სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაზუსტი ფაქტები და ცრუ ჩვენებები ჰქონდათ, ჩვენი ინფორმაციით დადგნენ სწორ გზას" - მეგი ბაქრაძის ოჯახს პროკურატურა საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემს
"არაზუსტი ფაქტები და ცრუ ჩვენებები ჰქონდათ, ჩვენი ინფორმაციით დადგნენ სწორ გზას" - მეგი ბაქრაძის ოჯახს პროკურატურა საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემს

გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, ვახო ბა­რა­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მა­სა­ლებს მათ პრო­კუ­რო­რი ორ დღე­ში გა­დას­ცემს.

რო­გორც ბა­რა­მაშ­ვილ­მა გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ რე­პუ­ტა­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

"პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ოჯახს საქ­მის მა­სა­ლებ­ზე წვდო­მა შე­ე­ზღუ­და, ცალ­სა­ხად უკა­ნო­ნო იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მარ­ცხვი­ნოა, იმ ფონ­ზე, როცა ვი­აზ­რებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ხში­რად მი­დი­ო­და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხში­რად ჰქონ­და არა­ზუს­ტი ფაქ­ტე­ბი, ჰქონ­და მოწ­მე­ე­ბის ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი და სწო­რედ, ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ჩვენ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გა გა­მო­ძი­ე­ბა სწორ გზა­ზე და და­ა­ზუს­ტა გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც შემ­დგომ უკვე გა­და­წყვი­ტა წა­რე­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას, ეს ცალ­სა­ხად უკა­ნო­ნო იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ამ გა­უქ­მე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­და და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე გვეს­მო­დეს, თუ მა­სა­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად არ გად­მოგ­ვე­ცე­მა, ამ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ში­ნა­არ­სი არ გა­აჩ­ნია. შეხ­ვედ­რა გვქონ­და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რორ­თან, რო­მელ­მაც ითხო­ვა და­მა­ტე­ბით ორი დღე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და დაგვპირ­და, რომ ორი დღის შემ­დეგ, გად­მოგ­ვცემს საქ­მის მა­სა­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯახს საქ­მის მა­სა­ლებ­ზე სრუ­ლი წვდო­მა ექ­ნე­ბა. უწყე­ბის ცნო­ბით, ზემ­დგომ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ა­უქ­მა დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გარ­დაც­ვლი­ლი მეგი ბაქ­რა­ძის ოჯახს და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა შე­ე­ზღუ­და, მათი შე­საძ­ლო გა­სა­ჯა­რო­ე­ბის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მათი და­ში­ნე­ბის, ნივთმტკი­ცე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნის და შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის ხელ­შეშ­ლის გა­მოწ­ვე­ვის მიზ­ნით.

ცნო­ბის­თვის, 27 წლის ექთა­ნი, რო­მელ­საც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და, ახალ­ცი­ხი­დან თბი­ლის­ში, თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-მ 27 წლის ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არაზუსტი ფაქტები და ცრუ ჩვენებები ჰქონდათ, ჩვენი ინფორმაციით დადგნენ სწორ გზას" - მეგი ბაქრაძის ოჯახს პროკურატურა საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემს

"არაზუსტი ფაქტები და ცრუ ჩვენებები ჰქონდათ, ჩვენი ინფორმაციით დადგნენ სწორ გზას" - მეგი ბაქრაძის ოჯახს პროკურატურა საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემს

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, საქმის მასალებს მათ პროკურორი ორ დღეში გადასცემს.

როგორც ბარამაშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პროკურორის დადგენილების გაუქმებით პროკურატურამ რეპუტაცია შეინარჩუნა.

"პროკურორის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდა, ცალსახად უკანონო იყო. განსაკუთრებით, სამარცხვინოა, იმ ფონზე, როცა ვიაზრებთ, რომ გამოძიება ხშირად მიდიოდა არასწორი მიმართულებით, ხშირად ჰქონდა არაზუსტი ფაქტები, ჰქონდა მოწმეების ცრუ ჩვენებები და სწორედ, ჩვენი მონაწილეობით, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგა გამოძიება სწორ გზაზე და დააზუსტა გარკვეული ფაქტები, რომლითაც შემდგომ უკვე გადაწყვიტა წარემართა გამოძიება.

რაც შეეხება ამ დადგენილების გაუქმებას, ეს ცალსახად უკანონო იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გაუქმებით, პროკურატურის რეპუტაციის შენარჩუნება მოხდა და მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს, თუ მასალები რეალურად არ გადმოგვეცემა, ამ დადგენილების გაუქმებას შინაარსი არ გააჩნია. შეხვედრა გვქონდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორთან, რომელმაც ითხოვა დამატებით ორი დღე გამოძიებისთვის და დაგვპირდა, რომ ორი დღის შემდეგ, გადმოგვცემს საქმის მასალებს“, - განაცხადა ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. უწყების ცნობით, ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ახალციხიდან თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება" - პროკურატურის განცხადება

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე