საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი
"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ კი­დევ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­კარ­გა, პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბის გზით გაგ­ვე­კა­ფა გზა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში და გაგ­ვკე­თე­ბი­ნა ის, რა მო­ლო­დი­ნიც ჰქონ­დათ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე­ებს, - ასე შე­ა­ფა­სა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი დი­ა­ლო­გის შემ­დეგ შე­დე­გის გა­რე­შე დას­რუ­ლე­ბუ­ლი მე­დი­ა­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

„ამის­თვის ისი­ნი აპი­რე­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბა და ა.შ. გა­აგ­რძე­ლონ. ჩვენ კი­დევ ერთხელ გვქონ­და შან­სი, რომ ყვე­ლა პუნ­ქტზე, რო­მე­ლიც იყო თა­ვის დრო­ზე მი­შე­ლის გეგ­მა­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, შე­თან­ხმე­ბის­თვის მიგ­ვეღ­წია. არ­სე­ბობ­და 5 პუნ­ქტი, შე­თან­ხმე­ბის სა­მოქ­მე­დო რუ­კა­ში, აქე­დან 3 სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა. არ­სე­ბობ­და ორი სა­კი­თხი - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის თემა, რო­მელ­ზეც ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ შე­საძ­ლო კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტის არა­ერ­თი წი­ნა­და­დე­ბა. ჩვე­ნი ერთ-ერთი წი­ნა­და­დე­ბა შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ ვხე­დავთ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვერ შევ­თან­ხმდე­ბით შე­ფა­სე­ბა­ზე იმის, თუ რა მოხ­და გა­სულ წელს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე, მაგ­რამ, ერთ-ერთი ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ პლე­ბის­ციტ­ზე დას­მუ­ლი­ყო სა­კი­თხი ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და მის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის. ეს იყო ხედ­ვა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო მო­მა­ვალ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პოლ­ტიპ­ტიმ­რე­ბის თე­მას, აქაც ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ კომ­ფორ­ტს მის­ცემ­და.

ის ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, ჩვე­ნი აზ­რით და შე­ხე­დუ­ლე­ბით, უნდა შე­ე­ხე­ბო­დეს ორი­ვე პო­ლიტ­პა­ტი­მარს: ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას. და­მე­თან­ხმე­ბით და ვფიქ­რობ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გარ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ იცის, რომ გი­ორ­გი რუ­რუა დღეს ცი­ხე­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით, მათ შო­რის 20 ივ­ნი­სის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აღ­მოჩ­ნდა მზად იმ პუნ­ქტებ­ზე ხე­ლის მო­სა­წე­რად, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი.

„ჩვენ ვგრძნობთ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აღა­რას­დროს გა­უქ­მდეს და მან არ­ჩევ­ნე­ბის გზით აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ვი­ღეთ, არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სით - ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის აღ­დგე­ნა და გა­დარ­ჩე­ნა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

გა­ვაგ­რძე­ლებთ ყვე­ლა შე­საძ­ლო გზე­ბით, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" ზე­წო­ლის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, სა­ნამ არ მი­ვაღ­წევთ იმ ამო­ცა­ნას, რო­მე­ლიც მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ხმა­მაღ­ლა უნდა გა­ვა­გო­ნოთ ჩვე­ნი ხმა, რომ ვა­პი­რებთ ვი­ცხოვ­როთ თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში. ცხა­დია, გა­ვაგ­რძე­ლებთ მცდე­ლო­ბას და მუ­შა­ო­ბას, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ხმა­მა­ღა­ლი პრო­ტეს­ტი გა­უქ­მე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. შეხ­ვედ­რა­ზე მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე მათ მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­აც­ნეს. მხა­რე­ე­ბი დო­კუ­მენტზე 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მე­დი­ა­ცი­ის მე­ო­რე რა­უნ­დიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი
4

მივმართავ ვაი ოპოზიციას!

თუ ერთ კვირაში შალიკოს ფანჩატურის ოპოზიცია გონს არ მოეგება და არ გადადგამს იმ ნაბიჯებს,რასაც მოითხოვს ევროპის და ამერიკის ჩვენი პარტნიორები, მაშინ საერთოდ უნდა ჩამოშორდეთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გზა უნდა დაუთმოთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს.ხომ ხედავთ,რომ ოპოზიცია უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.

jj
0

khalkhs, tqven, luzerebi ar ainteresebs!!!!!

ავტორი:

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში და გაგვკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, - ასე შეაფასა რამდენიმესაათიანი დიალოგის შემდეგ შედეგის გარეშე დასრულებული მედიაცია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ამისთვის ისინი აპირებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. გააგრძელონ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, რომ ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე მიშელის გეგმაზე დასახელებული, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. არსებობდა 5 პუნქტი, შეთანხმების სამოქმედო რუკაში, აქედან 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შემოთავაზებას დათანხმდა. არსებობდა ორი საკითხი - პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ შესაძლო კომპრომისული ვარიანტის არაერთი წინადადება. ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ ქვეყანაში პოლიტიკურ მომავალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით შეფასებაზე იმის, თუ რა მოხდა გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ, ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და მის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო მომავალზე. რაც შეეხება პოლტიპტიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა, რომელიც მათ კომფორტს მისცემდა.

ის ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრით და შეხედულებით, უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს: ნიკა მელიას და გიორგი რურუას. დამეთანხმებით და ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისა" და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა დღეს ციხეში არის პოლიტიკური მიზნით, მათ შორის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" არ აღმოჩნდა მზად იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი.

„ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ქვეყანაში აღარასდროს გაუქმდეს და მან არჩევნების გზით აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის განპირობებული ერთადერთი ინტერესით - ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის აღდგენა და გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.

გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მობილიზაციას, სანამ არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც მიზნად დავისახეთ. ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ვაპირებთ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. ცხადია, გავაგრძელებთ მცდელობას და მუშაობას, რომ უზრუნველვყოთ ხმამაღალი პროტესტი გაუქმებულ არჩევნებზე", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

"რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ? მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ" - ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა