პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით
"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

ქუ­ჩა­ზე შე­უხ­ვევ თუ არა, თვალ­ში მოგ­ხვდე­ბა ღია ფე­რის სახ­ლი, ფრან­გუ­ლი აივ­ნე­ბით. ალ­ბათ ეს იმი­ტომ, რომ ბოლო წლე­ბია, თბი­ლის­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მია და მათ შო­რის ე.წ. სა­კუ­თარ სახ­ლს რომ ხე­დავ, თა­ვის­თა­ვად იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. აქ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­თუ­ლი დო­ლი­ძე და ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი ცხოვ­რო­ბენ. კი­ბე­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რის ავ­ლის შემ­დეგ, კარ­ზე ზარს რომ და­რე­კავ, აღ­მოჩ­ნდე­ბი სივ­რცე­ში, სა­დაც მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­მო­ფე­ნა გხვდე­ბა. აქ ყველ­გან ნა­ხა­ტე­ბია. კედ­ლებ­ზე და არამ­ხო­ლოდ. მას­პინ­ძე­ლი ხა­ტავს. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, მის ცხოვ­რე­ბა­ში მხატ­ვრო­ბა ყო­ველ­თვის იყო.

"ბა­ტო­ნო ჟან­რი, სხვა ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი­ცაა, თუ მხო­ლოდ თქვე­ნი?" - ვე­კი­თხე­ბი. "რა­ტომ სხვა, რა უნ­დათ?! სხვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი მუ­ზე­უმ­შია, ჩემი - სახ­ლში". „შე­იძ­ლე­ბა ის ად­გი­ლი მაჩ­ვე­ნოთ, სა­დაც მუ­შა­ობთ?" - ვთხოვ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა არ დაგ­ვთან­ხმდეს. არც "კის" ამ­ბობს და არც "არას", ბრუნ­დე­ბა, უხ­მოდ მიგ­ვი­ძღვის წინ და ხის კი­ბეს ერთი სარ­თუ­ლით ქვე­ვით მივ­ყვე­ბით. ერთი შე­ხედ­ვით ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, თუმ­ცა ნა­ხევ­რად სარ­და­ფი­სა და სხვე­ნის წყა­ლო­ბით, ოთხს იტყვი. ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო სახ­ლის ყვე­ლა­ზე ქვე­და სივ­რცე­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ხა­ტა­ვად დღის შუქი არ სჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ნა­თუ­რა ანა­თებს იმ ად­გილს, სა­დაც ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­მნე­ბა. "მზა ქა­ღალ­დე­ბი“ ია­ტაკ­ზე სი­მეტ­რი­უ­ლად აწყვია, ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლე­ბი კე­დელ­თან - ერთი-მე­ო­რეს "მი­ყუ­დე­ბი­ან".

დღის უმე­ტეს ნა­წილს სა­ხე­ლოს­ნო­ში ატა­რებს. ხა­ტავს და თან მუ­სი­კას უს­მენს. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რი არ აქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, ხან რას უს­მენს და ხან რას, გან­წყო­ბას გა­აჩ­ნია. როცა მუ­შა­ობს, თუ მე­უღ­ლეს ან შვილს თა­ვად არ და­უ­ძა­ხა, ისე მის "სამ­ფლო­ბე­ლო­ში“ არა­ვინ შე­დის. „ეს ხომ ინ­ტი­მუ­რი პრო­ცე­სია და რა სა­ჭი­რო­აო", - იძა­ხის.

გა­მო­დის, გაგ­ვი­მარ­თლა, მხატ­ვარ­მა თა­ვის „სა­ხე­ლოს­ნო-სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­რი­გი კერ­ძი-ნა­ხა­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს“ რომ დაგ­ვას­წრო. ამა­სო­ბა­ში დი­ა­სახ­ლი­სიც გვი­ერ­თდე­ბა და სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

თა­თუ­ლი დო­ლი­ძე:

- 30 წე­ლია ამ სახ­ლში ვცხოვ­რობთ. მისი აშე­ნე­ბის იდეა მე მე­კუთ­ვნის. აქ ორი ძი­რი­თა­დი სარ­თუ­ლია და არის დიდი სხვე­ნი და ქვე­და სივ­რცე, სა­დაც ჟან­რის სა­ხე­ლოს­ნო და სა­მუ­შაო ოთა­ხია; ასე­ვე სა­უ­ნა და აუზი. სახ­ლის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი არი­ან. მისი მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო ალი­კა ჯა­ფა­რი­ძემ, თუმ­ცა ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ შეძ­ლო საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ეყ­ვა­ნა. ის ნუგ­ზარ ხვე­დე­ლი­ან­მა და შოთა ყავ­ლაშ­ვილ­მა და­ას­რუ­ლეს.

- პა­ტა­რა, ლა­მა­ზი ბაღი გქო­ნი­ათ, მცე­ნა­რე­ე­ბით, ხოლო მთელ სახ­ლში თქვე­ნი მე­უღ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბია...

- სა­ერ­თოდ, მომ­წონს გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე. ბაღს მე ვუვ­ლი. თუმ­ცა ჩრდი­ლო­ე­თია, მზე ნაკ­ლე­ბად ხვდე­ბა და ცოტა ძნე­ლია მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ხა­რე­ბა. თან გარ­შე­მო სულ მშე­ნებ­ლო­ბე­ბია და თა­ვი­დან რა გა­ნა­თე­ბაც იყო, ისიც აღა­რაა. მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ვერ ვი­წუ­წუ­ნებ. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ხა­ტებს, ბევ­რი მხატ­ვა­რი მომ­წონს და გვაქვს კი­დეც სხვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ აღარ გვაქვს სივ­რცე, რომ ცალ­კე გა­მოვ­ფი­ნოთ. მათ შო­რი­საა: თემო ჯა­ფა­რი­ძე, თემო გო­ცა­ძე, გივი ვა­შა­კი­ძე, გივი კას­რა­ძე, შალ­ვა მა­ტუ­აშ­ვი­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
3

ვაფანატებ ჟანრი ლოლაშვილზე,მრავალ მხრივ ნიჭიერ კაცზე.

NN
6

ერთხელ ჟანრი ლოლაშვილის ნამუშევრები ტელევიზიით აჩვენეს და დიდად კი ვერ ვერკვევი მხატვრობაში მაგრამ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

ქუჩაზე შეუხვევ თუ არა, თვალში მოგხვდება ღია ფერის სახლი, ფრანგული აივნებით. ალბათ ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ბუმია და მათ შორის ე.წ. საკუთარ სახლს რომ ხედავ, თავისთავად იქცევს ყურადღებას. აქ რუსთაველის თეატრის მსახიობები თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ცხოვრობენ. კიბეზე რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, კარზე ზარს რომ დარეკავ, აღმოჩნდები სივრცეში, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა გხვდება. აქ ყველგან ნახატებია. კედლებზე და არამხოლოდ. მასპინძელი ხატავს. მსახიობის პროფესიის პარალელურად, მის ცხოვრებაში მხატვრობა ყოველთვის იყო.

"ბატონო ჟანრი, სხვა ავტორების ნამუშევრებიცაა, თუ მხოლოდ თქვენი?" - ვეკითხები. "რატომ სხვა, რა უნდათ?! სხვების ნამუშევრები მუზეუმშია, ჩემი - სახლში". „შეიძლება ის ადგილი მაჩვენოთ, სადაც მუშაობთ?" - ვთხოვ, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება არ დაგვთანხმდეს. არც "კის" ამბობს და არც "არას", ბრუნდება, უხმოდ მიგვიძღვის წინ და ხის კიბეს ერთი სართულით ქვევით მივყვებით. ერთი შეხედვით ორსართულიანი სახლია, თუმცა ნახევრად სარდაფისა და სხვენის წყალობით, ოთხს იტყვი. ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნო სახლის ყველაზე ქვედა სივრცეშია განთავსებული. სახატავად დღის შუქი არ სჭირდება. რამდენიმე ნათურა ანათებს იმ ადგილს, სადაც ნამუშევრები იქმნება. "მზა ქაღალდები“ იატაკზე სიმეტრიულად აწყვია, ჩარჩოში ჩასმულები კედელთან - ერთი-მეორეს "მიყუდებიან".

დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ხატავს და თან მუსიკას უსმენს. ერთი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი არ აქვს ამოჩემებული, ხან რას უსმენს და ხან რას, განწყობას გააჩნია. როცა მუშაობს, თუ მეუღლეს ან შვილს თავად არ დაუძახა, ისე მის "სამფლობელოში“ არავინ შედის. „ეს ხომ ინტიმური პროცესია და რა საჭიროაო", - იძახის.

გამოდის, გაგვიმართლა, მხატვარმა თავის „სახელოსნო-სამზარეულოში მორიგი კერძი-ნახატის მომზადების პროცესს“ რომ დაგვასწრო. ამასობაში დიასახლისიც გვიერთდება და სახლის მშენებლობის ამბავს გვიყვება.

თათული დოლიძე:

- 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. მისი აშენების იდეა მე მეკუთვნის. აქ ორი ძირითადი სართულია და არის დიდი სხვენი და ქვედა სივრცე, სადაც ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია; ასევე საუნა და აუზი. სახლის პროექტის ავტორები ძალიან კარგი არქიტექტორები არიან. მისი მშენებლობა დაიწყო ალიკა ჯაფარიძემ, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის ნუგზარ ხვედელიანმა და შოთა ყავლაშვილმა დაასრულეს.

- პატარა, ლამაზი ბაღი გქონიათ, მცენარეებით, ხოლო მთელ სახლში თქვენი მეუღლის ნამუშევრებია...

- საერთოდ, მომწონს გამწვანებული სივრცე. ბაღს მე ვუვლი. თუმცა ჩრდილოეთია, მზე ნაკლებად ხვდება და ცოტა ძნელია მცენარეების გახარება. თან გარშემო სულ მშენებლობებია და თავიდან რა განათებაც იყო, ისიც აღარაა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შეეხება ნახატებს, ბევრი მხატვარი მომწონს და გვაქვს კიდეც სხვების ნამუშევრები, უბრალოდ აღარ გვაქვს სივრცე, რომ ცალკე გამოვფინოთ. მათ შორისაა: თემო ჯაფარიძე, თემო გოცაძე, გივი ვაშაკიძე, გივი კასრაძე, შალვა მატუაშვილი...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები