არის. ჰოდა, მა­გას კი­დევ იმას უმა­ტებთ, რომ მაგ დე­და­მო*** შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა და ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა რომ ეგე­თი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ი­ხა­დოს, და­ა­ჯა­რი­მებთ. თავ­ზე და** ქვია მა­გას. მათ შო­რის სა­კუ­თარ თავ­ზე და**აც.

***

ვი­ღა­ცე­ე­ბი წე­რენ, პოზ­ნე­რი პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სია და რა პონ­ტში ეძა­ხით ოკუ­პანტსო. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი ორ ად­გი­ლას არი­ან მხო­ლოდ - ცი­ხე­ში და მი­წა­ში.

***

„სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ რომ მოგ­ყავთ მა­გა­ლი­თად ისეთ ხალ­ხს, რო­მელ­საც ამ პო­ე­მის მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბა გა­გი­გი­ათ, ესეც წა­ი­კი­თხეთ. ესეც ვაჟა-ფშა­ვე­ლაა.“მოგ­ვშორ­დი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირ­სი არა ხარ აქ ყოფ­ნი­სა? რა მარ­გე? რა გა­მი­კე­თე? არა­ფე­რი. და­ღუპ­ვი­სა და ზა­რა­ლის მეტი. გა­მა­ტიტ­ვლე, გა­მა­შიშ­ვლე, წა­მარ­თვი ლუკ­მა­პუ­რი. მხე­დავ­დი მში­ერ-ტიტ­ველს, გეხ­ვე­წე­ბო­დი, გე­მუ­და­რე­ბო­დი: შე­მიბრლე, მეც ადა­მი­ა­ნი ვარ, მეც გრძნო­ბა მაქვს, ნუ მიც­ქე­რი, რო­გორც პი­რუ­ტყვსო. რომ გა­გი­ჭი­რე საქ­მე თხოვ­ნი­თა და ლა­ქუ­ცით, ვფიქ­რობ­დი შენ­თვის გული მო­მელ­ბო, ჩემ­ზე ცოტა რამ მო­წყა­ლე­ბა მო­გე­ღო, შენ მო­წყა­ლე­ბის ნაც­ვლად მო­ინ­დო­მე ჩემ­თვის ენაც მო­გე­კე­თა, ენა, რომ­ლი­თაც ჩემს ტან­ჯვა-ვა­ე­ბას გი­ცხა­დებ­დი. სულ ის გინ­დო­და, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი, და­დუ­მე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ასე ნელ-ნელა, ჩუ­მად და­მე­ლია სული. შვი­ლე­ბი ჩა­გა­ბა­რე, - გა­გი­ნათ­ლე­ბო დამ­პირ­დი. ისე შენ მოგ­ცას გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც შენ ჩემი შვი­ლე­ბი გა­ა­ნათ­ლე. რაც იცოდ­ნენ, ისიც და­ა­ვი­წყე, საღი ტვი­ნი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნო­ბა მო­უ­წამ­ლე, მო­უშ­ხა­მე და ისე­თე­ბი და­მიბ­რუ­ნე: “ჰა, შენი შვი­ლე­ბი, გა­ი­ხა­რე იმათ სი­კე­თი­თაო!”არა­თუ გა­რე­შე მტრე­ბის­გან და­მი­ფა­რე, შენ თვით გა­და­ი­ქეც ჩემს მტრად, ში­ნა­ურ ჯა­ლა­თად - და­მად­გი რკი­ნის უღე­ლი, ხელ-ფეხ­ზე ბორ­კი­ლი, და­მი­გე ქვე­შა­გე­ბად ეკა­ლი!”

ვასო ფხა­კა­ძე, იუ­მო­რის­ტი:

"არ ვიცი ვინ იყო. ალ­ბათ სას­ტუმ­როს რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი ან სხვა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ­მაც ფან­ჯა­რას მო­ა­დო ტე­ლე­ფი­ნი სა­დაც ეწე­რა "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!"

ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლო შენ ხარ ღორი და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე!!! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!!!!!!!!!!!"

მა­მუ­კა გუ­რუ­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"სრუ­ლი­ად მი­ვე­სალ­მე­ბი პოზ­ნე­რის გა­ბუნ­ძუ­ლე­ბას. მთავ­რო­ბა ჩვენ აღარ გვყავს და ეკო­ნო­მი­კა ჩვენ აღარ გვაქვს და ღირ­სე­ბის ნამ­ცე­ცე­ბი მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ!"

რა­მაზ გი­გა­უ­რი, ას­ტრო­ლო­გი:

"ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვინც გუ­შინ რუ­სეთს ხმა­მაღ­ლა უთხრა - არა! დიდი მად­ლო­ბა თქვენ"

გი­ორ­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს იო­გას ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შენი ქვე­ყა­ნა 1 წე­ლია და­კე­ტი­ლი, ვერ­სად გა­დი­ხარ, უფ­ლე­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი გაქვს და გა­ჯა­რი­მე­ბენ და ვი­ღაც პოზ­ნე­რი, რო­მე­ლიც შენი ქვეყ­ნის მი­მართ ისეა გან­წყო­ბი­ლი, რო­გორც მთლი­ა­ნად რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო და სარ­გებ­ლობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით. ჯერ თა­ვად, რო­გორ მო­უ­ვი­და აზ­რად ამ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში და მერე ვი­ღა­ცე­ბი ხომ გა­რან­ტი­ას მის­ცემ­დნენ, რომ უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­იხ­დი­და წვე­უ­ლე­ბას. ეს გა­რან­ტია და­ცუ­ლია კი­დეც.

„გავ­რი­ლო­ვის“ გაგ­რძე­ლე­ბაა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია - რა­ტომ არ არის პრო­ტეს­ტი, რო­გორ ფიქ­რობთ? პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბას ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან იწყე­ბა, პირ­ველ რიგ­ში მათ გა­მო­ყავთ ხალ­ხი, მაგ­რამ ვე­ღარ გა­მო­ყავთ, რო­გორც ჩანს, პარ­ტი­ე­ბი და­ში­ლია და ა.შ. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი? ში­შის ფაქ­ტო­რიც არის. ვი­ცით, რაზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი... არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა..."

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

"ინი­ცი­ა­ტი­ვა მაქვს ამ­გვა­რი: კა­ნო­ნი მი­ვი­ღოთ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე უფ­რო­სი რუსი სტუ­მა­რი არ და­იშ­ვე­ბა და თუ 30 წელ­ზე უფ­როსს ვინ­მეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გუ­ლით უნდა, რომ აქ ისე­ირ­ნოს, შე­მოს­ვლამ­დე სა­ზღვარ­ზე ხელი უნდა მო­ა­წე­როს დო­კუ­მენტს, რომ აღი­ა­რებს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.სა­ნამ ტან­კე­ბი დგას აქ და მო­ქა­ლა­ქე­ებს გვიხვრე­ტენ, პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა და ეკო­ნო­მი­უ­რი და ჰი­გი­ე­ნუ­რიც ამა­ვე დროს. კვერ­ცხე­ბის ტყა­პა-ტყუ­პი აღარ ატყდე­ბა"

ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი:

"არ მეს­მის და რა გა­ვა­კე­თო! გუ­შინ­დე­ლი ღრი­ან­ცე­ლი რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო!? გამ­წა­რე­ბულ ერს ზე­მო­დან ეს გან­ცდა რომ აა­რი­დოთ არ შე­იძ­ლე­ბა?! ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო მთავ­რო­ბა, ცოტა შეგ­ვი­წყა­ლეთ და ბო­ლომ­დე ნუ გაგ­ვწი­რავთ გთხოვთ, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­ლახ­ვა ძაან მძი­მე ამ­ბა­ვია და მე­რამ­დე­ნედ! თავ­ზე ლაფს ვერ და­ის­ხამს ეს ერი და რა ვერ გა­ი­გეთ! გა­ა­კონ­ტრო­ლეთ მხე­ცე­ბის შე­მოს­ვლა სა­ზღვრებ­ზე! как минимум ტე­ხავს!

p.s. რუსი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძაან მშვი­დად შე­მო­დი­ან და გა­დი­ან, მათ დღემ­დე პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბით! ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს არც ვერ­ჩით და პი­რი­ქით ვუ­ღი­მით და ვმე­გობ­რობთ, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი ერი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლია, მაგ­რამ კრემლს ნუ დაგ­ვიდ­გამთ მთლად რუს­თა­ველ­ზე და ნუ გვა­ყუ­რე­ბი­ნებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლებს - მათ ღრი­ან­ცელს!"

ვის სჯე­რა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ღამე რეს­ტო­რან­ში ისე შე­იკ­რო­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორს წი­ნას­წარ არ ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი და გა­რან­ტი­ე­ბი მი­ღე­ბუ­ლი? გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი სწო­რედ ეს უნდა გახ­დეს, ვის­გან მი­ი­ღეს მათ გა­რან­ტი­ე­ბი, რომ არ შე­ეხდბოდ­ნენ

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"პოზ­ნე­რი სხვაა, რო­გი­თი რუსი ტუ­რის­ტი სხვა­აო. მაგ რი­გი­თი რუ­სე­ბით უდ­გია სული პუ­ტინს. ყვე­ლა დერ­ჟავ­ნი­კია და ყვე­ლა უჭერს მხარს ყი­რი­მის შე­მო­ერ­თე­ბას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­ვე უჭერ­და მხარს 2008-ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რას. ან იქ­ნებ, ის რი­გი­თი რუსი ტუ­რის­ტი აქ ოჯახ­თან ერ­თად რომ მო­დის, 2008 წლის ომში რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი იყო? ვი­ცით ყვე­ლას ის­ტო­რია, ვინც მო­დის? ამი­ტომ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ: ზო­გა­დად რუ­სებს ვუშ­ვებთ ქვე­ყა­ნა­ში, თუ არა. მა­შინ მო­ვიქ­ცეთ ისე, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯრ­ნელ­ბი იქ­ცე­ვი­ან და სა­ერ­თოდ არ უშ­ვე­ბენ სომ­ხებს მათ ქვე­ყა­ნა­ში, ან რო­გორც სომ­ხე­ბი იქ­ცე­ვი­ან, აზე­რებს რომ არ უშ­ვე­ბენ. ან რო­გორც აფხა­ზე­ბი იქ­ცე­ვი­ან, ქარ­თვე­ლებს რომ არ უშ­ვე­ბენ. ჩვენ პატ­რი­ო­ტე­ბი კი ვართ, მაგ­რამ რუსი ტუ­რის­ტის ფუ­ლიც გვინ­და და ამა­ზე უარს ვერ ვამ­ბობთ. ნურც მიფ­რინ­დე­ბი-ნურც გაფ­რინ­დე­ბი, არის ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კა.

p.s და კი­დევ ის ხალ­ხი, ვინც 2011-ში აქ მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილს და იქ სა­ა­კაშ­ვი­ლის მის­ვლას არ აპ­რო­ტეს­ტებ­და, არ მი­უ­ვარ­და მი­შას მა­შინ, ვინც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ და­ტო­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ა­ბა", ან სა­აკშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა, თქვე­ნი აზ­რით, დღეს პატ­რი­ო­ტია, თუ ფა­რი­სე­ვე­ლი?...

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი: გუ­შინ­დელ ამ­ბავ­ში მთა­ვა­რი სა­კი­თხი და პრობლრ­მაა პოზ­ნე­რის­თვის და მისი ამა­ლის­თვის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მი­ნე­ჭე­ბა.მთავ­რო­ბა კი ამ­ბობს, ხომ და­ვა­ჯრი­მეთ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვის­თვი­სო, მაგ­რამ აქ ჩნდე­ბა კი­თხვა: სკან­და­ლი რომ არ ამ­ტყდა­რი­ყო და­ა­ჯა­რი­მებ­დნენ? ვის სჯე­რა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ღამე რეს­ტო­რან­ში ისე შე­იკ­რო­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორს წი­ნას­წარ არ ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი და გა­რან­ტი­ე­ბი მი­ღე­ბუ­ლი? გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი სწო­რედ ეს უნდა გახ­დეს, ვის­გან მი­ი­ღეს მათ გა­რან­ტი­ე­ბი, რომ არ შე­ეხდბოდ­ნენ"

ელი­სო კი­ლა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"კრემ­ლის იდე­ო­ლო­გებ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს! და ეს იმ გუ­ლან­თე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მე­დი­ას­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ მათ ჩა­მოს­ვლას. ერთ მო­მენ­ტში გული ყელ­ში მო­მებ­ჯი­ნა და ლა­ივ­შიც სი­ტყვა გა­მი­წყდა, მერე ბოღ­მით ვთქვი-ნა­ბიჭ­ვრე­ბი! ეს ის მო­მენ­ტი იყო როცა ჩვენს სამ­შობ­ლო­ში პუ­ტი­ნის ნა­ბიჭ­ვრებ­მა შუა თითი გვიჩ­ვე­ნეს ავ­ტო­ბუ­სი­დან და მათ ჩვენ­გან პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი იცავ­და! ამის ატა­ნა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი! არ ვი­ცხოვ­რებთ ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში!!!"

ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, უბ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

"სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ამ­ბობს პოზ­ნე­რი აფხა­ზეთ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ზე. მე ის მა­ღელ­ვებს მისი რეს­ტო­რა­ნი რომ გო­ნია ეს ქვე­ყა­ნა, სა­დაც ეს­კორ­ტით დახ­ვდე­ბი­ან, კაის აჭ­მე­ვენ, ას­მე­ვენ, უმ­ღე­რე­ბენ კი­დეც მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქუ­ჩა­ში ვერ გა­დი­ან და ვინც გა­დის 2 ათა­სი ლა­რით აჯა­რი­მე­ბენ. ჩვენ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს და მათ აქვთ.და ამ უფ­ლე­ბას ჩვენ ვაძ­ლევთ, მთავ­რო­ბა საშ­ვე­ბით და მას­პინ­ძლე­ბი ხა­ჭა­პუ­რით თუ ტაშ-ფან­დუ­რით!"

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"რა სა­ო­ცა­რი ვნე­ბაა ისე, 87 წლის საბ­ჭო­თა და აწ უკვე პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტი რომ ხარ და და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და იქ გინ­და, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბას სძულ­ხარ, ეზი­ზღე­ბი. სა­ო­ცა­რი კომ­პლექ­სი აქვთ მა­თაც, რე­ა­ლო­ბის უარ­ყო­ფა­ში გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლე­ბია არი­ან - მზი­ა­ნი უკა­ნა ეზო აღარ აქვთ და ეპო­ტი­ნე­ბი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბით და ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლე­ბით. კარ­გია, რომ პოზ­ნე­რი სა­ნამ მოკ­ვდე­ბა, მიხ­ვდა, რო­გორ გვე­ზი­ზღე­ბა".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

პოზ­ნერ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, ქარ­თვე­ლებს ეზი­ზღე­ბო­დათ აფხა­ზე­ბი, ისი­ნი მათ მა­ი­მუ­ნე­ბად თვლიდ­ნენ და აფხა­ზებს ერთი სული ჰქონ­დათ რო­დის იცხოვ­რებ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შეო.აი, ამის მთქმელს მო­უნ­და ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში პომ­პე­ზუ­რი და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და.პუ­ტი­ნის მე­გო­ბარს სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო ელარ­ჯი რომ გო­ნია ამი­ტო­მაც შე­ა­ზი­ლეს სა­ხე­ში.მე იმა­ზე მეშ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი რუ­სე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბლტა­ო­ბას მა­რა­თო­ნი რომ შე­ე­წი­რა. ას­მა­გად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ"

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­არ­ლი:

"გუ­შინ ვი­ღა­ცა რუსი და­პარ­პა­შობ­და ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში! ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე. დღეს დი­ლით და­უ­გეგ­მა­ვად კუდი ამო­ი­ძუ­ეს და წა­ვიდ­ნენ ჩრდი­ლო­ეთ­ში. სამ­შობ­ლო პო­ლი­ტი­კურ კუთ­ვნი­ლე­ბა­ზე მაღ­ლა უნდა იდ­გეს, და ეს ყო­ველ­თვის ასე უნდა იყოს! მტე­რი ყვე­ლას­თვის ერ­თია!!! ყვე­ლას გვსურს კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბა რუ­სეთ­თან, მაგ­რამ არა პო­ზი­ცი­ი­დან, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას უწო­დე­ბენ ამას, ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში რო­დე­საც ასე­თი ოდი­ო­ზუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­დი­ას ღრე­ო­ბის გა­სა­მარ­თად, ეს და­მამ­ცი­რე­ბე­ლია, ჩვენ არ ვართ რუ­სე­თის ქუ­ჩის ბო­ლო­ში გახ­სნი­ლი "ზე­ბე­გა­ლოვ­კა", სა­დაც რო­გორც უნ­დათ და როცა უნ­დათ შე­მოვ­ლენ და "იგუ­ლა­ვე­ბენ". ადა­მი­ა­ნი, ვინც მე­ტყვის, რომ რუ­სე­თი მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ვინც იტყვის, რომ აფ­ზა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო არა­სო­დეს არ უნდა ოყოს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კის პას­პორ­ტი კი არა, რაც არ უნდა ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა შე­მო­დი­ო­დეს და თან ასეთ დროს! ყვე­ლას გთხოვთ, ვი­საც გე­ხე­ბათ, პა­ტი­ვი ეცით თქვენს სამ­შობ­ლოს და თქვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს. "ნუ მი­ვა­ტო­ვებთ ერ­თმა­ნეთს, როცა ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით"

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი:

"რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის საქ­მე - ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას არ ცნობს და ამას არც მა­ლავს, პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად უნდა გა­მო­ცხად­დეს და ქვე­ყა­ნა­ში ვერ უნდა შე­მო­ვი­დეს. ჩვენ თავს თუ არ ვე­ცით პა­ტი­ვი, სხვას იგი­ვე რო­გორ უნდა მოვ­თხო­ვოთ? თუმ­ცა რო­მელ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ, რე­ებს ვკი­თხუ­ლობ ფე­ის­ბუქ­ზე... მტე­რი და მოყ­ვა­რე ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გაგ­ვირ­ჩე­ვია... ეს უკვე აზ­როვ­ნე­ბის ამ­ბა­ვია. ესე იგი ღირ­სე­ბა­საც უკუღ­მარ­თად ვგრძნობთ და არც აზ­როვ­ნე­ბა გვიჭ­რის. მარ­თლა გუ­ბერ­ნია ვართ რა.

პ.ს. ვთქვათ სუ­ლაც შვე­დე­ბი იყ­ვნენ, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს ორ­მოც­და­ათ კა­ცი­ან გუ­ლა­ო­ბას ღამე რომ პო­ლი­ცია დაყ­ვე­ბა და არ აჯა­რი­მებს, ეს ნორ­მა­ლუ­რია? მე რომ წვე­უ­ლე­ბა მო­ვა­წყო ხო დაგ­ვი­წე­რენ ყვე­ლას 2000 ლა­რი­ან ჯა­რი­მებს? პოზ­ნერ­ზე ნაკ­ლე­ბად ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს ქე­ი­ფი და გარ­თო­ბა, თა­ნაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. გული მე­რე­ვა ასეთ უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე და ყვე­ლა იმ ღორ­ზე ვინც ამ­გვა­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობს. ასე­ვე გული მე­რე­ვა იმ უთავ­მოყ­ვა­რეო ხალ­ხზე ვის­თვი­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია და არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს"

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აქ ის ხალხი
91

აკომენტებს, ვისაც დავით გარეჯი საქართველოდ არ მიაჩნია.

ჩერგოს
77

უმრავლესობას შენ და შენი ქმარი გვძულს,პოზნერი არ გვაღელვებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

"Нахуйамдис!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები პოზნერის ვიზიტს "ფეისბუქში"

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და ის საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს. აქტივისტების ზეწოლამ პროტესმა შედეგი გამოიღო და თვითმფრინავმა, რომელშიც რუსი ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს დილით დატოვა.

პოზნერის ვიზიტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში:

რამაზ ხატიაშვილი, ჟურნალისტი:

პოზნერის შესახებ.ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ, თუ საქართველო, ქართველები, ღვინო, ხინკალი და მწვადი გიყვარს, ჩამოდიხარ და ერთობი, მერე, როცა წახვალ, იქიდან ტალახი არ უნდა ესროლო ქართველებს. ან ტალახის სროლა უნდა აირჩიო, ან საქართველოს და ქართველების სიყვარული. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამოკიდებულებასაც ეხება ეს. მარტივი აქსიომაა, როგორც ბატ-ი ირაკლი კობახიძე იტყოდა.

პოზნერი რომ საქართველოში ჩამოგყავთ, ეგ ხომ არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა? არის. ჰოდა, მაგას კიდევ იმას უმატებთ, რომ მაგ დედამო*** შეზღუდვები არ ეხება და ქართველმა ადამიანმა რომ ეგეთი დაბადების დღე გადაიხადოს, დააჯარიმებთ. თავზე და** ქვია მაგას. მათ შორის საკუთარ თავზე და**აც.

***

ვიღაცეები წერენ, პოზნერი პუტინის კრიტიკოსია და რა პონტში ეძახით ოკუპანტსო. მინდა შეგახსენოთ, რომ პუტინის კრიტიკოსები ორ ადგილას არიან მხოლოდ - ციხეში და მიწაში.

***

„სტუმარ-მასპინძელი“ რომ მოგყავთ მაგალითად ისეთ ხალხს, რომელსაც ამ პოემის მხოლოდ სახელწოდება გაგიგიათ, ესეც წაიკითხეთ. ესეც ვაჟა-ფშაველაა.“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი. სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, - გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: “ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!”არათუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად - დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშაგებად ეკალი!”

ვასო ფხაკაძე, იუმორისტი:

"არ ვიცი ვინ იყო. ალბათ სასტუმროს რომელიმე თანამშრომელი ან სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელმაც ფანჯარას მოადო ტელეფინი სადაც ეწერა "აფხაზეთი საქართველოა!"

ბენო ქაშაკაშვილო შენ ხარ ღორი და სამშობლოს მოღალატე!!! რუსეთი ოკუპანტია!!!!!!!!!!!"

მამუკა გურული, ჟურნალისტი:

"სრულიად მივესალმები პოზნერის გაბუნძულებას. მთავრობა ჩვენ აღარ გვყავს და ეკონომიკა ჩვენ აღარ გვაქვს და ღირსების ნამცეცები მაინც შევინარჩუნოთ!"

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც გუშინ რუსეთს ხმამაღლა უთხრა - არა! დიდი მადლობა თქვენ"

გიორგი ბერძენიშვილი, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"წარმოიდგინეთ, შენი ქვეყანა 1 წელია დაკეტილი, ვერსად გადიხარ, უფლებები შეზღუდული გაქვს და გაჯარიმებენ და ვიღაც პოზნერი, რომელიც შენი ქვეყნის მიმართ ისეა განწყობილი, როგორც მთლიანად რუსეთის სახელმწიფო და სარგებლობს განსაკუთრებული უფლებებით. ჯერ თავად, როგორ მოუვიდა აზრად ამ რეგულაციებში და მერე ვიღაცები ხომ გარანტიას მისცემდნენ, რომ უპრობლემოდ გადაიხდიდა წვეულებას. ეს გარანტია დაცულია კიდეც.

„გავრილოვის“ გაგრძელებაა, მაგრამ სიტუაცია გაუარესებულია - რატომ არ არის პროტესტი, როგორ ფიქრობთ? პროტესტის ორგანიზებას ძირითადად პოლიტიკოსებისგან იწყება, პირველ რიგში მათ გამოყავთ ხალხი, მაგრამ ვეღარ გამოყავთ, როგორც ჩანს, პარტიები დაშილია და ა.შ. სამოქალაქო აქტივიზმი? შიშის ფაქტორიც არის. ვიცით, რაზე არიან წამსვლელები... არ ვიცი, რა მოხდება..."

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას.სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება"

ეკა ბალანჩივაძე, დიზაინერი:

"არ მესმის და რა გავაკეთო! გუშინდელი ღრიანცელი რა აუცილებელი იყო!? გამწარებულ ერს ზემოდან ეს განცდა რომ აარიდოთ არ შეიძლება?! ჩვენო საყვარელო მთავრობა, ცოტა შეგვიწყალეთ და ბოლომდე ნუ გაგვწირავთ გთხოვთ, თავმოყვარეობის შელახვა ძაან მძიმე ამბავია და მერამდენედ! თავზე ლაფს ვერ დაისხამს ეს ერი და რა ვერ გაიგეთ! გააკონტროლეთ მხეცების შემოსვლა საზღვრებზე! как минимум ტეხავს!

p.s. რუსი მოქალაქეები ძაან მშვიდად შემოდიან და გადიან, მათ დღემდე პატივისცემით ვეპყრობით! ჩვეულებრივ მოქალაქეებს არც ვერჩით და პირიქით ვუღიმით და ვმეგობრობთ, იმიტომ რომ ჩვენი ერი განვითარებული და კულტურულია, მაგრამ კრემლს ნუ დაგვიდგამთ მთლად რუსთაველზე და ნუ გვაყურებინებთ პანდემიის პირობებში გამომწყვდეულებს - მათ ღრიანცელს!"

ვის სჯერა, რომ ამდენი ადამიანი ღამე რესტორანში ისე შეიკრობა, რომ ორგანიზატორს წინასწარ არ ქონდა ყველაფერი გარკვეული და გარანტიები მიღებული? გამოძიების საგანი სწორედ ეს უნდა გახდეს, ვისგან მიიღეს მათ გარანტიები, რომ არ შეეხდბოდნენ

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"პოზნერი სხვაა, როგითი რუსი ტურისტი სხვააო. მაგ რიგითი რუსებით უდგია სული პუტინს. ყველა დერჟავნიკია და ყველა უჭერს მხარს ყირიმის შემოერთებას და დარწმუნებული ვარ, ასევე უჭერდა მხარს 2008-ში საქართველოში შემოჭრას. ან იქნებ, ის რიგითი რუსი ტურისტი აქ ოჯახთან ერთად რომ მოდის, 2008 წლის ომში რიგითი ჯარისკაცი იყო? ვიცით ყველას ისტორია, ვინც მოდის? ამიტომ ჩამოვყალიბდეთ: ზოგადად რუსებს ვუშვებთ ქვეყანაში, თუ არა. მაშინ მოვიქცეთ ისე, როგორც აზერბაიჯრნელბი იქცევიან და საერთოდ არ უშვებენ სომხებს მათ ქვეყანაში, ან როგორც სომხები იქცევიან, აზერებს რომ არ უშვებენ. ან როგორც აფხაზები იქცევიან, ქართველებს რომ არ უშვებენ. ჩვენ პატრიოტები კი ვართ, მაგრამ რუსი ტურისტის ფულიც გვინდა და ამაზე უარს ვერ ვამბობთ. ნურც მიფრინდები-ნურც გაფრინდები, არის ჩვენი საყვარელი პოლიტიკა.

p.s და კიდევ ის ხალხი, ვინც 2011-ში აქ მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილს და იქ სააკაშვილის მისვლას არ აპროტესტებდა, არ მიუვარდა მიშას მაშინ, ვინც პროტესტის ნიშნად არ დატოვა "ნაციონალური მოძროაბა", ან სააკშვილის მთავრობა, თქვენი აზრით, დღეს პატრიოტია, თუ ფარისეველი?...

კიდევ ერთხელ ვიტყვი: გუშინდელ ამბავში მთავარი საკითხი და პრობლრმაა პოზნერისთვის და მისი ამალისთვის პრივილეგიების მინეჭება.მთავრობა კი ამბობს, ხომ დავაჯრიმეთ კომენდანტის საათის დარღვევისთვისო, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: სკანდალი რომ არ ამტყდარიყო დააჯარიმებდნენ? ვის სჯერა, რომ ამდენი ადამიანი ღამე რესტორანში ისე შეიკრობა, რომ ორგანიზატორს წინასწარ არ ქონდა ყველაფერი გარკვეული და გარანტიები მიღებული? გამოძიების საგანი სწორედ ეს უნდა გახდეს, ვისგან მიიღეს მათ გარანტიები, რომ არ შეეხდბოდნენ"

ელისო კილაძე, ჟურნალისტი:

"კრემლის იდეოლოგებმა საქართველო დატოვეს! და ეს იმ გულანთებული სამოქალაქო აქტივისტების დამსახურებაა მედიასთან ერთად, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ მათ ჩამოსვლას. ერთ მომენტში გული ყელში მომებჯინა და ლაივშიც სიტყვა გამიწყდა, მერე ბოღმით ვთქვი-ნაბიჭვრები! ეს ის მომენტი იყო როცა ჩვენს სამშობლოში პუტინის ნაბიჭვრებმა შუა თითი გვიჩვენეს ავტობუსიდან და მათ ჩვენგან პოლიციის კორდონი იცავდა! ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში!!!"

ნინია კაკაბაძე, უბლებადამცველი:

"სულ არ მაინტერესებს რას ამბობს პოზნერი აფხაზეთზე და საქართველოზე. მე ის მაღელვებს მისი რესტორანი რომ გონია ეს ქვეყანა, სადაც ესკორტით დახვდებიან, კაის აჭმევენ, ასმევენ, უმღერებენ კიდეც მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში ვერ გადიან და ვინც გადის 2 ათასი ლარით აჯარიმებენ. ჩვენ დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების უფლება არ გვაქვს და მათ აქვთ.და ამ უფლებას ჩვენ ვაძლევთ, მთავრობა საშვებით და მასპინძლები ხაჭაპურით თუ ტაშ-ფანდურით!"

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

"რა საოცარი ვნებაა ისე, 87 წლის საბჭოთა და აწ უკვე პუტინის პროპაგანდისტი რომ ხარ და დაბადების დღის გადახდა იქ გინდა, სადაც უმრავლესობას სძულხარ, ეზიზღები. საოცარი კომპლექსი აქვთ მათაც, რეალობის უარყოფაში გაჯიუტებულებია არიან - მზიანი უკანა ეზო აღარ აქვთ და ეპოტინებიან სასოწარკვეთილად ბიძინა ივანიშვილებით და ბენო ქაშაკაშვილებით. კარგია, რომ პოზნერი სანამ მოკვდება, მიხვდა, როგორ გვეზიზღება".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:

პოზნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქართველებს ეზიზღებოდათ აფხაზები, ისინი მათ მაიმუნებად თვლიდნენ და აფხაზებს ერთი სული ჰქონდათ როდის იცხოვრებდნენ ქართველების გარეშეო.აი, ამის მთქმელს მოუნდა ყველა რეგულაციის და კანონის დარღვევით, საქართველოს დედაქალაქში პომპეზური დაბადების დღის გადახდა.პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ გონია ამიტომაც შეაზილეს სახეში.მე იმაზე მეშლება ნერვები რუსების საქართველოში ბლტაობას მარათონი რომ შეეწირა. ასმაგად გაბრაზებული ვარ"

გიორგი სუხიტაშვილი, მომღეარლი:

"გუშინ ვიღაცა რუსი დაპარპაშობდა ჩვენ ქვეყანაში! ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე. დღეს დილით დაუგეგმავად კუდი ამოიძუეს და წავიდნენ ჩრდილოეთში. სამშობლო პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა უნდა იდგეს, და ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს! მტერი ყველასთვის ერთია!!! ყველას გვსურს კეთილმეზობლობა რუსეთთან, მაგრამ არა პოზიციიდან, სახალხო დიპლომატიას უწოდებენ ამას, ოკუპაციის პირობებში როდესაც ასეთი ოდიოზური ადამიანები ჩამოდიას ღრეობის გასამართად, ეს დამამცირებელია, ჩვენ არ ვართ რუსეთის ქუჩის ბოლოში გახსნილი "ზებეგალოვკა", სადაც როგორც უნდათ და როცა უნდათ შემოვლენ და "იგულავებენ". ადამიანი, ვინც მეტყვის, რომ რუსეთი მართალია საქართველოსთან, ვინც იტყვის, რომ აფზაზეთი და სამაჩაბლო არასოდეს არ უნდა ოყოს საქართველოს შემადგენლობაში, ამერიკის პასპორტი კი არა, რაც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს და თან ასეთ დროს! ყველას გთხოვთ, ვისაც გეხებათ, პატივი ეცით თქვენს სამშობლოს და თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. "ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით"

გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული ჟურნალისტი:

"რეალურად ძალიან მარტივად არის საქმე - ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს და ამას არც მალავს, პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და ქვეყანაში ვერ უნდა შემოვიდეს. ჩვენ თავს თუ არ ვეცით პატივი, სხვას იგივე როგორ უნდა მოვთხოვოთ? თუმცა რომელ თავმოყვარეობაზე ვლაპარაკობ, რეებს ვკითხულობ ფეისბუქზე... მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაგვირჩევია... ეს უკვე აზროვნების ამბავია. ესე იგი ღირსებასაც უკუღმართად ვგრძნობთ და არც აზროვნება გვიჭრის. მართლა გუბერნია ვართ რა.

პ.ს. ვთქვათ სულაც შვედები იყვნენ, კომენდანტის საათის დროს ორმოცდაათ კაციან გულაობას ღამე რომ პოლიცია დაყვება და არ აჯარიმებს, ეს ნორმალურია? მე რომ წვეულება მოვაწყო ხო დაგვიწერენ ყველას 2000 ლარიან ჯარიმებს? პოზნერზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს ქეიფი და გართობა, თანაც ძალიან მომენატრა. გული მერევა ასეთ უთანასწორობაზე და ყველა იმ ღორზე ვინც ამგვარი პრივილეგიებით სარგებლობს. ასევე გული მერევა იმ უთავმოყვარეო ხალხზე ვისთვისაც ეს ყველაფერი სულერთია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?