საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია
"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც თან­ხმო­ბა მი­ვე­ცით, მკა­ფი­ოდ ეწე­რა ორი საკ­ვან­ძო სა­კი­თხი - პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბი და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. დღე­ვან­დელ დო­კუ­მენ­ტში ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო, რაც მოხ­და „ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ის გამო, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­დი­ა­ცი­ით გა­მარ­თულ ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ი­სათ­ვის, “არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი არ­ცერ­თი ხედ­ვა, რო­მე­ლიც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს არ ამო­წუ­რავს”.

"ივა­ნიშ­ვილს და მის გა­რე­მოც­ვას არ შე­უც­ვლია თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი პო­ზი­ცია, რომ ყვე­ლა მე­თო­დით, მათ შო­რის პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ასეთ დო­კუ­მენტზე ხე­ლის არ მო­წე­რით შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს არის მძი­მე რე­ა­ლო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა და ჩვე­ნი ამო­ცა­ნე­ბი არის იგი­ვე, რაც იყო დღემ­დე, ქვეყ­ნის შიგ­ნით ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა, სა­ნამ მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვთ სა­ხელ­მწი­ფო და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ მათ­ზე წნე­ხი გა­ი­ზარ­დოს.

ჩვენ­თვის არ­ცერ­თი ხედ­ვა არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი არ­ცერთ ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც არ ამო­წუ­რავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს. პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც თან­ხმო­ბა მი­ვე­ცით, მკა­ფი­ოდ ეწე­რა ორი საკ­ვან­ძო სა­კი­თხი - პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბი და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, დღე­ვან­დელ დო­კუ­მენ­ტში ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, რაც მოხ­და „ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­ის გამო. ჩვენ­თვის ეს დო­კუ­მენ­ტი მთლი­ა­ნად არ ამო­წუ­რავ­და ვი­თა­რე­ბას. ჩვენ იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­ზეც კარ­გად იყო ნა­მუ­შე­ვა­რი, ამ სა­კი­თხთან შე­და­რე­ბით, ვი­ყა­ვით მზად, რომ კომ­პრო­მის­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ვგუ­ლის­ხმობ და­ნარ­ჩენ სამ სა­კითხს, „ოც­ნე­ბამ“ ამ სამ­საც ხელი არ მო­ა­წე­რა. ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მი­ვაღ­წი­ოთ ისეთ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანს. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ დამ­ღუპ­ვე­ლია მათ­თვი­საც, ამი­ტომ უნდა "მო­ვიყ­ვა­ნოთ აზ­რზე“, - აღ­ნიშ­ნა გიგა ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
1

სანამ ნაცები და მათი სატელიტები ძირფესვიანად არ მოშორდებიან პოლიტიკას,ჩვენი ქვეყნის საშველი არ იქნება.მათ საკუთარი ოჯახები დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი ყავთ ყველანაირად და ხალხის მდგომარეობა საერთოდ არ ადარდებთ.დაგვანებეთ თავი და დაბრძანდით სახლებში.

hv
1

qveknis mtreboo!!!

ავტორი:

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც თანხმობა მივეცით, მკაფიოდ ეწერა ორი საკვანძო საკითხი - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ იყო, რაც მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისათვის, “არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს”.

"ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლია თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის პარტნიორების მიმართ აგრესიული განცხადებებით და ასეთ დოკუმენტზე ხელის არ მოწერით შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს არის მძიმე რეალობა, აქედან გამომდინარე ვერ შედგა შეთანხმება და ჩვენი ამოცანები არის იგივე, რაც იყო დღემდე, ქვეყნის შიგნით ამ ადამიანებისათვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა, სანამ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ მათზე წნეხი გაიზარდოს.

ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც თანხმობა მივეცით, მკაფიოდ ეწერა ორი საკვანძო საკითხი - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები, დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის, რაც მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო. ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას. ჩვენ იმ საკითხებზე, რომელზეც კარგად იყო ნამუშევარი, ამ საკითხთან შედარებით, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით. ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, „ოცნებამ“ ამ სამსაც ხელი არ მოაწერა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს მდგომარეობა დამღუპველია ქვეყნისთვის, მაგრამ დამღუპველია მათთვისაც, ამიტომ უნდა ,,მოვიყვანოთ აზრზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს